ნახევარი მართლაც თავად რუსებმა ჩამოყარეს

February 17, 2011 at 6:07 pm Leave a comment

ირაკლი ალადაშვილი

ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ნაწილები ჩემთან ინახება, რუსეთის გენშტაბი კი დღემდე უარყოფს მის ჩამოგდებას!

ინგლისურენოვან რუსულ სპეციალიზებულ საიარაღო ჟურნალ Moscow dejence brief-ში გამოქვეყნდა სკანდალური სტატია, რომელიც მაშინვე აიტაცეს მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა.

კერძოდ, ჟურნალი ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის დროს ჩამოაგდეს არა ოთხი რუსული თვითმფრინავი (როგორც ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებითაა ცნობილი), არამედ ექვსი და ამ ექვსიდან სამი თავად რუსმა მეზენიტეებმა შეცდომით ”მეგობრული ცეცხლით” ჩამოყარეს.

8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების რაიონში ჩამოგდებული Су-25 ტიპის მოიერიშე არა ქართული, არამედ რუსული იყო, იგი, სავარაუდოდ, თავად რუსმა მეზენიტეებმა დააზიანეს, ხოლო კატაპულტირებულ და პარაშუტით დაშვებულ პილოტს ცეცხლი ოსმა სეპარატისტებმა გაუხსნეს…

ამის შემოწმება გორიდან, ჯერ კიდევ 8 აგვისტოს საღამოს შევძელით და თანაც მარტივი და უტყუარი ხერხით – ქართული Су-25-ების პილოტებს გადავურეკე და დავრწმუნდი, რომ ყველა საღ-სალამათი იყო!

სხვათა შორის, ცნობილია იმ რუსი სერჟანტის ზუსტი ვინაობა, რომელმაც საკუთარი მოიერიშე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ”იგლათი” ჩამოაგდო. იგი თანამებრძოლებმა ჯერ კარგად სცემეს, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტმა დააჯილდოვა ”მტრის თვითმფრინავის” ჩამოგდებისთვის, ისევე როგორც დააჯილდოვა რუსული სარაკეტო კატარღა ”მირაჟის” კაპიტანი ”საზღვაო ბრძოლაში ქართული კატარღების ჩაძირვისთვის”. არადა, როგორც არანაირი საზღვაო ბრძოლა არ გამართულა (ქართული კატარღები რუსმა მედესანტე-დივერსანტებმა ფოთის სამხედრო პორტში ააფეთქეს), ისე, საბედნიეროდ, არც ერთი ქართული Су-25 არ ჩამოუგდიათ.

გარდა რუსი სერჟანტისა, ცნობილია იმ რუსი მედესანტე-პოლკოვნიკის გვარიც, რომლის დანაყოფმა გორისკენ მარშის დროს ასევე ჩამოაგდო Су-25 ტიპის მოიერიშე, რომელიც ასევე რუსული იყო.

არ გეგონოთ, რომ რუსი მეზენიტეები მთლად სულელები არიან და ყველაფერს ესვრიან, რაც დაფრინავს. ეტყობა, აქ ორმაგი შეცდომა დაუშვეს – Су-25-ების რუსი პილოტები შეცდომით ბომბავდნენ რუსულ ჯავშანკოლონებს, რადგან ქართული ეგონათ, შესაბამისად, მეზენიტეებიც ესროდნენ მათ თავზე შეტევაზე გადმოსულ თვითმფრინავებს…

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს რუსეთის სახმელეთო დანაყოფებისა და ავიაციის შეუთანხმებელ საბრძოლო მოქმედებებზე.

თუმცა რუსი აგრესორების ეს სერიოზული პრობლემა ბოლომდე საჩვენოდ ვერ გამოვიყენეთ…

ახლა რაც შეეხება ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავებს:

ამის შესახებ დღემდე კამათობენ. ქართული მხარე თავიდან ამტკიცებდა, რომ 21 რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდო, შემდეგ ლაპარაკობდნენ 19-ზე, ბოლოს, მგონი, 15-მდე ჩამოვიდნენ თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის გენშტაბმა ომის დამთავრებისთანავე განაცხადა, რომ დაკარგა მხოლოდ და მხოლოდ ოთხი თვითმფრინავი – სამი Су-25 ტიპის მოიერიშე და ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22М3.

რეალურად ჩამოგდებული შეიძლება იყოს ექვსი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი – სამი Су-25 მოიერიშე, ორი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М და ერთი Ту-22М3. ამასთანავე, 16 აგვისტოს (როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი იყო), ჯავასთან, საველე აეროდრომზე რუსი მესაზღვრეების Ми-8МТ ტიპის შვეულმფრენი მეორე შვეულმფრენს თავზე დააჯდა და ორივე აფეთქდა. იმავე დღეებში ცხინვალში ჩამოაგდეს 2-3 უპილოტო სადაზვერვო აპარატი, რომლებიც ნამდვილად არ იყო ქართული. გარდა ამისა, სამმა დაზიანებულმა რუსულმა Су-25-მა მოახერხა აეროდრომებზე დაბრუნება.

რუსული ჟურნალის სკანდალურ სტატიას მაშინვე გამოეხმაურა რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინი. მან კატეგორიულად უარყო რუსი მეზენიტეების მიერ რუსულივე თვითმფრინავების ჩამოგდება და კვლავაც განაცხადა, რომ აგვისტოს ომში რუსეთმა მხოლოდ ოთხი თვითმფრინავი დაკარგა.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც შეიძლება ხმამაღლა თქვა, – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო! მაშინ რა ვუყოთ იმ რუსულ Су-24М ტიპის ბომბდამშენის ნაწილებს, რომლებსაც დღესაც ვინახავთ?

სტატიის ავტორმა ეს ნაწილები სოფელ ძევერაში, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების ადგილზე აკრიფა, რაც უკვე ნათლად მიუთითებს, რომ რუსი გენერალი, ისევე, როგორც მთელი რუსული გენშტაბი, ტყუის!

გენერალი ნოგოვიცინი მაშინაც ცრუობს, როდესაც ამტკიცებს, რუსული თვითმფრინავები რუს მეზენიტეებს არ ჩამოუყრიათო.

ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა, როდესაც რუსული გენშტაბი თანახმაა, ქართული საჰაერო თავდაცვის ძლიერებაზე ისაუბროს, ვიდრე აღიაროს, რომ რუსი პილოტები რუსმავე მეზენიტეებმა ჩამოყარეს.

როგორც აღვნიშნეთ, ადვილი შესაძლებელია, სამიდან ორი Су-25 თავად რუსებმა ჩამოაგდეს ისევე, როგორც მათვე დაღუპეს 2-3 უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი და ორი შვეულმფრენი.

ცუდ შედეგს მოგვიტანს თავის მოტყუება – რუსი აგრესორების თითქოს 21 ან თუნდაც 15 საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთო.

ამხელა ციფრების გაჩენა კი იმან გამოიწვია, რომ ჩვენმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა (რომელშიც შედის საჰაერო თავდაცვაც) და სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ თავ-თავიანთი სიები წარადგინეს დასაჯილდოებლად. საერთო ჯამში, მათ თუ ენდობით, გამოდიოდა, რომ რუსებს თითქმის მთელი საავიაციო პოლკი გავუნადგურეთ, რაც რა თქმა უნდა, შორს არის სინამდვილისგან.

ჩვენს მეზენიტეებს, ჩანს, რუსული მოიერიშის ახლოს აფეთქებული ყველა სითბური რაკეტა და საზენიტო ჭურვი ჩამოგდებული თვითმფრინავი ეგონათ. არადა, ჯერ კიდევ ავღანეთის ომის დროს მიღებული გამოცდილებიდან თბილისის საავიაციო ქარხანამ მნიშვნელოვნად გააძლიერა Су-25 ტიპის მოიერიშეების საბრძოლო სიცოცხლისუნარიანობა…

Entry filed under: 2008, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , , , , , .

ავტომატებით – სხვის გზებზე … ქართულ არმიაში ”დრაკონების” ხანა დაბრუნდა

Leave a comment

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor