Posts tagged ‘განცხადება’

სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის განცხადება გმირთა მოედანზე ვეტერანების აქციის დაშლასთან დაკავშირებით

სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია დაუშვებლად მიიჩნევს 2011 წლის 3 იანვარს, გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანების დაშლის ფაქტს.

ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ვეტერანთა პრობლემებით სპეკულირება, მით უმეტეს, ისეთი პოლიტიკური ჯგუფისა თუ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასევე არაფერი გაუკეთებიათ მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების შესამსაბუქებლად.
შექმნილ ვითარებაში გადაუდებლად საჭიროა ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების მიმართ მიდგომის შეცვლა. ფაქტია, რომ  ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა სამხედრო პირების სამსახურიდან დათხოვნას ყოველგვარი კომპენსაციის, მათი გადამზადების, სოციალური ადაპტაციის, ალტერნატიული დასაქმების შეთავაზების გარეშე. თითქმის არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ შექმნილიყო სპეციალური პროგრამები, რაც ხელს შეუწყობდა ვეტერანების სოციალიზაციას, მათი შესაძლებლობების სხვა სფეროში – მცირე ბიზნესში, მომსახურების სფეროში თუ აგრარულ სფეროში გამოყენებას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას: დაიწყოს ფართო დიალოგი, შეიქმნას მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ფორმატი, სადაც პარლამენტის და მთავრობის წევრები ვეტერანებთან და შესაბამის პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელებენ და შეიმუშავებენ ერთიან პოზიციას.

 

February 17, 2011 at 2:40 pm Leave a comment

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ

საქართველოს სამხერო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო.
2010 წლის 30 სექტემბერს, ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში
პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ.
სამწუხაროდ ეს პირველი მსხვერპლი არაა. 2010 წლის 5 სექტემბერს, სახიფათო უბნების ჩხრეკისა და დასახლებული პუნქტების გაწმენდის ოპერაციის დროს 31-ე ბატალიონის უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა, მძიმედ დაიჭრა კაპრალი ალექსანდრე გითოლენდია.
სამწუხაროდ, ამ დრომდე ხელისუფლებას, კონკრეტულად კი თავდაცვის სამინისტროს ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ასეთი დუმილი ასაზრდოებს სხვადასხვა სახის მითქმა-მოთქმას და პოლიტიკურ სპეკულაციებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მალავს საქმის რეალურ ვითარებას და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობას.
დამახინჯებული ცნობები კი პირველ რიგში აკნინებს ქართველი სამხედროების თავგანწირულ საქმიანობას, მთლიანად ქართული მისიისა და ამოცანების მნიშვნელობას, რომელსაც შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ავღანეთში ახორციელებენ.

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რათა დაღუპული ოჯახების ჭირისუფალს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ავღანეთში მყოფი ქართული ქვედანაყოფის საბრძოლო გზაზე, ჯარისკაცების დაღუპვის მიზეზებზე, დაჭერილი ჯარისკაცების რაოდენობაზე და შეძლებისდაგავარად უზრუნველჰყოს მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჟურნალისტებისათვის.

 

February 17, 2011 at 2:07 pm Leave a comment

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება თბილავიამშენთან დაკავშირებით

„თბილავიამშენის”  თავდაცვის სამინსტროს დაქვემდებარებაში გადასვლა და მის ბაზაზე მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შექმნის იდეა ადრეც არსებობდა. ამით იყო ნაკარნახევი თავის დროზე სამხედრო უწყების შემადგენლობაში სამეცნიერო-ცენტრ “დელტასა” და მოგვიანებით თბილისის სატანკო-სარემონტა ქარხნის შესვლა. მაგრამ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კურსი აიღო დასავლეთის სამხედრო შეიარაღებისა და ტაქნკის შესყიდვაზე, აღნიშნული საწარმოები ძირითადად გაჩერებულია შესაბამისი შეკვეთების არარსებობის გამო. მათ კონვერსაციას კი საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება. “თბილავიამშენი” ძირითადად მუშაობს საბჭოთა მოდელის სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების გამოშვებასა და რემონტზე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის მოიერიშეები ბევრ ქვეყანაშია შეიარაღებაზე, თბილავიამშენის კონკურენტუნარიანობა ეჭვს არ იწვევს. თუმცა, საეჭვოა, რამდენად მოინდომებენ პოტენციური პარტნიორები  იქონიონ ურთიერთობა საწარმოსთან, რომელიც უშუალოდ არის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკაში არ არის მიღებული დამკვეთიცა და შემსრულებელიც იყოს სახელმწიფო სტრუქტურა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, თბილავიამშენის შესვლა სამხედრო უწყების შემადგენლობაში საჭიროებს დამატებით განმარტებებს გადასახადის გადამხდელთათვის და თავად საწარმოს მრავალრიცხოვანი თანამშრომლებისათვის, რომლებსაც სრული უფლება აქვთ იცოდნენ, თუ რა ბედი ელის საქართველოს სამხედრო- მრეწველობის ერთადერთ კონკურენტუნარიან საწარმოს.

 

February 17, 2011 at 1:34 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

June 2017
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor