ჰაკანის როლი იზრდება

April 21, 2012 at 12:50 pm Leave a comment

ავღანეთის სამთავრობო უწყებებზე და ნატოს სამხედრო ბაზებზე მიტანილი იერიში საუცხოოდ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული.

ამერიკის ხმა | ვაშინგტონი

ორთაბრძოლა დილაუთენია დაიწყო და თითქმის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავიდან უპირატესობა მეამბოხეებმა მოიპოვეს. მათ ავღანეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მიმდებარე მაღლობი დაიპყრეს და სამთავრობო შენობები და ნატოს სამხედრო ბაზები ამოიღეს მიზანში.

შეტევაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ამის მიუხედავად შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ იერიშის მიღმა სხვა ტერორისტული დაჯგუფება იდგა და რომ ამერიკის თავდაცვის მდივნის ადრეული შეფასება სწორი გახლდათ.

ლეონ პანეტას განცხადებით საიდუმლო სამსახურების მონაცემები მიუთითებს, რომ შეტევები ჰაკანმა განახორციელა.

ავღანეთის სამთავრობო უწყებებზე და ნატოს სამხედრო ბაზებზე მიტანილი იერიში საუცხოოდ იყო დაგეგმილი და კოორდინირებული. ეს კი უთუოდ ორგანიზატორთა მიერ შეტევის კარგად მომზადებაზე მეტყველებს – აღნიშნავს მაიკ მალინოვსკი, პენსიაზე გასული ამერიკელი დიპლომატი და სამხრეთ აზიის პოლიტიკური ექსპერტი.

“შეტევა წინასწარ იყო დაგეგმილი. მათ სადაზვერვო სამუშაოც აშკარად ჩატარებული ჰქონდათ. ასე რომ თავდაცვის მდივანი სწორი იყო. რაც მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ შუაგულ ქაბულში მათ იერიშის განხორციელების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონოდათ“ – აცხადებს ბატონი მალინოვსკი.

ჰაკანის დაჯგუფებამ სახელი ბოლო წლებში გაითქვა, მას შემდეგ რაც მისმა წევრებმა ავღანეთში შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყველაზე მეტი ჯარისკაცი მოკლეს, ამბობს საიდ ჯავადი, ამერიკის ყოფილი ელჩი ავღანეთში.

„ისინი რეგიონში მართლაც ყველაზე მომაკვდინებელ ჯგუფად ითვლებიან. ამასთან ერთად მთავარი მხარდაჭერა ავღანეთის გარეთ გააჩნიათ. ჰაკანის წევრები იდეოლოგიურადაც ყველაზე უკეთ არიან მომზადებულნი“ – აღნიშნავს ყოფილი ელჩი.

ანალიტიკოსების თქმით იდეოლოგია ჰაკანის ქსელს უამრავი თვითმკვლელი ტერორისტის და უცხოეთში მცხოვრები ისეთი მებრძოლების მობილიზებაში ეხმარება, რომელთაც კარგად იციან, რომ შეტევის განხორციელების შემდეგ ან დაიჭერენ, ან მოკლავენ.

დაჯგუფება ჯალალედინ ჰაკანმა, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლმა ყოფილმა სამხედრო მეთაურმა დააარსა. მისი შვილი, სირაჯ ჰაკანიც დღეს სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელია. ჯგუფი პაკისტანშია ბაზირებული და შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთა განცხადებით ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთანაც მჭიდრო კავშირები გააჩნია.

“არსებობს მოსაზრება, რომ ისინი პაკისტანში მყუდრო თავშესაფარს პოულობენ. ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს და მსგავს სიტუაციას ჩვენ ვერ შევეგუებით. ეს პაკისტანის მხარეს გარკვევით გავაგებინეთ“ – აცხადებს ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა.

ხანგრძლივი ორთაბრძოლების მიუხედავად, უკანასკნელ შეტევებში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არც ისე დიდი იყო. საიდ ჯავადის აზრით ავღანეთის უსაფრთხოებამ მათ საკმაოდ პროფესიონალურად და მამაცურად უპასუხა. ჰაკანის ქსელმა ტაქტიკურ გამარჯვებას ვერ მიაღწია და უკანდახევა არჩია.

თუმცა, ექსპერტების აზრით გაზაფხულის დადგომასთან ერთად თალიბები უფრო გააქტიურდებიან და თვითმკვლელ ტერორისტთა მხრიდან მეტი შეტევაა მოსალოდნელი.

Entry filed under: NEWS. Tags: .

ქართველი და ამერიკელი სამხედროები სიმაღლე – შუკვანზე ავღანეთის სვლა მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

April 2012
M T W T F S S
« Mar   May »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: