Posts tagged ‘ირაკლი ალადაშვილი’

სტრატეგიული შეცდომა… 16 წლის შემდეგ განმეორებით

ირაკლი ალადაშვილი

 

– ცხინვალის ახლომდებარე ქართული სოფლები რომ დაგვიბომბონ, საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნა საქართველოს იმიჯს ავნებს, რადგან რუსული მასმედია მთელ მსოფლიოს მოსდებს – ქართულმა მხარემ მშვიდობიანი ქალაქი დაბომბაო. ეს მოსაზრება დღეს არ გაჩენილა. აგვისტოს ომამდეc ხშირად ვწერდით, რომ საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნა ცხინვალის მიმართულებით არ შეიძლებოდა.

16 წლით ადრე აფხაზი სეპარატისტები უკვე იყენებდნენ სამხედრო ეშმაკობას – მათი ტანკი დგებოდა ეშერის რუსული ლაბორატორიის გვერდით, რამდენჯერმე ესროდა სოხუმს და სასწრაფოდ ტოვებდა საცეცხლე პოზიციას. ქართველი არტილერისტების საპასუხო ცეცხლის შემდეგ ჭურვები რუსული ლაბორატორიის ტერიტორიაზეც ცვიოდა, გუდაუთიდან აფრენილი რუსული მოიერიშეები კი სოხუმს ბომბავდნენ…

(more…)

Advertisements

February 17, 2011 at 6:49 pm Leave a comment

ქართულ არმიაში ”დრაკონების” ხანა დაბრუნდა

ირაკლი ალადაშვილი

სამღერძიანი თურქული ჯავშანტრანსპორტიორი EJDER-ი ქართველ მებრძოლებს მეტ უსაფრთხოებას ჰპირდება, ვიდრე საბჭოთა БТР-80

სამღერძიანი თურქული ჯავშანტრანსპორტიორი EJDER-ი ჩვენებურად ”დრაკონს” ნიშნავს. მისი შექმნა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ახლა, შეიძლება სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ქართული არმია მართლაც 21-ე საუკუნის ჯავშანტრანსპორტიორითაა შეიარაღებული.

მეტიც: ჯერჯერობით ქართული არმია ერთადერთია, რომელიც ”დრაკონებით” იარაღდება. თვით თურქეთიც მხოლოდ ახლა იწყებს ფიქრს მათ არსენალში მიღებაზე.

”დრაკონი”, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა ჯავშანტრანსპორტიორი, არ არის განკუთვნილი უშუალოდ ბრძოლებში მონაწილეობისთვის. მისი მთავარი ამოცანაა, ქვეითების ბრძოლის ველამდე უსაფრთხოდ მიყვანა.

დღემდე ქართული ბრიგადების ბატალიონები მსუბუქ ქვეითად იწოდებოდა და საბრძოლო მოქმედებების რაიონებამდე სატვირთო ”კრაზებით”, ”კამაზებითა” და ”ჰაი-ლუქსის” პიკაპებით მიჰყავდათ.

(more…)

February 17, 2011 at 6:38 pm Leave a comment

ავტომატებით – სხვის გზებზე …

ირაკლი ალადაშვილი

თუ შენს თავზე არ გამოცდი, სხვის ტკივილს ვერ მიხვდები… ცხოვრება ძალზე უცნაური რამ არის და ხშირად გაძლევს მოვლენათა შედარების საშუალებას.

2008 წლის 20 მაისს ერაყის ვასითის პროვინციაში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტის საპატრულო დანაყოფთან ერთად ამერიკული დაჯავშნული “ჰამერით” ერაყის გზებზე დავდიოდი. დავალებაში შედიოდა მოულოდნელი ჩეკ-პოინტის მოწყობა, როდესაც გზაზე მიმავალი “ჰამერების” კოლონა მოულოდნელად ჩერდება, გზას კეტავს და იწყებს მანქანებისა და მგზავრების ჩხრეკას იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობების თუ ნარკოტიკების მოსაძებნად.

ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ერაყელები უსიტყვოდ გადმოდიოდნენ მანქანებიდან და ხელებაწეულნი ქართველ სამხედროებს გაჩხრეკის უფლებას პროტესტის გარეშე აძლევდნენ.

ერაყელი თარჯიმნის საშუალებით (რომელიც საბჭოთა პერიოდში ფოთის სამხედრო პორტში გადიოდა მომზადებას და რუსული იცოდა) რამდენიმე ერაყელს გავესაუბრე.

ჩემს შეკითხვაზე – წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ ქართველი ჯარისკაცები გჩხრეკენ-მეთქი, მიპასუხეს, – ქართველებს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ ეს აუცილებელიაო.

მიუხედავად ასეთი პასუხებისა, მათ თვალებში რაღაც შევამჩნიე, რომელსაც მთლად ზიზღი არ ეთქმოდა, თუმცა ვერც მეგობრულს ვუწოდებდი (იმავე დღეს, უკან, ბაზისკენ მიმავალი ჩვენი “ჰამერების” კოლონას თავს დაესხნენ და გზის პირას ჩამალულმა დისტანციურმა მართვადი მიმართული მოქმედების ნაღმმა პირველი “ჰამერის” გვერდის ჯავშანი გაგლიჯა და ოთხი ქართველი სამხედრო დაგვიჭრა).

ამ საიდუმლოებას ზუსტად სამ თვეში მოვუძებნე ახსნა, როდესაც 2008 წლის 20 აგვისტოს ისეთივე “კალაშნიკოვებით” უკვე რუსი ოკუპანტები გვაწევინებდნენ ხელებს იგოეთში…

ჩანს, იმ მომენტში ჩვენს თვალებშიც იგივე კითხვა იდგა, რაც სამი თვის წინ იმ ერაყელებისაში – შენ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელს, რა გინდა ჩემს გზაზე და თანაც იარაღმოღერებულს?! ეს ხომ ჩემი ქვეყანაა და არა შენი, მშვიდობის დამყარება ჩემი საქმეა და არა გადამთიელისა…

ცხოვრება ბევრი პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს.

ჩვენ ხომ სამართლიანად ვთვლით საქართველოში შემოჭრილ რუს სამხედროებს დამპყრობლებად, მეეჭვება, ერაყში მყოფი ავტომატიანი ქართველი სამხედრო გზაზე ხელებაწეულ ერაყელს თავისი ქვეყნის განმათავისუფლებლად მიეჩნია, ისევე როგორც დღეს ავღანეთში გაგზავნილი ჩვენი სამხედროები…

სხვის ომებში ქართველი მებრძოლების გაგზავნის ტრადიცია, სამწუხაროდ, დღეს არ დაწყებულა, საუკუნეების წინაც ასე იყო, როდესაც საქართველოს დამპყრობ ან ჩვენს ქვეყანაზე დიდი გავლენის მქონე დიდ სახელმწიფოს თავის დამპყრობლურ ომებში ქართველებიც მიჰყავდა საზარბაზნე ხორცად…

February 17, 2011 at 6:02 pm Leave a comment

საქართველოს პრეზიდენტის ახალაშენებული სასახლე, ისევე როგორც თავდაცვისა და განსაკუთრებით შსს-ს შენობები თავიანთი დიზაინით მაშინვე იპყრობენ ყურადღებას

ირაკლი ალადაშვილი

მაგრამ გვეეჭვება, რომ ამ “გამჭვირვალე” შენობების ბინადრებმა იცოდნენ, რა საფრთხე ემუქრებათ – რაც უფრო შემინულია შენობა, მით მეტად კარგად შესამჩნევ სამიზნეს წარმოადგენს როგორც კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრებისათვის, ისე ოპტიკური დამიზნების სისტემით აღჭურვილი ოპერატიულ-ტაქტიკური, ფრთოსანი და “ჰაერი-მიწა” კლასის მართვადი რაკეტებისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე 15-ზე მეტი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რუსული რაკეტა დაეცა. მათგან ორი Искандер-ის, დანარჩენი კი Точка-У-ს ტიპისა იყოს.

ორტონიანი “ტოჩკა” მაქსიმალურ, 120 კმ-ზე მიფრინავს და მისი დამიზნება ავტონომიურად, ინერციული სისტემით ხდება. რაკეტის სტარტამდე მის საბორტე ციფრულ გამომრთველ კომპლექსში შეაქვთ ფრენის პარამეტრები, რომლებიც დაფუძნებულია სამიზნის ადგილმდებარეობის ციფრულ რუკაზე, რომელიც მანამდე კოსმოსური ან საჰაერო დაზვერვის შედეგად შედგა. ამიტომაც “ტოჩკას” სამიზნეში მოხვედრის სიზუსტეც არ არის დიდი, რაც აგვისტოს ომმაც დაადასტურა.

(more…)

February 17, 2011 at 2:09 pm Leave a comment

ქართველი, რომელსაც ატომური ბომბი ანდეს

ირაკლი ალადაშვილი

ჟურნალისტის პროფესია მართლაც საოცარი და საინტერესოა, მოულოდნელობითაც არის სავსე. შეიძლება საინტერესო თემას ცხრა მთას იქით ეძებდეთ და ყურისძირში კი იყოს.

ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი მეზობელი წლების განმავლობაში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სამხედრო მრჩეველი იყო, ხოლო საქართველოს ორი პრეზიდენტი – ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი – მას სიცოცხლეს ანდობდნენ, იმ შვეულმფრენით მგზავრობდნენ, რომელსაც ის მართავდა.
75 წლის პოლკოვნიკი დარვინ რუხაძე შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდეს: პირველად 1955 წელს მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, ხოლო ბოლოს შვეულმფრენი 2004 წელს მართა, ანუ ნახევარი საუკუნე დაფრინავდა.

(more…)

February 17, 2011 at 10:51 am Leave a comment

ქართული არმიის 19 წელი – მუდმივი ექსპერიმენტები და საკადრო ცვლილებები

ირაკლი ალადაშვილი

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 19 წელი შეუსრულდათ. ქართული არმიის დაარსების დღედ 1992 წლის 30 აპრილი ითვლება, თუმცა ეროვნული გვარდიის შექმნის დღედ 1990 წლის 20 დეკემბერია მიჩნეული.
ამ სტატიის ავტორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის შტატზე სამსახური 1992 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო და თითქმის 10 წელი მსახურობდა როგორც შეიარაღებულ ძალებში ისე შინაგან ჯარებში.
ამიტომაც ბევრი რამის თვითმხილველი, რაც ქართული არმიის ისტორიას შეეხება, თავად ვიყავი.
ქართული არმიის შექმნა-ჩამოყალიბება ბრძოლებსა და ომებში მიმდინარეობდა, რამაც ბუნებრივია თავისი დაღი დაასვა მის განვითარების თავისებურებებს.
1992 წლის გაზაფხულზე, ცხინვალთან ჯერ კიდევ ბრძოლები მიმდინარეობდა, როდესაც არმიის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო. ამას დაუმატეთ ახლადმორჩენილი თბილისის ომი და დასავლეთ საქართველოში პრეზიდენტ გამსახურდიას შეიარაღებულ მომხრეთა გამოსვლები.
ამით იმის თქმა მსურს, რომ შეიარაღებული ძალების აუჩქარებლად ჩამოყალიბებისა და სათანადო კადრების მოძიების დრო და ხშირად არც სურვილი არ იყო.
არმიის შემადგენლობაში თავიდანვე მოხვდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომელთათვისაც ადამიანების ბედის ჩაბარება კი არა, ერთი ავტომატის მიცემაც კი არ შეიძლებოდა.
მაგრამ ის ძალები, ვინც გამსახურდიას ხელისუფლება ჩამოაგდო და ძალაუფლებაში მოვიდა, წამყვან როლს თამაშობდნენ იმ მომენტში რამდენიმე ნაწილად დაყოფილ საქართველოში.

(more…)

February 17, 2011 at 10:16 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2017
M T W T F S S
« Feb    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor