Posts tagged ‘კობა ლიკლიკაძე’

ვისი იარაღი ისვრის სირიაში

ავტორი კობა ლიკლიკაძე

17.06.2012

სირიის იარაღით მომარაგება გასულ კვირაში რუსეთისა და აშშ-ის მიერ ერთმანეთის მისამართით გამოთქმული მკვეთრი განცხადებების მიზეზი გახდა. მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნალმა“ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა სირიის სამთავრობო ჯარების მიერ სამოქალაქო პირების დახოცვას.

 

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშნლის” 70 გვერდიანი მოხსენება ეფუძნება 200-ზე მეტი ადამიანის – მათ შორის, დაღუპულთა და დაზარალებულთა ნათესავების – ინტერვიუებს. ორგანიზაცია მოუწოდებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყდეს სირიაში. კერძოდ, „ამნესტი ინტერნეშნლი“ მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, სირიას დაუწესდეს საერთაშორისო ემბარგო იარაღის მიწოდებაზე.

 

მხოლოდ ძველი კონტრაქტები და მეტი არაფერი

 

უფლებადამცველები განსაკუთრებით მიმართავენ ჩინეთსა და რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიის მთავრობისათვის იარაღისა და სამხედრო დახმარების მიწოდება. სწორედ იარაღის მიწოდების საკითხი იქცა რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პოლემიკის მიზეზად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ რუსეთი სირიის ლიდერს აწვდის საბრძოლო შვეულმფრენებს, რაც კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს:

 

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას სრულიად გაწყვიტოს ეს სამხედრო კავშირები და შეაჩეროს შემდგომი სამხედრო დახმარება და მიწოდება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რაკი მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი აგრძელებენ იარაღის მიწოდებას და ვთვლით, რომ ვითარება დღეს სამოქალაქო ომისაკენ მიდის. დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრმა – მათ შორის, რუსეთმა და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა – ერთიანი პოზიციიდან დაიწყოს ლაპარაკი ასადთან და აიძულოს იგი შეწყვიტოს ძალადობა.“

(more…)

June 18, 2012 at 7:37 am Leave a comment

დასავლეთის გამოუცხადებელი ემბარგოს დასასრულის დასაწყისი

კობა ლიკლიკაძე

27.05.2012

26 მაისს ქუთაისში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო აღლუმი გაიმართა. ხელისუფლებამ და მედიამ სამხედრო ღონისძიებას უწოდა ყველაზე მასშტაბური თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. აღლუმზე წარმოდგენილი იყო ყველა სახის სამხედრო ტექნიკა, რასაც ისვრიან და რითაც ისვრიან, რაც დადის თუ დაფრინავს საქართველოში. თუმცა ზედმეტად მილიტარიზებული სამხედრო აღლუმის კვალი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში აღიბეჭდა, არამედ ქუთაისში ახლად მოასფალტებულ გზაზეც, რომელზედაც საქართველოს ჯავშანტექნიკა კვლავ დამცავი საშუალების გარეშე გამოგრუხუნდა.

„მე გამიკვირდა, რომ მუხლუხებიან ტექნიკას არ ჰქონდა სპეციალური დამცავი რეზინის საშუალებები, რომელიც იცავს ასფალტს დაზიანებისაგან, ანუ იგივე დამცავი საშუალება, რომელიც გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაში, როდესაც ტექნიკა და სხვა მძიმე ტექნიკა გამოდის. ამ შემთხვევაში ეს არ იყო გამოყენებული. შესაბამისად, ასფალტზე, რა თქმა უნდა, დარჩა ნაკვალევი“, – განაცხადა თემურ კიღურაძემ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, რომელიც 26 მაისს თვალს ადევნებდა ქუთაისში გამართულ სამხედრო აღლუმს.

(more…)

May 28, 2012 at 1:40 pm Leave a comment

ცხადად გასაგები „ადამიანი – მეომარი“

კობა ლიკლიკაძე, პრაღა

კახა კაციტაძე ჩემი მასწავლებელიც იყო, უფროსი მეგობარიც და სანდო რესპონდენტი, რომელიც უსაფრთხოების გარემოს და საჭირბოროტო სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებს მეცნიერული სიზუსტით აფასებდა და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით, რამაც პირდაპირ შეიძლება ითქვა, რომ წალეკა საქართველოს საინფორმაციო სივრცე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალები აშკარად არათანაბარი იყო, კახა ცდილობდა საღ მეცნიერულ ჩარჩოებში მოექცია პოლიტიკური კონიუნქტურა და აღეკვეთა დილეტანტური მსჯელობა, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. კახა კაციტაძის ასპარეზი ამ მხრივ საქართველოში, ბოლო ხანს, ცხადია, არ იყო ფართო. სამთავრობო უწყებების ტრიბუნა და სახელმწიფო ტელევიზიების აუდიტორიები დახშული იყო ხელისუფლების ოპონენტი ექსპერტისათვის, მაგრამ კახა მაინც ახერხებდა, რომ წერტილოვანი დარტყმით ჩაეხშო „პროპაგანდისტული საცეცხლე წერტილები.“

არადა ვინც კახას იცნობდა, დამეთანხმება, რომ იგი არა იმდენად ხელისუფლების ოპონენტი იყო, არამედ ხელისუფლებაში მოკალათებული დილეტანტების და ანგაჟირებული ექსპერტებისა, რომლებსაც სერიოზული სახით შეიძლებოდა ემტკიცებინათ, რომ საქართველო მოუგებს ომს რუსეთს, ანდა რომ აშშ-ს საქართველო სჭირდებოდა შუამავლად ირანთან პოლიტიკური დაპირისპირების მოსაწესრიგებლად. არადა მცირე ინტერვალის შემდეგ იგივე სახელისუფლებლო ექსპერტებს შეეძლოთ სერიოზულად ემტკიცებინათ, რომ სწორედ საქართველოა ზედგამოჭრილი ირანის წინააღმდეგ მიმართული ანტისარაკეტო სისტემის განლაგებისათვის.

მახსოვს, აშშ-ის ანტისარაკეტო ე.წ. “მესამე პოზიციური რაიონის” აღმოსავლეთ ევროპის ნაცვლად საქართველოში შექმნის იდეამ, ქართულ „საექსპერტო საზოგადოებაში“მთელი ძალით 2009 წლის მარტში იფეთქა. თუ სამხედრო საქმეს არა პროფესიონალი სამხედროები, არამედ ამბიციური პოლიტიკოსები უდგანან სათავეში, – მაშინ ფიზიკურად ყველგან ყველაფერი შეიძლება განლაგდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ირანული ბალისტიკური რაკეტების გადამტაცი სისტემების საქართველოში ჩატანა სტრატეგიულად სრულიად გამოუსადეგარია, – მიპასუხა კახამ, რომელსაც პრაღიდან დავურეკე.

“იმიტომ, რომ ირანიდან შესაკავებელი რადარი და ანტირაკეტა სწორედ მაგ ტრაექტორიაზე გადის და აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განლაგდეს. კავკასიიდან შეიძლება რაკეტის გაშვება დააფიქსირო, მაგრამ ჩამოგდებისთვის დრო არ გყოფნის. ჯერ ერთი, იმხელა სიმაღლე არ ექნება იმ რაკეტას აკრეფილი – გინდა ევროპის მიმართულებით მიდიოდეს, და, მით უფრო, გინდა ამერიკის. და, ამას გარდა, რომ ჩამოაგდო, ბალისტიკური რაკეტა, ბუნებრივია, ანტირაკეტა შემხვედრი კურსით უნდა მიდიოდეს, უკან ხომ არ მიაყოლებ.”

ნახეთ, როგორი კომენტარია: ზუსტი, ლოგიკური და ზომიერად იუმორნარევიც, რაც ძალიან უხდება რადიორეპორტაჟს.

ოთხი წლის წინ, როდესაც კახა კაციტაძემ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მონოგრაფია – „სტრატეგიის საფუძვლები“ გამოსცა, ერთი კურიოზი მოხდა. კახამ პირადად გადმომცა წიგნი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში და მთხოვა, რომ პრეზენტაციაზე, ერთი ორი სიტყვა მეთქვა. ისე აღმოჩნდა, რომ გადაუდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო პრეზენტაციაზე დავიგვიანე. თუმცა, მონოგრაფიით შთაგონებულმა დავწერე დიდი რეცენზია და ამით გადავუხადე მადლობა ჩემს უფროს მეგობარსა და მასწავლებელს.

კახა კაციტაძემ უკვე მძიმე სენით შეპყრობილმა დაწერა კიდევ ერთი წიგნი „ადამიანი მეომარი“, რომელმაც დღის სინათლე მის გარდაცვალების შემდეგ იხილა. ამჯერად უფრო დიდი მიზეზის გამო ვერ დავესწარი ვერც კახას წიგნის პრეზენტაციას და ვერც მის დაკრძალვას, 17 იანვარს. მაგრამ გაფაციცებით ვადევნებ თვალს ქართულ ტელეარხებს და ძალიან გამიკვირდა, როდესაც გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერის წიგნის პრეზენტაცია ვერც ამჯერად მოხვდა იმ სახელისუფლებლო ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც არცთუ იშვიათად ნახავთ სიუჟეტებს ღამის კლუბებიდან და ახლადგახსნილი საზკვების ობიექტებიდან. კახა კაციტაძე,სჩანს, გარდაცვალების შემდეგაც კი მიუღებელი რჩება კონიუნქტურული „მეინსტრიმისათვის“.

მაგრამ ყოველგვარი რეპორტაჟისა და ზედმეტი რეკლამის გარეშეც, მჯერა, რომ კარგი წიგნები აუცილებლად იპოვნიან მკითხველს. კახა კარგი მწერალი იყო – მას ჰქონდა საოცრად მდიდარი ენა და წერის ნათელი სტილი, რომლითაც აკადემიური წრეებისათვის განკუთვნილი სტრატეგიის ურთულეს საკითხებს მიმოიხილავდა. ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ კახა კაციტაძე თავად იყო მართალი პიროვნება და ცხადად გასაგები „ადამიანი მეომარი“ – პრინციპული, პირუთვნელი და ობიექტური მეცნიერი. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ხანში, როდესაც სამხედრო განათლებაში კონიუნქტურის მარწუხები შესუსტდება, კახას ნაშრომებს დაეწაფებიან მომავალი ქართველი ოფიცრები, რომელთა ცოდნის ასამაღლებლადაც ჩაიცვა მან 1990- იანი წლების ბოლოს ფორმა, ჩამოაყალიბა მთელი სამსახური თავდაცვის სამინისტროში და მისხალ-მისხალ აგროვებდა, როგორც წარსულის, ისე თანამედროვე სამხედრო-მეცნიერების მიღწევებს.

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციისთვის, პრაღა

January 25, 2012 at 8:20 pm 1 comment

ძალთა ახალი ბალანსი მსოფლიოში და საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანები

კობა ლიკლიკაძე

კაცობრიობას, რომელსაც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი ომები და იარაღის ჟღარუნი, ვერ აშინებს ვერც ეკონომიკური კრიზისი და ვერც კლიმატის გლობალური ცვლილებები. ახალი საერთაშორისო კვლევები “სამხედრო ბალანსი 2009” მოწმობს, რომ სამხედრო დანახარჯები მსოფლიოში განუხრელად იზრდება. როგორც ბოლო 20 წლსი განმავლობაშi, სამხედრო ძალთა ბანალსს მსოფლიოში ძირითადად 7 სახელმწიფო განსაზღვრავს. ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, გერმანია, რუსეთი და საფრანგეთი. მათ ანგარიშზე მოდის ასევე მსოფლიოში არსებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ძირიტადი ნაწილიც. ყველაფერი ერთად კი აისახება ასტრონომიულ სამხედრო დანახარჯებში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კირიზისის პირობებშიც კი თითქმის უცვლელი დარჩა.

შედარებისათვის შეერთებული შტატების წლიური სამხედრო ბიუჯეტი 2010 წელს 693 მილიარდი დოლარი იქნება. ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო 2009 წელს. რუსეთი კი 2010 წელს აპირებს 1 მილიარდი დოლარით გაზარდოს სამხედრო დანახარჯები, რომლებიც გასულ წელს 41 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. რეკორდი კი გასულ წელს ჩინეთმა მოხსნა, რომელმაც 2009 წელს 10 მლიარდი დოლარით გაზარდა შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი და მილიტარიზებული ქვეყნების შვიდეულში გადაასწრო მეორე ადგილზე მყოფ დიდ ბრიტანეთს, რომელიც 2009 წელს იძულებული გახდა 11 მლიარდი დოლარით შეემცირებინა სამხედრო ხარჯები.

(more…)

February 17, 2011 at 4:51 pm Leave a comment

უკანასკნელი ქართველი „მაკიზარი“ სახელად „კომენდანტი ვანია“

კობა ლიკლიკაძე

საქართველოში ყოველწლიურად კლებულობს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქართველი ვეტერანების რაოდენობა, პარალელურად კლებულობს მათ მიმართ ყურადღება და ნელ-ნელა იკარგება ცოდნა იმ საბრძოლო ისტორიებზე, რომლებშიც ჩვენ სახელოვან თანამემამულეებს მოუხდათ მონაწილეობა. მე მინდა ვთხოვო, ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულ ჟურნალისტებს, მოიძიონ მასალები მეორე მსოფლიო ომის ცოცხლად დარჩენილ ქართველ მებრძოლებზე, რომლებიც საქართველოს სხავდასხვა კუთხეში მოღვაწეობენ. შეხვდნენ და ჩაიწერონ მათთან ინტერვიუები. გადაუღონ ფოტოები და აღბეჭდონ ისინი ვიდეოზე. მე პირადად დღემდე ვერ ვპატიობ ჩემ თავს იმას, რომ რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს ბოლო საბჭოთა კავშირის გმირს, გენერალ-ლეიტენანტ გალაკტიონ ალფაიძეს და ვერ მოვახერხე მასთთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერა. არადა ვინც იცნობს გალაკტიონ ალფაიძის საბრძოლო და მხედრულ ბიოგრაფიას, დამეთანხმება, რომ მისი რანგის, წონის და დამსახურები სამხედრო მოღვაწე მე-20 საუკუნეში თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს ქართველებს.

(more…)

February 17, 2011 at 10:53 am Leave a comment

გმირთა ვარამი

კობა ლიკლიკაძე

11 იანვარს საქართველომ სენატორ ჯონ მაკკეინის სახით ახალი საპატიო, ეროვნული გმირი შეიძინა. იმავე დღეს საქართველოს საზოგადოებამ დაიბრუნა გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე, ვახტანგ გორგასლის ორდენის ერთადერთი სრული კავალერი. სამხედრო პირი, რომელიც 1990-ი წლიდან ყველა სამხედრო ოპერაციაში მონაწილებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, როგორც მოხალისე – თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო სცნო სამხედრო ამბოხების ბრალდების ნაწილში და პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა სატანკო და “რეინჯერთა” ბატლიონი მეთაურებს, ლევან ამირიძესა და მამუკა გორგიაშვილს. ოფიცრებს, რომელთა ქვედანაყოფები, თავად სამხედრო ხელმძღვანელობის შეფასებით, ბოლომდე და თავდადებით ასრულებდნენ საბრძოლო მოვალეობას რუსეთ-საქართველოს აგვისტოს დროს, -დაუმტკიცდათ “სახელმიწფო ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხის მომზადება.” ლევან ამირიძე 28, ხოლო მამუკა გორგიაშვილი – 19 წელს დაჰყოფენ საპატიმროში, -ასეთი თემიდას ვერდიქტი.

მაგრამ ამით სისხლის სამართლის საქმე სახელწოდებით “მუხროვანის ამბოხება”, – რა თქმა უნდა არ დახურულა. მსჯავრდებულები საკასაციო წესით გაასაჩივრებენ განაჩენს ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში. ეს არის და – ეს. პოლიტიკითა და სოციალური პრობლემით გადაღლილ საზოგადოებას სიღრმეებში წვდომა და წარსულის გაანალიზებისათვის აღარ სცალია.

(more…)

February 15, 2011 at 9:54 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

June 2017
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor