Posts tagged ‘NATO’

ISAF

International Security Assistance Force

“უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები “

ISAF ავღანეთის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემას 2014 წლისთვის დაასრულებს, თუმცა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ეს ფაქტი ავღანეთიდან ალიანსის ჯარების გაყვანას არ ნიშნავს.

ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანის პროცესი უფრო ლოგიკური გახდა. შტატებმა და დასავლეთმა, მიზანს მიაღწიეს და ნომერ პირველი ტერორისტის განადგურება ავღანეთის მეზობელ პაკისტანში შეძლეს.

ბარაკ ობამას სტრატეგიის თანახმად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ავღანეთთან დაკავშირებით, ბარაკ ობამამ ახალი სტრატეგია 2009 წლის დეკემბერში, სამხედრო აკადემია ვესტ–პოინტში გამოსლისას გამოაქვეყნა. სწორედ მაშინ პირველად განაცხადა, რომ თალიბების დასამარცხებლად, ავღანეთში დამატებითი ძალები გაიგზავნება, რაც თავის მხრივ, ქვეყნიდან ჯარების გაყვანას შეუწყობდა ხელს.

როგორც ჩანს, 2 წელიწადში, ობამას ადმინისტრაციამ, ავღანეთის ოპერაციასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალა. რამდენიმე თვის წინ შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, შესაძლოა, 2014 წლისთვის ჯარების გაყვანა ვერ მოხერხდეს.

ნატოს სარდლობაში კი აცხადებენ, რომ ავღანეთში მყოფი სამხედრო ძალების – ISAF–ის კონტინგენტის გაყვანის საბოლოო ვადა, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს.

(more…)

June 1, 2011 at 4:33 am Leave a comment

ნატოს სამიტზე ლისაბონში ევროპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ახალ გეგმას განიხილავენ

4 ოქტომბერი. ლისაბონში დაგეგმილ სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები ევროპის საჰაერო თავდაცვის ახალ გეგმას რუსეთთან ერთად განიხილავენ.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ, დღეს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი სამიტზე ამ კონკრეტული საკითხის განსახილველად ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით მიიწვიეს.

ევროპაში ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების შემუშავება ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივაა. მისი განცხადებით, ახალი ევროატლანტიკური საჰაერო დაცვის სისტემების დანერგვა ერთი მხრივ ევროკავშირისა და აშშ-ის, მეორე მხრივ კი, ნატო-რუსეთის ურთიერთობებს დააბალანსებს. განსხვავებული პოზიცია აქვს რუსეთს. კრემლში აცხადებენ, რომ პროექტის წამოწყებამდე მასთან დაკავშირებული რისკების საფუძვლიანი განხილვა უნდა მოხდეს.

ნატო-ს სამიტი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში 20 ნოემბერს ჩატარდება.

 

February 17, 2011 at 2:03 pm Leave a comment

ნატო საქართველოს თემაზე რუსეთთან ვერ თანხმდება

23 სექტემბერი. ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოსთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებიც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში უთანხმოებას იწვევს.

“არსებობს საკითხები, რომლებზეც, უბრალოდ, ვერ შევთანხმდებით. რუსეთის ჯარის მასობრივი კონცენტრაცია საქართველოში, მისი მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ასეთივეა რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სარაკეტო დანადგარების საქართველოში განთავსების შესახებ, რაც სახიფათო ნაბიჯია, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტების, მედვედევსა და სარკოზის შორის დადებულ საზავო შეთანხმებას. ასევე, ნატო-ს წევრი-ქვეყნებისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ასე რომ, თქვენ ხედავთ, საქართველოსთან და, სხვათა შორის, მოლდავეთში რუსეთის სამხედრო საკუთრების ყოფნასთან დაკავშირებით, საერთო პოზიციას ვერ გამოვნახავთ”, – აცხადებს რასმუსენი.

(more…)

February 17, 2011 at 1:59 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

June 2017
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor