Posts tagged ‘გიორგი ცხვიტავა’

ლიტვის გზა თავისუფლებისკენ

ლიტვა, ეს პატარა ქვეყანა თავისი შეუპოვრობითა და თავისუფლების გზაზე განცდილი დიდი ტკივილითა და გამარჯვებებით, ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფოა.

ლიტვა – ყველაზე სამხრეთი, ყველაზე მსხვილი და ყველაზე დასახლებული ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკიდან. რამდენიმე საუკუნის წინ, ლიტვის დიდი სამთავროს სამფლობელო ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ვრცელდებოდა. დღეს ლიტვის საერთო ფართობი 65 000 კვადრატული კილომეტრია.

2004 წლის მარტში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გაცხადების შემდეგ, ლიტვა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა.

იმავე 2004 წლის მაისში, ლიტვა შევიდა ევროკავშირში. მოვლენების ამგვარი განვითარება ძნელი წარმოსადგენი იყო არც თუ ისე შორეულ, საბჭოთა წარსულში.

დღეს რუსეთის დამოკიდებულება ბალტიისპირეთის ამ სამი სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი ლიტვის მიმართ, კვლავ აგრესიულია. ლიტვა რუსეთმა იმიტომაც “ამოიჩემა”, რომ სწორედ მისი ტერიტორია აშორებს რუსეთის ფედერაციას კალინინგრადის ოლქისგან.

 

ფაქტები

ოფიციალური სახელწოდება: ლიტვის რესპუბლიკა

მოსახლეობა: 3,3 მლნ ადამიანი (2009 წ. გაეროს მონაცემები)

ენა: ლიტვური

ფულადი ერთეული: 1 ლიტი=100 ცენტს

ძირითადი საექსპორტო პროდუქტი: ტექსტილი, ტანსაცმელი, სასუქები

საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: 11 870 აშშ დოლარი (2008 წ. მსოფლიო ბანკის მონაცემები)

 

მე-19 საუკუნის ბოლოს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთისა და გერმანიის დასუსტებით ისარგებლა და ლიტვამ 1918 წელს მიიღო “დამოუკიდებლობის აქტი”. იმავე წელს, ჩამოყალიბდა პირველი მთავრობა, 1919 წელს კი აირჩიეს პრეზიდენტი – ანასტას სმიატონა. 1922 წელს მიიღეს ლიტვის კონსტიტუცია და პრეზიდენტად აირჩიეს ალექსანდრას სტულგინსკისი. ამავდროულად შემოიღეს ლიტვური ფულის ერთეული – ლიტი.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისშივე, 1940 წელს საბჭოთა კავშირმა მოახდინა ლიტვის ოკუპაცია, იმავე წლის 3 აგვისტოს კი ლიტვამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა.

1954 წლის ჩათვლით, საბჭოთა არმიის წინააღმდეგ აქტიური საბრძოლო მოქმედებები ხორციელდებოდა.

1988 წელს შეიქმნა მოძრაობა “საიუდისი”, რომლის მიზანი ლიტვის დამოუკიდებლობა იყო. 1989 წელს აირჩიეს უმაღლესი საბჭო, რომელმაც მიიღო საბჭოთა კავშირიდან ლიტვის გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება.

1990 წელს ლიტვის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა ლიტვის სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა.

 

1993 წელს ლიტვის პრეზიდენტად აირჩიეს ალგირდას ბრაზაუსკასი. ვალდას ადამკუსი აირჩიეს პრეზიდენტად 1998 წლის 26 თებერვალს, ლიტვის დღევანდელი პრეზიდენტი კი დალია გრიბაუსკაიტეა.

2004 წლის 29 მარტს ლიტვა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა. იმავე წლის პირველ მაისს – ევროკავშირის.

 

 

ანტისაბჭოთა შეიარაღებული წინააღმდეგობა

1944 წლის ზაფხულში დაიწყო ლიტვის მეორე საბჭოთა ოკუპაცია. წითლების მოახლოებასთან ერთად, 60 ათასი ადამიანი დასავლეთში გაიქცა. ისინი წარმოადგენდნენ განათლებული და ლიტვის საზოგადოების ელიტის იმ ნაწილს, რომელიც პირველი ოკუპაციის დროს დაზარალდა.

1945-46 წლებში მოხდა საერთო ჯამში 200 000 ლიტველისა და პოლონელის

დეპორტაცია სოციალისტურ და სტალინის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში.

1945 წელს დაიწყო ოჯახების გადასახლება ციმბირსა და საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ოკუპაცია, დეპორტაცია და ტერორი გახდა შეიარაღებული წინააღმდეგობის მაპროვოცირებელი ფაქტორი. 1947 წლისთვის ლიტვის შეიარაღებული მოძრაობა უკვე ფლობდა ორგანიზებულ სტრუქტურას, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავდა.

დაახლოებით 100 ათასი ლიტველი ჩაერთო შეიარაღებული წინააღმდეგობის მოძრაობაში. თუმცა საბჭოთა საოკუპაციო ძალები სასტიკად უსწორდებოდნენ არამხოლოდ წინააღმდეგობის წევრებს, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებსაც.

1949 წლიდან შეიარაღებული წინააღმდეგობა დასუსტდა, თუმცა მან 1953 წლამდე მაინც იარსება.

(more…)

Advertisements

October 14, 2011 at 8:53 am Leave a comment

ომი ავღანეთში და ომის დასრულება

გიორგი ცხვიტავა

სრულდება… ცხადია, 2014 წლამდე, ანუ, იმ იქამდე, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალები ბოლომდე დატოვებენ ავღანეთს. არასრული სამი წელიწადია, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოკავშირეთა ფლაგმანი ქვეყანა აშშ ასრულებს სამხედრო ოპერაციას.

პრეზიდენტი ობამა, რომელსაც იმედი აქვს, რომ მეორე ვადითაც აირჩევენ 2012 წელს, ამბობს, რომ კოალიციამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, რადგან „ალ-ქაიდა“ და თალიბანი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

ობამას განცხადება ჯარების ჯერ შემცირების, ხოლო 2014 წლისათვის ოპერაციის დასრულების თაობაზე მოულოდნელი სულაც არაა – წინასაარჩევნოდ, როდესაც დემოკრატთა კანდიდატი ჯერ, ასევე, დემოკრატ ჰილარი კლინტონს, ხოლო შემდგომ რესპუბლიკელ მაკკეინს ერკინებოდა, პირობას დებს, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთს დატოვებენ. 2008-2012 წლებში პირობის შესრულება „გართულდა“, თუმცა, სწორედ აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურდა მთავარი ტერორისტი – უსამა ბენ ლადენი და ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა პრეზიდენტის ოდნავ დაცემული რეიტინგი – რიგითმა ამერიკელებმა ირწმუნეს, რომ ობამა სწორედ ის ლიდერია, რომელიც წარმატებით უმკლავდება, მათ შორის, საგარეო და ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს.

„მე არ მინდოდა მისთვის ხმის მიცემა შემდგომ არჩევნებში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბენ ლადენი მოვკალით, ობამა იქცა ლიდერად, რომელსაც კვლავ შეიძლება ენდო“, – ტეხასელი სილვია სერტი იმედიანადაა განწყობილი, მისი თქმით: „როდესაც დასრულდება სამხედრო ოპერაცია, ჯარისკაცები ჩამოვლენ და საკუთარი ქვეყნის აშენებაში მიიღებენ მონაწილეობას და არა სადღაც შორს, უცხო ქვეყანაში, სადაც „უაზროდ“ იღუპებიან“… „აღარაა ბენ ლადენი და მორჩა, ახლა თავს მიხედონ თავად“, – ეს კი სილვიას მეუღლის, 45 წლის ფერმერ ჯოაშ კორტის სიტყვებია.

ნახსენებ ტეხასურ ოჯახზე ადრე გაიხარებენ რიგითი კანადელები, ესპანელები თუ კოალიციის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები – ობამას „დასრულებულიც კი არ ჰქონდა“ სიტყვა, რომ ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა განცხადებები კოალიციის ქვეყნების მთავრობების მიერ. კანადამ თქვა, რომ მხოლოდ ინსტრუქტორებს წარგზავნის, ესპანეთმა თქვა, რომ „გამოვა“ კოალიციიდან…

(more…)

October 11, 2011 at 10:06 am Leave a comment

ქართული არმიის ფენომენი

გიორგი ცხვიტავა

 

საქართველოს შეიარაღებული ძალები განსაკუთრებული ფენომენია.

1991 წლიდან დღემდე ქართული არმია რეფორმირების პროცესშია.

მთელი ამ პერიოდის მანძილზე საქართველო ჩათრეული იყო რამდენიმე სამხედრო პროვოკაციაში, ეთნოკონფლიქტებში და ბოლოს – 2008 წლის აგვისტოში, ღიად დაუპირისპირდა რუსეთს.

აღსანიშნავია, რომ ყველა კონფლიქტში, რუსეთი პირდაპირ, თუ ირიბად იყო ჩართული, რაც რეგიონში მის ინტერესების პერიოდულ გააქტიურებაზე მიგვანიშნებს.

მხოლოდ სურათის აღსადგენად: 1991 – ცხინვალის რეგიონი, 1992-93 – აფხაზეთი, 1992 – ცხინვალის რეგიონი, 1998 – გალის რაიონი, 2004 – ცხინვალის რეგიონი, 2006 – კოდორის ხეობიდან კვიციანის განდევნის ოპერაცია, 2008 – რუსეთ-საქართველოს ომი. შუალედებში, 2001 წლიდან, პერიოდულად ხდებოდა საქართველოს მაღალმთიანი რაიონების დაბობმბვა რუსეთის მიერ.

ეს ჩამონათვალი იმის საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, რომ საქართველოს ყველა ინსტიუტუტზე შესაძლოა მეტადაც კი სჭირდებოდეს შეირაღებული ძალების განვითარება, რადგან ყველა ამ დაპირისპირებაში, საქრთველოს სამხედრო ძალები, კერძოდ კი შეიარაღებული ძალები იყვნენ ჩართულნი.

ქართული არმიის ჩამოყალიბება სწორედ 1990 წლიდან ამ მოვლენების ფონზე ხდება, რაც რბილად, რომ ვთქვათ საკმაოდ “რთული” პროცესია.

(more…)

February 17, 2011 at 2:21 pm 2 comments

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

გიორგი ცხვიტავა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. დილიდან რუსთაველის გამზირზე სამხედრო აღლუმი გაიმართება.
მოსახლეობა საკუთარი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გარდა, იხილავს სამხედრო ტექნიკასაც.
იქნება სიახლეც. სამხედროები რუსთაველზე ახალი ფორმებით ჩაივლიან. გასული აღლუმებისგან განსხვავებით, წელს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გამოწყობილი იქნება ახალ ”მულტიკამად” წოდებულ კომუფლირებულ ფორმაში.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველი სამხედრო აღლუმი 1991 წლის 26 მაისს დინამოს სტადიონზე გაიმართა.  აღლუმში დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ეს იყო, ძირითადად, ეროვნული გვარდიისა და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც ახლად დაკომპლექტებული იყო. პირველმა სამხედრო გაწვევამ, რომელიც ეროვნულმა ხელისუფლებამ 1991 წლის აპრილში გამოაცხადა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამწვევ პუნქტებზე რიგები იდგა.
მას შემდეგ აღლუმები პერიოდულად ტარდებოდა.

(more…)

February 17, 2011 at 10:28 am Leave a comment

ქართული ჯარის შეუარაცხყოფა

გიორგი ცხვიტავა, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ტელეკომპანია “იმედმა” შაბათს – 13 მარტს, რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ქვეყნის მოსახლეობა შეაშინა.

ეთერში გავიდა იმიტირებული გადაცემა, ასე იყო წარმოდგენილი: თითქოს ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს, აჯანყდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა კი საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა, დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები.

გადაცემის თანახმად, მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია და თბილისში რუსეთის ჯარები შევიდა.

იმიტირებული გადაცემის დასაწყისში და გადაცემის ბოლოს წამყვანმა განაცხადა, რომ რეპორტაჟი იყო მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ, თუმცა თავად გადაცემის მსვლელობისას არანაირი წარწერა ან ნიშანი არ მიუთითებდა იმაზე, რომ მოვლენები იყო იმიტირებული.

ამასთან, გადაცემამ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. დაბომბვისა და ანექსიის შიშით დაბნეული მოსახლეობა ოფიციალურ ინსტანციებსა და ნაცნობებთან რეკავდნენ, ბევრიც ქუჩებში გავიდა და ახლომდებარე კომისიარიატებისკენ დაიძრა.

(more…)

February 16, 2011 at 7:42 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

December 2017
M T W T F S S
« Feb    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor