Posts tagged ‘მისტრალი’

რუსეთი მისტრალის შეძენის წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებებზე გადავიდა

24 მაისი. რუსეთი „მისტრალის“ შეძენის წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებებზე გადავიდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ამ დროისთვის ჩვენ აღნიშნული ტიპის გემის შეძენაზე წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებებს სამ სახელმწიფოსთან ვაწარმოებთ – ესპანეთი, ჰოლანდია და საფრანგეთი. ჩვენ ვგეგმავთ, ხელი მოვაწეროთ კონტრაქტს ოთხი ასეთი გემის შეძენაზე“, – აღნიშნა სერდიუკოვმა.

მისივე თქმით, ერთი გემის საზღვართან აწყობა იგეგმება, ხოლო სამის – რუსი გემთმშენებლების მონაწილეობით აიგება. „მეოთხე გემი მაქსიმალურად სრულად უნდა აიწყოს რუსეთში“, – განმარტა რუსმა მინისტრმა. როგორც სერდიუკოვმა აღნიშნა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტრო სერიოზულად მსჯელობს ამ კლასის გემის შეძენასთან დაკავშირებით. „საკითხი გემის შეძენასთან დაკავშირებით დადებითად გადაწყდება, თუ რაიმე ცვლილებები არ მოხდა, მათ შორის – ფინანსური კუთხით“, – განაცხადა სერდიუკოვმა. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს ზუსტად აქვს განსაზღვრული, რომ პირველად გემები ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტში შევლენ. „ჩვენ გვესმის, რომ ახლა ეს გემები ჩრდილოეთის და წყნარი ოკეანის ფლოტს სჭრიდება“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ რუსული ვერტმფრენის ფრანგულ „მისტრალზე“ დასმის მცდელობა წარმატებით განხორციელდა.

 

Advertisements

February 17, 2011 at 5:57 pm Leave a comment

საქართველო „მისტრალს“ „სუპერპუმას“ დაუპირისპირებს

სანდრო იმერი

მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ პარიზსა და მოსკოვს შორის შეთანხმება უმაღლეს დონეზე მიღწეულია და უპრეცედენტო გარიგებას ხელს არაფერი უშლის, „მისტრალიადას“ რუსეთში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ კი ტაქტიკა შეცვალა და, თხა თხაზე ნაკლების პრინციპით, პარიზისგან „მცირე ავიაციის“ შესყიდვა გადაწყვიტა.

რუსული სააგენტოების ცნობით, ვერტმფრენმზიდის შესყიდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქვეყნის ძლიერი იარაღის მწარმოებელი კომპანიების „როსტეხნოლოგიის“, გაერთიანებული გემთმშენებლი კორპორაციისა და სამხედრო მრეწველობის სხვადასხვა წარმომადგენლები. რუსეთში გამომავალ ჟურნალ „დამოუკიდებელი სამხედრო მიმოხილვის“ პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ვიქტორ ლიტოვკინი ამბობს, რომ იარაღის რუსი მწარმოებლების პრეტენზიები ლეგიტიმურია, თუმცა არსებობს ობიექტური რეალობაც:

„სამხედრო სფეროს საწარმოების წარმომადგენლები დამწუხრებულნი არიან იმით, რომ რუსეთი ამ გემებს საფრანგეთში ყიდულობს. მაგრამ იქ არსებობს პირობა, რომ ერთი ვერტმფრენმზიდი საფრანგეთისაგან მთლიანად იქნება შეძენილი, დანარჩენი სამი კი რუსული ვერსიებით აიგება. პრობლემა კი იმაშია, რომ რუსი გემთმშენებლები ვერ შეძლებენ მოკლე დროში ასეთი ტიპის გემის აშენებას. რუსეთში არ არის შესაბამისი დოკები. ასეთი დოკები დარჩა ნიკოლაევის (უკრაინის) გემთმშენებელ ქარხანაში, ხოლო დოკები, რომლებიც სევერდვინსკშია, დაკავებულია სტრატეგიული წყალქვეშა გემების მშენებლობით. ამიტომ, სად უნდა აშენდეს ეს გემები, ეს კიდევ ერთი დამატებითი შეკითხვაა იმაზე, თუ რა ვუყოთ ამ გემებს.“

(more…)

February 17, 2011 at 10:55 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

December 2017
M T W T F S S
« Feb    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor