Posts tagged ‘ავღანეთი’

ვაშაძის ვიზიტი ავღანეთში

სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 თებ.’12 / 15:26

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგილ ვაშაძე 11–12 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდა, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა თავის ავღანელ კოლეგასთან და ISAF-ის სარდლობასთან, რომლისთვისაც საქართველო სამხედრო კონტიგენტის 1 685 –მდე გაზრდას გეგმავს.

 

11 თებერვალს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზალმაი რასულთან შეხვედრის დროს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიზნით, მხარეები დაიწყებენ მუშაობას ერთობლივი ეკონომიკური კომისიის შექმნაზე“, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 13 თებერვალს და დასძინა, რომ მინისტრებმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე ასევე შეხვდა ISAF-ის სარდალს, გენერალ ჯონ ალენს და ISAF–ის ოპერაციების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეს, გენერალ-მაიორ შონ მაკფარლანდს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვაშაძემ შეხვედრა გამართა ასევე აშშ-ის სატრანსპორტო ძალების სარდალთან, გენერალ უილიამ ფრეიზერთან, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის მსოფლიო მასშტაბით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების საკითხებს კურირებს.

 

February 13, 2012 at 12:45 pm Leave a comment

ომი ავღანეთში და ომის დასრულება

გიორგი ცხვიტავა

სრულდება… ცხადია, 2014 წლამდე, ანუ, იმ იქამდე, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალები ბოლომდე დატოვებენ ავღანეთს. არასრული სამი წელიწადია, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოკავშირეთა ფლაგმანი ქვეყანა აშშ ასრულებს სამხედრო ოპერაციას.

პრეზიდენტი ობამა, რომელსაც იმედი აქვს, რომ მეორე ვადითაც აირჩევენ 2012 წელს, ამბობს, რომ კოალიციამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, რადგან „ალ-ქაიდა“ და თალიბანი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

ობამას განცხადება ჯარების ჯერ შემცირების, ხოლო 2014 წლისათვის ოპერაციის დასრულების თაობაზე მოულოდნელი სულაც არაა – წინასაარჩევნოდ, როდესაც დემოკრატთა კანდიდატი ჯერ, ასევე, დემოკრატ ჰილარი კლინტონს, ხოლო შემდგომ რესპუბლიკელ მაკკეინს ერკინებოდა, პირობას დებს, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთს დატოვებენ. 2008-2012 წლებში პირობის შესრულება „გართულდა“, თუმცა, სწორედ აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურდა მთავარი ტერორისტი – უსამა ბენ ლადენი და ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა პრეზიდენტის ოდნავ დაცემული რეიტინგი – რიგითმა ამერიკელებმა ირწმუნეს, რომ ობამა სწორედ ის ლიდერია, რომელიც წარმატებით უმკლავდება, მათ შორის, საგარეო და ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს.

„მე არ მინდოდა მისთვის ხმის მიცემა შემდგომ არჩევნებში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბენ ლადენი მოვკალით, ობამა იქცა ლიდერად, რომელსაც კვლავ შეიძლება ენდო“, – ტეხასელი სილვია სერტი იმედიანადაა განწყობილი, მისი თქმით: „როდესაც დასრულდება სამხედრო ოპერაცია, ჯარისკაცები ჩამოვლენ და საკუთარი ქვეყნის აშენებაში მიიღებენ მონაწილეობას და არა სადღაც შორს, უცხო ქვეყანაში, სადაც „უაზროდ“ იღუპებიან“… „აღარაა ბენ ლადენი და მორჩა, ახლა თავს მიხედონ თავად“, – ეს კი სილვიას მეუღლის, 45 წლის ფერმერ ჯოაშ კორტის სიტყვებია.

ნახსენებ ტეხასურ ოჯახზე ადრე გაიხარებენ რიგითი კანადელები, ესპანელები თუ კოალიციის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები – ობამას „დასრულებულიც კი არ ჰქონდა“ სიტყვა, რომ ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა განცხადებები კოალიციის ქვეყნების მთავრობების მიერ. კანადამ თქვა, რომ მხოლოდ ინსტრუქტორებს წარგზავნის, ესპანეთმა თქვა, რომ „გამოვა“ კოალიციიდან…

(more…)

October 11, 2011 at 10:06 am Leave a comment

ავღანური გზა

გიორგი ცხვიტავა

 11 სექტემბრიდან 10 წლის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში ბრიუსელის “ნატოს” შტაბ-ბინასა და ავღანეთში, ჟურნალისტებს 6 სხვადასხვა ქვეყნიდან (ავსტრალია, ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ხორვატია და საქართველო) საშუალება მოგვეცა, გავცნობოდით რეალურ ვითარებას და ინფორმაცია პირველწყაროებიდან, ადგილზევე მიგვეღო. არაბული გაზაფხული, სირიაში მიმდინარე მოვლენები, პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტება, ეკონომიკური კრიზისი და ტერორიზმი, “ალ-ქაიდა” და თალიბები – მშვიდობიან მოსახლეობაზე გამუდმებული თავდასხმები – მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევებია. ამ მხრივ ავღანეთი კვლავაც ყურადღების ეპიცენტრში რჩება.

….

სტატია სრულად ნახე: http://liberali.ge/

October 8, 2011 at 4:21 pm Leave a comment

ISAF

International Security Assistance Force

“უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალები “

ISAF ავღანეთის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემას 2014 წლისთვის დაასრულებს, თუმცა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ეს ფაქტი ავღანეთიდან ალიანსის ჯარების გაყვანას არ ნიშნავს.

ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანის პროცესი უფრო ლოგიკური გახდა. შტატებმა და დასავლეთმა, მიზანს მიაღწიეს და ნომერ პირველი ტერორისტის განადგურება ავღანეთის მეზობელ პაკისტანში შეძლეს.

ბარაკ ობამას სტრატეგიის თანახმად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ავღანეთთან დაკავშირებით, ბარაკ ობამამ ახალი სტრატეგია 2009 წლის დეკემბერში, სამხედრო აკადემია ვესტ–პოინტში გამოსლისას გამოაქვეყნა. სწორედ მაშინ პირველად განაცხადა, რომ თალიბების დასამარცხებლად, ავღანეთში დამატებითი ძალები გაიგზავნება, რაც თავის მხრივ, ქვეყნიდან ჯარების გაყვანას შეუწყობდა ხელს.

როგორც ჩანს, 2 წელიწადში, ობამას ადმინისტრაციამ, ავღანეთის ოპერაციასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალა. რამდენიმე თვის წინ შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, შესაძლოა, 2014 წლისთვის ჯარების გაყვანა ვერ მოხერხდეს.

ნატოს სარდლობაში კი აცხადებენ, რომ ავღანეთში მყოფი სამხედრო ძალების – ISAF–ის კონტინგენტის გაყვანის საბოლოო ვადა, რეალური სიტუაციის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს.

(more…)

June 1, 2011 at 4:33 am Leave a comment

მხედრული პატივი, საიდუმლოდ!

ზვიად თხელიძე

თბილისიდან ციხესულორისკენ მიმავალი, 1 მარტის სუსხიან დილას, სამრაშრუტო ტაქსში ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით მასაც ისე დაკრძალავენ, როგორც ავღანეთში აქამდე დაღუპული სხვა 5 ჯარისკაცი დაკრძალეს – ნაციონალური არხების არც ერთი კამერა და ჟურნალისტი დაკრძალვას არ დაესწრება.

საქართველოში ჩამოსვენების წუთიდან ( 23 თებერვლის ღამეს) ნაციონალური არხებიდან, ყველა ინფორმაცია გიორგი ავალიანზე გაქრა – თითქოს აღარ არსებულა არც დაღუპული ჯარისკაცი, აღარც დაღუპულის ოჯახი…

27 თებერვალს ”მაესტროზე” გასული სიუჟეტის გამო (“კვირის რეპორტაჟის” ჟურნალისტს, თავდაცვის სამინისტროდან განხორციელებული ზარის შემდეგ, თხოვეს გადაღება შეეწყვიტა) მეფიქრებოდა როგორ მომეხერხებინა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შეხლა – შემოხლისთვისაც ამერიდებინა თავი და თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაიდუმლოებული დაკრძალვის ფოტოებიც გადამეღო.

ვანი – სამტრედიის დამაკავშირებელი გზიდან, ციხესულორის სასაფლაომდე, სოფელი უნდა გაიარო. ავალიანების სახლიც ამ გზაზეა. სახლამდე მისასვლელ გზაზე სამხედრო პოლიციას პოსტი დგას, მაგრამ ისე, რომ დიდი გზიდან არ ჩანს. ჩემს მიერ დაქირავებული ტაქსის მძღოლს, პოლიციის თანამშრომელმა გაჩერება და უკან დაბრუნება უბრძანა, მანქანაში ჩამოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი ნახა, ხელქვეითებს დაუბრუნდა. ალბათ კამერას ეძებდა?!

ავალიანების სახლის ეზოში მრავალ ადამიანს მოეყარა თავი. სამხედროები სამოქალაქოებს სჭარბოდნენ. ორ სართულიანი, მომცრო სახლის მეორე სართულზე, რომელიც ხისგანაა ნაკეთები, ყვავილების, გვირგვინების ზღვაა. დაღუპულის დასასვენებელი ოთახის შესავლელში “თავდაცვის სამინისტროსგან” წარწერით გვირგვინია მიყუდებული. ოთახში საპატიო ყარაული დგას და ძაძებით შემოსილი ქალბატონები სხედან. გიორგის დედის გოდება ქვასაც მოალბობდა, მაგრამ წარმოუდგენელია როდესმე დამავიწყდეს გიორგის მამის ტკივილისგან შეცვლილი სახე და ჩამოსართმევად გამოწდვილი აკანკალებული ხელი!

– თანამოზიარე, ვარ! ვიზიარებ! ვიზიარებ თქვენს მწუხარებას… – უსამძიმრებდნენ ჩემს წინ მიმავალი ჯარისკაცები გიორგის მამას თამაზ ავალიანს. ის მდუმარედ უქნევს თავს და სახეზე ეტყობა, რომ მადლობის სათქმელად ძალა აღარ ჰყოფნის.

წვრილად ცრის. ეზოში, ხეებს შორის გაშლილ საწვიმრებს ჯარისკაცები და მეზობლები ეფარებიან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმერეთის ახალგაზრდობის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო სამსახურით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს. ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს, ბანკის ვალი გამოჰყვა. სამსახურიდან დათხოვილი და შემოსავალს მოკლებული ბანკის ვალას ვეღარ იხდის. ვალი კი იზრდება…

– რა ქენი გადაიხადე? – ეკითხება ჩემს გვერდით, ჯარისკაცი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ, ახალგაზრდა კაცს.

– რით? არ გამაფრთხილეს ბანკიდან და ისე დამაწერეს ჯარიმები… 6 ათასს დოლარამდეა ასული… მაგისთვის რამდენი უნდა ვიშრომო?! – პასუხობს, მის ყოფილ თანამებრძოლს, გიორგი ავალიანის თანასოფლელი.

– შენ რას შვები?

– მე მორედაც უნდა გავაფორმო კონტრაქტი, თორემ რაც ვიმსახურე ის ბანკის ვალებში წამივიდა და არაფერი შემრჩა…

დღის პირველი საათისთვის ეზოში თავდაცვის სამინიტროს სასულე ორკესტრი შემოვიდა. მათთვის გამოყოფილ ადგილას განთავსდა და სამგლოვიარო მარში შეასრულა. მოგვიანებით ეზოს შემოსასვლელში გაერთიანებული შტაბის უფროსი, სხვა მაღალი წოდების სახმედროები გამოჩნდნენ და იქვე განლაგდნენ. ცხადი გახდა, რომ მალე პანაშვიდზე საქართველოს თავდაცცის მინისტრი ბაჩო ახალაია შემოვიდოდა.

გადაღებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია: მინისტრის განკარგულების შემთხვევაში გადაღების იმ მინიმალურ შანსსაც დავკარგავ, რომელიც ჯერ კიდევ მაქვს სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე.

ჩემს გარშემო მყოფი ჯარისკაცებმა საუბარს მოუკლეს და ყურადღება ეზოს შემოსასვლელისკენ გადაიტანეს. გაწყდა საუბრები სამინისტროს დრაკონულ წესებზე, ბანკების ვალებზე, აუხსნელ დაწინაურებებზე და დაუსაბუთებელ სასჯელებზე …

მინისტრი დაცვის თანხლებით შემოვიდა. უჰალსტუხოდ, თეთრ პერანგსა და ნაცრისფერ პალტოში ჩაცმულ მინისტრს გაერთიანებული შტაბის უფროსმა დევი ჭანკოტაძემ მხედრული სალამი მისცა და მხარმარჯვნივ გაჰყვა. ბაჩო ახალაიას თან იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია და პარლამენტარი პაატა ჭელიძე ახლდნენ.

მინისტრი და მისი თანმხლები პირები მარტონი ავიდნენ კიბეებზე. უკან მიმყოლი სხვა მაღალი თანამდებობის სამხედრო და სამოქალაქო პირები დაცვამ კიბის ასასვლელთან შეაჩერა. შესაძლოა ეს სივიწროვის გამო, მაგრამ მინისტრის დაცვის მოქმედებამ უსიამოვნო რეაქცია გამოიწვია:

– არ შეწუხდნენ…

– ნება – ნება უნდა იგლოვოს… – გადაულაპარაკეს იქვე მდგომა მოხუცებულებმა ერთმანეთს.

პანაშვიდზე ხალხის რაოდენობამ იმატა – მდინარესავით მოედინებოდნენ პატარა შუკაში. სასაფლაო შორს არ არისო მითხრეს ადგილობრივებმა – სასაფლაოზე დარგული კიპარისების კენწეროები ავალიანების ეზოდანაც კი მოსჩანს. აღარ დაილევა ამ სახლში ალბათ სადღეგრძელო ისე, რომ სტუმარამა და მასპინძელმა იმ კენწეროებისკენ არ გაიხედონ! გადავწყვიტე სასაფლაოზე ავსულიყავი და გადასაღები ადგილი შემერჩია. ერთი ხანობა ვიფიქრე მალულად გადავიღებდი, მაგრამ უარი ვთქვი ამ აზრზე, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო, რომ ბაჩო ახალაიას დაცვის რომელიმე წევრს, ჩასაფრებულ, ტერორისტად მოვლანდებოდი და დაუფიქრებლად ესროლა… ამიტომ ვარჩიე ღიად გადამეღო სამგლოვიარო პროცესიისთვის, მერეზე კი მერე მეფიქრა.

სამ საათზე დედის კივილმა ცა გახია – გიორგი სახლიდან გამოსვენეს. ცხედარი ჯარისკაცებს მოჰქონდათ. ძმები ფრიდონი და აკაკი, მამის მხარდამხარ, ბარბაცით მოჰყვებოდნენ კუბოს. ფრიდონი უფროს ძმასთან ერთად იბრძოდა ავღანეთში. სწორედ მან ჩამოასვენა ძმის ცხედარი საქართველოში. ერთად ელოდნენ ისინი კარს მომდგარ როტაციას – მათი ავღანური ეპოპეა მაქსიმუმ თვე – თვენახევარში უნდა დასრულებულიყო. გიორგი, მამპაპისეული სახლის მოპირდაპირედ, ახლად შეძენილი სახლის შეკეთებას და დაოჯახებას აპირებდა…

დაკრძალვის სამხედრო რიტუალის წესის მიხედვით ჰაერში სამჯერ გაისროლეს. საპატიო ყარაულის ჯარისკაცებმა, 1 მარტს მეექვსედ შეასრულეს ეს რიტუალი ავღანეთიდან ჩამოსვენებული თანამებრძოლის საფლავზე. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ხუთი სამხედრო მოსამსახურე 2010 წლის სექტემბერში დაკარგა – 2010 წლის 30 სექტემბერს პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე თვითნაკეთი (IED) ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. იმავე წლის 5 სექტემბერს კი ქართველ სამშვიდობოებს პირველი ჯარისკაცი – მე – 3 ქვეითი ბრიგადის, 31 – ე ბატალიონის ასეულის მეთაური ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაეღუპათ.

გიორგი ავალიანის ცხედარის მიწაში ჩასვნებისას სასულე ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ჯარისკაცებმა სამ – სამი მუჭა მიწა მიაყარეს ყოფილ თანამებრძოლს და დაღმართზე დაეშვნენ.

– როდემდე უნდა ვმარხოთ ასე ჩუმად?! – ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ საკმაოდ ხმამაღლა ერთ – ერთმა ჯარისკაცმა, თავი ასწია და მიიხედ – მოიხედა. დამინახა, რომ გავიგონე. რა უნდა მეპასუხა?

March 7, 2011 at 5:28 am Leave a comment

ავღანეთში, საქართველოს სამხედრო კონტიგენტში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

გიორგი ცხვიტავა

22 თებერვალს დაახლოებით 13:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ავღანეთში კიდევ ერთი დაღუპული და ორი დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის შესახებ გააკეთა განცხადება: “…კაპრალი გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. აფეთქების შედეგად დაჭრილი კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე მკურნალობას გერმანიაში გაივლიან”.

გიორგი ავალიანი რიგით მეექვსე ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთის მიწაზე საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე 2010 წლის 30 სექტემბერს დაიღუპნენ. ამა ვე წლის 5 სექტემბერს კი სამშვიდობო მისიის შესრულებისას უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი დაიღუპა.

ავღანეთში, ISAF – ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის და ამ ქვეყნებიდან გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტების ოდენობების პროცენტული შეფარდებიდან ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ავღანეთში, ყველაზე ბევრი ჯარისკაცი, ჩვენ გვყავს გაგზავნილი. აღნიშნულ ოპერაციაში მეორე ადგილზე ვართ და უკან ვიტოვებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა კანადა (მოსახლეობა – 34 მილიონი, ISAF – ის ოპერაციაში 2922 ჯარისკაცი), დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო (მოსახლეობა – 61 მილიონი, ISAF – ის ოპერაციაში 9500 ჯარისკაცი) და ა.შ. ეს ქვეყნები NATO – ს წევრები არიან ჩვენ კი ჯერ კიდევ შორს ვართ ამ ორგანიზაციის წევრობისგან.

საქართველოს, რომლის მოსახლეობას 4 630 841 ადამიანი შეადგენს, ISAF – ის ოპერაციაში მონაწილეობს 749 ჯარისკაცით ამერიკელების მეთაურობის ქვეშ, 173 – ით კი ფრანგული მეთაურობის ქვეშ. უახლოეს მომავალში მათ დაემატებათ არტილერისტები და პოლიციელები, რომლებიც იქ ინსტრუქტორების როლს მოირგებენ.

ამას ემატება ისიც, რომ ავღანეთში მყოფი ქართული კონტინგენტი საქართველოს შიარაღებული ძალების 5 % – ია და 6 თვის განმავლობაში სწორედ ამდენი პროცენტი ჩვენი შეიარაღებული ძალებისა საქართველოში არ იმყოფება, როტაციის პერიოდში კი ეს მაჩვებელი 10 % აღწევს. ამ ციფრების მოყვანისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ რუსული ტანკები თბილისდან “ერთი ხელის გაწვდენაზე” დგანან და ხელისუფლებისვე განცხადებით მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან, რომ შეგვიტიონ.

ჯარსკაცების ტრაგიკული სიკვდილი ავღანეთში არც პირველი არც უკანასკნელი: მხოლოდ 2011 წელს ავღანეთში 59 ჯარისკაცი დაიღუპა. სულ 2001 წლიდან დღემდე კი ავღანეთში კოალიციის ძალებმა 2340 ჯარისკაცი დაჰკარგეს.

თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ 2340 დაღუპულიდან მათ ქვეყანაში ვინმეს დაემალოთ ჯარისკაცების დაღუპვის ნამდვილი ისტორია და ისინი იმგვარად დაემარხოთ, როგორც ამას საქართველოში აკეთებენ – მალულად, საქართველოს მოსახლეობისგან დამალულად. იმ მოსახლეობის, რომლის უსაფრთხოებისთვისაც მათ სიცოცხლე გასწირეს.

ავღანეთში ქვედანაყოფის გაგზავნისას, მსხვერპლს მოველოდით – ძნელი წარმოსადგენი არ იყო, რომ ISAF – ის კამპანია საქართველოსთვის უმსხვერპლოდ არ დასრულდებოდა, თუმცა ყველას გვსურდა, რომ ავღანეთში გაგზავნილი ყველა ჯარისკაცი საკუთარ ოჯახებს უკლებლივ დაბრუნებოდნენ.

სამწუხაროდ, ელიტებმა ვერ გაითვითცნობიერეს, რომ მოსახლეობას უნდა მიაწოდო არა მხოლოდ სასიკეთო ხასიათის ცნობები, არამედ სამწუხაროც. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ნატოს ოპერაციაში მონაწილე მამაც ქართველებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეაქვთ წვლილი საქართველოს უსაფრთხოების განტკიცებასა და ნატოში გაწევრიანების საქმეში.

იქ სადაც არ მალავენ დაღუპულ ჯარისკაცებს ასე მიაგებენ პატივს:

და კიდევ:  http://www.tagesschau.de/inland/trauerfeier122.html

February 23, 2011 at 10:41 am 1 comment

ავღანეთში ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა

ერთი ოფიცერი დაიღუპა და ერთი კაპრალი დაიჭრა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცრის დაღუპვის გამო. თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31–ე ბატალიონის ასეულის მეთაურის მუხრან შუკვანის ოჯახს. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2006 წლიდან. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში. სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს – მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი (საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის); უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის; უწყებრივი მედალი – „სამშობლოსათვის თავდადებული“.

(more…)

February 17, 2011 at 1:39 pm Leave a comment

Older Posts


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

August 2017
M T W T F S S
« Feb    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor