Posts tagged ‘ახალი ამბები’

კაზაკები ზემო ლარსზე გამოჩნდნენ

24 მაისი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით თერგის კაზაკთა ლაშქრის წარმომადგენლები ჩაერთვნენ რუსეთ-საქართველო საზღვრის დაცვაში.

კაზაკთა რაზმები იმორიგევებენ ზემო ლარსისა და ქვემო ზარამაგის საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან. გარდა ამისა, კაზაკებს გასაკონტროლებლად მიეცემათ ერთ-ერთი სასაზღვრო საგუშაგო. დღე-ღამეში 12 საათიანი მორიგეობის შემდეგ თითოეული მათგანი მიიღებს 500 რუსულ რუბლს. ამ ღონისძიების დასაფინანსებლად ჩრდილოეთ ოსეთის ბიუჯეტიდან გაიღო 800 ათასი რუბლი.

ჩრდილოეთ ოსეთის ყველა სასაზღვრო რაიონში ჩამოყალიბებულია ოც-ოც კაციანი კაზაკთა რაზმები.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საზღვრის დაცვის გარდა ეს ღონისძიება რუსეთის ფედერაციის უკიდურეს სამხრეთში რუსულენოვანი მოსახლეობის გაზრდას ისახავს მიზნად.

 

February 17, 2011 at 5:59 pm Leave a comment

რამდენიმე სამხედრო წოდება უქმდება

საინფორმაციო სააგენტო “პირველის” ცნობით რამდენიმე სამხედრო წოდება უქმდება. კერძოდ, უქმდება ეფრეიტორის, I და II კლასის ეფრეიტორის, უფროსი მატროსის, II კლასის მატროსის, ბატალიონის სერჟანტის, შტაბის სერჟანტის, ბრიგადის სერჟანტის, ხომალდის მიჩმანის, შტაბის მიჩმანისა და უმცროსი ლეიტენანტის წოდებები. შესაბამისი ცვლილება მთავრობის ინიციატივით “სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში შედის, მის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიიდან დაიწყებს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მთავარ მიზნად საქართველოს სამხედრო-წოდებრივი სისტემის ნატო-ს წევრ ქვეყნებში არსებულთან მისადაგება სახელდება.

საინტერესოა რომელი ქვეყნის ან ქვეყნების მაგალითს აიღებს საქართველოს თავდაცის სამინისტრო და როგორ დაასაბუთებს წარმოდგენილ ცვლილებებს. ამას გარდა საინტერესოა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უკვე ატარებენ ზემოთ ჩამოთვლილ წოდებებს.

ასევე პოლკოვნიკისა და ვიცე – პოლკოვნიკის სახელწოდება კოლონელით გამოიცვლება.

ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობაა 20 548, აქედან 2 176 ოფიცერი, 18 356 სერჟანტი/კაპრალი(საკონტრაქტო) და 16 სამოქალაქო პირი, საქართველოს საჰაერო ძალებში კი 2 971 პირი მსახურობს, აქედან: 1 033 ოფიცერი, 1 625 სერჟანტი/კაპრალი, 311 ვადიანი მოსამსახურე (საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტის მიხედვით http://www.mod.gov.ge).

 

February 17, 2011 at 4:42 pm Leave a comment

თავდაცვის სამინისტროში ნატოს ახალი კონცეფციის განხილვა მოეწყო

25 ნოემბერი. თავდაცვის სამინისტროში დღეს ლისაბონის სამიტის შედეგების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახალი კონცეფციის, სტრატეგიისა და მომავალი პოლიტიკის განიხილვა მოეწყო.

განხილვა  ნატოს საორიენტაციო კურსის ფარგლებში  გაიმართა. მსგავსი კურსები ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამიითაა გათვალისწინებული.
შეხვედრა  ნატოს საერთაშორისო სამსახურის, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენელმა დეივ ჯონსონმა გახსნა. “ქართულმა მხარემ თხოვნით მოგვმართა, რომ გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ნატოს საორიენტაციო კურსი ჩაგვეტარებინა. ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ნატო და რა არის მისი მთავარი მიზანი. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება და მსგავს ლექციებს მომავალშიც გავმართავთ”, – განაცხადა  დეივ ჯონსონმა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურის, მიზნებისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ალიანსის სპეციალური პარტნიორული თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა იურგენ შვარცმა და ნატოს მისიაში საქართველოს სამხედრო მრჩეველმა შალვა  ძებისაშვილმა ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების გარდა, შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

February 17, 2011 at 2:26 pm Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

June 2017
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor