სამედიცინო სამსახური – საქართველოს შეიარაღებული ძალების აქილევსის ქუსლი!

June 30, 2012 at 5:25 pm 1 comment

ლაშა ქოიავა, თადარიგის პოლკოვნიკი

თანამედროვე მედიცინამ მოგვცა საშუალება რათა სამედიცინო სამსახური გამხდარიყო საბრძოლო უზრუნველყოფის სამსახური. პირველ რიგში ეს არი ჯარისკაცის ფსიქოლოგიური სიმტკიცის და როგორც შედეგი საბრძოლო სულისკვეთების გამამტკიცებელი სისტემა. ბრძოლაში შესვლისას ჯარისკაცი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის სიცოცხლეზე ზრუნავენ და დაჭრის შემთხვევაში გადაარჩენენ. სამედიცინო სამსახური ეწყობა გარკვეული პრინციპით, რომლის ჩონჩხი საერთოა მთელ მსოფლიოში. ამ პრინციპების დარღვევა იწვევს სამედიცინო სამსახურის დაშლას. 2004 წლიდან მოყოლებული ჩატარებულმა რეფორმებმა გამოიწვია სამხედრო სამედიცინო სამსახურის ფაქტობრივი გაუქმება.

  

ნებისმიერი ქვეყანას, რომელსაც ყავს შეიარაღებული ძალები აქვს სამხედრო სამედიცინო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის სტრუქტურა, რიცხოვნობა, აღჭურვილობა, გამწვევი სამედიცინო კომისია, სამედიცინო დანაყოფები საბრძოლო შენაერთებში, სამკურნალო დაწესებულებები, რეაბილიტაციის ცენტრები და ა.შ. გამომდინარეობს ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებიდან, მაგრამ ყველა სამედიცინო სამსახურს აქვს საერთო მიზნები და ამოცანები. ასევე საერთო აქვთ სტრუქტურული წყობის ჩონჩხი, კერძოდ: დაზარალებულის სამედიცინო ევაკუაცია ხდება სანიტარული დანაკარგების ზონიდან (ანუ საბრძოლო ცეცხლის ხაზიდან) ცენტრალური ჰოსპიტლის მიმართულებით. სამედიცინო ევაკუაცია საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ცენტრალურ ჰოსპიტლამდე დაყოფილია, ეს რეალურად არის სამედიცინო დახმარების მოცულობა სამედიცინო ევაკუაციის საფეხურებზე. ამ სამედიცინო მომსახურების ყველა საფეხურს შესაბამისი კვალიფიკაციის მედპერსონალი ესაჭიროება და ასეთი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თითოეულ საფეხურზე უნდა იმყოფებოდეს შესაბამისი სამხედრო სამედიცინო ნაწილი.

როგორც წესი არის სამედიცინო დახმარების ხუთი საფეხური: I საფეხური – ბრძოლის ველი – ბატალიონის სამედიცინო პუნქტი. აქ აღმოუჩენენ ბრძოლის ველზე თვით და ურთიერთ დახმარებას. ამ პაკეტს ჰქვია პირველადი დახმარება. II – ბრიგადის/პოლკის დონე – აღმოჩენილ სამედიცინო დახმარების პაკეტს ჰქვია საექიმო დახმარება. III – დივიზიის დონე – საველე ჰოსპიტალი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. IV -კორპუსის დონე ზურგის ჰოსპიტალი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარება. V – ცენტრალური ჰოსპიტალი, რეაბილიტაციის ცენტრი, საბოლოო მკურნალობა, რეაბილიტაცია.

საფეხურებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს: ეშელონი, ეტაპი.

ამ საფეხურებზე არსებულ სამხედრო სამედიცინო ნაწილები შესაბამისი კვალიფიკაციის მედ.პერსონალით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რისთვისაც არსებობს სპეციალურად სამხედრო ექიმებისთვის განათლების, კვალიფიკაციის, პროფესიონალური და წოდებრივი ზრდის და ა.შ. სისტემა.

შესაბამისად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამედიცინო სამსახური წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სტრუქტურული ელემენტებისგან. მათი ერთობლიობა ქმნიდა სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურების მთელ სპექტრს, სრულ სპექტრს, პრევენციის ჩათვლით. სხვა პრობლემაა დაფინანსება. სტრუქტურა ითვალისწინებდა უნივერსიტეტულ განათლებას, გადამზადებას, სამკურნალო, რეაბილიტაციურ და პრევენციულ მედიცინას, ექიმთა ზრდას ბატალიონის სამედიცინო პუნქტიდან ცენტრალურ ჰოსპიტლამდე. რასაკვირველია იყო საკითხების რიგი, რომლებიც დახვეწას საჭიროებდნენ. გასაფორმებელი იყო სამოქალაქო ჯანდაცვასთან ხელშეკრულებები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახური, როგორც საკუთრივ შეიარაღებული ძალები ყალიბდებოდა საქართველოსთვის ომის პირობებში მოხალისეების მიერ. სამოქალაქო ექიმების, საბჭოთა კავშირის ჯარიდან წამოსული სამხედრო ექიმების; სტუდენტების მიერ.

„1992 წლის ოქტომბერში დაისვა ამოცანა შემექმნა ბრიგადის სამედიცინო სამსახური. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება გადამეტანა სამედიცინო საშუალებები დანაკარგების ზოლთან (ბრძოლის ველთან) მაქსიმალურად ახლოს. ამას მოითხოვდა ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედ.პერსონალის დეფიციტი არაა, ბრძოლის ველიდან ექიმამდე დაჭრილის მიყვანა პრობლემურია. კატასტროფის მედიცინის ხაზით აფხაზეთში ჩაყვანილი იყო ექიმები საკმარისი რაოდენობით. დანაკარგების ზოლიდან საავადმყოფომდე რუკით გადაზომვისას მანძილი დიდი არაა, მაგრამ ამ მანძილის გავლა მოითხოვს დიდ დროს. პირველი პრობლემა იყო ტრანსპორტი. ამავდროულად ასიმეტრიული ოპერაციების დროს, საბრძოლო ჯგუფისთვის თავისუფალი გზა, სამედიცინო ევაკუაციისთვის შეძლება ჩაკეტილი დაგხვდეთ. ხოლო სრულფასოვანი საექიმო დახმარების გარეშე დაჭრილმა შეიძლება დიდხანს ვერ იცოცხლოს! თუ დაჭრილი ვერ მიგვყავს ექიმთან, მაშინ ექიმი თავის აღჭურვილობით უნდა მივიყვანოთ დაჭრილთან. ეს იყო საქართველოს რეალობა. თავგანწირვის ფასად ხალხის გადარჩენას 16 ექიმი შეეწირა. იმ მოცულობის ომისთვის საკმარისზე მეტია!“.

ომის შემდგომ შეიქმნა ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი, ქუთაისის, ფოთის და ახალციხის ჰოსპიტალები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე გავაკეთეთ ექიმთა გადამზადების კურსები. ექიმები იგზავნებოდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიაში, გერმანის, საფრანგეთის, თურქეთის, ა.შ.შ.-ს უკრაინის სამხედრო ჰოსპიტალებსა და სამხედრო სამედიცინო სასწავლებლებში. საფრანგეთის მთავრობის მიერ ნაჩუქარი საველე ჰოსპიტალის აღჭურვილობის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საველე ჰოსპიტალი.

იმ ფინანსური სიდუხჭირის და სამხედრო საქმის არაპრესტიჟულობის (განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან) პირობებში იქმნებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახური. ეს არ იყო კოპირება რომელიმე ქვეყნის სამხედრო სამედიცინო სამსახურის, „არამედ ვითვალისწინებდით რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას ვირჩევდით იმ კომპონენტებს, რომლებიც ჩვენთვის სასარგებლო იყო. ყალიბდებოდა ტრადიციები, იზრდებოდა ახალი თაობა. ყველა სწავლებაში, საველე იქნებოდა თუ საშტაბო – სამეთაურო, სამედიცინო დანაყოფები მონაწილეობას ღებულობდნენ. როგორც წესი წელიწადში ერთხელ მაინც სწავლებას NATO ატარებდა. ერთი სიტყვით გაჭირვებით მაგრამ წინ მივდიოდით“.

2004 წელს ამოქმედდა კანონი რომელიც კრძალავდა სახემწიფო უწყებებში შიდა ანგარიშების არსებობას. აქ შეიქმნა წინააღმდეგობა: საქართველოში სამედიცინო მომსახურება ფასიანია. ამიტომ სამოქალაქო პირები რომლებიც მკურნალობდნენ სამხედრო ჰოსპიტალებში იხდიდნენ შესაბამის საფასურს, რომელიც ირიცხებოდა ჰოსპიტლის ანგარიშზე და წარმოადგენდა დაფინანსების დამატებით წყაროს. ანგარიშის გაუქმების შემდეგ ეს ფული ვერსად ვერ ჩაირიცხებოდა. სამოქალაქო ავადმყოფის მკურნალობა უფასოდ გამორიცხულია, რადგან ბიუჯეტი გაწერილია სამხედრო მოსამსახურეთა უფასო მკურნალობაზე, რომლის გადამისამართება სამოქალაქოზე შეუძლებელია ვინაიდან არ დარჩება ფინანსები სამხედროების მკურნალობისთვის. წინააღმდეგობის დაძლევის გზა იყო – დაშვებულიყო გამონაკლისი სამხედრო სამედიცინო სამსახურისთვის.

ჩვენმა „უკომპრომისო“ ხელისუფლებამ გამონაკლისი არ დაუშვა და შემოგვთავაზა სხვა გზა: სამხედრო ჰოსპიტალი გადაგვეკეთებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. სამხედრო ჰოსპიტალი, როგორც სხვა სამედიცინო ნაწილი, არის შეიარაღებული ძალების შემადგენელი სამხედრო ნაწილი, როგორც კავშირგაბმულობის, საინჟინრო და სხვა. მოკლედ საბრძოლო თუ არა, საბრძოლო უზრუნველყოფის ნაწილია. პრეცენდენტის დაშვება, როცა ერთი სამხედრო ნაწილი ხდება სსიპ, მაშინ შეიძლება სხვა ნაწილიც გახდეს სსიპ ან შპს. მაშინ გაცილებით უფრო რთული რეფორმების გატარებაა საჭირო ქვეყნის კანონმდებლობაში. შეუძლებელია რომელიმე სამხედრო ნაწილი არ ექვემდებარებოდეს გენერალურ შტაბს, ან ექვემდებარებოდეს სანახევროდ. შეუძლებელია გყავდეთ ნახევრად სამხედრო ნახევრად სამოქალაქო ჯარი.

გამოსავალი მოიძებნა მარტივი სამხედრო სამკურნალო დაწესებულებებს აეკრძალა სამოქალაქო ავადმყოფების მიღება. დაიწყო სამხედრო ექიმების თანმიმდევრული დისკვალიფიკაცია.

რატომ აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა სამხედრო სამკურნალო დაწესებულებებში სამოქალაქო პაციენტების მიღებას?

როგორც წესი ყველა სამხედრო გადის სამედიცინო გამოკვლევას, წინასწარ გაწერილი გეგმით (ამ გეგმაში ცივილურ ქვეყნებში, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის, ქვეყნის პირველი პირის გამოკვლევაც არის გაწერილი). ამას გარდა სამხედრო მოსამსახურეს ყოველთვის შეუძლია დროულად მიიღოს ექიმის კონსულტაცია. ამის გამო სამხედროები ჯანმრთელი კონტინგენტია. ამიტომ დაავადებათა სხვადასხვაობა იზღუდება. ეს კი განსაკუთრებით აკნინებს ქირურგიულ და ანესთეზია – რეანიმაციის სამსახურებს, რომლებიც სამხედრო პაციენტების პირობებში იზღუდებიან მცირე მოცულობის ოპერაციებით. შესაბამისად მსუბუქი ხანმოკლე ნარკოზით და რეანიმაციულ საწოლებზე ავადმყოფის გაღვიძებით. ხოლო ომის დროს მათ საქმე აქვთ დიდი მოცულობის ოპერაციებთან. მათ უნდა გადაარჩინონ პაციენტები ცეცხლნასროლი და ნაღმფეთქებადი ჭრილობებით, რომლებიც როგორც წესი კომბინირებულია. ეს ოპერაციები მოითხოვს ქირურგიული სამსახურისგან, რომელშიც შედის როგორც ქირუგი ასევე ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგიც, დიდ ცოდნას, გამოცდილებას, სასიცოცხლო ენერგიას და სრულ მობილიზებას. ხოლო ის ქირურგიული სამსახური რომელსაც წლების განმავლობაში აპენდექტომიაზე რთული ოპერაცია არ გაუკეთებია ამას ვერ შესძლებს. ანუ აუცილებელია, რომ საბრძოლო ვითარებაში გვყავდეს მაღალკვალიფიციური ექიმები. ნებისმიერი ექიმის და აქ სამხედრო ექიმები გამონაკლისს არ წარმოადგენენ, კვალიფიკაცია დიდ წილად დამოკიდებულია მის გამოცდილებაზე. რაც გულისხმობს არამარტო პაციენტების რიცხვს არამედ პაციენტების რიცხვს დამატებული დაავადებათა მრავალფეროვნება. ამის გამო მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ სამხედრო სამკურნალო დაწესებულებებში კურნავენ სამოქალაქო პაციენტებს. სამოქალაქო პაციენტების პრობლემების გადაჭრის გზა აღმოჩნდა გაცილებით უფრო მარტივი, ის „აღმოაჩინა“ ირაკლი ოქრუაშვილმა. მან რიგრიგობით გააუქმა სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი, ახალციხის, ქუთაისის, ცენტრალური, ფოტის ჰოსპიტალები, სამხედრო საექიმო საექსპერტო კომისია, სანიტარულ – ეპიდემიოლოგიური სამსახური, საველე ჰოსპიტალი, სამხედრო სამედიცინო სამმართველო. შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახური დარჩა ჯარში ბატალიონის სამედიცინო პუნქტისა და ბრიგადის სამედიცინო სამსახურის სახით. რაც ნიშნავს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ ჰყავს სამედიცინო სამსახური.

თბილისში ცენტრალური ჰოსპიტალის ნაცვლად თავდაცვის სამინისტროს სახსრებით გორში (ცხინვალიდან საარტილერიო ჭურვის ფრენის მანძილზე) აშენდა საავადმყოფო, რომელსაც დაერქვა ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი და დაკომპლექტდა სამოქალაქო ექიმებით, მათ შორის ყოფილი სამხედროებითაც. ამას ჰქონდა რამდენიმე უარყოფითი მხარე: მორალური; – გაუარესდა დამოკიდებულება სამხედრო ავადმყოფის მიმართ, დამოკიდებულება საქმის მიმართ.

ცენტრალური ჰოსპიტლის თბილისში ყოფნის საჭიროება განისაზღვრება რამდენიმე მიზეზით. პირველი არ შეიძლება მისი ყოფნა სავარაუდო სახიფათო ზონასთან ასეთ სიახლოვეში. გარდა ამისა არსებობს პრაგმატული მიზეზი: საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის და ბიუჯეტის გათვალისწინებით უაზრობაა შეიარაღებულ ძალებში შევინახოთ ომის დროს ძალზე აუცილებელი, ხოლო მშვიდობის დროს, ამ რიცხოვნობის ჯარში, პრაქტიკულად არასაჭირო სპეციალობები როგორიცაა მაგალითად ანგიოქირურგი, ნეიროქირურგი და ბევრი სხვა. უმჯობესია გაფორმდეს ხელშეკრულება, შეიქმნას გარკვეული პირობები და სამოქალაქო სპეციალისტებს საჭიროების მიხედვით მოიწვევენ ამა, თუ იმ ავადმყოფთან. მოგეხსენებათ ასეთი სპეციალისტები ძირითადში თბილისში არიან. მათი გამოძახება ისანში მარტივია, ხელშეკრულების გარეშეც.

შეიარაღებულ ძალებში დარჩენილ ექიმებს პროფესიული ზრდის ყველანაირი გზა მოეჭრა, თუ ის დროზე არ დატოვებს სამხედრო სამსახურს და არ გადავა სამოქალაქო მედიცინაში, (რაც რეალურად ხდება კიდევაც) შეიარაღებულ ძალებში დარჩენილი ექიმების პრიფესიონალიზმის იმედზე ხალხის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მინდობა არ შეიძლება. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დარჩენილ სამხედრო ექიმებს აკეთებინებენ საქმეს რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს მედიცინასთან მაგ. საბრძოლო მასალების, სანივთე ქონების აღწერა, საბრძოლო და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მორიგეობები (რაც ჟენევის კონვენციის დარღვევაა), საქართველოს სამხედრო მედიცინაზე საუბარი უტოპიაა.

Entry filed under: საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , , .

ვისი იარაღი ისვრის სირიაში აშშ–ის ელჩი საქართველოს გამოწვევებზე საუბრობს

1 Comment Add your own

  • 1. nodari  |  February 4, 2014 at 3:05 pm

    გამარჯობათ შეგიძლიათ ვინმემ მომაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში საველე ქირურგიის ან სამხედრო ექიმის სპეციალობაზე მომზადების შესახებ,ან კიდევ საზღვარგარეთ ამ სპეციალობების გასავლელად რომელი ალტერნატიული გზა ავირჩიო. ჩემი იმეილია: novashakidze@gmail.com წინასწარ გმადლობთ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

June 2012
M T W T F S S
« May   Jul »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: