Archive for March, 2011

რატომ სურთ ჩვენს მოქალაქეებს სამხედრო რეზერვში სამსახურის თავის არიდება

თეონა აქუბარდია

25 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რის თანახმადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს მასშტაბით გატარებულ ოპერატიულ-ტაქტიკური ღონისძიების შედეგად cxra, სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულების, ექიმი დააკავა. როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ – გვერდზეა ნათქვამი, ისინი ახდენდნენ ყალბი ცნობების დამზადებას და გაცემას. აღნიშნული ცნობები ფულადი თანხის სანაცვლოდ კი სარეზერვო სამსახურისთვის უკანონოდ თავის არიდების მიზნით გაიცა. ამასთან ერთად სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული საქართველოს სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ინტენსივობა და შესაბამისად გაძლიერებულია აღნიშნული პროცესის კონტროლიც. ვერ გეტყვით სამინისტრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის ინტენსიობის საგრძნობლად ზრდას რას ეძახის, რადგან უნდა არსებობდეს რეზერვისტთა წლიური ზღვრული დადგენილი რაოდენობა და მისი შესაბამისი ბიუჯეტიც ღია უნდა იყოს, თუმცა ის ფაქტი, რომ სახეზეა მხოლოდ ქრთამის აღებაში დაკავებული ექიმები და თავად ქრთამის მიმცემი რეზერვისტები არსად ჩანან, მაფიქრებინებს იმას, რომ ეს იყო გაფრთხილება როგორც რეზერვისტების, ასევე პოლიკლინიკის ექიმებისთვის, რომ ასეთ რამეს მომავალში ადგილი არ ჰქონდეს და რომ კანონდამრღვევებს გულზე კამერადამაგრებული სამხედრო პოლიციელები დარაჯობენ.

(more…)

Advertisements

March 28, 2011 at 6:34 am 1 comment

რუსეთის არმია საბჭოთა არმიის ტრადიაცათა მემკვიდრეა

თემურ ჩაჩანიძე

ცივი ომის ხანაში საბჭოთა არმია თავისი ძლიერებით დასავლეთს შიშის ზარს სცემდა და ამ ძალის უკან ბირთვულ იარაღთან ერთად საბჭოთა მრავალეროვანი ქვეყნის მილიონობით სამხედრო მოსამსახურე იდგა.

განსხვავებულ ტრადიციებზე გაზრდილი და განსხვავებული აზროვნების მატარებელი ეს ადამიანები სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენდნენ და საბჭოთა ჯარიკაცებად მათი გარდაქმნა ადამიანურ ღირსებათა ყოველმხრივი დათრგუნვის გზით მიმდინარეობდა, სადაც არც თუ მცირე ადგილი ძალადობასა და `დედოვშჩინას~ ეკავა.

მოძმე რესპუბლიკებიდან შეგროვილ ახალწვეულებს სამხედრო სამსახურის მეორე წელიწადში მყოფი ჯარისკაცები აიძულებდნენ ტუალეტების რეცხვას, მორიგეობაზე მათ ნაცვლად გასვლას, ართმევდნენ ახალ უნიფორმასა თუ ფულს და ა.შ.

ძალადობისგან თავდასაცავად ჯარისკაცები ეროვნების მიხედვით ერთიანდებოდნენ და ასეთნაირად ცდილობდნენ ღირსების შენარჩუნებას.

 

 

(more…)

March 22, 2011 at 6:53 pm Leave a comment

ვალერი ვერსკიანი ჩამოასვენეს

16 მარტი 2011 01:10

კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. კაპრალი ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას 5 მარტს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა (აფეთქების შედეგად მან ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო). ის მკურნალობას გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

აეროპორტში ცხედრის ჩამოსვენების ცერემონიალს საქართველოს  თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე,  თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი დაესწრნენ. „დღეს მოხდა გერმანიიდან ჩამოსვენება კაპრალ ვერსკიანის, რომელიც რამოდენიმე დღის წინ იყო დაჭრილი ჰელმანდის პროვინციაში ოპერაციის დროს. მძიმე დაჭრის შედეგად მოხდა მისი გადაყვანა გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ ის დაიღუპა. მე მინდა მივუსამძიმრო უპირველეს ყოვლისა მისი ოჯახის წევრებს, ამავდროულად მინდა მივუსამძიმრო მის თანამებრძოლებს, ვისთვისაც ეს განსაკუთრებით დიდი დანაკარგია და მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ასეთი ვაჟკაცის დაკარგვა,“ განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სამძიმარი გამოუცხადა კაპრალ ვერსკიანის ოჯახის წევრებს, თანამებრძოლებს, მეგობრებს – „ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა  ღრმა მწუხარება გამოვთქვა კაპრალ ვერსკიანის დაღუპვის გამო…ის შეეწირა სამშობლოს სამსახურს და იმ პრინციპებს, რომლებსაც საქართველო და ამერიკა ამ რეგიონში ემსახურებიან“.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კაპრალ ვალერი ვერსკიანის ცხედარს მშობლიურ სოფელში ვერტმფრენით ხვალ გადაასვენებენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თავდაცვის სამინისტრო საკუთარ თავზე აიღებს. გარდაცვლილი კაპრალის ოჯახი კანონით განკუთვნილი სოციალური პაკეტით იქნება უზრუნველყოფილი.
კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

March 16, 2011 at 12:32 pm Leave a comment

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

14 მარტი 2011 15:49

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაჭრილი კაპრალ ვალერი ვერსკიანის გარდაცვალების გამო. ვალერი ვერსკიანი 5 მარტს მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა. ის მკურნალობას გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა (აფეთქების შედეგად ქონდა ყელის არეში სამი ჭრილობა). კაპრალი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ვერსკიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.
სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას გადიან მისიის შესრულების დროს დაჭრილი 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

March 15, 2011 at 7:50 pm Leave a comment

მხედრული პატივი, საიდუმლოდ!

ზვიად თხელიძე

თბილისიდან ციხესულორისკენ მიმავალი, 1 მარტის სუსხიან დილას, სამრაშრუტო ტაქსში ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით მასაც ისე დაკრძალავენ, როგორც ავღანეთში აქამდე დაღუპული სხვა 5 ჯარისკაცი დაკრძალეს – ნაციონალური არხების არც ერთი კამერა და ჟურნალისტი დაკრძალვას არ დაესწრება.

საქართველოში ჩამოსვენების წუთიდან ( 23 თებერვლის ღამეს) ნაციონალური არხებიდან, ყველა ინფორმაცია გიორგი ავალიანზე გაქრა – თითქოს აღარ არსებულა არც დაღუპული ჯარისკაცი, აღარც დაღუპულის ოჯახი…

27 თებერვალს ”მაესტროზე” გასული სიუჟეტის გამო (“კვირის რეპორტაჟის” ჟურნალისტს, თავდაცვის სამინისტროდან განხორციელებული ზარის შემდეგ, თხოვეს გადაღება შეეწყვიტა) მეფიქრებოდა როგორ მომეხერხებინა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შეხლა – შემოხლისთვისაც ამერიდებინა თავი და თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაიდუმლოებული დაკრძალვის ფოტოებიც გადამეღო.

ვანი – სამტრედიის დამაკავშირებელი გზიდან, ციხესულორის სასაფლაომდე, სოფელი უნდა გაიარო. ავალიანების სახლიც ამ გზაზეა. სახლამდე მისასვლელ გზაზე სამხედრო პოლიციას პოსტი დგას, მაგრამ ისე, რომ დიდი გზიდან არ ჩანს. ჩემს მიერ დაქირავებული ტაქსის მძღოლს, პოლიციის თანამშრომელმა გაჩერება და უკან დაბრუნება უბრძანა, მანქანაში ჩამოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი ნახა, ხელქვეითებს დაუბრუნდა. ალბათ კამერას ეძებდა?!

ავალიანების სახლის ეზოში მრავალ ადამიანს მოეყარა თავი. სამხედროები სამოქალაქოებს სჭარბოდნენ. ორ სართულიანი, მომცრო სახლის მეორე სართულზე, რომელიც ხისგანაა ნაკეთები, ყვავილების, გვირგვინების ზღვაა. დაღუპულის დასასვენებელი ოთახის შესავლელში “თავდაცვის სამინისტროსგან” წარწერით გვირგვინია მიყუდებული. ოთახში საპატიო ყარაული დგას და ძაძებით შემოსილი ქალბატონები სხედან. გიორგის დედის გოდება ქვასაც მოალბობდა, მაგრამ წარმოუდგენელია როდესმე დამავიწყდეს გიორგის მამის ტკივილისგან შეცვლილი სახე და ჩამოსართმევად გამოწდვილი აკანკალებული ხელი!

– თანამოზიარე, ვარ! ვიზიარებ! ვიზიარებ თქვენს მწუხარებას… – უსამძიმრებდნენ ჩემს წინ მიმავალი ჯარისკაცები გიორგის მამას თამაზ ავალიანს. ის მდუმარედ უქნევს თავს და სახეზე ეტყობა, რომ მადლობის სათქმელად ძალა აღარ ჰყოფნის.

წვრილად ცრის. ეზოში, ხეებს შორის გაშლილ საწვიმრებს ჯარისკაცები და მეზობლები ეფარებიან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმერეთის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო სამსახურით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს. ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს, ბანკის ვალი გამოჰყვა. სამსახურიდან დათხოვილი და შემოსავალს მოკლებული ბანკის ვალას ვეღარ იხდის. ვალი კი იზრდება…

– რა ქენი გადაიხადე? – ეკითხება ჩემს გვერდით, ჯარისკაცი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ, ახალგაზრდა კაცს.

– რით? არ გამაფრთხილეს ბანკიდან და ისე დამაწერეს ჯარიმები… 6 ათასს დოლარამდეა ასული… მაგისთვის რამდენი უნდა ვიშრომო?! – პასუხობს, მის ყოფილ თანამებრძოლს, გიორგი ავალიანის თანასოფლელი.

– შენ რას შვები?

– მე მორედაც უნდა გავაფორმო კონტრაქტი, თორემ რაც ვიმსახურე ის ბანკის ვალებში წამივიდა და არაფერი შემრჩა…

დღის პირველი საათისთვის ეზოში თავდაცვის სამინიტროს სასულე ორკესტრი შემოვიდა. მათთვის გამოყოფილ ადგილას განთავსდა და სამგლოვიარო მარში შეასრულა. მოგვიანებით ეზოს შემოსასვლელში გაერთიანებული შტაბის უფროსი, სხვა მაღალი წოდების სახმედროები გამოჩნდნენ და იქვე განლაგდნენ. ცხადი გახდა, რომ მალე პანაშვიდზე საქართველოს თავდაცცის მინისტრი ბაჩო ახალაია შემოვიდოდა.

გადაღებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია: მინისტრის განკარგულების შემთხვევაში გადაღების იმ მინიმალურ შანსსაც დავკარგავ, რომელიც ჯერ კიდევ მაქვს სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე.

ჩემს გარშემო მყოფი ჯარისკაცებმა საუბარს მოუკლეს და ყურადღება ეზოს შემოსასვლელისკენ გადაიტანეს. გაწყდა საუბრები სამინისტროს დრაკონულ წესებზე, ბანკების ვალებზე, აუხსნელ დაწინაურებებზე და დაუსაბუთებელ სასჯელებზე …

მინისტრი დაცვის თანხლებით შემოვიდა. უჰალსტუხოდ, თეთრ პერანგსა და ნაცრისფერ პალტოში ჩაცმულ მინისტრს გაერთიანებული შტაბის უფროსმა დევი ჭანკოტაძემ მხედრული სალამი მისცა და მხარმარჯვნივ გაჰყვა. ბაჩო ახალაიას თან იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და პარლამენტარი პაატა ჭელიძე ახლდნენ.

მინისტრი და მისი თანმხლები პირები მარტონი ავიდნენ კიბეებზე. უკან მიმყოლი სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო და სამოქალაქო პირები დაცვამ კიბის ასასვლელთან შეაჩერა. შესაძლოა ეს სივიწროვის გამო, მაგრამ მინისტრის დაცვის მოქმედებამ უსიამოვნო რეაქცია გამოიწვია:

– არ შეწუხდნენ…

– ნება – ნება უნდა იგლოვოს… – გადაულაპარაკეს იქვე მდგომა მოხუცებულებმა ერთმანეთს.

პანაშვიდზე ხალხის რაოდენობამ იმატა – მდინარესავით მოედინებოდნენ პატარა შუკაში. სასაფლაო შორს არ არისო მითხრეს ადგილობრივებმა – სასაფლაოზე დარგული კიპარისების კენწეროები ავალიანების ეზოდანაც კი მოსჩანს. აღარ დაილევა ამ სახლში ალბათ სადღეგრძელო ისე, რომ სტუმარამა და მასპინძელმა იმ კენწეროებისკენ არ გაიხედონ! გადავწყვიტე სასაფლაოზე ავსულიყავი და გადასაღები ადგილი შემერჩია. ერთი ხანობა ვიფიქრე მალულად გადავიღებდი, მაგრამ უარი ვთქვი ამ აზრზე, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ბაჩო ახალაიას დაცვის რომელიმე წევრს, ჩასაფრებულ, ტერორისტად მოვლანდებოდი და დაუფიქრებლად ესროლა… ამიტომ ვარჩიე ღიად გადამეღო სამგლოვიარო პროცესიისთვის, მერეზე კი მერე მეფიქრა.

სამ საათზე დედის კივილმა ცა გახია – გიორგი სახლიდან გამოსვენეს. ცხედარი ჯარისკაცებს მოჰქონდათ. ძმები ფრიდონი და აკაკი, მამის მხარდამხარ, ბარბაცით მოჰყვებოდნენ კუბოს. ფრიდონი უფროს ძმასთან ერთად იბრძოდა ავღანეთში. სწორედ მან ჩამოასვენა ძმის ცხედარი საქართველოში. ერთად ელოდნენ ისინი კარს მომდგარ როტაციას – მათი ავღანური ეპოპეა მაქსიმუმ თვე – თვენახევარში უნდა დასრულებულიყო. გიორგი, მამპაპისეული სახლის მოპირდაპირედ, ახლად შეძენილი სახლის შეკეთებას და დაოჯახებას აპირებდა…

დაკრძალვის სამხედრო რიტუალის წესის მიხედვით ჰაერში სამჯერ გაისროლეს. საპატიო ყარაულის ჯარისკაცებმა, 1 მარტს მეექვსედ შეასრულეს ეს რიტუალი ავღანეთიდან ჩამოსვენებული თანამებრძოლის საფლავზე. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ხუთი სამხედრო მოსამსახურე 2010 წლის სექტემბერში დაკარგა – 2010 წლის 30 სექტემბერს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე თვითნაკეთი (IED) ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. იმავე წლის 5 სექტემბერს კი ქართველ სამშვიდობოებს პირველი ჯარისკაცი – მე – 3 ქვეითი ბრიგადის, 31 – ე ბატალიონის ასეულის მეთაური ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაეღუპათ.

გიორგი ავალიანის ცხედარის მიწაში ჩასვნებისას სასულე ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ჯარისკაცებმა სამ – სამი მუჭა მიწა მიაყარეს ყოფილ თანამებრძოლს და დაღმართზე დაეშვნენ.

– როდემდე უნდა ვმარხოთ ასე ჩუმად?! – ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა ერთ – ერთმა ჯარისკაცმა, თავი ასწია და მიიხედ – მოიხედა. დამინახა, რომ გავიგონე. რა უნდა მეპასუხა?

March 7, 2011 at 5:28 am Leave a comment

კაპრალ გიორგი ავალიანი დაკრძალვა

დღეს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორში, 22 თებერვალს, ავღანეთში დაღუპული კაპრალი გიორგი ავალიანი, ციხესულორის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

March 1, 2011 at 7:26 pm 1 comment

გუტენბერგის წაგებული ბრძოლა

სანდრო იმერი

ჯერ კიდევ გუშინ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული პოლიტიკოსი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი, თანამდებობიდან გადადგა და ამით არა მხოლოდ გერმანიის მთავრობის პრესტიჟი იხსნა, არამედ შეინარჩუნა იმის შანსი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისევ დაბრუნდეს დიდ პოლიტიკაში, რაც მის ნამდვილი მისწრაფება გახლავთ.

არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი 39 წლის ცუ გუტენბერგი, თითქმის ერთი წელიწადი ედგა სათავეში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო უწყებას, მანამდე კი ორი წელი მუშაობდა გერმანიის ეკონომიკის მინისტრად. მაგრამ ვერც მისმა ბრწყინვალე კარიერამ და ვერც ანგელა მერკელი პირადმა კეთილგანწყობამ, ვერ იხსნა გუტენბერგი პოლიტიკური სკანდალისაგან, რაც მოჰყვა პრესით გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრის სადოქტორო ნაშრომის დიდი ნაწილი სხვა წყაროებიდან იყო გადაწერილი, თანაც წყაროებზე მითითების გარეშე.

ო, „წმინდაო უმანკოებავ“! არა კიდევ გავიმეორებ: „სადოქტორო ნაშრომის დიდი ნაწილი სხვა წყაროებიდან იყო გადაწერილი, თანაც წყაროებზე მითითების გარეშე“ . კი მაგრამ რა ისეთი დანაშაული ჩაიდინა ამ გუტენბერგმა იმით, რომ სხვისი „წყაროებს რომ არ მიუთითა“, – იკითხვას გაკვირვებული ქართველი, რომელსაც ხშირად ესმის ინფორმაციები, თუ როგორ აყალბებენ ბიოგრაფიებს ქართველი მინისტრები, რომელთა უმრავლესობა ახლოს ვერ მოვა გუტენბერგის პროფესიულ გამოცდილებასა და განათლების ცენზთან? მაგრამ ის, რაც ნორმალურად ითვლება საქართველოში, ანომალიურია გერმანული საზოგადოებისათვის.

(more…)

March 1, 2011 at 6:57 pm 1 comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

March 2011
M T W T F S S
« Feb   Apr »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor