Posts tagged ‘ზვიად თხელიძე’

საქართველოს შეიარაღებული ძალები

ზვიად თხელიძე

წერილი პირველი

შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია

მესამე ქართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 15 ნოემბრის სხდომაზე “დამნაშავეობის წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის განმტკიცების მიზნით საქართველოს უზენაესი საბჭოს დადგენილების” წარდგენით იწყება. დადგენილების მესამე პუნტქში წერია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისრტოსთან შეიქმნას მართლწესრიგის გამტკიცებისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის შინაგანი ჯარის დანაყოფები, რომლებიც ძირითადად დაკომპლექტდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეებით”.

1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უზენეს საბჭოს თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის თავჯდომარემ, დეპუტატმა ვაჟა ადამიამ წარუდგინა კანონპროექტი “ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლწესრიგის გამტკიცების შესახებ”, რომლის პირველი მუხლში ნათქვამია: “საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიქმნას შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია”.

20 დეკემბერი ეროვნული გვარდიის შექმნის დღედ გამოცხადდა და ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება.

შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია დამოუკიდებელი ქართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სახელწოდება “შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია” “გარდამავალი პერიოდის შესაბამისად შეირჩა – სახელწოდება საბჭოთა კანონმდებლობასთან მოდიოდა შესაბამისობაში, შინაარსი კი ეროვნულ ინტერესებთან.

ამ უწყების შიგნით უნდა მომხდარიყო მაშინ არსებული მრავალრიცხოვანი არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების ერთად თავმოყრა და სახლმწიფო სამსახურში ჩაყენება.

არაფრმალური შეიარაღებული გაერთიანებები იგივე ეროვნული დაჯგუფებები 1989 – 90 – იან წლებში მრავლად იყო. მათგან ყველაზე ძლიერ დაჯგუფებას წარმოადგენდა “მხედრიონი”, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლობები ეგრეთ წოდებული “სადროშოები” მთელი საქართველოს მასშტაბით ქონდა. “ქართველ შევარდენთა ლეგიონი”, რომელმაც თბილისის სამხედრო – საარტილერიო სასწავლებელს “შეუსახლდა”, “მუხიანის ჯგუფი” – ძმები ტატიშვილების მეთაურობით, “იმედი” – სამხედრო – პატრიოტული რაზმი დავით ხომასურიძის მეთაურობით, რომელიც “სახალხო ფრონტს” შეუერთდა, “თეთრი გიორგი”, “რაინდი” – ტარიელ აბუაშვილის მეთაურობით, სპორტულ – საზოგადოოებრივი წესრიგის დამცველი რაზმი “ჩუბინი” და ა.შ.

ნოდარ ნათძის გამოსვლიდან 19190 წლის 20 დეკემბრის სესიაზე: “რეალური ძალა არის შემდეგი (ყველაზე დიდი ძალას დავასახელებ ბოლოს): არიან ჯგუფები, რომლებიც გადიან წვრთნას. იარაღი არც ერთს არ აქვს, მაგრამ წვრთნას გადიან. ეს იცით თითქმის ყველამ, ვინ საქმეში ჩახედული ბრძანდებით. არიან ჯგუფები, რომლებიც შედგებიან უფროსი ასაკის ადამიანებისგან. თუნდაც ცნობილი მხედრიონი, რომელშიც ალბათ სხვა განწყობილების და ორიენტაციის ადამიანები შედიან. და ბოლოს, ყველაზე დიდი ძალაა ადამიანები, რომლებიც მონდომებულნი არიან, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ და რომლებიც ამისთვის ოპტიმალურ ფორმას მოელიან, ე.ი. ყველაზე დიდი ჩვენთვის არის მოსწავლეებზე უფროსი ასაკის ახალგაზრდობის გაწვვრთნის შედეგად მიღებული ძალები”.

არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები როგორც წესი ერთი ადამიანის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობა იყო, რომელთა უპირველეს ამოცანას ამ ერთობის ინტერესების დაცვა წარმოადგენდა – პოლიტიკურიდან კრიმინალურამდე. ეს მეორენი აშკარად ჯაბნიდნენ პირველებს.

შინაგანი ჯარი – ეროვნული გვარდია ახალი, ეროვნული ხელისუფლების საპირწონე უნდა ყოფილიყო შეიარაღებული კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ.

და ბოლოს ამ დანაყოფში უნდა გაეწვიათ ყველა ის წვევამდელი, რომელსაც ასაკის გამო საბჭოტა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახური უწევდათ. შინაგან ჯარში – ეროვნულ გვარიდიაში გაწვივით კი მათ საქართველოში დასტოვებდნენ.

მოკლედ უმთავრესი ამოცანები ამ სტრუქტურისა იყო: 1. არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების თავმოყრა სახელმწიფო სამსახურში და ლეგიტიმაცია, 2. კრიმილურ ბანდებთან და სხვა შეიარაღებულ ფორმირებებთან (მაგალითად სეპარატისტულად განწყობილთან) ბრძოლა და წვევემადელების დაცვა ანუ სამხედრო სამსახურში გაწვევა ქართულ ჯარში და არა საბჭოთა ჯარში.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის # 250 განკარგულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, 1991 წლის 30 აპრილს კი საქართველოში პირველი საგაზაფხულო გაწვევა გამოცხადდა.

1994 წელს 30 აპრილი ქართული არმიის დღედ გამოცხადდა.

ეროვნული გვარდიის “საერთო ხელმძღვანელობა” დაევალა შინაგან საქმეთა სამინისრტოს ახალ სამმართველოს (ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო), “უშუალო მართვა” კი დაევალა სარდალს. “საერთო ხელმძღვანელობა” და “უშუალო მართვა” ძალზე პირობითი განმარტებებია და სავარაუდოდ ეროვნულ ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირებების გამოძახილი უნდა იყოს. მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა გოგი პაპავაძე, შტაბის უფროსად რეზერვში მყოფი გენერალ – მაიორი ნოდარ გუჯაბიძე, პირველი ბრიგადის მეთაურად ამჟამად გადამდგარი გენერალ – მაიორი ავთანდილ ცქიტიშვილი დაინიშნა. გვარდიის სარდალი რა თქმა უნდა თენგიზ კიტოვანი გახდა.

1991 წლის 26 მაისს თბლისის ეროვნულ სტადიონზე საზეიმო აღლუმი გაიმართა, რომელზეც გვარდიის პირველმა ბრიგადამ სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადო. ფიცის ტექსტს თავად ზვიად გამსახურდია ჰკითხულობდა – მეთაურებს ეროვნული გვარდიისა და პირველი ბრიგადის საბრძოლო დროშები გადასცეს. ეს საზეიმო, ამაღელვებელი წუთები და კადრები, მალე სულ სხვა განწყობებითა და მოვლენებით შეიცვლება.

პირველი წერილის დასასრული


February 17, 2011 at 4:54 pm Leave a comment

საგაზაფხულო გაწვევა – 2011

ზვიად თხელიძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იმდენ ჯარისკაცს გაიწვევს რამდენსაც, ბოლო ერთი წელიწადი იწვევდა ანუ ერთ გაწვევაზე 1200 ჯარისკაცზე ცოტა მეტს. მას ამ ციფრისთვის ბოლო რამდენიმე გაწვევაა არ “უღალატია” – 2010 წლის საგაზაფხულო გაწვევაზე სამინისტრომ 1269 წვევამდელი გაიწვია, წელს კი 1286 წვევამდელის გაწვევას აპირებს.

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საგაზაფხულოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 3186 ახალგაზრდას გაიწვევენ. ამათგან, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურში გაიწვევენ 600, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში, კი 1300-ს ახალგაზრდას.

ძალაში რჩება, კანონში, 2010 წლის 21 ივლისს შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც თუკი იქამდე გაწვევა გადაუვადდებოდათ მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, ცვლილების თანახმად სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ წვევამდელი არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე. აღნიშნული ცვლილება  2010 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

(more…)

February 17, 2011 at 2:45 pm Leave a comment

ქართველი სამხედროები ავღანეთში

ზვიად თხელიძე

 

ქართველი სამხედროების ავღანეთში გამგზარების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ასეც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: თუ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია რატომ ვაგზავნით და ქვეყანა, რომ საომარ მდგომარეობაშია სწორედ მაგიტომაც ვაგზავნით – მოწინააღმდეგეები მოკავშირეების მხარდაჭერას მნიშვნელოვნად მიჩნევენ, მაგრამ საკუთარ ძალების იმედად ყოფნას ანიჭებენ უპირატესობას, მომხრეები კი ამ ეტაპზე მოკავშირეების ძლიერი მხარდაჭერის მოპოვებას თვლიან მეტად საჭიროდ.

იმის გამო, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების გაგზავნის მოწინააღმდეგეთა ხმა სუსტად ისმის, მათი პოზიცია და არგუმენტები ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია; მომხრეების ხმა კი, რომელიც ხელისუფლების პოზიციისა და არგუმენტების “ხმას” ერწყმის, თითქმის ყველა მედია საშუალებიდან “ძლიერად” ჟღერს.

ამ მრავალხმიან “მღერაში”, რომელიც ვერაფრით გადაიქცა დისკუსიად, ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ზარმა ლამის ყველა სხვა ხმა ჩაახშო: 7 აპრილს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონის (750 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთში გაგზავრებისადმი მიძღვნილ გაცილების ცერემონიაზე ამერიკის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა განაცხადა – „გუშინ საღამოს პრეზიდენტი ობამა დაუკავშირდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ პირადად გადაეხადა მადლობა, საქართველოს მხრიდან შეტანილი წვლილისათვის ISAF-ის ოპერაციაში; ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პარტნიორობისა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“.

ყველა ხვდება, რომ ბარაკ ობამას ეს მადლობა მხოლოდ სიტყვები და რევერანსი არ არის.

(more…)

February 16, 2011 at 11:06 pm Leave a comment

შეიარაღებული ძალები და დემოკრატია

(გაგრძელება)

სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირება

სამუელ ჰანტიგტონი

თავდაპირველად გამოქვეყნდა Journal of Democracy–ში 1995 წელს

წარმატების მიზეზები

ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირების წარმატების მიზეზი? – ალბათ რამდენიმე ფაქტორზე უნდა ვილაპარაკოთ. პირველ რიგში ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულმა და სამხედროების მიერ სამხედრო პროფესიონალიზმის საერთაშორისო ნორმებისა და სამოქალაქო კონტროლის აღიარებამ განაპირობა. ადრე თუ ლათინური ამერიკის ქვეყნებში სამხედრო გადატრიალების მცედელობისა თუ წამების შესახებ ხდებოდა ცნობილი, ამერიკელი ლიბერალი კონგრესმენები და ჟურნალისტები ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ სამხედრო განათლებას მიაწერდნენ. ძნელად წარმოსადგენია, რომ ამერიკელი ოფიცრები თავის ლათინოამერიკელ კოლეგებს გადატრალებების ორგანიზაციის ხერხებს ან წამებას ასწავლიდნენ. სინამდვილეში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებთან ურთიერთობამ და ამერიკის სამხედრო სასწავლებლებში მიღებულმა განათლებამ, მთავარი როლი ითამაშა სხვა ქვეყნის სამხედროების მიერ პროფესიული, ლიბერალურ – დემოკრატიული ნორმებისა და სამოქალაქო კონტროლის აღიარების საქმეში. კ. მარშალის ცენტრი ბავარიაში ამ საქმეს პოსტსაბჭოთა სივცეზე ახლაც აგრძელებს.

მეორეს მხრივ ობიექტური სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება როგორც სამხედროების, ისე სამხედრო ხელმძღვანელობის ინტერესებშია. ოფიცრები სწავლობენ, რომ ურთულესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემებისთვის, რომლებიც მათი ქვეყნების წინაშე დგას, არ არსებობს მარტივი გადაწყვეტილებები და, რომ მუდმივი მონაწილეობა პოლიტიკურ თამაშებში გამანადგურებლად მოქმედებს არმიის ერთანობაზე, ეფექტურობასა და დისციპილინაზე.

არჩეული პოლიტიკური მმართველები, მიხვდნენ, რომ სამხედროებთან ერთად პოლიტიკის თამაში ეს არის თამაში ორლესულ მახვილთან და რომ გაცილებით მომგებიანია პოლიტიკურად ნეიტრალური, პროფესიონალური სამხედრო ისტებლიშმენტი. ამიტომ, სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირების მოწინააღმდეგეებად ახალგაზრდა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხოლოდ უკმაყოფილო საშუალო რგოლის ოფიცრების მცირე ჯგუფები და ზოგიერთი, ძირითადად ულტრანაციონალური ოერინტაციის მარგინალი პოლიტიკოსები გამოდიან.

(more…)

February 16, 2011 at 10:55 pm Leave a comment

შეიარაღებული ძალები და დემოკრატია

სამხედრო – სამოქალაქო ურთიერთობების რეფორმირება

სამუელ ჰანტიგტონი

თავდაპირველად გამოქვეყნდა Journal of Democracy–ში 1995 წელს

ყველას კარგად მოეხსენება, რომ უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე მსოფლიოში გრანდიოზული რევოლუციური გადატრიალება მოხდა – ორმოცამდე ქვეყნაში ავოტორიტარული რეჟიმები დემოკრატიული მმართველობებით შეიცვალა.

სინამდვილეში “ავტორიტერული რეჟიმის” სახელწოდების ქვეშ ჩვენ ერთმანეთისგან ძალზე განსხვავებულ მმართველობის ფორმებს ვგულისხმობდით: სამხედრო ხუნტას ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში, ერთპარტიულ მმართველობას კომუნისტურ ქვეყნებში და ტაივანში, ერთპიროვნულ დიქტატურას ესპანეთში, ფილიპინებზე, რუმინეთში და რასისტულ ოლიგარქიას აფრიკაში. დემოკრატიისკენ სვლაც ყველგან სხვადასხვნაირად ხორციელდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში რეფორმატორები ხელისუფლებაში ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მოვიდნენ და დემოკრატიული გარდაქმნები ამ პირობებში დაიწყეს. სხვა შემთხვევებში ხელისუფლების გადაცემა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების შედეგად მოხდა. სხვაგან კი ავტორიტარული რეჟიმი დაამხეს ან თავად ჩამოიშალა, ზოგერთ ადგილას კი დიქტატურის დამხობა და არჩევითი ხელისუფლების მოსლვა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მოხდა.

ყველა ამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, ავტორიტარულ რეჟიმს, ერთი საერთო ნიშანთვისება ჰქონდა: სამხედრო და სამოქალაქო სფეროების ურთიერთდამოკიდებულება უკეთესის სურვილს ბადებდა. თითქმის არც მათგანში სამხედრო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთდამოკიდებულება იმდაგვარი არ იყო, როგორიც ეს განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებშია და რომელიც მე ერთ – ერთ ჩემს ნაშრომში დავახიასიათე როგორც “ობიექტური სამოქალაქო კონტროლი”.

(more…)

February 16, 2011 at 7:02 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

August 2017
M T W T F S S
« Feb    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor