Posts tagged ‘სამართალი და თავისუფლება’
2008 წლის “დეზერტირები” და დეზერტირები…
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამრთალი და თვისუფლების” მოკლე ანგარიში 2008 წლის აგვოსტოს ომის შემდგომი მდგომარეობის შესახებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში
2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დეზერტირობისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხი
ირაკლი სესიაშვილი
2008 წლის აგვისტოში, როგორც ცნობილია, საქართველოში ადგილი ჰქონდა საომარ მოქმედებებს, კერძოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. აღნიშნული მოქმედებების შესახებ შეფასება თან ერთვის ამ პროექტს. ამ ანგარიშში კი ჩვენ განვიხილავთ საომარი მოქმედებების შემდგომ წარმოქმნილ დეზერტირობისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხებს, რომლებითაც ასოციაცია აქტიურად იყო დაკავებული. პირველ რიგში კი შევეცდებით მოკლე ანალიზი შემოგთავაზოთ არსებულ ვითარებასთან.
2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ოსეთის მხრიდან შემოვიდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაბომბვებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 11 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და სამთავრობო სამხედრო ძალების უკან დახევის შესახებ ბრძანება გასცა. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებისა, რუსეთის საჰაერო ძალები ტერიტორიების დაბომბვასა და ქვეყნის სიღრმეში სამხედრო ძალების შემოყვანას განაგრძობდნენ. მათ დაიკავეს დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, დაიკავეს სენაკის სამხედრო ბაზა, ოკუპირებულ იქნა ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული რეგიონი, ქალაქი გორი და გადაკეტეს დასავლეთ – აღმოსავლეთ დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი. ინტენსიური დაბობმვის გამო საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ჯარების დახევის და მათი სხვადასხვა რეგიონებში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ჯარების არაეფექტურ მმართვის, სამხედრო მმართველობის შეუთანხმებელი და არა ადექვატური გადაწყვეტილებების გამო ჯარების გარკვეული ნაწილი დასავლეთ საქართველოში, ხოლო ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩნდა. სამხედრო შენაერთების ზოგიერთმა ხელმძღვანელმა იარაღის ჩაბარებისა და სახლში წასვლის შესახებ გასცა ბრძანება, რათა მოწინააღმდეგეს ერთად შეჯგუფებული სამხედრო ქვედანაყოფები არ გაენადგურებინა. ასეთ პირობებში ბევრმა სამხედრომ სამხედრო აღჭურვილობა ჩააბარა და საკუთარ სახლებს ან ახლობლებს მიაშურა.
14 აგვისტოს, მას შემდეგ რაც კონფლიქტის ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა, სახმელეთო ჯარების სარდალმა, ვიცე – პოლკოვნიკმა მ. ბალახაძემ გასცა ბრძნება, რომ მომხდარიყო ქვედანაყოფების აღრიცხვა და ის ჯარისკაცები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დისლოკაციის ადგილზე, მათი საქმეები შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წარმოებისთვის სამხედრო პოლიციას გადაცემოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დისლოკაციის ადგილებზე არ აღმოჩნდა დაახლოებით 1700-2000 სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, მათი საქმეები გადაეცა სამხედრო პოლიციას და სამხედრო პოლიციამ მათი საქმეების მოკვლევა დაიწყო. უკვე ამ პერიოდისთვის დაკავებულ იქნა რამდენიმე სამხედერო მოსამსახურე (დაახლოებით 60 პირი) დეზერტირობის ბრალდებით (რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 ნაწილის მიხედვით – 3 – 7 წლამდე, 2 ნაწილის მიხედვით 5 – 10 წლამდე).
ანგარიში 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნების შესახებ განსაკუთრებულ უბნებზე არჩევნებზე დაკვირვების შედეგები ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება”
ზოგადი ინფორმაცია სადამკვირებლო მისიის შესახებ
ასოციაციამ “სამართალი და თავისუფლება” ე.წ. სპეც. საარჩევნო უბნებზე დაკვირვება განახორციელა საქართველოს მასშტაბით:
თბილისი – 23 უბანი;
ბათუმი – 3 უბანი;
ფოთი – 1 უბანი;
სენაკი – 1 უბანი;
გორი – 1 უბანი;
ვაზიანი – 1 უბანი. სპეც.
სპეც. უბნებში შედიოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს (საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, დაცვის სპეციალური სამსახურის, სოდ-ისა და კუდი-ს გასამხედროვებული ქვედანაყოფები). 30-ივე უბნის ხმების დათვლა კანონმდებლობის მიხედვით განხხორციელდა სამოქალაქო უბნებზე, სადაც ხმების დათვლაზე ასევე განხორციელდა დაკვირვება ჩვენი დამკვირვებლების მიერ.
დაბრკოლებები უბნებზე შეშვებასთან დაკავშირებით
ყველა უბანზე ჩვენს დამკვირვებლებს არ შექმნიათ რაიმე პრობლემა შეშვებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ორ უბანზე სამხედრო ნაწილის გუშაგებმა ჩვენს დამკვირვებლებს გამოართვევისნეს მობილური ტელეფონები და მხოლოდ 15:00 საათის შემდგომ მათ მისცეს უფლება მობილური ტელეფონით სარგებლობის. ჩვენს
დამკვირვებლებს ასევე არ შექმნიათ პრობლემები მონაწილეობა მიეღოთ სამოქალაქო უბნებზე ხმების დათვლის პროცესში.