Posts tagged ‘ვეტერანები’

სახალხო დამცველი – ვეტერანტა აქციის დაშლა კანონდარღვევა იყო

5 იანვარი. სახალხო დამცველის შეფასებით, გმირთა მოედანზე მიმდინარე ომის ვეტერანთა აქციის დაშლის დროს, ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. ომბუცმენი რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მხრიდანაც დაირღვა კანონი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის უხეშ დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. რამდენიმე დღით ადრე, 24 დეკემბერს კი განცხადებით მიმართეს თბილისის მერიას და აცნობეს აქციის მოწყობის შესახებ.

ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. სახალხო დამცველის განმარტებით, აქცია მიმდინარეობდა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის სრული დაცვით. აქციის მონაწილეებს დაკავებული არ ჰქონიათ გზის სავალი ნაწილი და არ გადაუკეტავთ მოძრაობა.

 

February 17, 2011 at 8:35 pm Leave a comment

კობა ლიკლიკაძე – ვეტერანების პრობლემა ხელკეტებით ვერ გადაიჭრება

სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” ვეტერანთა დაკავების ფაქტის შეფასება სამხედრო ჟურნალისტსა და ექსპერტს კობა ლიკლიკაძეს სთხოვა.
სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია გთავაზობთ ამ ინტერვიუს და მადლობას ვუხდით სააგენტო “ინტერპრესნიუსს”

_ ბატონო კობა, 3 იანვარს გმირთა მოედანზე ვეტერანების აქცია სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს და აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს. რამდენად ლეგიტიმური იყო ვეტერანების მოთხოვნა და პოლიციის ქმედებაც?
_ კანონის თანახმად, მომხდარის შეფასება გამიჭირდება. პოლიციას ნამდვილად აქვს უფლება, ნებისმიერი არასანქცირებული ღონისძიება დაშალოს და წესრიგის დამყარება უზრუნველყოს. მაგრამ ფორმას და დროს გააჩნია, გუშინ არც ერთი და არც მეორე სწორად შერჩეული არ იყო. აქციის დაწყებიდან შვიდი დღე იყო გასული და ისინი 6 იანვარს ისედაც აპირებდნენ დაშლას, რადგან გამაფრთხილებელი აქცია ჰქონდათ. რატომ დასჭირდათ ამის გაკეთება და ასეთი რეზონანსის გამოწვევა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან პრობლემა, რომელსაც ვეტერანების სოციალური ადაპტაცია, მათი დასაქმება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის დაცვა ჰქვია, ხელკეტებით ვერ გადაიჭრება. წლებია, ვაქვეყნებ სტატიებს იმის შესახებ, რომ სამხედრო პირების სამსახურიდან გაშვება ყოველგვარი კომპენსაციის, მათი გადამზადების, სოციალური ადაპტაციის, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზების გარეშე დაუშვებელია. ამას სჭირდება ფაქიზი სახელმწიფოებრივი მიდგომა: დასავლეთის ქვეყნებში არსებობს სპეციალური პროგრამები, რითაც ხელს უწყობენ ვეტერანების სოციალიზაციას, მათი შესაძლებლობების სხვა სფეროში გამოყენებას: ასწავლიან, თუ როგორ აკეთონ მცირე ბიზნესი, ჩაერთონ აგრარულ სფეროში. როგორც ხელისუფლება აცხადებს, საქართველოში ხომ იწყება ეკონომიკური აღმავლობის ახალი ეტაპი, დაასაქმონ ეს ადამიანები ამ ახალ პროექტებში. მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ითხოვდნენ ყურადღებას, მიდიოდნენ კაბინეტებში, აკითხავდნენ ვეტერანთა დეპარტამენტს, პარლამენტარებს, სხვა ჩინოვნიკებს, სამწუხაროდ, მათ ყველამ წაუყრუა. ასე რომ, გამოსავალი არ არის აქციის ძალის გამოყენებით დაშლა, მით უმეტეს, რომ ამას ძალიან ცუდი რეზონანსი მოჰყვა, პრობლემა ხომ მაინც რჩება?!
მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს, საკანონმდებლო ორგანოს მართებთ დაფიქრება და ვეტერანებისთვის სპეციალური პროგრამების ამოქმედება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი არც ისე ძვირი “სიამოვნებაა”. შეიძლება, ეს ყველაფერი არასამთავრობო სექტორთან ერთად განხორციელდეს.

(more…)

February 17, 2011 at 2:34 pm Leave a comment

პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა

თბილისში ვეტერანთა საპროტესტო აქცია პოლიციამ დაშალა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, დღეს გმირთა მოედანზე ჩაიარა პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი თანმხლები ავტომანქანების კორტეჟმა, რის შემდეგაც, დაახლოებით ერთ საათში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და აქციის დაშლა დაიწყეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პოლიციელებმა დააკავეს აქციის 10-მდე მონაწილე. შიმშილობის აქცია 27 დეკემბერს დაიწყო გმირთა მოედანზე და დღეს მეშვიდე დღე გრძელდებოდა. დღესვე, უფრო ადრე, აქციის მონაწილეებმა დღეს რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ მათი პროტესტი არა მხოლოდ ვეტერანების, არამედ საზოგადოების უდიდესი ნაწილის უმძიმესმა ყოფამ განაპირობა. ვეტერანები შიმშილობის გამაფრთხილებელი აქციის შეწყვეტას ხუთშაბათს აპირებდნენ, თუმცა, აცხადებდნენ, რომ 6 იანვრის შემდეგაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას ადამიანის უფლებების დასაცავად და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

February 17, 2011 at 2:30 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

June 2017
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor