Posts tagged ‘სამხედრო ფსიქოლოგია’
რა არის საბრძოლო სტრესი?
ლილი ხეჩუაშვილი
ომშიყველაფერიძალიანმარტივია, მაგრამუმარტივესი რამ რთულია. სირთულესირთულესემატება და ისეთიძალისტალღადიქცევა, როგორიცწარმოუდგენელიამანამ, სანამთავადარაღმოჩნდებიომში
(კლაუზევიჩი, “ომისშესახებ”).
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ სიტყვას სტრესი, თუმცა, ალბათ, არც თუ ისე ხშირად ვუფიქრდებით, რეალურად რას ნიშნავს ის და მართლაც სტრესულია თუ არა სიტუაციები და მდგომარეობები, რომელსაც სტრესულს ვუწოდებთ. მარტივად რომ ვთქვათ, სტრესულია სიტუაციები, რომლებიც ადამიანისგან იმაზე მეტს მოითხოვენ, ვიდრე მას ხელ ეწიფება, რომ გააკეთოს, ხოლო იმ ფაქტორებს, რომლებიც სიტუაციას სტრესულად აქცევენ, სტრესორებს უწოდებენ. ამასთან, ერთსა და იმავე სიტუაციას ერთი ადამიანი შეიძლება სტრესულად განიცდიდეს, მეორე კი — სრულიად ნეიტრალურად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სტრესის, როგორც მდგომარეობის, გამომწვევ მიზეზებზე; თუმცა, არსებობს სიტუაციები და ვითარებები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი სტრესულად აღიქვამს. ასეთ სტრესულ სიტუაციებს განეკუთვნება ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები, საომარი მოქმედებები და ომები.
თანამედროვე საომარი მოქმედებების მიერ წარმოქმნილი სტრესორების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად არ არის აუცილებელი სამხედრო ფორმისტარება. ომის თემაზე შექმნილი უამრავი პოპულარული ფილმი და რომანი ხატოვნად წარმოაჩენს მას. ასევე, ტელევიზიასა და ელექტრონულ მედიაში მრავლად მოიპოვება რეპორტიორების თვალით დანახული რეალური საომარი მოქმედებების ამსახველი მასალა. თუმცა, ჟურნალისტების, რეჟისორებისა თუ დოკუმენტალისტების მიერ წარმოჩენილი რეალობა ყოველთვის მაინც მიახლოებითია. ვერავინ მოგვითხრობს ომის შესახებ ისე, როგორც თავადმებრძოლი.
სამხედრო ლიდერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანური ფაქტორი ბრძოლის ველზე დამარცხების თუ გამარჯვების მიღწევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ ომის, განსაკუთრებით თანამედროვე ტიპის ომის, წარმოებისთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სტრესულად აღიქვამენ მასში მონაწილე მხარეები საომარ მოქმედებას, რა ტიპის სტრესორები მოქმედებენ მათზე და როგორ ახერხებენ ისინი მათთან გამკლავებას. ამჯერად საბძროლო სტრესის რაობასა და იმაზე ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს ის სამხედრო ხელმძღვანელებისთვის და რიგითი ჯარისკაცებისთვის.
მძიმე თემების ცივი გონებით გაშუქება, სტრესები და შედეგები სამხედრო ჟურნალისტებში
გიორგი ცხვიტავა
სასმელის მიღების გადამეტება, ღამოს კოშმარები, უძილობა, აგრესიულობის მომატება, – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მდგომარეობებისა, რასაც ხშირად განიცდიან ბრძოლის ველიდან, კონფლიქტის ზონებიდან, ან ომიდან დაბრუნებულები, მათ შორის ჩვენი კოლეგები, რომლებიც მკითხველს, მსმენელსა და თუ მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ცხელი წერტილებიდან.
ამ თემაზე ინტერვიუ ვთხოვეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორს, მეცნიერებათა დოქტორს, ფსიქოლოგ ლილი ხეჩუაშვილს.
დავიწყოთ იმით, რომ თუ ადამიანი ცოცხალია, ის ყოველთვის რაღაცას შეიგრძნობს, გრძნობს და განიცდის. უფრო კონკრეტულად, დროის ნებისმიერ მომენტში მუშაობს ადამიანის გრძნობის ორგანოები, როგორიცაა თვალი, ყური, ყნოსვა, შეხების, ტემპერატურისა და წონასწორობის რეცეპტორები. შესაბამისად, ჩვენში უწყვეტად, სხვადასხვა არხით შემოდის ინფორმაციის ნაკადი. სხვა საკითხია, ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ და რას ვგრძნობთ.