ოთხი წლის თავზე

August 8, 2012 at 11:15 am Leave a comment

ჩვენც აქ დავეცით

საქართველომ როცა ინება

შევრჩით ლიანებს…

“სისხლად წვიმდაო,”

ასე წერდა მემატიანე

დღეს 4 წელი გახდა საქართველო-რუსეთის ომის დაწყებიდან. არ ვიქნებით ბანალურები და არ დავიწყებთ იმის ხელახლა მტკიცებას, რომ აღნიშნულმა მოვლენებმა ლამის თავდაყირა დააყენა ქვეყნის ისტორიული განვითარების გზა. ბუნებრივია, როგორც ყველა კონფლიქტი, არც ის დაწყებულა ერთ და ორ დღეში. მას წინ სდევდა მთელი წყება ლოგიკური მოვლენებისა, რაც საბოლოოდ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაიზარდა.

 

1992 წლის 24 ივნისს სოჭის ხელშეკრულების თანახმად, იმავე წლის 14 ივლისიდან კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალები ჩადგნენ, რომლის შემადგენლობაში თითო ქართული, ჩრდილოსური და რუსული ბატალიონი შედიოდა. სიტუაცია დალაგებული ამ რეგიონში არასოდეს ყოფილა, მაგრამ ის განსაკუთრებით 2004 წლის მაისის შემდეგ გამწვავდა, როცა რუსულმა მხარემ სამშვიდობო ხელშეკრულებების დარღვევით ოსური და აფხაზური მხარის მძიმე ტექნიკით შეიარაღება და ბაზების შენება დაიწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯავის სამხედრო სასწავლო-ცენტრი, რომელიც რამდენიმე ათას ადამიანზე იყო გათვლილი და სადაც 2004 წლის ივნისის ბოლოს 75 ცალი t – 72 ტიპის ტანკი გათავსდა. ვიდრე ეს ცენტრი ჩადგებოდა მწყობრში, ოსი მებრძოლები რუსეთის ტერიტორიაზე, 58-ე არმიის ბაზებზე გადიოდნენ სწავლებას. იარაღის გამოცდა და პირადი შემადგენლობის წვრთნები ომის დაწყებამდე ერთი დღითაც არ შეჩერებულა.

 

აფეთქების წინა დღეები

ომის აქტიური ფაზის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩრდილოკავკასიაში დამთავრდა სამხედრო წვრთნები “კავკაზ 2008”, რომელიც პირობით მოწინააღმდეგედ… საქართველოს განიხილავდა და სადაც 8 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მათ შორის 58-ე არმიისა და ბოთლიყის (დაღესტანი) ცალკეული სამთო-მსროლელი ბრიგადის ნაწილებიც. სწავლებამ ე.წ. სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაც მოიცვა. ადგილზე ოსურ ბანდფორმირებებს სიტუაცია ნელ-ნელა მიჰყავთ აფეთქებისკენ. სწავლებების დასრულების დღეს (2.VIII.2008) ცხინვალის რეგიონიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია იწყება. რამდენიმე დღეში პრაქტიკულად მთელი რეგიონი იცლება. თუკი სამართლებრივ ტერმინს გამოვიყენებთ, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, თუ რისთვის კეთდება ყოველივე ეს.

3 აგვისტოდან რეგიონში ნელ-ნელა ხდება რუსული ძალების კონცენტრაცია. 3-ში ადგილზე იყო 42-ე მოტომსროლელი დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი; 4-ში – 58-ე არმიის სამედიცინო და კავშირგაბმულობის ნაწილები; მეორე დღეს მათ შეუერთდა 40-მდე საარტილერიო დანადგარი და 33-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი; 7 აგვისტოს, გამთენიისას 3:41-სა და 3:51-ზე რუსული ჯავშანტექნიკის პირველმა დიდმა კოლონამ გაიარა როკის გვირაბი. დანარჩენი ნაწილები კი, რომლებიც ომში მოგვიანებით ჩაებნენ, ამის გასაკეთებლად მზად იყვნენ. ელემენტარული სამხედრო ისტორიის ცოდნაც საკმარისია, რომ დამოუკიდებელი რუსი ექსპერტების ამ დასკვნას დაეთანხმო, რადგან სხვა შემთხვევაში ასე სწრაფად მსგავსი მასშტაბის ძალების თავმოყრა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. არ ვგულისხმობთ მხოლოდ სახმელეთო ძალებს, რადგან საბრძოლო მოქმედებებში მალე რუსული ავიაცია და ფლოტიც ჩაება. ლოგიკური იქნებოდა სხვა მტკიცებულებებზეც გველაპარაკა, მაგალითად ოსი ბლოგერების ჩანაწერებზე 7 აგვისტოს დილას, სადაც უკვე იწერებოდა, რომ 58-ე არმია ცხინვალში იყო. ოსი სეპარატისტები სიტუაციას უკიდურესად ამწვავებენ – ივლისის ბოლოს მათ პირველად გამოიყენეს 120 კალიბრიანი ყუმბარმტყორცნები. 6-სა და 7-ში მასიურად იბომბება ქართულ სოფლები – ნული, ავნევი და თამარაშენი, ფრისი. იყო მსხვერპლი როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ისე ქართულ სამშვიდობო ბატალიონში.

საომარი მოქმედებები

7 აგვისტოს 23:30 წუთზე პრეზიდენტი გასცემს ბრძანებას რუსული კოლონების შეჩერების, მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციების განეიტრალებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ. იწყება უშუალოდ საომარი მოქმედებები. რასაკვირველია, არსებობს წინასწარ დამუშავებული გეგმა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს მოქმედებები. როგორც ამას სამხედრო მოსამსახურეები ადასტურებენ, ამ გეგმაში ცხინვალის კი არა, მის გარშემო სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება შედის. თუმცა შეტევა სწორედ ამ მიმართულებით იწყება, რაც, ბუნებრივია, შეკითხვებს ბადებს. არის მეორე გარემოებაც, რისი ახსნაც ძალიან გვიჭირს. ქალაქში ძალიან დიდი ძალების მობილიზება ხდება. ოპერაციაში მონაწილეობენ შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებიც. ზემოთ პასუხგაუცემელი კითხვები ვახსენეთ. აბსოლუტურად აუხსნელია ის საინფორმაციოა კამპანია, რომელიც იმ საათებში წარმოებდა. მოვიყვანთ ყველაზე მარტივ მაგალითს. 8 აგვისტოს 05:40 საათზე ოფიციალურად ცხადდება, რომ ქართული შეიარაღებული ძალები მთლიანად აკონტროლებენ ზნაურს. რეალობა კი სულ სხვაგვარი იყო. 43-ე ბატალიონი 19:00-ზე ჯერ კიდევ დაბის შესასვლელთან იდგა. სამწუხაროდ, ეს არ იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა. ომის დეტალებზე უფრო კომპეტენტური ანალიზის უფლება სხვა ავტორებისთვის დაგვითმია, ჩვენ მხოლოდ ფაქტებზე ვლაპარაკობთ.

შეიარაღებულმა ძალებმა უკან დახევა 10 აგვისტოს დაიწყო. 11-ში ფრონტის სიღრმეში მხოლოდ მე-2 ბრიგადის ძალები იყვნენ დარჩენილი. სწორედ “სენაკელებმა” გადაიტანეს ხვითისა და შინდისის ბრძოლები. პირველი იყო ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის კარგი მაგალითი, მეორე – თავდადების. 11-ში საღამოს მთელმა ქვეყანამ რუსული ძალების დედაქალაქზე შეტევის შიშში გაათენა. საბოლოოდ საქმე აქამდე აღარ მივიდა. თბილისი გადარჩა. რა როლი ითამაშა ამაში საერთაშორისო საზოგადოებამ ამას ალბათ დადასტურებულად ვერასოდეს გავიგებთ.

 

უნდა გვეშინოდეს თუ არა მშვიდობის?

2009 წლის იანვარში ქართული მხარე იძულებული გახდა, კაბალურ პირობებზე დათანხმებულიყო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ადმინისტრაციული საზღვრიდან 15-კმ-იან რადიუსში უფლება არ აქვს, განათავსოს 120-ზე მეტი კალიბრის შეიარაღება. შესაბამისად, აღნიშნულ სიაში მოხვდა ყველა ძირითადი საარტილერიო და სარაკეტო სისტემა, რასაც ჩვენი ჯარი ფლობს, ასევე ყველა მოდიფიკაციის ტანკი, რაც ჩვენს შეიარაღებაშია. ხოლი ის რისი ყოლის უფლებაც დაგვრჩა, ჩვენს ქვეყანას საფრთხეებზე სწრაფი რეაგირების მიზერულ შანსსაც კი არ უტოვებს. ეს მაშინ, როცა 2009 წლის აპრილში რუსეთმა კონფლიქტის ზონებში (ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში) შეიყვანა 80-მდე ტანკი ტ – 72 და უცნობი რაოდენობით თ90 შეიყვანა. ამას გარდა რეგიონში განთავსებულია ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი “ტოჩკა უ”, 300 (სმერჩი) და 220 (ურაგანი) კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები (ეწ. “ბუკები”, С-300) და სხვა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თეორიულად ჩვენი ქვეყანა შესაძლოა “ისკანდერების” დარტყმის ქვეშაც აღმოჩნდეს.

გარდა შეიარაღებისა, პოტენციურ ხიფათს წარმოადგენს სტრატეგიული საკომანდო-საშტაბო სწავლება “კავკაზ 2012-იც”, რომლის ძირითადი დატვირთვა პრუდბოის (ვოლგოგრადის ოლქი), კაპუსტინ იარის, აშულუკისა (ორივე ასტრახანის ოლქი) და რაევსკოეს (კრასნოდარის მხარე) პოლიგონებზე მოდის. ოთხივე ადგილი სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.

 

Advertisements

Entry filed under: 2008. Tags: , .

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 20 წელი შესრულდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

August 2012
M T W T F S S
« Jul   Sep »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: