Posts tagged ‘სამხედრო ისტორია’

საქართველოს შეიარაღებული ძალები

ზვიად თხელიძე

წერილი პირველი

შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია

მესამე ქართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 15 ნოემბრის სხდომაზე “დამნაშავეობის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების მიზნით საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილების” წარდგენით იწყება. დადგენილების მესამე პუნტქში წერია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისრტოსთან შეიქმნას მართლწესრიგის გამტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შინაგანი ჯარის დანაყოფები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეებით”.

1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენეს საბჭოს თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავჯდომარემ, დეპუტატმა ვაჟა ადამიამ წარუდგინა კანონპროექტი “ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის გამტკიცების შესახებ”, რომლის პირველი მუხლში ნათქვამია: “საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია”.

20 დეკემბერი ეროვნული გვარდიის შექმნის დღედ გამოცხადდა და ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება.

შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სახელწოდება “შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია” “გარდამავალი პერიოდის შესაბამისად შეირჩა – სახელწოდება საბჭოთა კანონმდებლობასთან მოდიოდა შესაბამისობაში, შინაარსი კი ეროვნულ ინტერესებთან.

ამ უწყების შიგნით უნდა მომხდარიყო მაშინ არსებული მრავალრიცხოვანი არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების ერთად თავმოყრა და სახლმწიფო სამსახურში ჩაყენება.

არაფრმალური შეიარაღებული გაერთიანებები იგივე ეროვნული დაჯგუფებები 1989 – 90 – იან წლებში მრავლად იყო. მათგან ყველაზე ძლიერ დაჯგუფებას წარმოადგენდა “მხედრიონი”, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლობები ეგრეთ წოდებული “სადროშოები” მთელი საქართველოს მასშტაბით ქონდა. “ქართველ შევარდენთა ლეგიონი”, რომელმაც თბილისის სამხედრო – საარტილერიო სასწავლებელს “შეუსახლდა”, “მუხიანის ჯგუფი” – ძმები ტატიშვილების მეთაურობით, “იმედი” – სამხედრო – პატრიოტული რაზმი დავით ხომასურიძის მეთაურობით, რომელიც “სახალხო ფრონტს” შეუერთდა, “თეთრი გიორგი”, “რაინდი” – ტარიელ აბუაშვილის მეთაურობით, სპორტულ – საზოგადოოებრივი წესრიგის დამცველი რაზმი “ჩუბინი” და ა.შ.

ნოდარ ნათძის გამოსვლიდან 19190 წლის 20 დეკემბრის სესიაზე: “რეალური ძალა არის შემდეგი (ყველაზე დიდი ძალას დავასახელებ ბოლოს): არიან ჯგუფები, რომლებიც გადიან წვრთნას. იარაღი არც ერთს არ აქვს, მაგრამ წვრთნას გადიან. ეს იცით თითქმის ყველამ, ვინ საქმეში ჩახედული ბრძანდებით. არიან ჯგუფები, რომლებიც შედგებიან უფროსი ასაკის ადამიანებისგან. თუნდაც ცნობილი მხედრიონი, რომელშიც ალბათ სხვა განწყობილების და ორიენტაციის ადამიანები შედიან. და ბოლოს, ყველაზე დიდი ძალაა ადამიანები, რომლებიც მონდომებულნი არიან, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ და რომლებიც ამისთვის ოპტიმალურ ფორმას მოელიან, ე.ი. ყველაზე დიდი ჩვენთვის არის მოსწავლეებზე უფროსი ასაკის ახალგაზრდობის გაწვვრთნის შედეგად მიღებული ძალები”.

არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები როგორც წესი ერთი ადამიანის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობა იყო, რომელთა უპირველეს ამოცანას ამ ერთობის ინტერესების დაცვა წარმოადგენდა – პოლიტიკურიდან კრიმინალურამდე. ეს მეორენი აშკარად ჯაბნიდნენ პირველებს.

შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია ახალი, ეროვნული ხელისუფლების საპირწონე უნდა ყოფილიყო შეიარაღებული კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ.

და ბოლოს ამ დანაყოფში უნდა გაეწვიათ ყველა ის წვევამდელი, რომელსაც ასაკის გამო საბჭოტა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახური უწევდათ. შინაგან ჯარში – ეროვნულ გვარიდიაში გაწვივით კი მათ საქართველოში დასტოვებდნენ.

მოკლედ უმთავრესი ამოცანები ამ სტრუქტურისა იყო: 1. არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების თავმოყრა სახელმწიფო სამსახურში და ლეგიტიმაცია, 2. კრიმილურ ბანდებთან და სხვა შეიარაღებულ ფორმირებებთან (მაგალითად სეპარატისტულად განწყობილთან) ბრძოლა და წვევემადელების დაცვა ანუ სამხედრო სამსახურში გაწვევა ქართულ ჯარში და არა საბჭოთა ჯარში.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის # 250 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, 1991 წლის 30 აპრილს კი საქართველოში პირველი საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა.

1994 წელს 30 აპრილი ქართული არმიის დღედ გამოცხადდა.

ეროვნული გვარდიის “საერთო ხელმძღვანელობა” დაევალა შინაგან საქმეთა სამინისრტოს ახალ სამმართველოს (ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო), “უშუალო მართვა” კი დაევალა სარდალს. “საერთო ხელმძღვანელობა” და “უშუალო მართვა” ძალზე პირობითი განმარტებებია და სავარაუდოდ ეროვნულ ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირებების გამოძახილი უნდა იყოს. მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა გოგი პაპავაძე, შტაბის უფროსად რეზერვში მყოფი გენერალ – მაიორი ნოდარ გუჯაბიძე, პირველი ბრიგადის მეთაურად ამჟამად გადამდგარი გენერალ – მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი დაინიშნა. გვარდიის სარდალი რა თქმა უნდა თენგიზ კიტოვანი გახდა.

1991 წლის 26 მაისს თბლისის ეროვნულ სტადიონზე საზეიმო აღლუმი გაიმართა, რომელზეც გვარდიის პირველმა ბრიგადამ სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადო. ფიცის ტექსტს თავად ზვიად გამსახურდია ჰკითხულობდა – მეთაურებს ეროვნული გვარდიისა და პირველი ბრიგადის საბრძოლო დროშები გადასცეს. ეს საზეიმო, ამაღელვებელი წუთები და კადრები, მალე სულ სხვა განწყობებითა და მოვლენებით შეიცვლება.

პირველი წერილის დასასრული


Advertisements

February 17, 2011 at 4:54 pm Leave a comment

უკანასკნელი ქართველი „მაკიზარი“ სახელად „კომენდანტი ვანია“

კობა ლიკლიკაძე

საქართველოში ყოველწლიურად კლებულობს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველი ვეტერანების რაოდენობა, პარალელურად კლებულობს მათ მიმართ ყურადღება და ნელ-ნელა იკარგება ცოდნა იმ საბრძოლო ისტორიებზე, რომლებშიც ჩვენ სახელოვან თანამემამულეებს მოუხდათ მონაწილეობა. მე მინდა ვთხოვო, ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულ ჟურნალისტებს, მოიძიონ მასალები მეორე მსოფლიო ომის ცოცხლად დარჩენილ ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც საქართველოს სხავდასხვა კუთხეში მოღვაწეობენ. შეხვდნენ და ჩაიწერონ მათთან ინტერვიუები. გადაუღონ ფოტოები და აღბეჭდონ ისინი ვიდეოზე. მე პირადად დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს იმას, რომ რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს ბოლო საბჭოთა კავშირის გმირს, გენერალ-ლეიტენანტ გალაკტიონ ალფაიძეს და ვერ მოვახერხე მასთთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა. არადა ვინც იცნობს გალაკტიონ ალფაიძის საბრძოლო და მხედრულ ბიოგრაფიას, დამეთანხმება, რომ მისი რანგის, წონის და დამსახურები სამხედრო მოღვაწე მე-20 საუკუნეში თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს ქართველებს.

(more…)

February 17, 2011 at 10:53 am Leave a comment

ქართველი, რომელსაც ატომური ბომბი ანდეს

ირაკლი ალადაშვილი

ჟურნალისტის პროფესია მართლაც საოცარი და საინტერესოა, მოულოდნელობითაც არის სავსე. შეიძლება საინტერესო თემას ცხრა მთას იქით ეძებდეთ და ყურისძირში კი იყოს.

ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი მეზობელი წლების განმავლობაში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სამხედრო მრჩეველი იყო, ხოლო საქართველოს ორი პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი – მას სიცოცხლეს ანდობდნენ, იმ შვეულმფრენით მგზავრობდნენ, რომელსაც ის მართავდა.
75 წლის პოლკოვნიკი დარვინ რუხაძე შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდეს: პირველად 1955 წელს მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, ხოლო ბოლოს შვეულმფრენი 2004 წელს მართა, ანუ ნახევარი საუკუნე დაფრინავდა.

(more…)

February 17, 2011 at 10:51 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

December 2017
M T W T F S S
« Feb    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor