Posts tagged ‘საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები’
საქართველო და საბჭოთა სამხედრო ავიაცია
თემურ ჩაჩანიძე
NATO-ს წევრი ქვეყანებიდან საბჭოთა კავშირს უშუალო საზღვარი მხოლოდ თურქეთთან ჰქონდა და ომის შემთხვევაში კავკასიის რეგიონი სტრატეგიულ პლაცდარმად განიხილებოდა, საიდანაც საბრძოლო მოქმედებათა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადატანი იყო დაგეგმილი.
ომის დროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ფრონტად გარდაიქმნებოდა და მასში შემავალ მოტომსროლელ, ჯავშანსატანკო თუ საარტილერიო ნაწილებს ჰაერიდან მხარდაჭერას 34-ე საჰაერო არმია (შტაბი თბილისში) გაუწევდა.
საჰაერო არმიის განკარგულებაში არსებული აეროდრომებიდან კავკასიაში ყველაზე მეტი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობდა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისისათვის 34-ე არმიის შემადგენლობაში შედიოდა: 36-ე გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო დივიზია (შტაბი _ დიდი შირაქის აეროდრომი), 283-ე გამანადგურებელთა საავიაციო დივიზია (შტაბი _ ცხაკაიას (ახლანდელი სენაკის) აეროდრომი, 313-ე ცალკეულ მზვერავთა საავიაციო პოლკი (აეროდრომი ვაზიანი), ყულევის ავიაპოლიგონი და სხვა ნაწილები.
დივიზიები ძირითადად ერთი ტიპის ან ერთი დანიშნულების თვითმფრინავებისაგან შედგებოდა, მაგრამ ახალ, უფრო თანამედროვე თვითმფრინავებზე გადასვლა ზოგჯერ საავიაციო პოლკის დანიშნულებას ან დაქვემდებარებას ცვლიდა.
ნახევარი მართლაც თავად რუსებმა ჩამოყარეს
ირაკლი ალადაშვილი
ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ნაწილები ჩემთან ინახება, რუსეთის გენშტაბი კი დღემდე უარყოფს მის ჩამოგდებას!
ინგლისურენოვან რუსულ სპეციალიზებულ საიარაღო ჟურნალ Moscow dejence brief-ში გამოქვეყნდა სკანდალური სტატია, რომელიც მაშინვე აიტაცეს მსოფლიოს წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა.
კერძოდ, ჟურნალი ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის დროს ჩამოაგდეს არა ოთხი რუსული თვითმფრინავი (როგორც ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებითაა ცნობილი), არამედ ექვსი და ამ ექვსიდან სამი თავად რუსმა მეზენიტეებმა შეცდომით ”მეგობრული ცეცხლით” ჩამოყარეს.
8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების რაიონში ჩამოგდებული Су-25 ტიპის მოიერიშე არა ქართული, არამედ რუსული იყო, იგი, სავარაუდოდ, თავად რუსმა მეზენიტეებმა დააზიანეს, ხოლო კატაპულტირებულ და პარაშუტით დაშვებულ პილოტს ცეცხლი ოსმა სეპარატისტებმა გაუხსნეს…