ათი რამ, რაც უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ არ ვიცოდით

March 13, 2012 at 10:57 am Leave a comment

 

1)

პირველი შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი ოსამა ბინ ლადენის დასაკავებლად შეიქმნა

1998 წელს შეერთენული შტატების პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა შეაჩერა ოპერაცია, რომლის მიზანი ავღანეთში, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ალ-ქაიდას ლიდერის ლიკვიდაცია იყო. რაკეტების გაშევებას მანამდე 300 ზე მეტი ადამიანის სიცოცხე შეეწირა, ამ ოპერაციის დროს დაზვერვითი ინფორმაციის მხოლოდ 50% იყო კონფიდენციალური. ამ შემთხვევის შემდეგ პენტაგონმა ახალი ალტერნატივის ძიება დაიწყო, რათა იერიშები ზუსტი ყოფილიყო. 2000 და 2001 წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების კონფიგურაცია მოახდინეს და რაკეტები უპილოტო დაზვერვით საფრენ აპარატს მოარგეს. საფრენი აპარატის გამოყენებით პირველი ცნობილი სალიკვიდაციო ოპერაცია 2001 წლის ნოემბერში ჩატარდა, როდესაც ალ-ქაიდას ერთერთი უმაღლესი სამხედრო მეთაური მოჰამედ ათეფი გაანადგურეს.

2)

უპილოტო საფრენმა აპარატმა RQ-170 გასული წლის დეკემბერში ირანში კატასტროფა განიცადა. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა მიზეზად აპარატის კოდების და მონაცემების გაქრობა დაასახელეს. ორი კვირის შემდეგ უპილოტო შეუიარაღებელი აპარატი სეიშელის კუნძულების ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა. თუმცა ამ შემთხვევებს შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოულოდნელობად არ მიიჩნევებ, რადგან ამერიკამ უკვე 50ზე მეტი უპილოტო აპარატი დაკარგა. 2010 წლის მონაცემებით, საჰაერო ძალების 79 უპილოტო თვითმფრინავს მოუვიდა ავარია. თითოეულის ფასი ერთი მილიონი დოლარია. კატასტროფის მიზეზად ცუდი ამინდი, საკომუნიკაციო კავშირების გათიშვა და სამხედროების დაშვებული შეცდომები დასახელდა. საჰაერო ძალების გენერლის, სარდლის ყოფილი მოადგილის, დევიდ დეპტულას განცხადებით: „ზოგიერთი უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც ახლა ვიყენებთ გარემოსთვის ძალიან საშიშია, რადგან ის შეიძლება ციდან წვიმასავით ჩამოცვივდეს.“

3)

შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების 35% პენტაგონს, 11% ნასას, 5% უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის. უპილოტო აპარატებით არის აღჭურვილი საბაჟო და სასაზღვრო დეპარტამენტი. უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით გასულ წელს აშშ-კანადის საზღვარზე 3 ამერიკის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ჩრდილოეთ დაკოტაში მსხვილფეხა საქონლის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.

4)

შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატების მისიები ფართოვდება. ე.წ. „დრონები“ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ათ წელზე ცოტათი მეტია რაც გამოიყენება. 2 კილოიანი საჰაერო აპარატები ქვეით ჯარისკაცებზე, ტაქტიკური დაკვირვებისთვის გამოიყენება. მალე „ჯადოსნურ ტყვიად“ წოდებული საფრენი აპარატები „კამიკაძურ“ მისიებსაც შეასრულებენ. შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების ძალები შენობების აღების დროსაც იყენებენ უპილოტო თვითმფრინავებს. საჰაერო აპარატებს შეუძლიათ კარების განადგურება. ავღანეთში „მაქსჰელიქოპტერის“ უპილოტო აპარატებით ჯარებისთვის განკუთვნილი მომარაგების ტრანსპორტირება ხდება. ახლა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში, ამერიკის საელჩოს დასაცავად, პატარა ესკადრილიას უშვებს. შეერთებული შტატები სხვადასხვა სამსახურსა და სხვადასხვა მიზნით უფრო მეტი „დრონის“ გამოყენებას გეგმავს . ეს პროცესი ამოუწურავია.

 

5)

ფუკუშიმას ატომურ სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაკვირვების ჩასატარებლად და ზარალის დასათვლელად უსაფრთხოების ინსპექტორებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. საფრენი აპარატებით აკვირდებიან ვეშაპების იაპონურ გემებს. ფოტოგრაფები მუშაობენ სპეციალური პაპარაცი უპილოტო თვითმფრინავის შექმნაზე. ძალიან მალე „დრონებს“ გამოიყენებენ ქარბორბალების და შტორმების გასაზომად.

 

6)

უპილოტო საფრენი აპარატების უმრავლესობა დაზვერვისთვის, დაკვირვებისა და გამოძიებისთვის გამოიყენება. პირველი აპარატები სპარსეთის ყურეში შავ-თეთრ ფოტოებს სანახევროდ და უხეშად იღებდა. ძალიან მალე „დრონები“ აღიჭურვებიან ისეთი ტექნოლოგიებით, რომ საშულება ექნებათ მთელ ქალაქს დააკვირდნენ. „ჩვენი მოწინააღმდეგე ვერ გაიგებს თუ რას ვაკვირდებით, ჩვენ ყველაფრის დანახვას შევძლებთ.“ აცხადებს გენერალი ჯეიმს ო. პოსი.

 

7)

უპილოტო საფრენ აპარატს მხოლოდ ერთი მმართავი არ ყავს. „მიწაზე მყოფი პილოტის“ გარდა „დრონის“ გამოსაყენებლად საჭიროა ზედამხედველთა ჯგუფი, სენსორების ოპერატორები და სპეციალური ეკიპაჟი, რომელიც აპარატის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. გამანადგურებელ უპილოტო თვითმფრინავს 168 ან 180 კაცი ემსახურება. F-16 საბრძოლო თვითმფრინავს კი დაახლოებით 100 კაცი. კონგრესის საფინსო ოფისის მიხედვით, უპილოტო აპარატები უფრო იაფი შესანახია ვიდრე საბრძოლო თვითმფრინავები. „გლობალ ჰოვქის“ უპილოტო აპარატი 15 მილიონი დოლარი ღირს, ახალი F-16ის საბრძოლო თვითმფრინავი კი 55 მილიონი, თუმცა „დრონების“ ხშირი კატასტროფის გამო ხარჯები ერთმანეთს უთანაბრდება.

 

8)

ბოლო დეკადაში ერაყის, ავღანეთის და ლიბიის საბრძოლო ოპერაციებში ავიაიერიშები დაახლოებით 300მა უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა, თუმცა დარტყმების 95% პაკისტანზე მოდის, სიაში შემდეგ მოდის იემენი და სომალი. შედეგად 2000 შეიარაღებული პირი განადგურდა, თუმცა უცნობია მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლის რაოდენობა. ბარაკ ობამამ ახლახან აღიარა, რომ ძალიან ბევრი ავიაიერიში პაკისტანში ემყარებოდა მხოლოდ ვარაუდებს და მოკლე საუბრებს, რომელსაც ამერიკელი ოფიციოზები გამოთქვამდნენ.

 

9)

უპილოტო საფრენი აპარატების განვითარების ტექნოლოგიებში შეერთებული შტატები ლიდერი არის, თუმცა ჩინეთმა უპილოტო აპარატების 25 სისტემა ჩამოაყალიბა. უპილოტოების პროგრამა ირანმაც წამოიწყო, რომელსაც „სიკვდილის ელჩი“ ქვია, თუმცა ახმადი ნეჟანმა პროგრამის ძირითად მესიჯად „მშვიდობა და მეგობორობა დაასახელა“

 

10)

პენტაგონის უპილოტო საფრენი თვითმფრინავების ესკადრილია 7500 ერთეულ „დრონს“ შეადგენს. ათი წლის წინ მხოლოდ 50 იყო. პენტაგონის გეგმის მიხედვით მულტიფუნქციური „დრონების“ რაოდენობა (რომლებსაც როგორც დაზვერვა ასევე მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლიათ ) გაოთხმაგდება. მომავლის უპილოტო საფრენი აპარატები ქვეითი სამხედროების უკან განლაგდებიან და მათ ზურგს დააკვირდებიან. საჰაერო ლაზერებით მწყობრიდან გამოიყვანენ ბალისტიკურ რაკეტებს. საწვავით მომარაგებენ. თვითმფრინავებს და შეასრულებენ სტრატეგიულ მისიებს ბომბებით. „დრონები“ უფრო უჩინარი, სწრაფი, იაფი და მომაკვდინებელი გახდება, მათი ლიმიტი მხოლოდ ჩვენს ხელშია და არა ტექნიკის.

 

http://www.foreignpolicy.com/articles/2012/02/27/10_things_you_didnt_know_about_drones

 

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: .

ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა აშშ–ის თავდაცვის მდივანმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

March 2012
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: