Posts tagged ‘სამუელ ჰანტიგტონი’
შეიარაღებული ძალები და დემოკრატია
(გაგრძელება)
სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირება
სამუელ ჰანტიგტონი
თავდაპირველად გამოქვეყნდა Journal of Democracy–ში 1995 წელს
წარმატების მიზეზები
ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირების წარმატების მიზეზი? – ალბათ რამდენიმე ფაქტორზე უნდა ვილაპარაკოთ. პირველ რიგში ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულმა და სამხედროების მიერ სამხედრო პროფესიონალიზმის საერთაშორისო ნორმებისა და სამოქალაქო კონტროლის აღიარებამ განაპირობა. ადრე თუ ლათინური ამერიკის ქვეყნებში სამხედრო გადატრიალების მცედელობისა თუ წამების შესახებ ხდებოდა ცნობილი, ამერიკელი ლიბერალი კონგრესმენები და ჟურნალისტები ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ სამხედრო განათლებას მიაწერდნენ. ძნელად წარმოსადგენია, რომ ამერიკელი ოფიცრები თავის ლათინოამერიკელ კოლეგებს გადატრალებების ორგანიზაციის ხერხებს ან წამებას ასწავლიდნენ. სინამდვილეში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებთან ურთიერთობამ და ამერიკის სამხედრო სასწავლებლებში მიღებულმა განათლებამ, მთავარი როლი ითამაშა სხვა ქვეყნის სამხედროების მიერ პროფესიული, ლიბერალურ – დემოკრატიული ნორმებისა და სამოქალაქო კონტროლის აღიარების საქმეში. კ. მარშალის ცენტრი ბავარიაში ამ საქმეს პოსტსაბჭოთა სივცეზე ახლაც აგრძელებს.
მეორეს მხრივ ობიექტური სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება როგორც სამხედროების, ისე სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესებშია. ოფიცრები სწავლობენ, რომ ურთულესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებისთვის, რომლებიც მათი ქვეყნების წინაშე დგას, არ არსებობს მარტივი გადაწყვეტილებები და, რომ მუდმივი მონაწილეობა პოლიტიკურ თამაშებში გამანადგურებლად მოქმედებს არმიის ერთანობაზე, ეფექტურობასა და დისციპილინაზე.
არჩეული პოლიტიკური მმართველები, მიხვდნენ, რომ სამხედროებთან ერთად პოლიტიკის თამაში ეს არის თამაში ორლესულ მახვილთან და რომ გაცილებით მომგებიანია პოლიტიკურად ნეიტრალური, პროფესიონალური სამხედრო ისტებლიშმენტი. ამიტომ, სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირების მოწინააღმდეგეებად ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხოლოდ უკმაყოფილო საშუალო რგოლის ოფიცრების მცირე ჯგუფები და ზოგიერთი, ძირითადად ულტრანაციონალური ოერინტაციის მარგინალი პოლიტიკოსები გამოდიან.
შეიარაღებული ძალები და დემოკრატია
სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირება
სამუელ ჰანტიგტონი
თავდაპირველად გამოქვეყნდა Journal of Democracy–ში 1995 წელს
ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე მსოფლიოში გრანდიოზული რევოლუციური გადატრიალება მოხდა – ორმოცამდე ქვეყნაში ავოტორიტარული რეჟიმები დემოკრატიული მმართველობებით შეიცვალა.
სინამდვილეში “ავტორიტერული რეჟიმის” სახელწოდების ქვეშ ჩვენ ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულ მმართველობის ფორმებს ვგულისხმობდით: სამხედრო ხუნტას ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში, ერთპარტიულ მმართველობას კომუნისტურ ქვეყნებში და ტაივანში, ერთპიროვნულ დიქტატურას ესპანეთში, ფილიპინებზე, რუმინეთში და რასისტულ ოლიგარქიას აფრიკაში. დემოკრატიისკენ სვლაც ყველგან სხვადასხვნაირად ხორციელდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში რეფორმატორები ხელისუფლებაში ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მოვიდნენ და დემოკრატიული გარდაქმნები ამ პირობებში დაიწყეს. სხვა შემთხვევებში ხელისუფლების გადაცემა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. სხვაგან კი ავტორიტარული რეჟიმი დაამხეს ან თავად ჩამოიშალა, ზოგერთ ადგილას კი დიქტატურის დამხობა და არჩევითი ხელისუფლების მოსლვა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მოხდა.
ყველა ამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, ავტორიტარულ რეჟიმს, ერთი საერთო ნიშანთვისება ჰქონდა: სამხედრო და სამოქალაქო სფეროების ურთიერთდამოკიდებულება უკეთესის სურვილს ბადებდა. თითქმის არც მათგანში სამხედრო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთდამოკიდებულება იმდაგვარი არ იყო, როგორიც ეს განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშია და რომელიც მე ერთ – ერთ ჩემს ნაშრომში დავახიასიათე როგორც “ობიექტური სამოქალაქო კონტროლი”.