სამშობლოში დაწუნებული ოფიცერი ავღანეთში აშშ-ის არმიის კონტრაქტორად მუშაობს

October 23, 2012 at 7:35 am Leave a comment

21.10.2012

ავტორი კობა ლიკლიკაძე

სამი წელია ვცდილობ ავღანეთში ჩავიდე, ქართველი ჯარისკაცები ვნახო, მათ საბრძოლო მისიაზე რეპორტაჟები გავაკეთო. სულ არარაობას, ბოლოს და ბოლოს, არც ჰელმანდში მყოფ რომელიმე ქართველ ოფიცერთან სატელეფონო ინტერვიუზე ვიტყოდი უარს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ერთი ხერხდება და ვერც მეორე. მეტიც, ავღანეთში მამაცურად მებრძოლ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის დასრულების შემდეგაც კი ეკრძალებათ მედიასთან საუბარი. თუმცა ჩემს მცდელობებს უკვალოდ არ ჩაუვლია. სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ ავღანეთში დიდი ხანია იმყოფებიან სხვადასხვა დროს ქართული არმიიდან დათხოვნილი ქართველი ოფიცრები, რომლებიც აშშ-ისა და საერთაშორისო კოალიციის არმიას მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ამოცანების შესრულებაში ეხმარებიან.

ყანდაარის სახიფათო სიმშვიდე

ერთ-ერთი მათგანია ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი, 1990-იან წლებში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე ოფიცერი, რომელიც უკვე 10 თვეა იმყოფება ავღანეთში. ვიდრე სამშობლოში დაწუნებული ქართველი ოფიცრის სევდიან თავგადასავალზე გიამბობდეთ, მანამდე გეტყვით, რომ ზვიად ჩადუნელი ამჟამად ყანდაარის პროვინციაში იმყოფება. დაძაბული გრაფიკისა და მკაცრი ინსტრუქციის მიუხედავად, მას ძალიან გაუხარდა სატელეფონო ზარი რადიო თავისუფლებიდან, რომელსაც, როგორც ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან მყოფი ქართველი ოფიცერი ამბობს, იგი ინფორმაციის სანდო წყაროდ მიიჩნევს და რეგულარულად უსმენს.

„თითქმის მეათე თვეა აქა ვარ, მაგრამ მანამდე ანალოგიური მისიით 2008-2010 წლებში ერაყში ვიყავი, ბაღდადში. ახლა აქ ვარ სამოქალაქო კონტრაქტორად, ამერიკის არმიაში. კონტრაქტი ყოველწლიურია. კომპანიას ჰქვია “DYNCORP-INTERNATIONAL“, რომელიც არის არმიის პირდაპირი კონტრაქტორი ფირმა და სხვადასხვა სახით უწევს არმიას დახმარებას. ძირითადი დახმარება მოდის, რა თქმა უნდა, ლოგისტიკით.“

ლოგისტიკა ომში, როგორც სამხედროები ამბობენ, ნახევარი გამარჯვების ტოლფასია. ამიტომაც მეამბოხეები ავღანეთში ხშირად აწყობენ თავდასხმებს საქარავნო გზებზე და სხვადასხვა ტვირთებზე, რათა შეაფერხონ კოალიციური ძალების მომარაგება. ზვიად ჩადუნელი ამბობს, რომ ბაზიდან გასვლის შემდეგ იგი ჩვეულებრივ ატარებს სამხედრო ფორმას, ჯავშანჟილეტს და სატაბელო ავტომატურ იარაღს. იყო შემთხვევა მათი თანამებრძოლის დაღუპვის. თუმცა ჩემი თანამოსაუბრე ამჟამინდელ ვითარებას ყანდაარის პროვინციაში შედარებით მშვიდს უწოდებს:

„რა თქმა უნდა, სახიფათო სიმშვიდეა. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველდღიური ბრძოლები არ არის და ყოველდღიურად აქტიურ ფაზაში არ არის ანტიტერორისტული ბრძოლა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე, მესამე დღეს არის რაღაც ინციდენტები და შემთხვევები. ასე რომ, ყოველდღე დაფრინავს ტყვიები და ყოველდღე ფეთქდება ეს IED-ები (თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა), მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ბაზის გარეთ.“

„საკადრო წმენდისგან“ ვერც ამერიკული დიპლომი დაგიცავს

ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი ტყვიებსა და თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას შეჩვეულია. და ეს ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე იგი ამერიკის არმიის კონტრაქტორად დაიწყებდა მუშაობას. ზვიად ჩადუნელი 1990-იანი წლებიდან, ეროვნული გვარდიის შექმნის პირველივე დღეებიდან, ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. 19 წლის ბიჭი, „შავნაბადას“ ბატალიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, შემდეგ კი სამხედრო კარიერას უთავსებდა სწავლას სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში.

ზვიად ჩადუნელმა 1994-98 წლებში დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი. შემდეგ, 2000 წელს, გაიარა ჯერ თურქეთის მცირე დაგეგმარების, შემდეგ სამთო მომზადების კურსები შვეიცარიაში. 2003 წელს კი, უკვე როგორც „შავნაბადას“ ბატალიონის მეთაური, ზვიად ჩადუნელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ აშშ-ის არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯში გაგზავნა. ამერიკიდან ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ მის იმედებს, რომ კვლავ გააგრძელებდა სამხედრო სამსახურს, პოსტრევოლუციურ საქართველოში ახდენა არ ეწერა. როგორც ზვიად ჩადუნელი იხსენებს, თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მის ბიოგრაფიაში არც კი ჩაიხედა და 33 წლის ოფიცერს სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე უარი უთხრა:

„ამის მიზეზი იყო მაშინდელი სამხედრო მაღალჩინოსნების არაადეკვატური და სრულიად თავაშვებული ქმედებები. მაშინ, როცა ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზე დგას და მიზანი არის ნატოსა და ევროსტრუქტურებში გაერთიანება, იქ სურვილიც იგივე უნდა იყოს, რასაც, შესაბამისად, ზურგს გაუმაგრებდა კანონი. მაგრამ რა ვიცი, მოხდა ისე, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელმა მთავარსარდლებმა ჩათვალეს, რომ ჩვენ ასე გვინდა.“

„ჩადი“ საქართველოში ჩადის

უარის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი ცოტა ხანს კიდევ დარჩა საქართველოში. დრო გადიოდა, სამხედრო სამსახურიდან კი, საკადრო ოპტიმიზაციის საფუძველზე, სულ უფრო მეტი რაოდენობით უშვებდნენ მის თანამებრძოლებს, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ შევარდნაძის ჯარისკაცებად მონათლულ ოფიცრებს, უკან კი თითქმის არავის ეძახდნენ. ზვიად ჩადუნელსაც სხვა გზა აღარ დარჩა, იგი აშშ-ში გაემგზავრა და ბედი სცადა არმიის დამხმარე საკონტრაქტო ფირმაში, სადაც გამოცდილი და კვალიფიციური ქართველი ოფიცერი სიხარულით მიიღეს. „ჩადი“ – ასე იცნობენ ზვიად ჩადუნელს მისი ამერიკელი თანამებრძოლები, ვისთან ერთადაც ქართველი ოფიცერი ჯერ ერაყში იყო ორი წელი, ახლა კი თითქმის ერთი წელია ავღანეთში ასრულებს მისიას. ამერიკელმა სამხედროებმა იციან, რომ ზვიადი ქართველია, იმ პატარა ქვეყნიდანაა, რომელიც ავღანეთში ახლა 1600 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. და იციან ისიც, რომ თუ ქვეყანას დასჭირდა, ზვიად ჩადუნელი აუცილებლად დაბრუნდება სამშობლოში და ისევ ჩაიცვამს სამხედრო ფორმას. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და იმდროინდელ სამხედრო ხელმძღვანელობას შესაბამისი პატაკითაც მივმართეო, – მითხრა ზვიად ჩადუნელმა სატელეფონო საუბარში.

„მაშინ, რა ვიცი, უშედეგოდ გამომივიდა. მივედი მაშინ გენერალთან, დავურეკე მაშინდელ სახმელეთო ჯარების სარდალს, დავურეკე შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს თუ მოადგილეს. ვსინჯე, მოკლედ, აღდგენა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არავინ არაფერი შემომთავაზა. რა ვიცი, ახლაც ვაპირებ ვსინჯო ასეთივე რამე. ანუ იმედები ახლა უფრო მეტია. და, როგორც იტყვიან, მეორე შანსიო… და რა ვიცი, იმედია, რაღაც გამოვა“, ამბობს ავღანეთში მყოფი ქართველი ოფიცერი.

ზვიად ჩადუნელი, „ჩადი“ ავღანეთში მისიის დასრულების შემდეგ, ალბათ, მალე ჩავა საქართველოში. მას უკვე დაუძახეს სამშობლოში თანამებრძოლმა ქართველმა ოფიცრებმა, იმ „დაკარგული თაობის“ ჯარისკაცებმა, რომლებიც ასევე ფიქრობენ, რომ კიდევ შეუძლიათ გაუწიონ სამსახური სამშობლოს და რომლებიც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცუდი სიზმარივით იხსენებენ იმ დროს, როდესაც სამხედრო სამსახურს ატოვებინებდნენ თითქმის ყველა ოფიცერს, ვისაც განგებამ 1990-იანი წლების ბოლოს და 2000 წლის დასაწყისში არგუნა სამხედრო სამსახური და საქართველოს ჯარისკაცობა.

Advertisements

Entry filed under: საქართველოს შეიარაღებული ძალები.

რა არის საბრძოლო სტრესი? ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2012
M T W T F S S
« Sep   Dec »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: