ომის ვეტერანთა მემორიალი

December 11, 2012 at 10:44 am Leave a comment

ტექსტი და ფოტო თამთა ბაშალეიშვილისა

1986 წელს კონგრესმა მიიღო დადგენილება კორეის ომის ვეტერანთა მემორიალის შესახებ, რათა გამოეხატა “ერის პატივისცემა თავისი შვილების მიმართ, რომლებმაც მიიღეს გამოწვევა დაეცვათ ქვეყანა, რომელსაც არ იცნობდნენ და ხალხი,რომლებსაც არასადროს შეხვედრიან”. 1995 წელს კი  პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და კიმ ენ სანმა  მემორიალი საზეიმოდ გახსნეს.
დაახლოებით 50 მ სიმაღლის შავი ქვის კედელზე აღბეჭდილია წარწერა “თავისუფლება უფასო არ არის” (Freedom is not free) და  კორეის ომის ამსახველი 2400 ფოტოგრაფია. კედელზე ასევე ირეკლება მოქანდაკე ფრენკ გეილორდის მიერ შექმნილი 2,5 მ სიმაღლის 19 ქანდაკება, და კედელზე 38 ქანდაკება ჩანს, რაც სიმბოლურად 38 პარალელს აღნიშნავს.
ქანდაკებების ჯგუფიდან  14 ჯარისკაცია, 3 საზღვაო ქვეითი, 1 ფლოტის მეზღვაური და 1 საჰაერო ძალების მოსამსახურე. კომპოზიცია ეთნიკურადაც მრავალფეროვანია, ის 12 თეთრკანიანის, 3 აფრო-ამერიკელის, 2 ლათინო -ამერიკელის  1 აზიელის და 1 ინდიელისგან შედგება.
სამი ჯარისკაცი ხეებს ეფარება, ამიტომ როდესაც მემორიალის წინ დგებით ჯარისკაცების ზუსტი რიცხვის დათვლა შეუძლებელი ხდება და მაყურებელს ტყეში დამალული ჯარისკაცების განცდა რჩება .
მემორიალს განკარგავს ეროვნული პარკის სამსახური,ის ლინკოლნის მემორიალის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ვიეტნამის ომის ვეტერანთა მემორიალის პარალელურად მდებარეობს.

IMG_6935i

IMG_6928i

IMG_6924i

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი, Uncategorized. Tags: , , .

ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან ეროვნული გვარდია 22 წლისაა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

December 2012
M T W T F S S
« Oct   Feb »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: