Archive for February 5, 2012

პატარა ომი პუტინისათვის დნესტრისპირეთში

მოლდოვური პრესა რუსეთთან შესაძლო ომის შესახებ ალაპარაკდა. კიშინოვსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა, მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოლდოვაში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი ტყუილში ამხილეს. მოლდოვური „ჟურნალ დე ჩინსასაუ“ კიშინოვიდან ელჩის გაძევებას პროგნოზირებს. მიზეზი ვალერი კუზმინის კომენტარია, რომელიც რუსი სამშვიდობოს მიერ მოკლული მოლდოვის მოქალაქეს უკავშირდება. რუსეთის ელჩის განცხადებით, ვალუდ-ლუი-ვოდეს ხიდზე მოკლული ახალგაზრდა მოლდოველი მთვრალი იყო და ავტომობილით დიდი სისწრაფით მოძრაობდა ნებართვის გარეშე. კუზმინის ამ განცხადებას, მოლდოვური პრესა უსირცხვილო ტყუილს უწოდებს. „ჟურნალ დე ჩინსასაუ“ მიმოიხილავს გენერალ კულახმეტოვის გახშირებულ ვიზიტებს დნესტრისპირეთის დედაქალაქ ტირასპოლში. კულახმეტოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველია სამშვიდობო მისიებში. „ტირასპოლის მისიამდე კულახმეტოვი რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი იყო სამხრეთ ოსეთში, სადაც 2008 წელს პროვოკაციული მოქმედებების შედეგად რუსეთ-საქართველოს ომის გაღვივებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ეს ყველაფერი ერთად აღებული ამყარებს ჩვენს მოსაზრებას, რომ ვადულ-ლუი-ვოდეს ხიდზე მომხდარი ინციდენტი შორსმიმავალ შედეგზეა გათვლილი.“ ვკითხულობთ გამოცემაში. ვლადიმერ პუტინს საკუთარი მოწინააღმდეგეების პირას დასახშობად (რომელებიც ბოლოპერიოდში სოკოსავით მომრავლდნენ) დასჭირდება პატარა, ელვისებური და ტრიუმფალური ომი, სად შეიძლება მოხდეს? სუსტი რგოლი დნესტრისპირეთის გაყინული კონფლიქტია. მოკლე და სწრაფი ინტერვენცია, ქართული „შაბლონი“-ს გამოყენებით, რომ მოლდოვის აღმოსავლეთ ნაწილში „მშვიდობა დამყარდეს“ ერთიმხრივ ეს გაამართლებს რეგიონში რუსეთის არმიის სამარადისო ყოფნას გაამართლებს, მეორემხირვ, პუტინი საპრეზიდენტო არჩევნების წინ კუნთებს აათამაშებს.“ უფრო ვრცლად იხილეთ სტატია „ახალი მოლდოვა“-ს ვებრგვერდზე.

http://www.moldovanova.md/ru/comments/show/714/

February 5, 2012 at 3:19 pm Leave a comment

პრინცი უილიამი ფოლკლენდის კუნძულებზე

პრინცის გამგზავრებასთან დაკავშირებით დისკუსია თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ის ფოკლკლენდის კუნძულებზე გასულ კვირას ჩავიდა. უილიამი სამეფო ოჯახის პირველი წევრია, რომელიც ბოლო 5 წელიწადში ფოლკლენდს ესტუმრა.

ფოლკლენდზე უილიამსის სამუშაო ვერტმფრენით კუნძულების პატრულირება იქნება. მფრინავ-ლეიტენანტი პრინცი 6 კვირა დარჩება და თავდაცვის სამინისტროს გეგმიურ სამუშაოს შეასრულებს. მაგრამ აშკარაა, რომ კუნძულზე უილიამის სამუშაო პროცესში გადაღებული ფოტო სწორედ მაშინ გამოჩნდა, როცა დიდ ბრიტანეთსა და არგენტინას შორის უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა. სამეფო საზღვაო ძალებმა ფოლკლენდის მიმართულებით ყველაზე თანამედროვე სამხედრო ხომალდები გადაისროლეს. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ კამერონმა, პირადკონტროლზე აიყვანა რეგიონის წყლებში პატრულირებაზე მყოფი ბირთვული წყალქვეშანავი, რომელიც ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი და არგენტინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგაა მიმართული. ფოლკლენდის კუნძულებზე პრინცი უილიამის გამოჩენას არგენტინაში დიდი ბრიტანეთის დროშების დაწვა მოჰყვა. დაძაბულობა მატულობს, აპრილში 30 წლისთავია არგენტინის მიერ ფოლკლენდის კუნძულების 74 დღიანი ოკუპაციისა. უფრ ვრცლად ნახეთ სტატია ტელეგრაფში.

February 5, 2012 at 3:17 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2012
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor