რა არის საბრძოლო სტრესი?

September 28, 2012 at 2:51 pm Leave a comment

ლილი ხეჩუაშვილი

 

ომშიყველაფერიძალიანმარტივია, მაგრამუმარტივესი რამ რთულია. სირთულესირთულესემატება და ისეთიძალისტალღადიქცევა, როგორიცწარმოუდგენელიამანამ, სანამთავადარაღმოჩნდებიომში

(კლაუზევიჩი, “ომისშესახებ”).

ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვიყენებთ სიტყვას სტრესი, თუმცა, ალბათ, არც თუ ისე ხშირად ვუფიქრდებით, რეალურად რას ნიშნავს ის და მართლაც სტრესულია თუ არა სიტუაციები და მდგომარეობები, რომელსაც სტრესულს ვუწოდებთ. მარტივად რომ ვთქვათ, სტრესულია სიტუაციები, რომლებიც ადამიანისგან იმაზე მეტს მოითხოვენ, ვიდრე მას ხელ ეწიფება, რომ გააკეთოს, ხოლო იმ ფაქტორებს, რომლებიც სიტუაციას სტრესულად აქცევენ, სტრესორებს უწოდებენ. ამასთან, ერთსა და იმავე სიტუაციას ერთი ადამიანი შეიძლება სტრესულად განიცდიდეს, მეორე კი — სრულიად ნეიტრალურად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სტრესის, როგორც მდგომარეობის, გამომწვევ მიზეზებზე; თუმცა, არსებობს სიტუაციები და ვითარებები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი სტრესულად აღიქვამს. ასეთ სტრესულ სიტუაციებს განეკუთვნება ბუნებრივი და ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფები, საომარი მოქმედებები და ომები.

თანამედროვე საომარი მოქმედებების მიერ წარმოქმნილი სტრესორების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად არ არის აუცილებელი სამხედრო ფორმისტარება. ომის თემაზე შექმნილი უამრავი პოპულარული ფილმი და რომანი ხატოვნად წარმოაჩენს მას. ასევე, ტელევიზიასა და ელექტრონულ მედიაში მრავლად მოიპოვება რეპორტიორების თვალით დანახული რეალური საომარი მოქმედებების ამსახველი მასალა. თუმცა, ჟურნალისტების, რეჟისორებისა თუ დოკუმენტალისტების მიერ წარმოჩენილი რეალობა ყოველთვის მაინც მიახლოებითია. ვერავინ მოგვითხრობს ომის შესახებ ისე, როგორც თავადმებრძოლი.

სამხედრო ლიდერებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანური ფაქტორი ბრძოლის ველზე დამარცხების თუ გამარჯვების მიღწევაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ ომის, განსაკუთრებით თანამედროვე ტიპის ომის, წარმოებისთვის მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სტრესულად აღიქვამენ მასში მონაწილე მხარეები საომარ მოქმედებას, რა ტიპის სტრესორები მოქმედებენ მათზე და როგორ ახერხებენ ისინი მათთან გამკლავებას. ამჯერად საბძროლო სტრესის რაობასა და იმაზე ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს ის სამხედრო ხელმძღვანელებისთვის და რიგითი ჯარისკაცებისთვის.

ტერმინმა “საბრძოლო სტრესი” დროთა განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს ამ სახელით ნოსტალგიასა და სახლის მონატრებას მოიხსენიებდნენ. I მსოფლიო ომში მისი სინონიმები იყო კანტუზია, ძალისხმევის სინდრომი, ომის ნევროზი, გაზისისტერია, დეკოსტას სინდრომი, გაღიზიანებული გულის სინდრომი და დაუდგენელი ნევროზი, II მსოფლიო ომისდროს კი — ფსიქონევროზი, ძალისხმევის სინდრომი, ბრძოლით გამოფიტვა, საომარიგადაღლა და ოპერაციული დაღლილობა. კორეის ომის დროს სიმპტომთა ამ ერთობლიობას ბრძოლით დაღლილობა და საბრძოლო გამოფიტვა უწოდეს, ვიეტნამის ომის პერიოდში კი უკვე გამოჩნდა ისეთი ტერმინები, როგორიცაა საბრძოლო სტრესი და პოსტ ტრავმული სტრესული სინდრომი. სპარსეთის ყურის ომში (ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალი”) სიმტომთა ერთობლიობას, ჩვეულებრივ, “საბრძოლო სტრესულ რეაქციად” მოიხსენიებდნენ. დღეისათვის გამოიყენება ორი ტერმინი: “საბრძოლო ოპერაციული სტრესი” და “საბრძოლო ოპერაციული სტრესული რეაქცია.”

საბრძოლო სტრესის გასაგებად უნდა ვიცნობდეთ არა მარტო მის გამომწვევ სტრესორებს, არამედ იმ დამოკიდებულებებს, რწმენებსა და მოლოდინებს, რომლებიც საერთოა მოცემული სამხედრო ქვედანაყოფის ყველა წევრისთვის და მათი საზიარო სამხედრო კულტურისა და ტრადიციების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. სწორედ ამ კულტურულად ფორმირებული დამოკიდებულებებისა და რწმენების პრიზმაში აღიქვამს, ფილტრავს ან აზვიადებს თითოეული ცალკეული მებრძოლი საბრძოლო და ოპერაციულ სტრესორებს.

დასავლური სამხედრო კულტურის ერთ-ერთ მდგენელს სწორედ საბრძოლო სტრესისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს. ეფექტური სამხედრო ხელმძღვანელები ბრძოლისა და ოპერატიული განლაგების სტრესის ექსპერტები არიან. ბრძოლის ველზე საბრძოლო სტრესის წარმოქმნა მოწინააღმდეგეში და შემცირება საკუთარ ქვედანაყოფში მართვის, წვრთნისა და ქვედანაყოფში შეჭიდულობის განვითარების მეშვეობით მეომრის ყველაზე ბაზისურ იარაღებს წარმოადგენენ. ვინაიდან მათი საქმიანობისთვის ამდენად მნიშვნელოვანია სტრესული რეაქციები, სამხედრო ლიდერები ვერ რჩებიან გულგრილნი საბრძოლო სტრესის მიმართ. ისინი სხვადასხვა გვარად აღიქვამენ მოწინააღმდეგის, საკუთარი ჯარისკაცებისა და თავად მათ მიერ განცდილ სტრესს.

სამხედრო ფსიქოლოგები საბრძოლო სტრესისადმი ოთხ განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, რომელსაც შეიძლება წავაწყდეთ სამხედრო კულტურაში. საბრძოლო სტრესი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მოწინააღმდეგესთან ბრძოლის იარაღი, დასაძლევი და ცნობიერებიდან განსადევნი ზემოქმედება, ხელმძღვანელობის წინაშემდგარი გამოწვევა და სამხედრო მოსამსახურის პიროვნული კომპეტენციის გამოცდა.

სამხედრო ლიდერებისთვის საბრძოლო სტრესი, პირველ რიგში, მტრის წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღია. უმეტეს შემთხვევაში მოწინააღმდეგის დამარცხებამდე ადამიანების ან აღჭურვილობის განადგურებას კი არ მივყავართ, არამედ ტყვიების ზუზუნის, ბომბებისა და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული სხვა სიძნელეების გამო ბრძოლაზე უარის თქმას. საბრძოლო სტრესორები იარაღია, რომელსაც მოწინააღმდეგის გული და გონება აქვს მიზანში ამოღებული.

სამხედროები მიზანმიმართულად ქმნიან სტრატეგიებსა და ტაქტიკებს, რომლებიც მოწინააღმდეგის მიერ ფიზიკური, ფსიქიკური და ემოციური სტრესის განცდის გაძლიერებისკენ არის მიმართული. სამხედრო ლიდერებს კარგად აქვთ შესწავლილი სტრესის გამომწვევი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ქაოსი, გაურკვევლობა, მოულოდნელობა, უიმედობა, ფიზიკური სიძნელეები, იზოლაცია და უძილობა. ამ ფაქტორებს, ნებსით თუ უნებლიედ, ყოველთვის ითვალისწინებენ ბრძოლის დროს ყოველი სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისას. საბრძოლო სტრესის, როგორც იარაღის, ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მიღწევაა “ფსიქოლოგიური ოპერაციების” ცნება. ეს არის სამხედრო ოპერაციების ერთობლიობა, რომელიც მოწინააღმდეგისა და მისი მთავრობის ემოციებზე, მოტივებზე, ობიექტურ მსჯელობასა და საბოლოო ქცევაზე ზემოქმედებას და ამით ბრძოლისადმი მზაობის შემცირებას ისახავს მიზნად.

ბრძოლით გამოწვეულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ სტრესს ცნობილი პრუსიელი გენერალი, ომის ფილოსოფიისა და ხელოვნების უბადლო მცოდნე კლაუზევიცი “ფრიქციას” უწოდებდა. სწორედ ამ ტერმინს იყენებენ თანამედროვე ამერიკელი საზღვაოქვეითები გარდაუვალი საბრძოლო სტრესის აღსანიშნად, რომელიც პრაქტიკულად ერთადერთ დაბრკოლებას წარმოადგენს გამარჯვებისკენ მავალგზაზე.

ვინაიდან ომის ტერორი, საშინელება და სიძნელეები გარდაუვალია საბრძოლო მოქმედებებისას, აუცილებელია, რომ მებრძოლებმა ასეთი სტრესორების არსებობის პირობებშიც შეძლონ ეფექტურად მოქმედება. ეფექტურად მოქმედ მეომარს უნდა შეეძლოს მასზე მოქმედი ფიზიკური და ფსიქიკური სტრესორების ნაკადისადმი წინააღმდეგობის გაწევა. იდეალურ შემთხვევაში მებრძოლები საბრძოლო სტრესის იგნორირებასაც კი სწავლობენ. სხვა სიტყვებით, მათშეუძლიათ, რომ ცნობიერებას არც კი მიაკარონ სტრესორები და მათი გავლენა. მეომრის უმაღლესი ხელოვნებაა ისე ბრძოლა, თითქოს მის ირგვლივ არც არსებობდეს ტერორი, საშინელება და სიძნელეები; რომ მის გონებას არ ეკარებოდეს არანაირი დაბრკოლება, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლის დასრულებამდე მაინც.

მაშინაც კი, როდესაც შეუძლებელია საბრძოლო სტრესის იგნორირება, ზოგიერთი მეომარი, განსაკუთრებით ელიტური ქვეითი ქვედანაყოფების მებრძოლები, ნაკლებად არიან დაინტერესებულნი საკუთარი სტრესის შემცირების გზების მოძიებაში. მათ იციან, რომ მეტი კომფორტისა თუ უსაფრთხოების ძიება ბრძოლის დროს არამარტო ყურადღებას გაუფანტავს, არამედ მეტ საფრთხეს შეუქმნის ბრძოლის მიმდინარეობას და მათ სიცოცხლესაც კი. მეტი კომფორტისა თუ უსაფრთხოების ძიებისას მეომარი მეტად აცნობიერებს საკუთარ დისკომფორტსა და გაჭირვებას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შეარყიოს მისი სიმამაცე და თავდაჯერებულობა; ეს ორი თვისება კი გადამწყვეტია სამხედრო წარმატებისა და გადარჩენისთვის.

როდესაც სამხედრო ლიდერები სტრესს პრობლემად მიიჩნევენ და არა — საომარი მოქმედებების განუყოფელ მდგენელად ან დასაძლევ და დასაიგნორირებელზე მოქმედებად, ის მათი საკუთარი ლიდერული უნარების გამოწვევად იქცევა. სამხედრო ლიდერი იშვიათად თუ მიიჩნევს სტრესს სამედიცინო ან სულიერ პრობლემად, რომელსაც ექიმმა ან მოძღვარმა/კაპელანმა უნდა მოუაროს. სწორედ სამხედრო ლიდერს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა საბრძოლო სტრესის მართვაზე, ვინაიდან მისი კომპეტენციაა როგორც დაქვემდებარებულთა მოტივირება და ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ისე — საბრძოლო მოქმედებებისას ადამიანური რესურსის განაწილება. კარგმა ლიდერმა ზუსტად იცის, საბრძოლოს ტრესის რომელი რეაქციები მიიჩნიოს ლიდერობის პრობლემად და არა — გარდაუვალ სტრესულ რეაქციებად.

და ბოლოს, ხშირ შემთხვევაში საბრძოლო სტრესი პიროვნული კომპეტენტურობის გამოცდად შეიძლება იქცეს. ომი, ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა და გამოცდაა, რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს პიროვნება. ამიტომ ომის სტრესორები არსებით მნიშვნელობას იძენენ. ფაქტობრივად, რაც უფრო დამთრგუნველი და მძიმეა სტრესორი, მით უფრო ღირებული ხდება პიროვნებისთვის მისი დაძლევა. მებრძოლები, რომლებიც გაუცნობიერებლად უწყობენ გამოცდას საკუთარ თავს ომის დროს, შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ საბრძოლო სტრესის შეგნებულად შემცირებას. მათთვის ამის გაკეთება პიროვნული ტრიუმფის დაკნინებას ნიშნავს. ამასთან, საბრძოლო სტრესის სიმპტომების არსებობის აღიარება დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. მაშინაც კი, როდესაც სტრესის ზოგიერთი სიმპტომი გარდაუვალ სტრესულ რეაქციებად მიიჩნევა და არა პიროვნული სისუსტის ან სიმხდალის ნიშნად, სტრესის სიმპტომების არსებობას სირცხვილის გრძნობა შეიძლება სდევდეს თან.

ამრიგად, ჩვენ მიმოვიხილეთ საბრძოლო სტრესის რაობა და ის დამოკიდებულებები, რომელიც არსებობს სამხედრო კულტურაში საბრძოლო და ოპერაციული სტრესისადმი.

Advertisements

Entry filed under: სამხედრო თეორია. Tags: , , .

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი შესრულდა სამშობლოში დაწუნებული ოფიცერი ავღანეთში აშშ-ის არმიის კონტრაქტორად მუშაობს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

September 2012
M T W T F S S
« Aug   Oct »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: