Posts tagged ‘საქართველოს შეიარაღებული ძალები’

ომი ავღანეთში და ომის დასრულება

გიორგი ცხვიტავა

სრულდება… ცხადია, 2014 წლამდე, ანუ, იმ იქამდე, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალები ბოლომდე დატოვებენ ავღანეთს. არასრული სამი წელიწადია, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოკავშირეთა ფლაგმანი ქვეყანა აშშ ასრულებს სამხედრო ოპერაციას.

პრეზიდენტი ობამა, რომელსაც იმედი აქვს, რომ მეორე ვადითაც აირჩევენ 2012 წელს, ამბობს, რომ კოალიციამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, რადგან „ალ-ქაიდა“ და თალიბანი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

ობამას განცხადება ჯარების ჯერ შემცირების, ხოლო 2014 წლისათვის ოპერაციის დასრულების თაობაზე მოულოდნელი სულაც არაა – წინასაარჩევნოდ, როდესაც დემოკრატთა კანდიდატი ჯერ, ასევე, დემოკრატ ჰილარი კლინტონს, ხოლო შემდგომ რესპუბლიკელ მაკკეინს ერკინებოდა, პირობას დებს, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთს დატოვებენ. 2008-2012 წლებში პირობის შესრულება „გართულდა“, თუმცა, სწორედ აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურდა მთავარი ტერორისტი – უსამა ბენ ლადენი და ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა პრეზიდენტის ოდნავ დაცემული რეიტინგი – რიგითმა ამერიკელებმა ირწმუნეს, რომ ობამა სწორედ ის ლიდერია, რომელიც წარმატებით უმკლავდება, მათ შორის, საგარეო და ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს.

„მე არ მინდოდა მისთვის ხმის მიცემა შემდგომ არჩევნებში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბენ ლადენი მოვკალით, ობამა იქცა ლიდერად, რომელსაც კვლავ შეიძლება ენდო“, – ტეხასელი სილვია სერტი იმედიანადაა განწყობილი, მისი თქმით: „როდესაც დასრულდება სამხედრო ოპერაცია, ჯარისკაცები ჩამოვლენ და საკუთარი ქვეყნის აშენებაში მიიღებენ მონაწილეობას და არა სადღაც შორს, უცხო ქვეყანაში, სადაც „უაზროდ“ იღუპებიან“… „აღარაა ბენ ლადენი და მორჩა, ახლა თავს მიხედონ თავად“, – ეს კი სილვიას მეუღლის, 45 წლის ფერმერ ჯოაშ კორტის სიტყვებია.

ნახსენებ ტეხასურ ოჯახზე ადრე გაიხარებენ რიგითი კანადელები, ესპანელები თუ კოალიციის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები – ობამას „დასრულებულიც კი არ ჰქონდა“ სიტყვა, რომ ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა განცხადებები კოალიციის ქვეყნების მთავრობების მიერ. კანადამ თქვა, რომ მხოლოდ ინსტრუქტორებს წარგზავნის, ესპანეთმა თქვა, რომ „გამოვა“ კოალიციიდან…

(more…)

October 11, 2011 at 10:06 am Leave a comment

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გახსნაზე

მოგესალმებით.

დამპყრობელმა, რომელიც საქართველოში სამი წლის წინათ შემოვიდა და დღესაც ჩვენს ტერიტორიაზე რჩება, მიწასთან გაასწორა ეს სამხედრო ნაწილი; პრაქტიკულად, ყველა შენობა მწყობრიდან გამოიყვანა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ და ავაშენეთ უკეთესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება, რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა.

ასეთია საქართველოს ბედი: ჩვენ გვანგრევდნენ, გვანადგურებდნენ, მიწასთან გვასწორებდნენ, ფეხს გვიდებდნენ, თუმცა, როდესაც მტერი მიიჩნევდა, რომ საბოლოდ წაგვაქცია, კვლავ წამოვდგებოდით ფეხზე, წელში ვსწორდებოდით, თავაწეული ვრჩებოდით და ვაგრძელებდით ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის შენებას.

გორის ახალი სამხედრო აკადემია, ყველაფრის მიუხედავად, მტრის ჯინზე და ქართველი ხალხისა და ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ, საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლოა.

საქართველოს ოფიცერთა კორპუსი ქვეყნის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სამხედრო კორპუსი არ არის.

მართალია, რუსეთმა დიდი დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ მან კარგი გაკვეთილებიც მიიღო მაშინ, როდესაც ქართველებმა პოლონელებთან ერთად, მარშალ პილსუცკისა და ქართველ გენერალთა და ოფიცერთა მეთაურობით, პოლონეთი საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობას გადაარჩინეს; ერთი წლის შემდეგაც, როდესაც საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო; ცოტა მოგვიანებითაც, 30-იან წლებში, როდესაც ქართველები საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომში და მაშინაც, როდესაც ქართველები მხარდამხარ იბრძოდნენ ვარშავის აჯანყებულთა წინააღმდეგ (მათი დიდი ნაწილი სტალინმა კატინში გაანადგურა).

ამ გაკვეთილების შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეიარაღებულ ძალებში ქართველ ოფიცრებს არ უშვებდა.

ამის გამო, დამოუკიდებლობის პერიოდისთვის ჩვენ, პრაქტიკულად, ოფიცრების გარეშე დავრჩით.

მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ ქართველ ხალხში არის ძალიან დიდი საბრძოლო სული, დიდი საბრძოლო გამოცდილება და ქართული ოფიცრობა, როგორც ცნება, არის საშიში და ამიტომ ის არ უნდა არსებობდეს.

(more…)

September 27, 2011 at 7:41 am Leave a comment

2008 წლის “დეზერტირები” და დეზერტირები…

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამრთალი და თვისუფლების” მოკლე ანგარიში 2008 წლის აგვოსტოს ომის შემდგომი მდგომარეობის შესახებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დეზერტირობისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხი

ირაკლი სესიაშვილი

2008 წლის აგვისტოში, როგორც ცნობილია, საქართველოში ადგილი ჰქონდა საომარ მოქმედებებს, კერძოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. აღნიშნული მოქმედებების შესახებ შეფასება თან ერთვის ამ პროექტს. ამ ანგარიშში კი ჩვენ განვიხილავთ საომარი მოქმედებების შემდგომ წარმოქმნილ დეზერტირობისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხებს, რომლებითაც ასოციაცია აქტიურად იყო დაკავებული. პირველ რიგში კი შევეცდებით მოკლე ანალიზი შემოგთავაზოთ არსებულ ვითარებასთან.

2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ოსეთის მხრიდან შემოვიდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაბომბვებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 11 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და სამთავრობო სამხედრო ძალების უკან დახევის შესახებ ბრძანება გასცა. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებისა, რუსეთის საჰაერო ძალები ტერიტორიების დაბომბვასა და ქვეყნის სიღრმეში სამხედრო ძალების შემოყვანას განაგრძობდნენ. მათ დაიკავეს დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, დაიკავეს სენაკის სამხედრო ბაზა, ოკუპირებულ იქნა ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული რეგიონი, ქალაქი გორი და გადაკეტეს დასავლეთ – აღმოსავლეთ დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი. ინტენსიური დაბობმვის გამო საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ჯარების დახევის და მათი სხვადასხვა რეგიონებში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ჯარების არაეფექტურ მმართვის, სამხედრო მმართველობის შეუთანხმებელი და არა ადექვატური გადაწყვეტილებების გამო ჯარების გარკვეული ნაწილი დასავლეთ საქართველოში, ხოლო ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩნდა. სამხედრო შენაერთების ზოგიერთმა ხელმძღვანელმა იარაღის ჩაბარებისა და სახლში წასვლის შესახებ გასცა ბრძანება, რათა მოწინააღმდეგეს ერთად შეჯგუფებული სამხედრო ქვედანაყოფები არ გაენადგურებინა. ასეთ პირობებში ბევრმა სამხედრომ სამხედრო აღჭურვილობა ჩააბარა და საკუთარ სახლებს ან ახლობლებს მიაშურა.

14 აგვისტოს, მას შემდეგ რაც კონფლიქტის ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა, სახმელეთო ჯარების სარდალმა, ვიცე – პოლკოვნიკმა მ. ბალახაძემ გასცა ბრძნება, რომ მომხდარიყო ქვედანაყოფების აღრიცხვა და ის ჯარისკაცები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დისლოკაციის ადგილზე, მათი საქმეები შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წარმოებისთვის სამხედრო პოლიციას გადაცემოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დისლოკაციის ადგილებზე არ აღმოჩნდა დაახლოებით 1700-2000 სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, მათი საქმეები გადაეცა სამხედრო პოლიციას და სამხედრო პოლიციამ მათი საქმეების მოკვლევა დაიწყო. უკვე ამ პერიოდისთვის დაკავებულ იქნა რამდენიმე სამხედერო მოსამსახურე (დაახლოებით 60 პირი) დეზერტირობის ბრალდებით (რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 ნაწილის მიხედვით – 3 – 7 წლამდე, 2 ნაწილის მიხედვით 5 – 10 წლამდე).

(more…)

April 28, 2011 at 10:28 am Leave a comment

ავღანეთში, საქართველოს სამხედრო კონტიგენტში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

გიორგი ცხვიტავა

22 თებერვალს დაახლოებით 13:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ავღანეთში კიდევ ერთი დაღუპული და ორი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის შესახებ გააკეთა განცხადება: “…კაპრალი გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. აფეთქების შედეგად დაჭრილი კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე მკურნალობას გერმანიაში გაივლიან”.

გიორგი ავალიანი რიგით მეექვსე ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთის მიწაზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე 2010 წლის 30 სექტემბერს დაიღუპნენ. ამა ვე წლის 5 სექტემბერს კი სამშვიდობო მისიის შესრულებისას უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.

ავღანეთში, ISAF – ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის და ამ ქვეყნებიდან გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტების ოდენობების პროცენტული შეფარდებიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ავღანეთში, ყველაზე ბევრი ჯარისკაცი, ჩვენ გვყავს გაგზავნილი. აღნიშნულ ოპერაციაში მეორე ადგილზე ვართ და უკან ვიტოვებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა კანადა (მოსახლეობა – 34 მილიონი, ISAF – ის ოპერაციაში 2922 ჯარისკაცი), დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო (მოსახლეობა – 61 მილიონი, ISAF – ის ოპერაციაში 9500 ჯარისკაცი) და ა.შ. ეს ქვეყნები NATO – ს წევრები არიან ჩვენ კი ჯერ კიდევ შორს ვართ ამ ორგანიზაციის წევრობისგან.

საქართველოს, რომლის მოსახლეობას 4 630 841 ადამიანი შეადგენს, ISAF – ის ოპერაციაში მონაწილეობს 749 ჯარისკაცით ამერიკელების მეთაურობის ქვეშ, 173 – ით კი ფრანგული მეთაურობის ქვეშ. უახლოეს მომავალში მათ დაემატებათ არტილერისტები და პოლიციელები, რომლებიც იქ ინსტრუქტორების როლს მოირგებენ.

ამას ემატება ისიც, რომ ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტი საქართველოს შიარაღებული ძალების 5 % – ია და 6 თვის განმავლობაში სწორედ ამდენი პროცენტი ჩვენი შეიარაღებული ძალებისა საქართველოში არ იმყოფება, როტაციის პერიოდში კი ეს მაჩვებელი 10 % აღწევს. ამ ციფრების მოყვანისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ რუსული ტანკები თბილისდან “ერთი ხელის გაწვდენაზე” დგანან და ხელისუფლებისვე განცხადებით მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან, რომ შეგვიტიონ.

ჯარსკაცების ტრაგიკული სიკვდილი ავღანეთში არც პირველი არც უკანასკნელი: მხოლოდ 2011 წელს ავღანეთში 59 ჯარისკაცი დაიღუპა. სულ 2001 წლიდან დღემდე კი ავღანეთში კოალიციის ძალებმა 2340 ჯარისკაცი დაჰკარგეს.

თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ 2340 დაღუპულიდან მათ ქვეყანაში ვინმეს დაემალოთ ჯარისკაცების დაღუპვის ნამდვილი ისტორია და ისინი იმგვარად დაემარხოთ, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ – მალულად, საქართველოს მოსახლეობისგან დამალულად. იმ მოსახლეობის, რომლის უსაფრთხოებისთვისაც მათ სიცოცხლე გასწირეს.

ავღანეთში ქვედანაყოფის გაგზავნისას, მსხვერპლს მოველოდით – ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ ISAF – ის კამპანია საქართველოსთვის უმსხვერპლოდ არ დასრულდებოდა, თუმცა ყველას გვსურდა, რომ ავღანეთში გაგზავნილი ყველა ჯარისკაცი საკუთარ ოჯახებს უკლებლივ დაბრუნებოდნენ.

სამწუხაროდ, ელიტებმა ვერ გაითვითცნობიერეს, რომ მოსახლეობას უნდა მიაწოდო არა მხოლოდ სასიკეთო ხასიათის ცნობები, არამედ სამწუხაროც. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ნატოს ოპერაციაში მონაწილე მამაც ქართველებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაქვთ წვლილი საქართველოს უსაფრთხოების განტკიცებასა და ნატოში გაწევრიანების საქმეში.

იქ სადაც არ მალავენ დაღუპულ ჯარისკაცებს ასე მიაგებენ პატივს:

და კიდევ:  http://www.tagesschau.de/inland/trauerfeier122.html

February 23, 2011 at 10:41 am 1 comment

თვალსაზრისი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზედ

გიორგი თავდგირიძე, თადარიგის პოლკოვნიკი

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალები არსებობის 19 წელს ითვლის. მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ქართული შეიარაღებული ძალების იუბილე. ერს რომელსაც თავისი სახელმწიფოების 3 000 წლის მანძილზე მუდამ გამართული და ეფექტიანი სამხედრო მანქანა ჰქონდა, ხელახლა უწევს შეიარაღებული ძალების შექმნა. სამწუხაროდ ეს პროცესი საკმაოდ მდორედ და მტკივნეულად მიმდინარეობს.

სახელმწიფო რომელიც მუდმივად საგარეო პოლიტიკური წნეხის ქვეშაა და სეპარატისტულ რეგიონებში ორი ირეგულარი არმიის გარდა სამშვიდობო მანდატით მეზობელ ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფები ყავს (ამჟამად უკვე საოკუპაციო ძალები) თავის თავდაცვის სისტემას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს, ხოლო შეიარაღებული ძალების მშენებლობა ფორსირებულად უნდა მიმდინარეობდეს. დღევანდელი გადასახედიდან, შეიარაღებულ ძალების შექმნა – რეფორმირების მიმდინარეობა შეიძლება მარტივად ასე შევაფასოდ: ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან.

დამოუკიდებლობის მოპოვება და ქართული სამხედრო საქმის დასაწყისი ერთობ ოპტიმისტური და იმედისმომცემი იყო. იყვნენ მოხალისეებიც და საბჭოთა კადრის ოფიცრებიც, ახალწვეულებიც და წითელ არმიაში ნამსახურები ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც სხვადასხვა სამხედრო სპეციალობა და რაც მთავარია გამოცდილება ჰქონდათ. ფაქტიურად ქართულ არმიას პერსონალის ( სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანების) პრობლემა არ უნდა ჰქონოდა. თუ ამას დავუმატებთ საბჭოთა სამხედრო ინფრასტრუქტურას და გარკვეულწილად შეიარაღებას და ტექნიკას, შეიარაღებული ძალების შესაქმნელად ყველაფერი მზად იყო. ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს მხოლოდ დრო და შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღება დასჭირდებოდა საკმაოდ კარგი თავდაცვის სისტემის შესაქმნელად. შემდგომში კი უკვე შექმნილი ინსტიტუტის რეფორმირება პოლიტიკური ნების, გემოვნების და ფინანსური შესაძლებლობის მიხედვიდ მოხდებოდა.

(more…)

February 17, 2011 at 5:53 pm Leave a comment

ქართული არმიის ფენომენი

გიორგი ცხვიტავა

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები განსაკუთრებული ფენომენია.

1991 წლიდან დღემდე ქართული არმია რეფორმირების პროცესშია.

მთელი ამ პერიოდის მანძილზე საქართველო ჩათრეული იყო რამდენიმე სამხედრო პროვოკაციაში, ეთნოკონფლიქტებში და ბოლოს – 2008 წლის აგვისტოში, ღიად დაუპირისპირდა რუსეთს.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონფლიქტში, რუსეთი პირდაპირ, თუ ირიბად იყო ჩართული, რაც რეგიონში მის ინტერესების პერიოდულ გააქტიურებაზე მიგვანიშნებს.

მხოლოდ სურათის აღსადგენად: 1991 – ცხინვალის რეგიონი, 1992-93 – აფხაზეთი, 1992 – ცხინვალის რეგიონი, 1998 – გალის რაიონი, 2004 – ცხინვალის რეგიონი, 2006 – კოდორის ხეობიდან კვიციანის განდევნის ოპერაცია, 2008 – რუსეთ-საქართველოს ომი. შუალედებში, 2001 წლიდან, პერიოდულად ხდებოდა საქართველოს მაღალმთიანი რაიონების დაბობმბვა რუსეთის მიერ.

ეს ჩამონათვალი იმის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, რომ საქართველოს ყველა ინსტიუტუტზე შესაძლოა მეტადაც კი სჭირდებოდეს შეირაღებული ძალების განვითარება, რადგან ყველა ამ დაპირისპირებაში, საქრთველოს სამხედრო ძალები, კერძოდ კი შეიარაღებული ძალები იყვნენ ჩართულნი.

ქართული არმიის ჩამოყალიბება სწორედ 1990 წლიდან ამ მოვლენების ფონზე ხდება, რაც რბილად, რომ ვთქვათ საკმაოდ “რთული” პროცესია.

(more…)

February 17, 2011 at 2:21 pm 2 comments

საქართველო და მისი 19 წლის არმია

30 აპრილს საქართველოს არმია 19 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა გადაიტანეს ოთხი სხვადასხვა ინტენსივობის შიდა კონფლიქტი, პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის არმიასთან, ქართულმა ქვედანაყოფებმა საბრძოლო ამოცანები შეასრულეს კოსოვოში, ერაყში და ასრულებენ – ავღანეთში. ახალგაზრდა არმიის ისტორიამ იცის სასახელო საბრძოლო ოპერაციებიც და წარუმატებელი ბრძოლებიც. ამ 19 წლის განმავლობაში სამხედრო ძალებმა ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად. და, ალბათ გაიღებენ მომავალში, რადგან ომი და შეიარაღებული კონფლიქტები საქართველოს ბედისწერად იქცა.

ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე დამშვიდებულ და უსაფრთხო გარემოში მყოფი ქვეყნის არმია ბრძოლისათვის, მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად და მის გასანადგურებლად ემზადება. საქართველოს არმიასაც იგივე ამოცანა აქვს, ოღონდ გაცილებით უფრო რთულ, სტრატეგიულად წამგებიან ვითარებაში. უკვე ორი წელი შესრულდება, რაც მოწინააღმდეგის არმია იმყოფება დედაქალაქიდან 35 კილომეტრში და ომის განახლების შემთხვევაში, რამდენიმე წუთში შეუძლია ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა და შორსმსროლელი არტილერიის რამდენიმე ზალპით პანიკისა და არეულობის გამოწვევა დედაქალაქის მოსახელობაში.

არაერთი პირქუში პროგნოზის მიუხედავად, 2009 წელი საქართველომ უომრად გადაიტანა. თუმცა ასეთ ვითარებას ასევე ძნელია ეწოდოს საიმედო მშვიდობა. სამხედრო ნაწილების გადაჯგუფება და მანევრები საქართველოში მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა – ითხრებოდა ბლინდაჟები თბილისისა და მცხეთის გარშემო, ივსებოდა იარაღის საწყობები.
2010 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო ხელმძღვანელობას ახალი ამოცანა დაუსვა. “ქუდზე კაციც და, თუ საჭიროა, ქუდზე ქალიც, რათა საქართველომ შეაჩეროს ვერაგი, მონღოლების მემკვიდრე ურდო”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 26 დეკემბერს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნის დროს.

“ უნდა იყოს მზად თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ ციხე-სიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად”,- განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ქვეყნის დასაცავად ნახევარი მილიონი მოქალაქე დარაზმოს.
”როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში – 100, 200, 300 ათასი კაცი და, თუ საჭიროა, ნახევარი მილიონი დადგეს იარაღით ხელში. ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს.”

(more…)

February 17, 2011 at 10:18 am Leave a comment

Older Posts


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

August 2017
M T W T F S S
« Feb    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor