ავტომატებით – სხვის გზებზე …

February 17, 2011 at 6:02 pm Leave a comment

ირაკლი ალადაშვილი

თუ შენს თავზე არ გამოცდი, სხვის ტკივილს ვერ მიხვდები… ცხოვრება ძალზე უცნაური რამ არის და ხშირად გაძლევს მოვლენათა შედარების საშუალებას.

2008 წლის 20 მაისს ერაყის ვასითის პროვინციაში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის საპატრულო დანაყოფთან ერთად ამერიკული დაჯავშნული “ჰამერით” ერაყის გზებზე დავდიოდი. დავალებაში შედიოდა მოულოდნელი ჩეკ-პოინტის მოწყობა, როდესაც გზაზე მიმავალი “ჰამერების” კოლონა მოულოდნელად ჩერდება, გზას კეტავს და იწყებს მანქანებისა და მგზავრების ჩხრეკას იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების თუ ნარკოტიკების მოსაძებნად.

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ერაყელები უსიტყვოდ გადმოდიოდნენ მანქანებიდან და ხელებაწეულნი ქართველ სამხედროებს გაჩხრეკის უფლებას პროტესტის გარეშე აძლევდნენ.

ერაყელი თარჯიმნის საშუალებით (რომელიც საბჭოთა პერიოდში ფოთის სამხედრო პორტში გადიოდა მომზადებას და რუსული იცოდა) რამდენიმე ერაყელს გავესაუბრე.

ჩემს შეკითხვაზე – წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ ქართველი ჯარისკაცები გჩხრეკენ-მეთქი, მიპასუხეს, – ქართველებს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ ეს აუცილებელიაო.

მიუხედავად ასეთი პასუხებისა, მათ თვალებში რაღაც შევამჩნიე, რომელსაც მთლად ზიზღი არ ეთქმოდა, თუმცა ვერც მეგობრულს ვუწოდებდი (იმავე დღეს, უკან, ბაზისკენ მიმავალი ჩვენი “ჰამერების” კოლონას თავს დაესხნენ და გზის პირას ჩამალულმა დისტანციურმა მართვადი მიმართული მოქმედების ნაღმმა პირველი “ჰამერის” გვერდის ჯავშანი გაგლიჯა და ოთხი ქართველი სამხედრო დაგვიჭრა).

ამ საიდუმლოებას ზუსტად სამ თვეში მოვუძებნე ახსნა, როდესაც 2008 წლის 20 აგვისტოს ისეთივე “კალაშნიკოვებით” უკვე რუსი ოკუპანტები გვაწევინებდნენ ხელებს იგოეთში…

ჩანს, იმ მომენტში ჩვენს თვალებშიც იგივე კითხვა იდგა, რაც სამი თვის წინ იმ ერაყელებისაში – შენ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, რა გინდა ჩემს გზაზე და თანაც იარაღმოღერებულს?! ეს ხომ ჩემი ქვეყანაა და არა შენი, მშვიდობის დამყარება ჩემი საქმეა და არა გადამთიელისა…

ცხოვრება ბევრი პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ ხომ სამართლიანად ვთვლით საქართველოში შემოჭრილ რუს სამხედროებს დამპყრობლებად, მეეჭვება, ერაყში მყოფი ავტომატიანი ქართველი სამხედრო გზაზე ხელებაწეულ ერაყელს თავისი ქვეყნის განმათავისუფლებლად მიეჩნია, ისევე როგორც დღეს ავღანეთში გაგზავნილი ჩვენი სამხედროები…

სხვის ომებში ქართველი მებრძოლების გაგზავნის ტრადიცია, სამწუხაროდ, დღეს არ დაწყებულა, საუკუნეების წინაც ასე იყო, როდესაც საქართველოს დამპყრობ ან ჩვენს ქვეყანაზე დიდი გავლენის მქონე დიდ სახელმწიფოს თავის დამპყრობლურ ომებში ქართველებიც მიჰყავდა საზარბაზნე ხორცად…

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , .

უცხოური პრესა საქართველოს მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის შესუსტებაზე საუბრობს ნახევარი მართლაც თავად რუსებმა ჩამოყარეს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2011
M T W T F S S
    Mar »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: