Posts tagged ‘სირია’

ვისი იარაღი ისვრის სირიაში

ავტორი კობა ლიკლიკაძე

17.06.2012

სირიის იარაღით მომარაგება გასულ კვირაში რუსეთისა და აშშ-ის მიერ ერთმანეთის მისამართით გამოთქმული მკვეთრი განცხადებების მიზეზი გახდა. მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნალმა“ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა სირიის სამთავრობო ჯარების მიერ სამოქალაქო პირების დახოცვას.

 

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშნლის” 70 გვერდიანი მოხსენება ეფუძნება 200-ზე მეტი ადამიანის – მათ შორის, დაღუპულთა და დაზარალებულთა ნათესავების – ინტერვიუებს. ორგანიზაცია მოუწოდებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყდეს სირიაში. კერძოდ, „ამნესტი ინტერნეშნლი“ მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, სირიას დაუწესდეს საერთაშორისო ემბარგო იარაღის მიწოდებაზე.

 

მხოლოდ ძველი კონტრაქტები და მეტი არაფერი

 

უფლებადამცველები განსაკუთრებით მიმართავენ ჩინეთსა და რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიის მთავრობისათვის იარაღისა და სამხედრო დახმარების მიწოდება. სწორედ იარაღის მიწოდების საკითხი იქცა რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პოლემიკის მიზეზად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ რუსეთი სირიის ლიდერს აწვდის საბრძოლო შვეულმფრენებს, რაც კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს:

 

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას სრულიად გაწყვიტოს ეს სამხედრო კავშირები და შეაჩეროს შემდგომი სამხედრო დახმარება და მიწოდება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რაკი მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი აგრძელებენ იარაღის მიწოდებას და ვთვლით, რომ ვითარება დღეს სამოქალაქო ომისაკენ მიდის. დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრმა – მათ შორის, რუსეთმა და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა – ერთიანი პოზიციიდან დაიწყოს ლაპარაკი ასადთან და აიძულოს იგი შეწყვიტოს ძალადობა.“

(more…)

June 18, 2012 at 7:37 am Leave a comment

სირიაში კიდევ ერთი რეპორტიორი მოკლეს

სირიელი ჟურნალისტი – სტინგერი მაზარ ტაიარა, რომელიც გაზეთებთან – ” The Guardian ”, ” Die Welt ” და ტელეკომპანიებთან ” CNN ” და ” Аль-Джазира ” – სთან თანამშრომლობდა, 9 ტებერვალს მოკლეს ქალაქ ჰომსში, – იუწყება გარდიანი.

ტაირას მეგობარმა ”Agence France-Presse” განუცხადა, რომ ჟურნალისტი დაიღუპა საარტილერიო დაბომბვისას.

ტაიარა ამზადებდა მასალას დასავლური დასავლური მედიისთვის.

გარდა ამისა, ის პირადად ეხმარეობდა უცხოელ კოლეგებს ვიდეო – კადრების მოპოვებაში.

ტაიარა მეხუთე ჟურნალისტია, რომელიც სირიაში წელს დაიღუპა. 2011 წლის მარტიდან ამ ქვეყანაში არ წყდება პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ გამოსვლები. სხვადასხვა მონაცემებით სამთავრობო ჯარებმა ექვსი ათასამდე მშვიდობანი დახოცეს.

http://d3lvr7yuk4uaui.cloudfront.net/d.html?c=R0U6MTk6VGJpbGlzaTo1OjkzNDY6MmQxMGFiODY2NmRlNDg5MmIxMTYwNmRjN2RmMTBhZTk6YTY1MmM%3D

February 9, 2012 at 5:12 pm Leave a comment

სირიაში დაბომბვა გრძელდება

სირიის არმიამ ქალაქ ჰომსზე იერიში განაახლა. დაბომბვის შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი. სირიის სიდიდით მე-3 ქალაქში დილიდან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. მეამბოხეები ქალაქის ნაწილს აკონტროლებენ. ჰომსი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმდინარე ამბოხების ერთერთი მთავარი ცენტრია. ქალაქის დაბომბვის კადრებს ბიბისი. ავრცელებს ჰომსის ბრძოლებში ჩართულია მძიმე ტექნიკა, არტილერია, ავიაცია. სირიის ოპოზიციის მტკიცებით, საჰაერო იერიშების შედეგად ოთხშაბათს 3 ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა. ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით , მოკლულია 50ზე მეტი ადამიანი. ქალაქ ჰომსში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, წყლის და მედიკამენტების ნაკლებობას განიცდის.

http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-16959446

 

February 9, 2012 at 1:07 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

June 2017
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor