Posts filed under ‘საქართველოს შეიარაღებული ძალები’

სამშობლოში დაწუნებული ოფიცერი ავღანეთში აშშ-ის არმიის კონტრაქტორად მუშაობს

21.10.2012

ავტორი კობა ლიკლიკაძე

სამი წელია ვცდილობ ავღანეთში ჩავიდე, ქართველი ჯარისკაცები ვნახო, მათ საბრძოლო მისიაზე რეპორტაჟები გავაკეთო. სულ არარაობას, ბოლოს და ბოლოს, არც ჰელმანდში მყოფ რომელიმე ქართველ ოფიცერთან სატელეფონო ინტერვიუზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი ხერხდება და ვერც მეორე. მეტიც, ავღანეთში მამაცურად მებრძოლ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის დასრულების შემდეგაც კი ეკრძალებათ მედიასთან საუბარი. თუმცა ჩემს მცდელობებს უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ავღანეთში დიდი ხანია იმყოფებიან სხვადასხვა დროს ქართული არმიიდან დათხოვნილი ქართველი ოფიცრები, რომლებიც აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის არმიას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ამოცანების შესრულებაში ეხმარებიან.

ყანდაარის სახიფათო სიმშვიდე

ერთ-ერთი მათგანია ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი, 1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე ოფიცერი, რომელიც უკვე 10 თვეა იმყოფება ავღანეთში. ვიდრე სამშობლოში დაწუნებული ქართველი ოფიცრის სევდიან თავგადასავალზე გიამბობდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ზვიად ჩადუნელი ამჟამად ყანდაარის პროვინციაში იმყოფება. დაძაბული გრაფიკისა და მკაცრი ინსტრუქციის მიუხედავად, მას ძალიან გაუხარდა სატელეფონო ზარი რადიო თავისუფლებიდან, რომელსაც, როგორც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან მყოფი ქართველი ოფიცერი ამბობს, იგი ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევს და რეგულარულად უსმენს.

„თითქმის მეათე თვეა აქა ვარ, მაგრამ მანამდე ანალოგიური მისიით 2008-2010 წლებში ერაყში ვიყავი, ბაღდადში. ახლა აქ ვარ სამოქალაქო კონტრაქტორად, ამერიკის არმიაში. კონტრაქტი ყოველწლიურია. კომპანიას ჰქვია “DYNCORP-INTERNATIONAL“, რომელიც არის არმიის პირდაპირი კონტრაქტორი ფირმა და სხვადასხვა სახით უწევს არმიას დახმარებას. ძირითადი დახმარება მოდის, რა თქმა უნდა, ლოგისტიკით.“

(more…)

Advertisements

October 23, 2012 at 7:35 am 2 comments

სამედიცინო სამსახური – საქართველოს შეიარაღებული ძალების აქილევსის ქუსლი!

ლაშა ქოიავა, თადარიგის პოლკოვნიკი

თანამედროვე მედიცინამ მოგვცა საშუალება რათა სამედიცინო სამსახური გამხდარიყო საბრძოლო უზრუნველყოფის სამსახური. პირველ რიგში ეს არი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური სიმტკიცის და როგორც შედეგი საბრძოლო სულისკვეთების გამამტკიცებელი სისტემა. ბრძოლაში შესვლისას ჯარისკაცი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის სიცოცხლეზე ზრუნავენ და დაჭრის შემთხვევაში გადაარჩენენ. სამედიცინო სამსახური ეწყობა გარკვეული პრინციპით, რომლის ჩონჩხი საერთოა მთელ მსოფლიოში. ამ პრინციპების დარღვევა იწვევს სამედიცინო სამსახურის დაშლას. 2004 წლიდან მოყოლებული ჩატარებულმა რეფორმებმა გამოიწვია სამხედრო სამედიცინო სამსახურის ფაქტობრივი გაუქმება.

  

ნებისმიერი ქვეყანას, რომელსაც ყავს შეიარაღებული ძალები აქვს სამხედრო სამედიცინო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის სტრუქტურა, რიცხოვნობა, აღჭურვილობა, გამწვევი სამედიცინო კომისია, სამედიცინო დანაყოფები საბრძოლო შენაერთებში, სამკურნალო დაწესებულებები, რეაბილიტაციის ცენტრები და ა.შ. გამომდინარეობს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებიდან, მაგრამ ყველა სამედიცინო სამსახურს აქვს საერთო მიზნები და ამოცანები. ასევე საერთო აქვთ სტრუქტურული წყობის ჩონჩხი, კერძოდ: დაზარალებულის სამედიცინო ევაკუაცია ხდება სანიტარული დანაკარგების ზონიდან (ანუ საბრძოლო ცეცხლის ხაზიდან) ცენტრალური ჰოსპიტლის მიმართულებით. სამედიცინო ევაკუაცია საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ცენტრალურ ჰოსპიტლამდე დაყოფილია, ეს რეალურად არის სამედიცინო დახმარების მოცულობა სამედიცინო ევაკუაციის საფეხურებზე. ამ სამედიცინო მომსახურების ყველა საფეხურს შესაბამისი კვალიფიკაციის მედპერსონალი ესაჭიროება და ასეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თითოეულ საფეხურზე უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი სამხედრო სამედიცინო ნაწილი.

როგორც წესი არის სამედიცინო დახმარების ხუთი საფეხური: I საფეხური – ბრძოლის ველი – ბატალიონის სამედიცინო პუნქტი. აქ აღმოუჩენენ ბრძოლის ველზე თვით და ურთიერთ დახმარებას. ამ პაკეტს ჰქვია პირველადი დახმარება. II – ბრიგადის/პოლკის დონე – აღმოჩენილ სამედიცინო დახმარების პაკეტს ჰქვია საექიმო დახმარება. III – დივიზიის დონე – საველე ჰოსპიტალი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. IV -კორპუსის დონე ზურგის ჰოსპიტალი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარება. V – ცენტრალური ჰოსპიტალი, რეაბილიტაციის ცენტრი, საბოლოო მკურნალობა, რეაბილიტაცია.

საფეხურებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს: ეშელონი, ეტაპი.

ამ საფეხურებზე არსებულ სამხედრო სამედიცინო ნაწილები შესაბამისი კვალიფიკაციის მედ.პერსონალით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რისთვისაც არსებობს სპეციალურად სამხედრო ექიმებისთვის განათლების, კვალიფიკაციის, პროფესიონალური და წოდებრივი ზრდის და ა.შ. სისტემა.

(more…)

June 30, 2012 at 5:25 pm 1 comment

ქართველი და ამერიკელი სამხედროები სიმაღლე – შუკვანზე

April 19, 2012 at 10:48 am Leave a comment

რატომ არღვევს თავდაცვის უწყება კანონს „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და რა სიახლეებია სამხედრო სარეზერვო სისტემაში

თეონა აქუბარდია

არასამთავრობო ორგანიზაცია

„თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო

საბჭოს“ გამგეობის წევრი

 

31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება რეზერვის შესახებ. ტექსტის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. რეზერვის შესახებ მოქმედი კანონის „საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვი სამსახურის შესახებ“ თანახმად, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი.

თავდაცვის უწყება განცხადებაში მსურველებისთვის ტელეფონის ნომრებს და ელექტრონული ფოსტის მისამართსაც აქვეყნებს, სადაც მითითებულია თუ რა ინფორმაცია უნდა გააგზავნოს მოხალისე რეზერვისტმა. რაც მთავარია ტექსტის ბოლო ნაწილში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ აღრიცხვას, შემდგომში მსურველთა შეფასებას და მათთვის დეტალური ინფორმაცის მიწოდებას. ბოლო ეტაპი კი იქნება წვრთნები–ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ხედავთ განცხადება რამოდენიმე სიახლეს შეიცავს არსებულ სამხედრო სარეზერვო სისტემასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ერთის მხრივ ნებაყოფლობითი რეზერვის ამოქმედებას, რაც აქამდეც იყო კანონში ჩაწერილი და 2010 წლის შემდგომ მხოლოდ ახლა ამოქმედდა, და რაც მთავარია სიახლე ამ განცხადების იმაში, მდგომარეობს, რომ მოხალისე რეზერვისტების აღიცხვას აწარმოებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ერთი შეხედვით ლოგიკურია, რომ ეს ასეც მოხდეს, მაგრამ ეს ჩანაწერი სამართლებრივად ეწინააღმდეგება კანონს სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ. კანონის მე–7 მუხლი განმარტავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღირიცხვიანობას, რომლის პირველ პუნქტში ნათლად არის განმარტებული, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური. მეორე პუნქტის თანახმად კი კანონში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ვალდებულია რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს.

კანონიდან ნათლად ჩანს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოხალისე რეზერვისტების აღრიცხვიანობის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის არსებულ კანონთან, რაც ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ კანონი კარგა ხნის მოძველებულია და არსებული რეალობა და ცვლილებები, რაც განხორციელდა აგვისტოს ომის შემდგომ სამხედრო სარეზერვო სისტემაში არ არის ასახული 2006 წელს მიღებულ კანონში. ამას ემატება ისიც, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ეროვნული გვარდიის ფუნქციები შეიცვალა და მას დარჩა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის კომპონენტი, რაც ასევე არ ასახულა კანონში და საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.

საინტერესოა ალბათ, თუ რატომ გაახსენდა თავდაცვის უწყებას მხოლოდ ახლა არსებული კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ და რატომ იწყებს ნებაყოფლობითი რეზერვის მიღებას. თუ გავიხსენებთ ახლახან გავრცელებულ სარეკლამო რგოლს რეზერვთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქე აცხადებს რომ თავის ნებით შედის რეზერვში და ემსახურება საქართველოს, მიხვდებით, რომ ეს ჩანაფიქრი ახალი არ არის. თუმცა იმდენად, რამდენადაც ამ დრომდე არ არსებობს არც რეზერვის მომზადების კონცეფცია, არც ახალი კანონი და ამასთანავე არც სურვილი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცეს, ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ ამასთან დაკავშირებით. დღეისათვის არ არის ცნობილი თუ რა რაოდენობის რეზერვისტს იწვევს ქვეყანა წლიურად და რა რაოდენობის იქნება ნებაყოფლობითი რეზერვი, უკავშირდება თუ არა ამ ოდენობის გაზრდა მოსალოდნელ არჩევნებს, თუ შეიცვალა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო. არადა ეს ის კითხვებია, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ გამოიწვევს ქვეყნისთვის რაიმე ზიანის მიყენებას.

(more…)

November 6, 2011 at 3:29 am 4 comments

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გახსნაზე

მოგესალმებით.

დამპყრობელმა, რომელიც საქართველოში სამი წლის წინათ შემოვიდა და დღესაც ჩვენს ტერიტორიაზე რჩება, მიწასთან გაასწორა ეს სამხედრო ნაწილი; პრაქტიკულად, ყველა შენობა მწყობრიდან გამოიყვანა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ და ავაშენეთ უკეთესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება, რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა.

ასეთია საქართველოს ბედი: ჩვენ გვანგრევდნენ, გვანადგურებდნენ, მიწასთან გვასწორებდნენ, ფეხს გვიდებდნენ, თუმცა, როდესაც მტერი მიიჩნევდა, რომ საბოლოდ წაგვაქცია, კვლავ წამოვდგებოდით ფეხზე, წელში ვსწორდებოდით, თავაწეული ვრჩებოდით და ვაგრძელებდით ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის შენებას.

გორის ახალი სამხედრო აკადემია, ყველაფრის მიუხედავად, მტრის ჯინზე და ქართველი ხალხისა და ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ, საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლოა.

საქართველოს ოფიცერთა კორპუსი ქვეყნის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სამხედრო კორპუსი არ არის.

მართალია, რუსეთმა დიდი დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ მან კარგი გაკვეთილებიც მიიღო მაშინ, როდესაც ქართველებმა პოლონელებთან ერთად, მარშალ პილსუცკისა და ქართველ გენერალთა და ოფიცერთა მეთაურობით, პოლონეთი საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობას გადაარჩინეს; ერთი წლის შემდეგაც, როდესაც საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო; ცოტა მოგვიანებითაც, 30-იან წლებში, როდესაც ქართველები საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომში და მაშინაც, როდესაც ქართველები მხარდამხარ იბრძოდნენ ვარშავის აჯანყებულთა წინააღმდეგ (მათი დიდი ნაწილი სტალინმა კატინში გაანადგურა).

ამ გაკვეთილების შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეიარაღებულ ძალებში ქართველ ოფიცრებს არ უშვებდა.

ამის გამო, დამოუკიდებლობის პერიოდისთვის ჩვენ, პრაქტიკულად, ოფიცრების გარეშე დავრჩით.

მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ ქართველ ხალხში არის ძალიან დიდი საბრძოლო სული, დიდი საბრძოლო გამოცდილება და ქართული ოფიცრობა, როგორც ცნება, არის საშიში და ამიტომ ის არ უნდა არსებობდეს.

(more…)

September 27, 2011 at 7:41 am Leave a comment

საქართველო ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნას გეგმავს

(2 ივნისს გავრცელებული ტექსტის განახლებული ვარიანტი)

 როგორც თეთრი სახლის მიერ, ბაიდენსა და სააკაშვილს შორის რომში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, საქართველო ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას აპირებს.

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ Civil.ge-ს თხოვნას კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე, პასუხად ელექტრონული ფოსტით აუწყა, რომ “ჯერჯერობით დეტალები უცნობია”.

 “როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი მედიისთვისაც,”– განაცხადა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტმა.

 ”ვიცე-პრეზიდენტმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე მადლიერება გამოხატა იმ ახალი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში [ISAF] შეაქვს და რომელიც საქართველოს ნატო-ს არაწევრ სახალწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდის,” – განაცხადა თეთრმა სახლმა ბაიდენსა და სააკაშვილს შორის შეხვედრის შემდეგ.

 საქართველო, რომელსაც ავღანეთში უკვე ჰყავს 900-ზე მეტი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, დამატებით სულ ცოტა ერთ ბატალიონს კიდევ გააგზავნის.

 ამჟამად ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ავსტრალიას ჰყავს – 1 550 კაცის ოდენობით.

 თეთრი სახლის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ, როგორც ჩანს, პირობა დადო ავღანეთში დამატებით სულ ცოტა 625 ჯარისკაცი გააგზავნოს, რითაც ის ავსტრალიას გადაასწრებს და გახდება ავღანეთში ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტი ჯარისკაცის გამგზავნი სახელმწიფო.

 საქართველოს ავღანეთში 8 ჯარისკაცი დაეღუპა მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა. ბოლო ასეთი შემთხვევის შესახებ თავდაცვის სამინისტრო 27 მაისს იტყობინებოდა

June 4, 2011 at 7:28 am Leave a comment

ნიკა ჩიტაძე – მეამაყება, რომ გენერალმა პეტრეუსმა პირადი შეხვედრის დროს, ქართველი სამხედროების წვლილს ავღანეთში, უმაღლესი შეფასება მისცა

ავღანეთის შესახებ ცნობებს ქართველი მკითხველი მხოლოდ შეზღუდული სახით ღებულობს. საზოგადოებისთვის და მთლიანად მოსსახლეობსითვის, ავღანეთი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იქ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იმყოფებიან.

ამასთან, პენტაგონის ინფორმაციით, ავღანეთში სამხედრო კამპანიის შედეგად თალიბების განდევნა მოხდა ქვეყნის სამხრეთში განლაგებული საკვანძო პუნქტებიდან.

ამერიკის თავდაცვის უწყება ამ შედეგს რეალურ პროგრესად მოიხსენიებს.

მაგრამ თავის მოხსენებაში კონგრესისადმი, თავდაცვის დეპარტამენტი ასევე შენიშნავს რომ მიღწეული პროგრესი ჯერ საკმაოდ მყიფეა და რომ გამოწვევები რჩება მეამბოხეებთან ბრძოლაში.

პენტაგონმა ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2010 წლის ოქტომბერიდან დღემდე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ავღანეთიდან ჯარების გასვლის დაწყებას ივლისისთვის ვარაუდობს. ამ დროს ავღანელი ჯარისკაცები ჩაიბარებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

ქართული არმიის დღეს, გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელთან ნიკა ჩიტაძესთან, რომელიც ავღანეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

1. რა მიზნით იყავით ავღანეთში?

ავღანეთში ვიყავი ნატო-ს პროგრამა TOLA (Transatlantic Opinion Leaders Afghanistan) ფარგლებში, რომლის მიზანია ძირითადად ნატო-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააცნოს ავღანეთში შექმნილი ვითარება და ალიანსისა და საერთაშორისო საზოგადოების როლი ავღანური პრობლემის მოგვარების საქმეში.

მხოლოდ მე და ჩემი კოლეგა ავსტრალიიდან გახლდით ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, გუნდის დანარჩენი წევრები მივლინებულ იქნენ ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან, ისინი წარმოადგენდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს.

(more…)

April 30, 2011 at 8:05 am 1 comment

Older Posts


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

August 2019
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor