Posts tagged ‘აფხაზეთი’

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება საზღვაო კავშირებს აფართოებს

თემურ ჩაჩანიძე

2011 წლის 5 მაისს სოხუმის პორტში პანამის დროშის ქვეშ მყოფი კომპანია Starlet Shipping-ის თურქული მშრალტვირთმზიდი გემი Hakki Cillioglu შემოვიდა.

გემის კაპიტნის თქმით Hakki Cillioglu-ს სოჭაში მშენებარე ოლიმპიური ობიექტებითვის ინერტული მასალები უნდა გადაეზიდა.

 

თურქული მშრალტვირთმზიდი გემი Hakki Cillioglu

მიმდინარე წელს რუსული სახელმწიფო კორპორაცია “ოლიმპსტროი” ოკუპირებული აფხაზეთიდან 2 მლნ ტონა ინერტული მასალის გატანას გეგმავს და ტრანსპორტირებაში რკინიგზასთან ერთად სატვირთო გემებიც მონაწილეობენ.

რუსული ფირმა “იუჟნაია ნერუდნაია კომპანია” სკურჩას საბადოდან რამდენიმე წელია მაღალხარისხიან ქვიშა-ღორღს მოიპოვებს და რუსეთში ეზიდება..

სკურჩას საბადო ინერტული მასალებით სოჭის მშენებლობებს ამარაგებს

გასული წლების ცალკეულ თვეებში აფხაზეთიდან ინერტული მასალებით დატვირთული 20 სატვირთო მატარებელი იგზავნებოდა და თითოეულს საშუალოდ 2000-2200ტ ღორღი ან ქვიშა გაჰქონდა.

2014 წლამდე ბევრი დრო არ დარჩა და მშენებარე ოლიმპიური ობიექტების ინერტული მასალებით უზრუნველსაყოფად ინტერნეტით ვრცელდება განცხადებები, სადაც გემთმფლობელებს აფხაზეთიდან ქვიშისა და ღორღის ტრანსპორტირებაში მონაწილეობას სთავაზობენ.

ინერტული მასალების დასაწყობება სადგურ დრანდის რაიონში ხდება და 100-ტონიანი მცურავი ამწის “ჩერნომორეც-1” – ის საშუალებით გემები პირდაპირ ზღვაში იტვირთებიან, რასაც გარკვეული ტექნიკური სირთულეებიც ახლავს – ზღვის სიღრმე დიდი ტვირთამწეობის გემების გამოყენებას ზღუდავს.

(more…)

Advertisements

March 16, 2012 at 10:38 am Leave a comment

მოგზაურობა ვირტუალურ აფხაზეთში

როგორ გამოიყურება აფხაზეთი აგვისტოს ომის შემდეგ, მშენებარე და უკვე ექსპლუატაციაში შესული რუსული სამხედრო ბაზები, ომის კვალი, რომელიც 18 წლის შემდეგ ისევ უცვლელია, დანგრეული გზები, გადამწვარი ქართული სოფლები და დაცარიელებული ქალაქები. ამ ყველაფრის დათვალიერება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისათვის დღეს მხოლოდ ვირტულურად, ინტერნეტ-პროგრამა google earth -ის და ვებ-გვერდ wikimapia – ას საშუალებით შეიძლება.

 აფხაზეთის შესახებ ინტერნეტში უახლესი თანამგზავრული ფოტოები საკმაოდ დაგვიანებით გამოჩნდა, ფოტო მასალები გალის, გულრიფშის, გუდაუთის და გაგრის რაიონების ნაწილზე მოიპოვება. თანამგზავრული ფოტოები 2009 და 2010 წლებით არის დათარიღებული. აღსანიშნავია, რომ ახალ თანამგზავრულ ფოტოებზე რუს ოკუპანტთა ყველაზე სტრატეგიული წერტილები, სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტი და გუდაუთის (ბამბორას) სამხედრო აეროდრომი ჩანს.

 

გალის რაიონი

ადმინისტრაციული საზღვრიდან 3 კილომეტრში, სოფელ ჭუბურხინჯში, ყოფილ ჩაის ფაბრიკასთან ახლოს მცირე ზომის სამხედრო ბაზა ჩანს, რომლის დიამეტრიც 1 კილომეტრია. ბაზაზე 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და 20 ერთეული სამხედრო სატვირთო ავტომობილია მობილიზებული. ბაზიდან 300 მეტრში, თბილისი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე, 12 ერთეული სამხედრო-სატვირთო მანქანა დგას.

 

  (more…)

September 24, 2011 at 7:49 pm Leave a comment

აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი – პოლიგონი რუსული სამხედრო ბაზებისთვის და გამოწვევა ნატოსთვის?

კობა ლიკლიკაძე

რუსეთმა და თვითაღიარებულმა აფხაზეთმა 17 თებერვალს, ხელი მოწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის 49 წლის ვადით განთავსებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების პასუხად საქართველოში განაცხადეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მიღებული დოკუმენტი და მოსკოვის მორიგი კლოუნადა. თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქმე სერიოზულადაა და რუსეთი სამხედრო პლაცდარმს ქმნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

თბილისი, ალბათ, დედამიწის ზურგზე ერთადერთი დედაქალაქია, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიისა და საოკუპაციო ჯარისაგან 35 კილომეტრი აშორებს. თბილისიდან სწორედ ამ მანძილზე მდებარეობს ახალგორის – ყოფილი ლენინგორის – რაიონი, სადაც გასული წლის 26 აგვისტოს რუსეთის ჯარის ნაწილები შევიდნენ, გააუქმეს საქართველოს წესწყობილება და 50-ზე მეტი სოფლისაგან შემდგარი ტერიტორია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს კუთვნილებად გამოაცხადეს. ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი და რა სახის საბრძოლო ტექნიკაა ამჟამად ახალგორში მობილიზებული, მაგრამ საფრთხეთა პარადიგმაში ეს არაფერს ცვლის. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, დღევანდელი დისპოზიციით, საქართველოს დედაქალაქი არათუ რუსული სამხედრო ავიაციისათვის, არამედ არტილერიისთვისაც კი იოლად ხელმისაწვდომია:

“ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ საშიშროება მოდის შორსმსროლელი არტილერიიდანაც კი. ანუ, ის “ურაგანები”, 7 “ურაგანი”, რომლებიც დაფიქსირებულია და გვესროდა 10-ში, 11-ში და 12 აგვისტოს დანარჩენ ქართულ სოფლებს, სხვათა შორის, კასეტური საბრძოლო ქობინებით, მათ, სამწუხაროდ, შეუძლიათ ახალგორის რაიონიდან საქართველოს დედაქალაქს მოსწვდნენ, რადგან 37-ე კილომეტრამდე შეუძლიათ სროლა. ეს საშიშორებაა.”

საშიშროება კიდევ უფრო იზრდება მოსკოვის იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელზეც ჯერ მხოლოდ მინიშნებით ლაპარაკობენ სხვადასხვა სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთის გენერალური შტაბიდან. საქმე ეხება ახალი აეროდრომის მშენებლობას ცხინვალთან ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციისათვის, რომელსაც არც კავკასიის ქედს იქიდან უჭირდა საქართველოს ტერიტორიაზე მანევრირება, ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედება კიდევ უფრო გაიოლდება.

(more…)

February 16, 2011 at 6:40 am Leave a comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2017
M T W T F S S
« Feb    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor