Posts tagged ‘სამშვიდობო მისია’

ავღანეთში ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა

ერთი ოფიცერი დაიღუპა და ერთი კაპრალი დაიჭრა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31–ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის ოჯახს. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006 წლიდან. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს – მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი (საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის); უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის; უწყებრივი მედალი – „სამშობლოსათვის თავდადებული“.

(more…)

Advertisements

February 17, 2011 at 1:39 pm Leave a comment

ქართველი სამხედროების პირველი აღდგომის დღესასწაული ავღანეთში

გიორგი მანჯავიძე

საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეექვსე თვეა სამშვიდობო მისიას ასრულებენ.
მათთან იმყოფება მეორე ქვეითი ბრიგადის მოძღვარი მამა იოსებიც. 4 აპრილს, აღდგომას ჩვენი ჯარისკაცები ქაბულში შეხვდნენ. ავღანეთის მიწაზე პირველად ისტოპრიაში ქართული წირვა ლოცვა აღესრულა.
მორალური ღირებულებების დასაცავად არსებობს კანონები. მოსახლეობისა და ქვეყნის დასაცავად არმია და ხელისუფლება, ხოლო ერის სულიერებაზე ეკლესია ზრუნავს. მეომრის პატრიოტული სულიკვეთების განვითარებისა და გაძლიერების გარეშე ნებისმიერი არმია დამარცხებისთვისაა განწირული. საქართველოში მშვიდობიანობის დროსა თუ ბრძოლის წინ ამაზე ყოველთვის მეფები და სასულიერო პირები ზრუნავდნენ. ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვის ბრძოლაში ჯარს თან ყოველთვის მოძღვარი ახლდა.
ასე იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც. ინტენსიური დაბომბვებისა და მტრის შეტევის დროს ქართველ ჯარისკაცებს გვერდით მათი მოძღვრები (კაპელანები) ედგნენ. სამხედრო მოძღვრები ქართველ ჯარისკაცებს სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციების დროსაც თან ახლდნენ.

(more…)

February 16, 2011 at 10:42 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2017
M T W T F S S
« Feb    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor