თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. დღეს, თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების განხილვაა. ორი ქვეყნის უწყებები წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების კუთხით.

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

July 18, 2012 at 10:39 am Leave a comment

მინისტრმა თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს გააცნო. მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძე, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა.

მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დავით ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი შაშკინმა მინისტრის მოადგილედ ასევე წარადგინა მაია სიფრაშვილი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი გახლდათ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმძღვანელი გახლდათ. პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები.

მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი.

მოადგილეებთან ერთად დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო.

ადმინისტრაციის უფროსი – გენრიეტა მუმლაძე, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ანდრიაშვილი.

საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი – ეკა ჭუმბურიძე.

ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსი – როინ გიუნაშვილი.

თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი – ქეთევან ასისტიშვილი.

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი – ნანა როსტობაია.

გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი – იოსებ თოფურიძე.

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი-თეიმურაზ იობიძე.

სამინისტროში ასევე იქმნება ახალი დეპარტამენტი – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი გულუა.

July 9, 2012 at 10:20 am Leave a comment

სააკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი შაშკინი ‘ერთ–ერთ საუკეთესო პატრიოტად’ მოიხსენია

სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ივლ.’12 / 19:19

პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი როგორც „ერთ–ერთი საუკეთესო პატრიოტი“, „იდეების გენერატორი“ და „გამოცდილი“ მენეჯერი, რომელიც თავდაცვის სექტორში რეფორმებისთვის ახალ იდეებს შეიტანს.

სააკაშვილმა სატელევიზიო განცხადება შაშკინის თავდაცვის სამინისტროში წარდგენისას გააკეთა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 4 ივლისს ახალი მთავრობა დაამტკიცა.

„მან გაატარა ყველა სფეროში, სადაც იყო, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შაშკინი შედარებით ახალი სახეა სააკაშვილის ადმინისტრაციაში, ვიდრე პრეზიდენტის სხვა მოკავშირეები. პირველად იგი მთავრობის წევრი 2009 წლის დასაწყისში გახდა, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. გარდა მინისტრის პორტფელისა, მაშინ შაშკინს, რომელიც მინისტრობამდე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თბილისის ოფისს ხელმძღვანელობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა „დემოკრატიზაციის ახალი ტალღის“ კოორდინირებაც ჩააბარა. 2009 წლის დეკემბერში შაშკინი განათლების მინისტრად დაინიშნა. 2010 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეაქო შაშკინი, როგორც „ძალიან მაღალი დონის მინისტრი“, რომელმაც შესაძლოა ბევრს მიაღწიოს კარიერული წინსვლის თვალსაზრისით.

(more…)

July 5, 2012 at 1:55 pm Leave a comment

აშშ–ის ელჩი საქართველოს გამოწვევებზე საუბრობს

სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივნ.’12 / 15:23

“მოდერნიზაციაზე მეტი ენერგია დაიხარჯა, ვიდრე დემოკრატიზაციაზე”;

“ეს ტენდენცია საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტების ასახვაა”;

“აშშ–ის დახმარება საქართველოს მიმართ დამოკიდებული იქნება დემოკრატიის გაძლიერებაზე”;

“განსხვავებული შეხედულებების მიმართ ტოლერანტობის შედარებითი არარსებობა”;

“სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ “ჰაერიდან” მოტანილი არ არის”;

“არსებობს გარემო, რომელიც ისეთი კონკურენტული არჩევნების საშუალებას იძლევა, როგორიც ქართველებს სურთ”;

“ამომრჩევლებს არ აქვთ წვდომა ინფორმაციის ფართო სპექტრზე”.

აშშ–ის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, 2012 წლის აპრილი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მოდერნიზაცია, ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიულ ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში ერთდროულად უნდა წარიმართოს, რადგან სამივე ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი წარმატებისთვის, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 13 ივნისს.

ვაშინგტონში არსებულ „ატლანტიკურ საბჭოში“ სიტყვით გამოსვლისას ბასმა, რომლის საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური სამსახური დასასრულს უახლოვდება, ფართოდ ისაუბრა საქართველოს ამჟამინდელ და სამომავლო პერსპექტივებზე და ყურადღება რამოდენიმე ძირითად გამოწვევაზე გაამახვილა, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის წინაშე დგას.

მოდერნიზაცია და დემოკრატიზაცია

მისი თქმით, მართალია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში პროგრესი შეინიშნება, მაგრამ თუ შევადარებთ, ბოლო წლებში უფრო მეტი ძალისხმევა მოდერნიზაციისკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე დემოკრატიზაციისკენ.

მისი თქმით, ეს ტენდენცია მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის სურვილებს ესადაგება.

„ბოლო წლების განმავლობაში მეტი ენერგია დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, მთავრობის მხრიდან სერვისების მოდერნიზაციასა და მათი მიწოდების ეფექტიანობაზე, მაგრამ ამის ექვივალენტი ენერგია არ წარმართულა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კულტურის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ჯონ ბასმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ძირითადად იმ პრიორიტეტების გამოხატულება იყო, რაც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია.

(more…)

July 5, 2012 at 10:07 am Leave a comment

სამედიცინო სამსახური – საქართველოს შეიარაღებული ძალების აქილევსის ქუსლი!

ლაშა ქოიავა, თადარიგის პოლკოვნიკი

თანამედროვე მედიცინამ მოგვცა საშუალება რათა სამედიცინო სამსახური გამხდარიყო საბრძოლო უზრუნველყოფის სამსახური. პირველ რიგში ეს არი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური სიმტკიცის და როგორც შედეგი საბრძოლო სულისკვეთების გამამტკიცებელი სისტემა. ბრძოლაში შესვლისას ჯარისკაცი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის სიცოცხლეზე ზრუნავენ და დაჭრის შემთხვევაში გადაარჩენენ. სამედიცინო სამსახური ეწყობა გარკვეული პრინციპით, რომლის ჩონჩხი საერთოა მთელ მსოფლიოში. ამ პრინციპების დარღვევა იწვევს სამედიცინო სამსახურის დაშლას. 2004 წლიდან მოყოლებული ჩატარებულმა რეფორმებმა გამოიწვია სამხედრო სამედიცინო სამსახურის ფაქტობრივი გაუქმება.

  

ნებისმიერი ქვეყანას, რომელსაც ყავს შეიარაღებული ძალები აქვს სამხედრო სამედიცინო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის სტრუქტურა, რიცხოვნობა, აღჭურვილობა, გამწვევი სამედიცინო კომისია, სამედიცინო დანაყოფები საბრძოლო შენაერთებში, სამკურნალო დაწესებულებები, რეაბილიტაციის ცენტრები და ა.შ. გამომდინარეობს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებიდან, მაგრამ ყველა სამედიცინო სამსახურს აქვს საერთო მიზნები და ამოცანები. ასევე საერთო აქვთ სტრუქტურული წყობის ჩონჩხი, კერძოდ: დაზარალებულის სამედიცინო ევაკუაცია ხდება სანიტარული დანაკარგების ზონიდან (ანუ საბრძოლო ცეცხლის ხაზიდან) ცენტრალური ჰოსპიტლის მიმართულებით. სამედიცინო ევაკუაცია საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ცენტრალურ ჰოსპიტლამდე დაყოფილია, ეს რეალურად არის სამედიცინო დახმარების მოცულობა სამედიცინო ევაკუაციის საფეხურებზე. ამ სამედიცინო მომსახურების ყველა საფეხურს შესაბამისი კვალიფიკაციის მედპერსონალი ესაჭიროება და ასეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თითოეულ საფეხურზე უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი სამხედრო სამედიცინო ნაწილი.

როგორც წესი არის სამედიცინო დახმარების ხუთი საფეხური: I საფეხური – ბრძოლის ველი – ბატალიონის სამედიცინო პუნქტი. აქ აღმოუჩენენ ბრძოლის ველზე თვით და ურთიერთ დახმარებას. ამ პაკეტს ჰქვია პირველადი დახმარება. II – ბრიგადის/პოლკის დონე – აღმოჩენილ სამედიცინო დახმარების პაკეტს ჰქვია საექიმო დახმარება. III – დივიზიის დონე – საველე ჰოსპიტალი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. IV -კორპუსის დონე ზურგის ჰოსპიტალი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარება. V – ცენტრალური ჰოსპიტალი, რეაბილიტაციის ცენტრი, საბოლოო მკურნალობა, რეაბილიტაცია.

საფეხურებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს: ეშელონი, ეტაპი.

ამ საფეხურებზე არსებულ სამხედრო სამედიცინო ნაწილები შესაბამისი კვალიფიკაციის მედ.პერსონალით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რისთვისაც არსებობს სპეციალურად სამხედრო ექიმებისთვის განათლების, კვალიფიკაციის, პროფესიონალური და წოდებრივი ზრდის და ა.შ. სისტემა.

(more…)

June 30, 2012 at 5:25 pm 1 comment

ვისი იარაღი ისვრის სირიაში

ავტორი კობა ლიკლიკაძე

17.06.2012

სირიის იარაღით მომარაგება გასულ კვირაში რუსეთისა და აშშ-ის მიერ ერთმანეთის მისამართით გამოთქმული მკვეთრი განცხადებების მიზეზი გახდა. მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნალმა“ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული უწოდა სირიის სამთავრობო ჯარების მიერ სამოქალაქო პირების დახოცვას.

 

გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ”ამნესტი ინტერნეშნლის” 70 გვერდიანი მოხსენება ეფუძნება 200-ზე მეტი ადამიანის – მათ შორის, დაღუპულთა და დაზარალებულთა ნათესავების – ინტერვიუებს. ორგანიზაცია მოუწოდებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყდეს სირიაში. კერძოდ, „ამნესტი ინტერნეშნლი“ მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, სირიას დაუწესდეს საერთაშორისო ემბარგო იარაღის მიწოდებაზე.

 

მხოლოდ ძველი კონტრაქტები და მეტი არაფერი

 

უფლებადამცველები განსაკუთრებით მიმართავენ ჩინეთსა და რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიის მთავრობისათვის იარაღისა და სამხედრო დახმარების მიწოდება. სწორედ იარაღის მიწოდების საკითხი იქცა რუსეთისა და აშშ-ის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების პოლემიკის მიზეზად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ რუსეთი სირიის ლიდერს აწვდის საბრძოლო შვეულმფრენებს, რაც კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს:

 

„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთის ხელისუფლებას სრულიად გაწყვიტოს ეს სამხედრო კავშირები და შეაჩეროს შემდგომი სამხედრო დახმარება და მიწოდება. ცხადია, ჩვენ ვიცით, რაკი მათ დაგვიდასტურეს, რომ ისინი აგრძელებენ იარაღის მიწოდებას და ვთვლით, რომ ვითარება დღეს სამოქალაქო ომისაკენ მიდის. დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრმა – მათ შორის, რუსეთმა და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრმა – ერთიანი პოზიციიდან დაიწყოს ლაპარაკი ასადთან და აიძულოს იგი შეწყვიტოს ძალადობა.“

(more…)

June 18, 2012 at 7:37 am Leave a comment

ჯონ ბასი საქართველო–ირანის ურთიერთობებზე

სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივნ.’12 / 16:38

აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ თბილისსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობები არის აშშ–სა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის განსახილველი საკითხი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ის მოცემულობა, რომ ირანი და საქართველო ერთ სამეზობლოს წარმოადგენენ.

13 ივნისს ვაშინგტონში „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას ჯონ ბასმა განაცხადა, რომ კარგია, როცა თბილისი ირანელებს უვიზო რეჟიმით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რათა ესტუმრონ საქართველოს და ნახონ, რა ხდება „მეზობელ დემოკრატიულ სახელმწიფოში“; თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონს არ სურს, რომ თუნდაც უნებლიედ, საქართველო გახდეს ის ადგილი, სადაც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ირანული კომპანიები ამ სანქციებისთვის თავის არიდებას შეძლებენ.

„ეს, რა თქმა უნდა, ორ [აშშ–ს და საქართველოს] მთავრობას შორის არსებული განხილვების თემაა სხვადასხვა დონეებზე“, – განაცხადა ბასმა, როდესაც მას ქართულ–ირანული ურთიერთობების შესახებ ჰკითხეს.

(more…)

June 15, 2012 at 12:16 pm Leave a comment

Georgians Uneasy About Sending Troops Abroad

 

Online poll shows overwhelming majority against deploying forces in Afghanistan.

By Giorgi Tskhvitava – Caucasus

CRS Issue 645,

12 Jun 12

 

There is an increasing groundswell of opposition in Georgia to the country’s troop commitments in Afghanistan, where 16 of its soldiers have died since they were first deployed there in 2009.

 

By the end of this year, the Georgian contingent in the NATO-led International Security Assistance Force in Afghanistan, ISAF, will increase by 750 to reach nearly 1,700. This makes Georgia the largest non-NATO contributor of forces to ISAF. They are currently deployed in the restive southern Helmand region and around the capital Kabul.

 

At the time of Georgia’s brief war with Russia in August 2008, it had some 2,000 soldiers deployed in Iraq. Defence experts argue that with relations with Moscow still tense, it is unwise to increase the number of troops serving abroad.

 

The government has not announced how long the deployment will last, but NATO plans to withdraw its forces by the end of 2014.

(more…)

June 15, 2012 at 12:16 pm Leave a comment

ყარაბაღში “ცივი ომი” ლღობას იწყებს…

 

რამდენიმე ასეულ კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დანაყოფები, რამდენიმე დღეა, ერთმანეთს ინტენსიურად ესვრიან.

 

აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების ზონა სიმშვიდით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალაუნებურად აჩენს შიშს, რომ 1994 წლიდან არსებული “ცივი ომის” მდგომარეობა შეიძლება გალღვეს და დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

ორივე მხარე თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს და ცდილობს, სიტუაციის ესკალაცია მოწინააღმდეგეს დააბრალოს.

 

ბაქოში, ერევანსა და სტეფანაკერტში ჩატარებული აღლუმების შემდეგ ადვილი მისახვედრია, თუ რა დონის საბრძოლო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს ამჟამინდელი ავტომატების კაკანი.

ამ აღლუმებმა დაამტკიცა, რომ ბოლო წლებში ორივე მხარე განსაკუთრებული ტემპით გადაიარაღდება და როგორც ჩანს, მომავალი ომისთვის ემზადება.

 

თუკი დაწყებულ ფართომასშტაბიან ომში გარეშე ძალები (რუსეთი და თურქეთი) არ ჩაერევიან, ბრძოლები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუმც ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთი და თურქეთი განზე გადგებიან. რუსეთსა და სომხეთს ხელი აქვთ მოწერილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს, სამხრეთ კავკასიაში თავის სტრატეგიულ პარტნიორს – სომხეთს – სამხედრო ძალით დაეხმაროს.

 

(more…)

June 15, 2012 at 12:14 pm Leave a comment

ომი, ფული და მუდმივი ინტერესები

 

ავტორი კობა ლიკლიკაძე

ჩიკაგოს სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ყველა მიმართულებით გაააქტიურა მუშაობა და სულ ორ კვირაში ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებას ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების მარშრუტის თაობაზე. გარდა ამისა, ნატო სულ უფრო აფართოებს სამხედრო თანამშრომლობას ფინეთთან, რომლის დასავლეთის სამხედრო ბლოკთან დაახლოების პერსპექტივებმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მწყობრიდან გამოიყვანა.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 5 ივნისს განაცხადა იმ შეთანხმების შესახებ, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ტვირთები ავღანეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით ე.წ. „ჩრდილოეთ მარშრუტს“ შეუერთოს და ევროპაში გადაზიდოს.

 

ნატოს აჩრდილი ლენინის ქალაქში

 

მანამდე კი ნატოს წარმომადგენლები მთელი კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მთავრობებთან. რამდენჯერმე მოლაპარაკება ჩიხშიც შევიდა, უზბეკეთი ტვირთების ტრანსპორტირებაზე უარს ამბობდა ქვეყანაში ავღანური ნარკოტიკების მოხვედრის შიშით, ყირგიზეთს ტარიფი ეცოტავებოდა, ყაზახეთი კი თვალს აპარებდა თავისი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთისკენ, რომელიც, გვარიანი მოგების წყურვილით, ყველაზე ადრე ჩაერთო ე.წ. „ჩრდილოეთ სადისტრიბუციო ქსელში“ (Northern Distribution Network). საბოლოოდ, წინააღმდეგობები ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დაიძლია და გაჭიანურებულ დავასაც წერტილი დაესვა:

 

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას შევცალოთ ავღანეთიდან ტრანზიტის მარშრუტი ცენტრალური აზიის სამი მოკავშირე ქვეყნის – ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის – მიმართულებით. ეს შეთანხმება ჩვენ მოგვცემს მრავალ შესაძლებლობას და უზრუნველგვყოფს იმ მყარი და მოქნილი სატრანსპორტო ქსელით, რომელიც გვჭირდება.“

 

ტრანზიტი რუსეთიდან – ეს არის უსაფრთხო და შედარებით იაფი ტრანზიტი; ეს არის ის, რაც აკმაყოფილებს აშშ-სა და ნატოს. საუბარი შეეხება რამდენიმე მილიონ კონტეინერსe …

ალექსანდრ გოლცი

 

უფრო ზუსტად, აღნიშნული მოლაპარაკება შესაძლებლობას მისცემს ნატოს გვერდი აუაროს პაკისტანს, რომელმაც შარშანდელი ნოემბრიდან ჩაუკეტა ალიანსს მომარაგების გზები კოალიციის საავიაციო შეტევის შედეგად 24 პაკისტანელი მესაზღვრის დაღუპვის გამო. შეთანხმებით, ნატოს სარდლობა ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით, სამხედრო ტვირთების ნაწილს სახმელეთო გზით, ნაწილს კი სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიტანს რუსეთში, კერძოდ, ქალაქ ულიანოვსკის -ვლადერ ლენინის მშობლიური ქალაქის – საავიაციო ბაზაზე. იქიდან კი სამხედრო კონტეინერებს სარკინიგზო შემადგენლობით ლიტვის საპორტო ქალაქ კლაიპედაში ჩაიტანენ.

(more…)

June 15, 2012 at 12:14 pm Leave a comment

Older Posts Newer Posts


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

July 2020
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor