Posts tagged ‘რეზერვი’

რატომ არღვევს თავდაცვის უწყება კანონს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და რა სიახლეებია სამხედრო სარეზერვო სისტემაში

თეონა აქუბარდია

არასამთავრობო ორგანიზაცია

„თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო

საბჭოს“ გამგეობის წევრი

 

31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება რეზერვის შესახებ. ტექსტის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. რეზერვის შესახებ მოქმედი კანონის „საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვი სამსახურის შესახებ“ თანახმად, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი.

თავდაცვის უწყება განცხადებაში მსურველებისთვის ტელეფონის ნომრებს და ელექტრონული ფოსტის მისამართსაც აქვეყნებს, სადაც მითითებულია თუ რა ინფორმაცია უნდა გააგზავნოს მოხალისე რეზერვისტმა. რაც მთავარია ტექსტის ბოლო ნაწილში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ აღრიცხვას, შემდგომში მსურველთა შეფასებას და მათთვის დეტალური ინფორმაცის მიწოდებას. ბოლო ეტაპი კი იქნება წვრთნები–ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ხედავთ განცხადება რამოდენიმე სიახლეს შეიცავს არსებულ სამხედრო სარეზერვო სისტემასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ერთის მხრივ ნებაყოფლობითი რეზერვის ამოქმედებას, რაც აქამდეც იყო კანონში ჩაწერილი და 2010 წლის შემდგომ მხოლოდ ახლა ამოქმედდა, და რაც მთავარია სიახლე ამ განცხადების იმაში, მდგომარეობს, რომ მოხალისე რეზერვისტების აღიცხვას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ერთი შეხედვით ლოგიკურია, რომ ეს ასეც მოხდეს, მაგრამ ეს ჩანაწერი სამართლებრივად ეწინააღმდეგება კანონს სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ. კანონის მე–7 მუხლი განმარტავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღირიცხვიანობას, რომლის პირველ პუნქტში ნათლად არის განმარტებული, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური. მეორე პუნქტის თანახმად კი კანონში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს.

კანონიდან ნათლად ჩანს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოხალისე რეზერვისტების აღრიცხვიანობის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის არსებულ კანონთან, რაც ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ კანონი კარგა ხნის მოძველებულია და არსებული რეალობა და ცვლილებები, რაც განხორციელდა აგვისტოს ომის შემდგომ სამხედრო სარეზერვო სისტემაში არ არის ასახული 2006 წელს მიღებულ კანონში. ამას ემატება ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ეროვნული გვარდიის ფუნქციები შეიცვალა და მას დარჩა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტი, რაც ასევე არ ასახულა კანონში და საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

საინტერესოა ალბათ, თუ რატომ გაახსენდა თავდაცვის უწყებას მხოლოდ ახლა არსებული კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ და რატომ იწყებს ნებაყოფლობითი რეზერვის მიღებას. თუ გავიხსენებთ ახლახან გავრცელებულ სარეკლამო რგოლს რეზერვთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე აცხადებს რომ თავის ნებით შედის რეზერვში და ემსახურება საქართველოს, მიხვდებით, რომ ეს ჩანაფიქრი ახალი არ არის. თუმცა იმდენად, რამდენადაც ამ დრომდე არ არსებობს არც რეზერვის მომზადების კონცეფცია, არც ახალი კანონი და ამასთანავე არც სურვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს, ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ ამასთან დაკავშირებით. დღეისათვის არ არის ცნობილი თუ რა რაოდენობის რეზერვისტს იწვევს ქვეყანა წლიურად და რა რაოდენობის იქნება ნებაყოფლობითი რეზერვი, უკავშირდება თუ არა ამ ოდენობის გაზრდა მოსალოდნელ არჩევნებს, თუ შეიცვალა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. არადა ეს ის კითხვებია, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ გამოიწვევს ქვეყნისთვის რაიმე ზიანის მიყენებას.

(more…)

November 6, 2011 at 3:29 am 4 comments

განცდილი და სამომავლო რეზერვი

პატივისცემით

ალექსანდრე ელისაშვილი

ეროვნული გვარდიის აწ უკვე ყოფილი მე-10 კადრირებული ბრიგადის,

105-ე ბატალიონის, მეოთხე ასეულის პირველი ოცეულის სერჟანტი

ყოველთვის მძიმედ ამოვიოხრებ ხოლმე, როდესაც რეზერვს ვიხსენებ. ყველაფერს, რაც რეზერვთან მაკავშირდებდა და მაკავშირებს.

არადა, როგორ ხელისგულზე იდო ის ყველა ხარვეზი სარეზერვო სისტემის, რომელიც აუცილებლად იჩენდა თავს საბრძოლო მოქმედებებში და რომელთა დანახვა ჩემთვისაც კი მარტივი იყო, არათუ პროფესიონალი სამხედროებისთვის, რომელთაც წესით უნდა ეზრუნათ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე.

“პაკაზუხა” – სამწუხაროდ ყველაზე მეტყველად სწორედ ეს რუსული თქმა ესადაგება იმ პომპეზურად დაწყებულ და გაპიარებულ კამპანიას, რომელიც რეზერვის სისტემის შექმნას გასდევდა თან.

100 ათასი რეზერვისტი – არადა რა ომახიანად ჟღერდა, მაგრამ ამ ტელეომახიანობის მიღმა რა იდგა სამწუხაროდ ამით სერიოზულად არავინ ინტერესდებოდა. რამდენად ბრძოლისუნარიანები, მოტივირებულები, გაწვრთნილები იყვნენ კარგად ჩაცმულ-შეიარაღებული რეზერვისტები, რომლებიც სამხედრო აღლუმებზე არმიისგან ნანათხოვარ “კამაზებზე” მხსდომნი არცთუ ურიგო შთაბეჭდილებას ახდენდნენ.

სამწუხაროდ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ – პაკაზუხომანია, მხოლოდ და მხოლოდ ტელეომახიანობით გატაცება ძვირი დაგვიჯდა, ძალიან ძვირი. მატერიალურადაც და ადამიანურადაც, ვინაიდან რაც დროს გადის მედიას სულ უფრო ნაკლებად ახსენდება გორში და სენაკში დაღუპული რეზერვისტები, რომელთა დაღუპვის გარემოების დასადგენად რამდენადაც ვიცი არანაირი გამოძიება არ დაწყებულა. დაღუპული რეზერვისტები, წყალში გადაყრილი ასეული მილიონები და რამდენიმე დღეში სრულიად დაშლილი სარეზერვო სისტემა – აი, რაც შეგვრჩა აგვისტოს ომის შედეგად!

(more…)

February 17, 2011 at 4:48 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

August 2017
M T W T F S S
« Feb    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor