Posts tagged ‘აფეთქება’

ტერორისტების სამიზნე საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოებია

ისრაელის საელჩოების წინააღმდეგ მომხდარ თავდასხმაში პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანს ადანაშაულებს. თეირანი თელ-ავივის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მტკნარ სიცრუეს უწოდებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ინდოეთის დედაქალაქში უსაფრთხოების უმაღლეს ზონაში, ისრაელის საელჩოდან ერთ კილომეტრში აფეთქება მოხდა, ზუსტად ქვედა ქუჩაზე ინდოეთის პრემიერმინისტრის ოფიციალური რეზიდენცია მდებარეობს. მანქანის აფეთქების შედეგად ისრაელის საელჩოს ერთ-ერთი დიპლომატის მეუღლე დაიჭრა, დაშავდა რამდენიმე გამვლელიც. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი რომელიც ისრაელის საელჩოსთან მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, დიპლომატიურ მანქანის უკანა ნაწილს რაღაც საგანი მიამაგრა და რამდენიმე წამში აფეთქება მოხდა. საქართველოში კი ისრაელის საელჩოს თანამშრომელმა, რომან ხაჩატურიანმა, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა, რომელიც პოლიციელებმა გაუვნებელყვეს.

http://www.bbc.co.uk/news/world-asia-india-17013987

 

Advertisements

February 13, 2012 at 4:57 pm Leave a comment

ავღანეთში, საქართველოს სამხედრო კონტიგენტში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

გიორგი ცხვიტავა

22 თებერვალს დაახლოებით 13:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ავღანეთში კიდევ ერთი დაღუპული და ორი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის შესახებ გააკეთა განცხადება: “…კაპრალი გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. აფეთქების შედეგად დაჭრილი კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე მკურნალობას გერმანიაში გაივლიან”.

გიორგი ავალიანი რიგით მეექვსე ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთის მიწაზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე 2010 წლის 30 სექტემბერს დაიღუპნენ. ამა ვე წლის 5 სექტემბერს კი სამშვიდობო მისიის შესრულებისას უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.

ავღანეთში, ISAF – ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის და ამ ქვეყნებიდან გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტების ოდენობების პროცენტული შეფარდებიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ავღანეთში, ყველაზე ბევრი ჯარისკაცი, ჩვენ გვყავს გაგზავნილი. აღნიშნულ ოპერაციაში მეორე ადგილზე ვართ და უკან ვიტოვებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა კანადა (მოსახლეობა – 34 მილიონი, ISAF – ის ოპერაციაში 2922 ჯარისკაცი), დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო (მოსახლეობა – 61 მილიონი, ISAF – ის ოპერაციაში 9500 ჯარისკაცი) და ა.შ. ეს ქვეყნები NATO – ს წევრები არიან ჩვენ კი ჯერ კიდევ შორს ვართ ამ ორგანიზაციის წევრობისგან.

საქართველოს, რომლის მოსახლეობას 4 630 841 ადამიანი შეადგენს, ISAF – ის ოპერაციაში მონაწილეობს 749 ჯარისკაცით ამერიკელების მეთაურობის ქვეშ, 173 – ით კი ფრანგული მეთაურობის ქვეშ. უახლოეს მომავალში მათ დაემატებათ არტილერისტები და პოლიციელები, რომლებიც იქ ინსტრუქტორების როლს მოირგებენ.

ამას ემატება ისიც, რომ ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტი საქართველოს შიარაღებული ძალების 5 % – ია და 6 თვის განმავლობაში სწორედ ამდენი პროცენტი ჩვენი შეიარაღებული ძალებისა საქართველოში არ იმყოფება, როტაციის პერიოდში კი ეს მაჩვებელი 10 % აღწევს. ამ ციფრების მოყვანისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ რუსული ტანკები თბილისდან “ერთი ხელის გაწვდენაზე” დგანან და ხელისუფლებისვე განცხადებით მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან, რომ შეგვიტიონ.

ჯარსკაცების ტრაგიკული სიკვდილი ავღანეთში არც პირველი არც უკანასკნელი: მხოლოდ 2011 წელს ავღანეთში 59 ჯარისკაცი დაიღუპა. სულ 2001 წლიდან დღემდე კი ავღანეთში კოალიციის ძალებმა 2340 ჯარისკაცი დაჰკარგეს.

თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ 2340 დაღუპულიდან მათ ქვეყანაში ვინმეს დაემალოთ ჯარისკაცების დაღუპვის ნამდვილი ისტორია და ისინი იმგვარად დაემარხოთ, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ – მალულად, საქართველოს მოსახლეობისგან დამალულად. იმ მოსახლეობის, რომლის უსაფრთხოებისთვისაც მათ სიცოცხლე გასწირეს.

ავღანეთში ქვედანაყოფის გაგზავნისას, მსხვერპლს მოველოდით – ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ ISAF – ის კამპანია საქართველოსთვის უმსხვერპლოდ არ დასრულდებოდა, თუმცა ყველას გვსურდა, რომ ავღანეთში გაგზავნილი ყველა ჯარისკაცი საკუთარ ოჯახებს უკლებლივ დაბრუნებოდნენ.

სამწუხაროდ, ელიტებმა ვერ გაითვითცნობიერეს, რომ მოსახლეობას უნდა მიაწოდო არა მხოლოდ სასიკეთო ხასიათის ცნობები, არამედ სამწუხაროც. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ნატოს ოპერაციაში მონაწილე მამაც ქართველებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაქვთ წვლილი საქართველოს უსაფრთხოების განტკიცებასა და ნატოში გაწევრიანების საქმეში.

იქ სადაც არ მალავენ დაღუპულ ჯარისკაცებს ასე მიაგებენ პატივს:

და კიდევ:  http://www.tagesschau.de/inland/trauerfeier122.html

February 23, 2011 at 10:41 am 1 comment


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2017
M T W T F S S
« Feb    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor