Posts tagged ‘უპილოტოები’

ათი რამ, რაც უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ არ ვიცოდით

 

1)

პირველი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი ოსამა ბინ ლადენის დასაკავებლად შეიქმნა

1998 წელს შეერთენული შტატების პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა შეაჩერა ოპერაცია, რომლის მიზანი ავღანეთში, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ალ-ქაიდას ლიდერის ლიკვიდაცია იყო. რაკეტების გაშევებას მანამდე 300 ზე მეტი ადამიანის სიცოცხე შეეწირა, ამ ოპერაციის დროს დაზვერვითი ინფორმაციის მხოლოდ 50% იყო კონფიდენციალური. ამ შემთხვევის შემდეგ პენტაგონმა ახალი ალტერნატივის ძიება დაიწყო, რათა იერიშები ზუსტი ყოფილიყო. 2000 და 2001 წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების კონფიგურაცია მოახდინეს და რაკეტები უპილოტო დაზვერვით საფრენ აპარატს მოარგეს. საფრენი აპარატის გამოყენებით პირველი ცნობილი სალიკვიდაციო ოპერაცია 2001 წლის ნოემბერში ჩატარდა, როდესაც ალ-ქაიდას ერთერთი უმაღლესი სამხედრო მეთაური მოჰამედ ათეფი გაანადგურეს.

2)

უპილოტო საფრენმა აპარატმა RQ-170 გასული წლის დეკემბერში ირანში კატასტროფა განიცადა. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა მიზეზად აპარატის კოდების და მონაცემების გაქრობა დაასახელეს. ორი კვირის შემდეგ უპილოტო შეუიარაღებელი აპარატი სეიშელის კუნძულების ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა. თუმცა ამ შემთხვევებს შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოულოდნელობად არ მიიჩნევებ, რადგან ამერიკამ უკვე 50ზე მეტი უპილოტო აპარატი დაკარგა. 2010 წლის მონაცემებით, საჰაერო ძალების 79 უპილოტო თვითმფრინავს მოუვიდა ავარია. თითოეულის ფასი ერთი მილიონი დოლარია. კატასტროფის მიზეზად ცუდი ამინდი, საკომუნიკაციო კავშირების გათიშვა და სამხედროების დაშვებული შეცდომები დასახელდა. საჰაერო ძალების გენერლის, სარდლის ყოფილი მოადგილის, დევიდ დეპტულას განცხადებით: „ზოგიერთი უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც ახლა ვიყენებთ გარემოსთვის ძალიან საშიშია, რადგან ის შეიძლება ციდან წვიმასავით ჩამოცვივდეს.“

3)

შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების 35% პენტაგონს, 11% ნასას, 5% უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის. უპილოტო აპარატებით არის აღჭურვილი საბაჟო და სასაზღვრო დეპარტამენტი. უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით გასულ წელს აშშ-კანადის საზღვარზე 3 ამერიკის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ჩრდილოეთ დაკოტაში მსხვილფეხა საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.

(more…)

March 13, 2012 at 10:57 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

May 2024
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor