Posts tagged ‘უკრაინა’
უკრაინას ახალი თავდაცვის მინისტრი ყავს
ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინისტრად Dდიმიტრი სალამატინი დაინაშა, რომელმაც პოსტზე მიხაილ ეჟელი შეცვალა. დიმიტრი სალამატინი დაიბადა ყაზახეთში 1965 წელს. 2006-2010 წლებში იყო უმაღლესი რადის დეპუტატი, პარტია რეგიონებიდან. 2010 წელს სახელმწიფო კომპანია “უკრსპეცექსპორტი’’-ს გენერალურ დირექტორადდაინიშნა. 2011 წელს იყო “უკრობორონპრო”-ს გენერალური დირექტორი. ყავს მეუღლე და სამი შვილი.
http://ukranews.com/ru/news/ukraine/2012/02/08/63599
http://file.liga.net/person/1007-dmitrii-salamatin.html
უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადა
უკრაინული წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების მომზადების საკითხთა უწყებათაშორისი კომისია. ამ ბრძანებულებას იანუკოვიჩმა 2 აპრილს მოაწერა ხელი. მეორე ბრძანებულებით კი უკრაინის პრეზიდენტმა გააუქმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების ეროვნული ცენტრი. ნატოში გაწევრიანება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მან ასევე გააუქმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნული ცენტრი, ხოლო ცენტრის თავმჯდომარე ვლადიმერ გორბულინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, ოფიციალური კიევი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.
ნატოში გაწევრიანების მომზადების უწყებათაშორისი კომისია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნული ცენტრი პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან 2006 წელს შეიქმნა.