ავღანეთის სვლა მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე

April 21, 2012 at 7:07 pm 1 comment

გიორგი ცხვიტავა

 

არაბული გაზაფხული, სირიაში მიმდინარე მოვლენები, პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტება, მოახლოებული ეკონომიკური კრიზისი და მეორეს მხრივ ტერორიზმი, ალ-ქაიდა და თალიბები – მშვიდობიან მოსახლეობაზე გამუდმებული თავდასხმები ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

ამ მხრივ ავღანეთი კვლავაც რჩება ყურადღების ეპიცენტრში, 13 სექტემბერს ქაბულში აშშ-ს საელჩოზე, აისაფ-ის შტაბ-ბინაზე და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმა უკვე შეფასდა, როგორც ბოლო ათის წლის მანძილზე ყველაზე კოორდინირებული შეტევა.

20 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლეს ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბურანუდინ რაბანი, რომელიც 2010 წლიდან თალიბანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს შერიგების თაობაზე.

დღესაც უამრავი კითხვა ისმის თუ რას წარმოადგენს თალიბანი, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია, თუ უბრალოდ კრიმინალური დაჯგუფება.

ამასთან, ხშირია საუბარი იმაზე, რომ თალიბებს მხარს უჭერენ ავღანეთის ფარგლებს გარეთაც. მსოლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ალ-ქაიდას მეთაურის უსამა ბინ-ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის პაკისტანში ჩატარება, კითხვებს ისლამაბადის მისამართით კიდევ უფრო ამძაფრებს.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ ჰაყანის ქსელი მოქმედებს, როგორც პაკისტანის დაზვერვის უწყების ერთ-ერთი განშტოება. ჰაყანი აერთიანებს, სავარაუდოდ, 15 000-მდე წევრს. ადმირალმა მალენმა აღნიშნა ასევე, რომ ამ დაჯგუფების მებრძოლებმა პაკისტანის დაზვერვის მხარდაჭერით შეძლეს ქაბულში შეერთებული შტატების საელჩოზე თავდასხმა 13 სექტემბერს, ხოლო მანამდე, 10 სექტემბერს აფეთქების მოწყობა ნატოს პოსტზე ქაბულის სამხრეთით.

ქაბულში, აისაფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეამბოხეებს ჭირდებათ ფული, იარაღი, უცხოელი დაქირავებულები ჰაყანის ქსელები, იდეოლოგია და მოსახლეობის მხარდაჭერა.

კეთდება მინიშნებები და პირდაპირი განცხადებებიც, რომ პაკისტანში თალიბების უმაღლესი რანგის პირები უსაფრთხოდ ცხოვრობენ, ავღანეთში კი აისაფ-ის ჯარისკაცებს ბრძოლა საშუალო და დაბალი დონის მებრძოლებთან უწევთ.

ქაბულშიც და ბრისუელშიც ამბობენ, რომ მომავალში პაკისტანი მეტ პრობლემას შემქნის.

სექტემბრის დასაწყისში, კოალიციური ძალების სამხედროებმა 10-მდე ავღანელი ბავშვი აიყვანა (რეალურად კი სიკვდილს გადაარჩინა), რომლებიც სუიციდს გეგმავდნენ. ბავშვებს თვითმკვლელობისთვის თალიბები ამზადებდნენ, ეს მათი ახალი ტაქტიკაა.

რეინტეგრაციის პროცესის მიუხედავად, რომელიც ავღანურ უსაფრთხოების ძალებში თალიბების მხარეს მებრძოლთა გადმობირებას და სამსახურს გულისხმობს, ამბოხებულები სულ უფრო ახალ მეთოდებს იყენებენ.

რეინტეგრირებულია 2 000-მდე ყოფილი მებრძოლი, – აისაფი-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რიგითმა და საშუალო დონის წევრებმა ბრძოლის ხალისი დაკარგეს, თუმცა 13 სექტემბრის შემდეგ, ვითარება კვლავ მძიმეა.

ერთ-ერთი პრობლემა ავღანური უსაფრთხოების ძალებში ინფილტრაციის საკითხია, რადგან პოლიციაში ამბოხებულების შეჟონვის ფაქტები არაერთხელ დაფიქსირდა. ბოლო შემთხვევას ავსტრალიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

უსაფრთხოების გადაცემა, ავღანური ეროვნული არმიისა და პოლიციის რეკრუტების მიღება-გადამზადებასაც გულისხმობს.

კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება ნარკოტიკები. ოპიუმის პლანტაციები ავღანელების შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

სიმინდის, კომბოსტოს და სხვა აგროკულტურების შეთავაზების მიუხედავად, ”იოლი ფულის” შოვნა კვლავ ძირითად მიმართულებად რჩება.

ერთი კილოგრამი ოპიუმის ადგილობრივი საბაზრო ფასი დაახლოებით 500$-ია.

განადგურებულია ჰეროინის გადამამუშავებელი რამდენიმე ქარხანა, თუმცა ზუსტი ციფრი უცნობია.

აისაფ-ის სამხედრო მოსამსახურეები აცხადებენ, რომ ოპიუმის პლანტაციების აღმოსაფხვრელად სპეციალური პროგრამები ავღანეთის მთავრობამ უნდა შეიმუშავოს.

ამასთან, დაპირისპირება ეთნიკურ ნიადაგზე, მყიფე უსაფრთხოება, კორუფცია სახელისუფლო ინსტიტუტებსა და პოლიციაში, ავღანურ უსფრთხოებას ძალიან მყიფეს ხდის.

2014 წლიდან ავღანეთიდან კოალიციური ძალების გამოყვანისა და ძალაუფლების ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესი იწყება.

ბამიანის პროვინცია, რომელიც მკითხველმა ბუდას ქანდაკებებით იცის (ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია, 10 წლის წინ ბამიანში თალიბებმა ასეულობით მშვიდობიანი მოსახლე სიკვდილით დასაჯეს, გადაწვეს მოსახლეობის სახლები და ააფეთქეს ბუდას ქანდაკებები), ერთ-ერთი პირველია, რომელსაც გარდამავალი ეტაპი შეეხო. დღეს იქ სამხედროებს თითქმის ვერ ნახავთ და ქუჩებში გადაადგილებაც უსაფრთხოდ შეიძლება. თუმცა ხაზარებით დასახლებულ ამ რეგიონში ძირითად პრობლემად სახელმწიფო განვითარების პროგრამების სიმცირე და ელექტროენერგია რჩება.

განსხვავებული სურათია სამხრეთით – ურუზგანის პროვინციაში (ჰელმანდის პროვინციის მეზობელი რეგიონი, სადაც ქართველი ჯარისკაცები დგანან). ურუზგანში (თალიბანის დამაარსებლის მულა უმარის წარმოშობის ადგილი) გადაადგილება ბამიანთან შედარებით შეზღუდულია. კრიმინალი ადგილობრივების ერთ-ერთი საარსებო წყაროა. ამ რეგიონში ელექტროენერგია მხოლოდ 8%-ს აქვს, 10 % კი უსაფრთხო წყალს სვამს, განათლება – მამაკაცებში 8.1%, ქალების 2%. ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა – 37%, ბავშვების სიკვიდილიანობა მაღალი 5 წლამდე ასაკში. კორუფცია და კონფლიქტები სიღარიბის მიზეზით.

 

მცირე ფაქტები

თალიბების მმართველობის დრო ახლა

სკოლები იყო 3500 არის 13 000

მასწავლებლები 20 000 160 000

სტუდენტები 1,2 მილიონი 50 ათასი გოგონა 8,3 მილიონი 3,2 გოგო

ქალები მთავრობაში 0 69

გზები მოეწყო 21 მი 2900/7000 კმ

მობილური კომპანიები 1 4

ჯანდაცვაზე მოსახლეობის

ხელმისაწვდომობა თალიბების დრო 8%

ახლა 60%

ჩვილთა სიკვლიანობა უმაღლესი ახლა 129/1000ზე

 

როგორი იქნება ავღანეთი 2014 წლის (ჯარების ეტაპობრივად გამოყვანის ათვლის წერტილი) შემდეგ და რა გზას დაადგება საკმაოდ რთული სათქმელია, პროგნოზები არადამაიმედებელია. სავარაუდოდ, თავდასხმები და აფეთქებები არ შემცირდება და მსოფლიო მედია-საშუალებები კვლავაც მიაწვდიან მოსახლეობას დრამატულ ამბებს ამ ქვეყნიდან. ისევე როგორც, ახალგაზრდა ლეიტენანტი უინსტონ-ჩერჩილი 1897-1899 წლებში გადმოსცემდა.

 

დღევანდელობის განხილვამდე აუცილებელია მცირე ისტორიული მიმოხილვის გაკეთება.

ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ავღანეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან იჭრებიან ინდოარიული ტომები და აყალიბებენ ისტორიულ ოლქ ჰანდხარას.

ჩვ.წ.ა. 6 საუკუნეში ავღანეთის ტერიტორია შედის აჰამენიდების იმპერიის შემადგენლობაში.

ჩვწ.ა. 6 საუკუნეში ავღანეთი დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა და შემდგომში ეს ტერიტორია შევიდა სევკიდების სახელმწიფოს შემადგენლობაში.

1–5 საუკუნეში – კუშანის სამეფო, დაიწყო ბუდიზმის გავრცელება

5 საუკუნეში ევტალიტები ჩამოყალიბდა ავღანეთის ტერიტორიაზე

6 საუკუნეში სასანიდების შემადგენლობაში შევიდა.

11 საუკუენში ჰაზნევიდების შემადგენლობაშია

1148–1206 – ჰურიდები

14–ე საუკუნეში ავღანეთი შედის მონღოლეთის შემადგნელობაში

15–ე საუკუნეში შიიტური ირანის სეფევიდების შემადგენლობაში

18–ე საუკუნეში ფეოდალური ავღანური სახანოები ყალიბდება

1709 წელს პუშტუების ტომებმა ირანის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყეს და ჩამოაყალიბეს სამთავრო ცენტრით ყანდაგარში, რომელიც ნადირ–შაჰის მიერ იყო განადგურებული და ჩახშობილი 1737 წელს.

 

 

ბრიტანეთის კოლონიალური ექსპანსია

1839 წელს ბრიტანულ–ინდურმა ჯარებმა (12 ათასი ჯარისკაცი) აიღეს ყანდაღარი, შემდეგ კი ქაბული. 1841 წელს ქაბულში ანტიბრიტანული მღელვარება დაიწყო, შემდეგ წელს ბრიტანულ–ინდურმა ჯარებმა უკან ინდოეთში დაიხიეს, თუმცა ავღანელი პარტიზანების მიერ გერთიაბეული ჯარის დიდი ნაწილის განადგურება მოხდა.

 

პირველი ომი (ინგლის–ავღანური)

სამხედრო მოქმედებები დაიწყო 1839 წლის იანვარში, როდესაც ინგლისურ–ინდოეთის არმია შეიჭრა ავღანეთში.

1842 წლის იანვარში ბრინატელები და ინდოელები ქაბულიდნენ ჯალალაბადის მიმართულებით დაიძრნენ და მაშინ, როდესაც ისინი მთებში ავიდნენ გაერთიანებული არმია ფაქტიურად სრულად გაანადგურეს ავღანელებმა, 16 ათასიდან გადარჩა მხოლოდ 1 ადამიანი – ექიმი ბრაიდონი, რომელიც 14 იანვარს ჩავიდა ჯალალაბადში. 8 თვის შემდეგ 1842 წლის 16 სექტემბერს ორი სადამსჯელო კორპუსი დაიძრა ქაბულის მიმართულებით და ამბოხება „ჩააქრეს“.

 

ევროპელების პირველი საბრძოლო ნათლობა ავღანეთის მიწაზე ძველი წელთაღრიცხვით 330 წელს შედგა,. ალექსანდრე მაკედონელის უძლეველი არმია სპარსეთის დაპყრობის შემდეგ ავღანეთშიც გამოჩნდა. აქედან დაიწყო ბრძოლა ავღანეთისთვის, რომელიც საუკუნეებია გრძელდება. ავღანეთი ვერცერთმა იმპერიამ ბოლომდე ვერ დაიპყრო, უფრო მეტიც თითქმის ყველა დამპყრობელი სასაფლაო გახდა. ალექსანდრე მაკდონელს იმდენად გაუჭირდა ბრძოლა ავღანეთში და ისეთ წინააღმდეგობას შეხვდა, რომ ავღანეთის შესახებ შემდეგ ფრაზა წარმოთქვა: “ადვილია შიგნით (ავღანეთში) მარშით შესვლა, მაგრამ ძალზედ რთულია იქიდან უკან გამოსვლა” მაკედონელიდან მოყოლებული ავღანეთს მშვიდობა თითქმის არ ახსოვს. ბერძნები, სპარსელები, ინდოლები, მრავალი ერი შეეცადა ავღანეთში ფეხის მოკიდებას.

 

1839 1842 წლებში ავღანეთის წინააღმდეგ მასშტაბულ საბრძოლო კამპანიაში ჩაება დიდი ბრიტანეთი. ეს იყო ბრძოლა გავლენისათვის. ბრიტანელები ცდილობდნენ რეგიონიდან რუსეთის იმპერიის გაძევებას, რომლის მიზანი ავღანეთის გავლით ინდოეთის დაპყრობა იყო. 21 ათასი ბრიტანელი და ინდოელი ჯარისკაცი ჩაერთო ავღანეთის კაპანიაში. ბრიტანელებმა ქაბული და ქვეყნის სტრატეგიული ქალაქები დაიკავეს. მაგრამ 1841 წელს ცივ ზამთარში ავღანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ბრიტანელებს ქალაქ პეშავართან უდიდესი დარყმა მიაყენეს. პანიკაში ჩავარდნმა ბრიტანელებმა გაქცევა სცადეს. ავღანელებმა მოწინააღმდეგეს ნადვილი სასაკლაო მოუწყვეს. დახოცეს 12 ათასი სამოქალაქო და 4500 სამხედრო. ჯალალაბადამდე მხოლოდ ერთმა გაქცეულმა ბრიტანელმა ჩააღწია. ბრიტანელებმა ქაბულის დაბრუნება სცადეს, მაგრამ ავღანელებთან გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. 1842 წელს ავღანეთის კაპანიას. იმპერიის 20 ათასი ჯარისკაცი შეეწირა.

ავღანეთის გეოგრაფიული მდებარეობა

– სახელმწიფო სამხრეთ დასავლეთ აზიაში, ტერიტორიით – 655 ათასი კვადრატული კმ, უკავია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებაორება, გააჩნია 2.3 ათასი კილომეტრი (ყოფილი დსთ–ს) სივრცესთან. ჩრდილო–აღმოსავლეთით ესაზღვრება ჩინეთს – 75 კილომეტრიანი საზღვის მონაკვეთი, პაკისტანთან საზღვარი 2180 კილომეტრს შეადგენს, ირანთან კი – 820 კილომეტრს.

წარსულში აქ გადიოდა საქარავნო გზები, რომელშიც „დიდი აბრეშუმის გზა“–ც შედიოდა, რისი ნათელი დასტურიც ალექსანდრე მაკედონელის მიერ ჰერატეში (ჩვწ.4 საუკუნეში) აშენებული ციხე–კოშკია, ბუდას ქანდაკებები ბამიანში (ჩვწ 1 საუკუნეში).

 

ავღანეთი ისლამური რესპუბლიკაა, აქედან გამომდინარე ისლამის როლი ამ ქვეყანაში მაღალია. ავღანეთის მოსახლეობა ისლამის ორ ძირითად მიმართულების აღმსარებელია – სუნიზმის და შიიზმის.

სუნიზმი – წარმოადგენს ისლამის ერთგვარ „ორთოდოქსულ“ მიმართულებას. სიტყვის ძირი – სუნა, რომელიც მუჰამედის ცხოვრების შესახებ ჰადისების კრებულია. სუნიტების აზრით ის ერთგვარი დამატებაა ყურანის. ავღანეთის ძირითადი მოსახლეობის 80 % სუნიტები შეადგენენ. სუნიტების უდიდესი ნაწილი პუშტუები არიან, ტაჯიკები, უზბეკები, თურქმენები, ბელუჯები, ჩარაიმაკები და არაბები.

შიიზმი – მეორე მთავარი მიმართულებაა ისლამში. სახელმწოდება მოდის არაბული სიტყვებიდან „შიატ ალი“ – „ალის პარტია“. სათავე დაუდეს ალის (ალი მუჰამედის სიძისა და ძმის) მომხრეებმა. შიიზმის აღმსარებლები არიან მთიელი ტაჯიკები, ხაზარები და პუშტუების ნაწილი, ავღანეთის აღმოსავლეთით მაცხოვრებლები.

 

ეროვნული შემადგენლობა

ქვეყანაში 5 ეთნიკური ჯგუფის 20–ზე მეტი ხალხი ცხოვრობდა: ირანული, თურქული, არაბული, ჩრდილო–ინდოური და დრავიდთა. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან სოციალურ–ეკონომიკური განვითარებით, რიცხოვნობით და მდგომარეობით.

ავღანეთში დღემდე შემორჩენილია საგვარეულო – ტომობრივი სტრუქტურა.

დაახლობითი ეროვნული შემადგენლობა ასეთია: პუშტუები (8.2 მლნ), ტაჯიკები (3.3 მლნ), უზბეკები (2 მლნ), ხაზარები (1.5 მლნ), ჩარამაკები (1 მლნ), თურქმენები (500 ათასი ადამიანი).

პუშტუები ცხოვრობენ პაკისტანში, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ისინი საზღვრით არიან გაყოფილნი, მათ აკავშირებთ მჭიდრო ნათესაური კავშირები (ავღანეთისა და პუშტუების საერთო რაოდენობა დაახლოებით 17 მილიონ ადამიანს შეადგენს), ისინი გაერთიანებული არიან 60–ზე მეტი კლანით.

 

1919 წელს 60 ათასიანმა ავღანურმა არმიამ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია 340 ათასიან ინგლისურ არმიას. 1919 წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილი იყო ხელშეკრულება, რომლიც მიხედვითაც ინგლისმა ცნო ავღანეთის სუვერენიტეტი. იმავე წელს ამანულა ხანმა გამოაცხადა ავღანეთის სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა და აღმართა სამფეროვანი დროშა (შავი – ინგლისზე დამოკიდებულების წლების აღსანიშნავად, წითელი – სისხლი, რომელიც თავისუფლებისთვის დაიღვარა და მწვანე – მუსულმანი ხალხის ნათელი მომავლის სახით).

1919 წლის 27 მარტს საბჭოთა კავშირმა ავღანეთის სახელმწიფო ცნო. 1921 წელს დაიდო ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის.

1965 წელს ქაბულში ავღანეთის სახალხო – დემოკრატიული პარტიის ყრილობა. თავმჯდომარედ აირჩიეს ჟურნალისტი და პუბლიცისტი ნურ მუჰამედ ტარაკი, მისი მოადგიელ სამხედრო გენერლის შვილი ბაბრაკ კარმალი გახდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ პარტია ორ ფრთად გაიყო – „ხალკი“ (ხალხი) ტარაკის და „პარჩამ“–ი კარმალის ხელმძღვანელობით.

1973 წელს მეფე ზაჰირ შაჰი, მისმა ნახევარძმამ დაუდმა ჩამოაგდო. ავღანეთი გამოაცხადეს რესპუბლიკად.

1978 წლის თებერვალში ქაბულში აშშ–ს ელჩი დაბსი მოკლეს, იმავე წლის მარტში მოკლეს საბჭოთა კავშირის ოფიცერიც. 1978 წლის 27 აპრილს აბდულ კადირისა და ასლამ ვატანჯარის ხელმძღვანელობით ხელისუფლების შეცვლა მოხდა. სასახლეში ამბოხებულები შტურმით შეცვივდნენ, სროლის შედეგად დაუდი მოკვდა. კადირმა და ვატანჯარმა იმავე დღის საღამოს რადიოთი „საურსის რევოლუციის“ (საურსი – აპრილი) შესახებ ამცნეს მოსახლეობას და ავრანეთი დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადეს.

1979 წელს საბჭოეთმა შექმნა ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონი ჰაბიბა ჰალბაევის მეთაურობით (შემადგენლობა: ტაჯიკები, უზბეკები, თურქმენები), ცნობილი „მუსულმანთა ბატალიონი“. 1979 წლის 24 ივნისს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინსიტრმა მიიღო გადაწყვეტილება ბაგრამში მედესანტეების ბატალიონის გადასროლის შესახებ.

1979 წლის 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა შეირაღებული ძალების დამატებითი ქვედანაყოფები შეიყვანა ავღანეთში.

საბჭოთა ოკუპაცია 1989 წლამდე გაგრძელდა. ავღანელებს დახმარებას სტინგერებითა და სხვადასხვა შეიარაღებით შეერთებული შტატები უწევდა.

 

ავღანეთის ეთნოკონფლიქტების, შიდა დაპირისპირების, კორუფციის და საერთოდ სტაბილურობის პრობლემების მოგვარება, რაც 2011 წლის მთავარი გამოწვევა იყო, 2012 წელს ეკონომიკის განვითარების პროგრამა დაუპირისპირდება.

ახალი აბრეშუმის გზა კი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხედვით, ავღანეთის გამოწვევების ერთ-ერთი საპირწონე ფაქტორი გახდება.

 

აშშ-ს ავღანეთში მუდმივი სამხედრო ბაზების ინტერესი არ აქვს

ავღანეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს ინტერესი, ავღანეთში მუდმივი სამხედრო ბაზები იქონიოს. ეს ელჩმა რაიან კროკერმა ფიცის დადების შემდეგ ქაბულში, აშშ-ის საელჩოში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ს არ სურს ავღანეთი მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენოს. ვაშინგტონი ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას მართავს, რათა განსაზღვროს ამერიკის სამომავალო როლი ავღანეთში 2014 წლის შემდეგ, როცა საერთაშორისო კოალიციის ჯარი დატოვებს ამ ქვეყანას და უსაფრთხოების კონტროლს ავღანეთის არმიას და პოლიციას ჩააბარებს. ჩვეულებრივ ელჩები ფიცს დებენ ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივნის თანდასწრებით, მაგრამ კროკერმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაბალი რანგის თანამშრომელი არჩია და ცერემონია ქაბულში ჩაატარეს.

ნარკოტიკების უმსხვილეს მწარმოებლად მსოფლიოში ავღანეთი რჩება. იქიდან ოპიუმის ყაყაჩო გადააქვთ შუა აზიის ქვეყნებში, შემდეგ რუსეთში და მის მიღმა, ევროპაში. მილიარდობით დოლარი მოძრაობს ამ ბიზნესში, რომლიდანაც სარგებელს იღებენ ექსტრემისტული ჯგუფებიც. ნარკოტიკი ანადგურებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

 

აშშ-ის არმიის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ნარკობიზნესის შემაკავებელი ძალა შესუსტდება და მისი ტრანსპორტირება გამარტივდება, ფიქრობენ სატრანზიტო ქვეყნებში, სადაც იმოგზაურეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის უწყებაში მუშაობენ. მათ მიერ შემუშავებული, ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებული, გეგმა, სახელწოდებით „შუა აზიის ანტინარკოტიკული ინიციატივა“, გულისხმობს ყაზახეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში საგანგებო კონკრეტული დანიშნულების ძალების შექმნას, ძალებისა, რომლებსაც ავღანეთსა და რუსეთში შესაბამის ჯგუფებთან ექნებათ კავშირი. ეს შვიდი ჯგუფი ერთმანეთს გაუცვლის მნიშვნელოვან ინფორმაციას და განავითარებს კოორდინაციას ერთმანეთის ტერიტორიებზე ერთობლივი ოპერაციების მოწყობის მიზნით; ისინი დაეხმარებიან აგრეთვე ერთმანეთს იმაში, რომ ძებნილი ან უკვე დაკავებული ნარკოტიკებით მოვაჭრენი პასუხისგებაში მიეცნენ.

 

უილიამ ბრაუნფილდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა სფეროს განაგებს, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ამ გაერთიანების შექმნით ვაშინგტონი ამ ქვეყნების მთავრობებსა და სამართალდამცველ ორგანოებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებას ესწრაფვის. ეს სახელმწიფოები გაცვლიან არა მხოლოდ მწარმოებელი, არამედ სატრანზიტო ქვეყნების შესახებ ინფორმაციას; აშშ გაიღებს თანხებს საჭირო სპეციალისტებისა და აღჭურვილობისთვის; ყველაფერ ამაზე მოსალაპარაკებლად იმოგზაურა შუა აზიაში და ასევე რუსეთში ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც პარტნიორებს ამერიკის ინიციატივა წარუდგინაო, თქვა ბრაუნფილდმა. სხვათა შორის, ის შეხვდა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს, ოტუნბაევასა და რაჰმონსო. ბრაუნფილდს თავისი ვიზიტების დროს არაერთხელ გაუგონია დაჩივლება, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას მოჰყვება ოპიუმის ექსპორტის ზრდა. ის არ ეთანხმება ამ აზრს, რადგან ავღანეთის უშიშროების სამსახურის წვრთნა მომავალშიც არ შეწყდებაო, და ამბობს:

 

„მწამს, რომ წარმატებას ვაღწევთ ავღანეთში და მჯერა, რომ, ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატოს გასვლასთან ერთად, უფრო ქმედითი გახდება ავღანეთის სამართალდამცველი უწყებები, გაიზრდება მათ მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება. რამდენადაც ვიცი, ავღანეთის სამართალდამცველებისთვის მხარდაჭერის შემცირება არ იგეგმება. მხოლოდ იქ მყოფი ჩვენი უსაფრთხოებისა და შეიარაღებული ძალების შემცირებაა დაგეგმილი.“

 

ბრაუნფილდი ადრე აშშ-ის ელჩად მსახურობდა კოლუმბიაში, ქვეყანაში, სადაც ნარკობიზნესი ასევე განვითარებული იყო. კოლუმბია შუა აზია არ არის, ამბობს ის, და განმარტავს, რომ აშშ-ის ინიციატივასთან ერთად, შესაბამისი ქვეყნების ლიდერებს დასჭირდებათ სრული ძალისხმევა ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში:

 

„მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ მოუწევთ პოლიტიკური ფასის გადახდა, რადგან აქ საქმე პოლიტიკურ ფასთან გვაქვს. ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციების გავლენის შესუსტება ფული ღირს, ეს ადამიანთა სიცოცხლის ფასადაც კეთდება, ეს მოითხოვს გარკვეული დროით სამართალდამცველი ორგანოებისთვის უპირატესობის მინიჭებას, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას. სხვა უწყებები, რომლებიც სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული, უკმაყოფილონი იქნებიან. ამავე დროს, მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება ხდება საჭირო გარკვეული პირების მიმართაც.“

 

ახლა მოსალოდნელია, რომ შუა აზიის ქვეყნები დაელოდებიან რუსეთის რეაქციას ამ გეგმის მიმართ. მართალია, რუსეთისა და აშშ-ის ბოლოდროინდელი დაახლოება, რომელიც ურთიერთობის გადატვირთვის სახელით გახდა ცნობილი, მოქმედებს, მოსკოვი მაინც არაა ყოველთვის კმაყოფილი მისი გავლენის არეალში ვაშინგტონის გააქტიურებით. ამ მხრივ, მინიშნებას წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ორგანო „კრასნაია ზვეზდაში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ეხებოდა ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე აშშ-ის სახსრებით გახსნილ საგუშაგოს. სტატიაში ეწერა:

„ეს არ ნიშნავს აშშ-ის სრულ სამხედრო ყოფნას, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ყველაფერი მცირედით იწყება.“

ბრაუნფილდი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს არ შეხვედრია მოსკოვში, თვლის, რომ რუსეთსა და აშშ-ს ერთნაირად აწუხებთ ნარკოტიკების პრობლემა ამ რეგიონში. მისივე თანახმად, ახალი ინიციატივა არ ითვალისწინებს აშშ-ის ან რუსეთის ფართო ყოფნას რეგიონში.

ავღანეთის როლი და ადგილი რეგიონის ქვეყნების პოლიტიკაში

ახალი აბრეშუმის გზა

2011 წელი ავღანეთისთვის განსაკუთრებული იყო. 10 წელი გავიდა IAF-ის ოპერაციის დაწყებიდან. ამასთან, სწორედ 2011 წელს ალ-ქაიდას ლიდერის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეციალური დანიშნულების ოპერაცია გარდამტეხი იყო როგორც ამ ქვეყნისთვის, ასევე კოალიციური ძალებისთვის.

უსამა ბინ ლადენი და მისი მთავარი თანაშემწეები მკვდრები არიან, თუმცა ამ დრომდე საფრთხე რეალურია. ალ-ქაიდას ფილიალები ჯერ კიდევ განაგრძობენ ფუნქციონირებას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ უჯრედის ხელმძღვანელობა ჩამოშლილია და მათი შესაძლებლობები შესუსტებულია.

პენტაგონის ანგარიშის თანახმად, თალიბანის იერიშები კლებულობს ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე. კონგრესისადმი წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ისა და მოკავშირეების წარმატებამ უზრუნველყო უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთსა და სხვა რეგიონებში, მაშინ როცა თალიბებმა ვერ მოახერხეს დაებრუნებინათ მათი ყოფილი გამაგრებული პუნქტები ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში. პენტაგონის ანგარიში მოიცავს პერიოდს 2001 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე, რომლის დროსაც “მტრის მიერ წარმოებული იერიშების” რაოდენობა იყო 2500 (2010 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენები – 4000 იყო).

 

მაჩვენებლების კლების მიუხედავად, ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მეამბოხეებს ძლიერი ბანაკები აქვთ პაკისტანში, ისევე როგორც ნაკლოვანებები აქვს ავღანეთის მთავრობასაც, რაც საფრთხეს უქმნის პროგრესს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ და კარგად ხედავენ ავღანეთსა და პაკისტანში არსებულ პრობლემებს. ამასთან მნიშვნელოვანია იმ კითხვების არსებობა, რომელიც ისმის არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ბრიუსელსა და კოალიციური ძალების მონაწილე სახელმწიფოების დედაქალაქებში. ასევე, აღნიშვნის ღირსია ის შედეგები, რომელიც უკვე მიღწეულია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, დღევანდელ დღეს ავღანეთში კვლავ რთული ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ კოალიციამ და ავღანური უსაფრთხოების ძალებმა ძირითად მიმართულებებზე თალიბანის იმპულსი შეცვალეს.

 

ავღანურმა უსაფრთხოების ძალებმა ქვეყანაში სიღარიბისა და კორუფციის უდიდესი პრობლემის მიუხედავად, დიდი გზა გაიარეს, ისინი ყოველდღიურად იღებენ სულ უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ სახელმწიფოზე.

 

ათი წლის წინ სკოლებში მხოლოდ ბიჭები სწავლობნენ საერთო რაოდენობით – ერთ მილიონამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად კი სკოლებში 7 მილიონზე მეტი დადის და მათი 40 პროცენტი გოგონაა.

 

კოალიციამ და ავღანურმა ძალებმა გააძლიერეს ზეწოლა თალიბებზე, ჰაყანის ქსელებზე და სხვა მებრძოლებზე, ამასთან ცოტა ხსნის წინ დაიწყო ოპერაცია ავღანეთის აღმოსავლეთით, რაც ამ ბრძოლის ნაწილია.

 

გენერალი დემპსი, დირექტორი პეტრეუსი და სახელმწიფო მდივანი კლინტონი იმყოფებოდნენ ისლამაბადში, სადაც პირდაპირი გზავნილი გაკეთდა – პაკისტანი უნდა შეუერთდეს კოალიციას “ჰაყანის ქსელების” შევიწროვების საქმეში საზღვრის ორივე მხრიდან და მოხდეს თავშესაფრების დახურვა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, იკვეთება პაკისტანის სურვილი, მეტი წვლილი შეიტანოს საკუთარი და რეგიონის უსაფრთხოების საქმეში. მხოლოდ ბოლო ათი წლის მანძილზე პაკისტანმა 5 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, ათიათასზე მეტი მშვიდობიანი კი დაიღუპა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საერთო უსაფრთხოების ხედვა, რომელიც მისაღებია ყველასათვის.

 

მეორე მიმართულებაა ავღანური სამშვიდობო პროცესი. ამბოხებულებმა უარი უნდა თქვან ძალადობაზე, ალ-ქაიდასთან თანამშრომლობაზე და დაიცვან ავღანეთის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, მათ შორის ქალთა და უმცირესობათა უფლებები.

 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ავღანეთის ექს-პრეზიდენტ რაბანის მკვლელობა იყო დიდი დარტყმა. მიუხედავად ამისა, ავღანელებს მტკიცედ სჯერათ, რომ შერიგება შესაძლებელია და აშშ-ც მხარს დაუჭერს მშვიდობას და სტაბილურობას ამ რეგიონში.

პაკისტანს აქვს კრიტიკული როლი და გააჩნია დიდი დაინტერესება ამ პროცესის შედეგის მიმართ, ამიტომ შეერთებული შტატები ისლამაბადს განიხილავს, როგორც ხელშემწყობს თალიბებისა და სხვა მებრძოლების შემორიგების პროცესში.

 

ჩვენ ვმუშაობთ ავღანეთის მთავრობასთან მესამე მიმართულებითაც, რაც გულისხმობს პოტენციალისა და შესაძლებლობების გაჩენას ავღანეთში, პაკისტანსა და მთლიანად რეგიონში. ეს არის ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესება, რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები და მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ოჯახების რჩენა.

 

და ბოლოს მუშავდება გაფართოებული, გრძელვადიანი პერსპექტივები რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის, რასაც უკვე დაერქვა ახალი აბრეშუმის გზა. ამ პროცესში ავღანეთი, ინდოეთი და პაკისტანი კომერციულ ფრონტზე ერთად დგანან.

ასე რომ, სამი პრინციპი – ბრძოლა, საუბარი და შენება – ერთდროულად ხორციელდება, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებით, რეგიონის მშვიდობიანობის და სტაბილურობის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია.

 

თურქმენული გაზის საბადოებს შეუძლიათ დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნები ენერგიაზე პაკისტანსა და ინდოეთში და მოახდინოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შემოსავლების უზრუნველყოფა ავღანეთისა და პაკისტანისთვის, ტაჯიკური ბამბა შესაძლოა იქცეს ინდოეთისთვის თეთრეულის წარმოების მნიშვნელოვანი ნედლეული, ავეჯი და ხილი- ავღანეთიდან კი შესაძლოა ნახოს თავისი ადგილი ასტანის, მუმბაისა და სხვა ქალაქების ბაზრებზე.

 

 

პენტაგონის ანგარიშის თანახმად, თალიბანის იერიშები კლებულობს ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე. კონგრესისადმი წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ისა და მოკავშირეების წარმატებამ უზრუნველყო უსაფრთხოება ქვეყნის სამხრეთსა და სხვა რეგიონებში, მაშინ როცა თალიბებმა ვერ მოახერხეს დაებრუნებინათ მათი ყოფილი გამაგრებული პუნქტები ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებში. პენტაგონის ანგარიში მოიცავს 1 აპრილიდან 30 სექტემბერამდე პერიოდს, რომლის დროსაც „მტრის მიერ წარმოებული იერიშების“ რაოდენობა იყო 2 500, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი იყო 4000 – იერიში. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ მეამბოხეებს ძლიერი ბანაკები აქვთ პაკისტანში, ისევე როგორც ნაკლოვანებები აქვს ავღანეთის მთავრობასაც, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ყოვლისმომცველ პროგრესს.

 

2010 წლის იანვარში კორდინაციისა და მონიტორინგის გაერთიანებულმა საბჭომ, ოფიციალურმა გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ, ავღანეთისა და საერთაშორისო საზოგადოების კორდინატორმა, მხარი დაუჭირა ავღანეთის ეროვნული არმიის გაზრდას 171 600-ით და ავღანეთის ეროვნული პოლიციის გაზრდას 130 000-ით 2011 წლის ოქტომბერისათვის. 80 ათასი პოლიციელით და სამხედროთი გაიზარდა ძალები 2009 წლის დეკემბრიდან. დღეისათვის ავღანეთის უსაფრთხოების ძალები 290 ათას კაცს შეადგენს, (164 ათასი ავღანეთის არმია) და (126 ათასი პოლიცია) 2011 წლის ოქტომბერში ძალების ზრდა 95% მიაღწევს.

2011 წლის 22 მარტს პრეზიდენტმა ყარზაიმ დაასახელა პირველი ავღანური პროვინცილები და რაიონები, სადაც მოხდება მმართველობის გადაბარება და უსაფრთხოებაზე ავღანეთის მთავრობა აიღებს პასუხისმგებლობას. ეს არის 7 არეალი, რომლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ავღანეთის უსაფრთხოების ძალები აიღებენ და “აისაფს” ექნება მხარდამჭერი როლი.

 

ავღანეთის ეროვნული არმია და საჰაერო ძალები

ავღანეთის ეროვნული არმია მოიცავს 6 შტაბს და დედაქალაქის ერთ დივიზიას.

არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ავღანეთის ეროვნული არმია ორიენტირებულია ქვეით შეიარაღებულ ძალაზე. ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისია ფოკუსირებულია, რომ ავღანეთის არმია განავითაროს შემდეგ შესაძლებლობებზე: სამხედრო პოლიცია, დაზვერვა, მარშრუტების გაწმენდა, საბრძოლო მხარდაჭერა და ლოჯისტიკა. ნატო მხარს უჭერს და ეხმარება სასწავლო ცენტრების და ავღანეთის თავდაცვის უნივერსიტეტის და მისი შტოების განვითარებაში. 12-დან 11 სასწავლო ცენტრი უკვე ფუნქციონირებს.

2008 წელს შეიქმნა ავღანეთის საჰაერო ძალები, სადაც დღეისათვის 4 ათასი კაცი მსახურობს და 56 მფრინავი საშუალება ჰყავთ, რომლის შემადგენლობაშციაა: 35 მი-17, ცხრა მი-35 ვერტმფრენი. იმისათვის, რომ საჰაერო ძალები გახდეს ბრძოლისუნარიანი და მძლავრი, 2016 წლამდე უნდა მოხდეს მფრინავი საშუალებების 140-მდე და პერსონალის 8 ათასამდე გაზრდა. საჰაერო ძალები არის აუცილებელი ელემენტი ავღანეთის ანტიტერორისტული, ანტიმეამბოხე ოპერაციისათვის. ქვემეხებით შეიარაღებული ვერტმფრენები არის მსუბუქი, მაგრამ საბოლოო ჯამში ავღანეთის ძალებს აძლევს საშუალებას, რომ დამოუკიდებლად წარმართონ ოპერაცია. ავღანეთის საჰერო ძალები, ასევე მოიცავს საჰაერო სამედიცინო საევაკუაციო და განსაკუთრებულ შემთხვევათა სამედიცინო ნაწილებს, რომლებმაც სამედიცინო მომსახურება შორ არეალში უნდა მოახდინონ. სამაშველო ოპერაციები მოიცავს სიცოცხლის გადარჩენას, დაზარალებულთა დახმარებას ბუნებრივი კატასტროფების დროს, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო წყალდიდობა ყანდაარში.

 

“რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხარისხი უმნიშვნელოვანესი”

ნატოს საწვრთნელი მისიის კურსებმა ავღანეთში გასულ წელს უფრო დიდ ხარისხს მიაღწია. 4 არეალში ავღანეთის უსაფრთხოების ძალების პრაქტიკული განვითარება მოხდა, მომზადდა სარდლობა, ჩატარდა ავღანელი ინსტრუქტორების და სნაიპერების ტრენინგები.

ლიდერების ტრენინგები: ავღანეთის არმიის უნტერ-ოფიცრებს ჩაუტარდათ მმართველობის განვითარების კურსები, გაწვრთნილთა რაოდენობა 2009 წლის ნოემბერში იყო 1950, დღეს კი არის 16 ათასი.

 

ტრენინგები ინსტრუქტორებისათვის: როდესაც ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისია დაიწყო, მაშინ მხოლოდ 2 ქვეყანა და 30 ინსტრუქტორი იყო, დღეს კი ნატო ამაყობს 33 ქვეყნით და 1400-ზე მეტი ინსტრუქტორით.

განათლება: 2009 წლისათვის ახალი რეკრუტების 86% გაუნათლებელი იყო. შეიქმნა სავალდებული საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ტრენინგებს უტარებენ 2200 ავღანელ ინსტრუქტორს, რომლებიც მოამზადებენ ავღანელებს. დაგეგმილი არის, რომ 2011 წლის ბოლოსათვის ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 50%-ს ექნება პირველი რანგის სწავლების დონე.

 

ნატოს სასწავლო ცენტრი ავღანეთში მხარს უჭერს თვითგანვითარებად ინსტიტუტებს. გახსნილი არის ავღანეთის სასაზღვრო პოლიციის სკოლა და ეროვნული პოლიციის კოლეჯი. ნატო მათ უწევს დახმარებას ტრენინგების სახით. დამატებით ეროვნული პოლიციის სასწავლო ცენტრი გაიხსნა ვარდაკში და 2012 წლის მარტში ავღანეთის ეროვნული პოლიციის აკადემია გაიხსნება ქაბულში.

 

9/11/ 10 წლის შემდეგ, ავღანეთი უსაფრთხო მომავლის მოლოდინში

 

9 სექტემბრის ტრაგედიას, მსოფლიოში ცვლილებების დაწყების პერიოდად ასახელებენ. 10 წლის შემდეგ მსოფლიოში ტერორიზმის კუთხით ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა.

10 წლის შემდეგ, NATO-ში აცხადებენ, რომ ძირითადი მისია შესრულებლია – ალ-ქაიდა და მისი ლიდერები განადგურებულია, თუმცა ბრიუსელშიც და ქაბულშიც ათვითცნობიერებენ, რომ პრობლემები საკმარისად რჩება. სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება დაშვებული შეცდომების შესახებ. ქაბულში მყოფი მაღალი რანგის NAთO-ს სამხედრო ჩინოსანი აცხადებს, რომ რეალურად შეცდომების სწორად აღქმა 5-ოდე წლის წინ – 2006-ში მოხდა.

სამხედრო ჩინოსნები აცხადებენ, რომ მათ მცირე ოპერაციების წარმატების იმედი ქონდათ, რაც სწორი არ აღოჩნდა. შეცდომა იყო ისიც, რომ თალიბანი სტრუქტურად მიიჩნეოდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ისინი ლოკალურად და უმართავად მოქმედებდნენ დღემდე.

დღეისათვის, ყოველ ღამით, NATO-ს სპეციალური დანიშნულების ძალები სხვადასხვა პროვინციებში და მათ სოფლებში ოპერაციებს ატარებენ თალიბების აყვანის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარე ამ”ნეიროქირურგიული ოპერაციების 85 პროცენტი საცეცხლე კონტაქტით არ სრულდება.

ნადრიობა თალიბანის მცირე და საშუალო რგოლის ლიდერებზე მიმდინარეობს.

არსებული პრობლემები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარე ფაქტორებზეც მიუთითებს. სულ უფრო ხშირად ისმის პაკისტანის სახელი.

ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის დიდი მონაკვეთის სრულად გაკონტროლება დღემდე შეუძლებელია, თალიბანის ზედა ეშელონების – მაღალი რანგის მეთაურობის იქ ყოფნა, (ალ-ქაიდას ლიდერის უსამა ბინ ლადენის აყვანის ოპერაციაც პაკისტანში ჩატარდა), ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

აზიზ მუჰამედი – ახალგაზრდა ავღანელია, რომელიც ირანიდან ბამიანის (ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი) პროვინციაში 6 წლის წინ დაბრუნდა, ამბობს, რომ ცხოვრება რეგიონში საკმაოდ რთულია. მიზეზად კი ყარზაის (ავგანეტის ამჯამინდელი პრეზიდენტი) ხელისუფლებას ასახლებს, რომელიც მისივე თქმით, ხაზარებს არ წყლობს (ბამიანის პროვინცია ძირითადად ხაზარებითაა დსახლებული. რელიგიური რწმენა – 80% შიიტია, 20% კი სუნიტი).

აზზიზი ამბობს, რომ სახელმწიფოს განვითარების პროგრამებში ბამიანს ბოლო ადგილი უკავია, პირველ და მეორე კი პუშტუნებით დასახლებულ რეგიონებს.

ბამიანი უძველესი პროვინციაა, რომელზეც აბრეშუმის გზის ნაწილი გადიოდა, ხაზარები ამით დღესაც ამაყობენ და დასძენენ, რომ რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიმარტულება ტურიზმია.

გასულ წელს პროვინციას 3-5 ათასამდე ტურისტი სტუმრობდა, რაც აზიზის თქმით, მომავალი კეთილდღეობის წინაპირობაა.

ბამიანის პროვინციის მთავრობის მეთაურის ქალბატონ აბიბა სარაბის (პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსი) განცხადებით, დისკრინიმაციას ხაზარების მიმართ 1950 წლებიდან ქონდა ადგილი, თუმცა დღეს ეს ვითარება შეცვლილია, ხაზარებს ადგილები აქვთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლბაშიც.

რეგიონის ძირითადი პრობლემა გზების არ არსებობა იყო, რაც პროვინციას ჩაკეტილს ხდიდა, რადგან წელიწადში 6 თვის მანძილზე გზებზე გადაადგილება ზამთრის პერიოდში შეუძლებელი იყო.

შემდეგი პრობლემა კი ელექტროენერგიაა, რომელიც რეგიონს წლების მანძილზე არ აქვს.

ამაჟამად ბამიანს გააჩნია საკუთარი სკოლები და უნივერსიტეტიც, სადაც მამაკაცების გარდა, გოგონებიც ღებულობენ განათლებას.

 

მომავლის ხედვა

2014-ში ტრანზაქციის პროცესი იწყება, რაც ავღანეთიდან ISAF-ის ძალების ეტაპობრივ გამოყვანას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, პირველ ეტაპზე 33 000 ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს ქვეყნას.

მოხდება პროვინციების ეტაპობრივი გადაბარება ავღანურ უსაფრთხოების ძალებზე.

ბამიანი, ქაბული და კიდევ რამდენიმე პროვინციაში, სადაც გადაბარება უკვე მოხდა, ISAF-ის ხელმძღვანელობა ვითარებას ყურადგებით აკვირდება, მათ შორის თალიბანის რეაქციასაც სწავლობს.

თუმცა ზუსტად ორი კვირის წინ, მასშტაბური აფექეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. ბოლო ათის წლის მანძილზე პირველად, რამდენიმე თვითმკვლელმა ერთდროულად თავი აიფეთქა ქაბულში ამერიკის საელჩოსთან, ISAF-ის შტაბ-ბინასთან და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლესტან.

აფეთქებებს ერთდროული ცეცხლის გახსნა მოყვა თავდამსხმელების მიერ, RPG-ებიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან.

ერთ-ერთი ჭურვი სასკოლო ავტობუსს მოხვდა, რომელსაც ბავშვები გადაყავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

როგორც ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთი კოორდინირებული თავდასხმა ბოლო 10 წლის მანძილზე არ ყოფილა. შეტაკება მთელი დღის მანძილზე გრძელდებოდა, სროლის ხმა – თავდასხმიდან 19 საათში შეწყდა.

საელჩოს და ISAF-ის შტაბ-ბინის თანამშრომლები არ დაშავებულან.

პირველი აფეთქება შაჰ-მასუდის მოედნის სიახლოვეს მოხდა, თალიბანის განცხადებით, სამიზნე ამერიკის საელჩო იყო. მოედანი აეროპორტის გზაზეა, რომლის სიახლოვესაც მწვანე ზონა მდებარეობს (მწვანე ზონაშია განთავსებული უცხო ქვეყნების საელჩოები და ISAF-ის შტაბ-ბინა).

თავდასხმა უკავშირდება 11 სექტემბერს. ქაბულში აცხადებენ, რომ მსგავსი კოორდინირებული თავდასხმა ბოლო 10 წლის მანძილზე არ ყოფილა.

NATO-ს სტრატეგია ავღანური უსაფრთხოების ძალების მომზადება და დახმარებაა. თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით ავღანური არმია მეტს საჭიროებს და მათი აღჭურვილობა სასურველისგან ჯერ კიდევ შორს არის. უკვე მომზადებულია 120 ათასამდე ავღანელი ჯარისკაცი.

 

2014 წელს ავგანეში ახალი პროცესი იწყება, საპრეზიდენო არჩევნების პარალელურად, კაოლიციური ძალების ეტაპობრივი გაყვანა იგეგმება. ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის უნდობლობა ემატება.

ბრიუსელშიც და ქაბულშიც აცხადებენ, რომ მიუხედავად გარკვეული პროგრესისა უნდობლობა და კორუფცია სახემწიფოს სხვადასხვა ეშელონებში, მათ შორის პოლიციაში, სახელმწიფოებრიობას დიდ საფრთხეს უქმნის.

 

 

ავღანური პოლიცია:

  ავღანეთის ეროვნული პოლიციის ძირითადი შტოები მოიცავს:

ავღანეთის მუნდირიანი (უნიფორმიანი) პოლიცია: რომელიც მიმაგრებულია რაიონებზე, პროვინციებზე და რეგიონებზე. ეს ასევე მოიცავს საგზაო პოლიციას, სახანძრო და სამაშველო ბრიგადებს, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაცვის ძალებს. მთლიანობაში დაახლოებით არის 92, 500 კაცი.

ავღანეთის ეროვნული სამოქალაქო წესრიგის პოლიციას: ეს არის სპეციფიკური საპოლიციო ძალები, რომელიც გაწვრთვნილია და აღჭურვილია სამოქალაქო არეულობის წინააღმდეგ (აღსაკვეთად.) ეს პოლიციის ნაწილი მზად არის, რომ აღასრულოს კანონი და შეინარჩუნოს წესრიგი. პოლიციის ეს ნაწილი მოიცავს 10 000 კაცს.

ავღანეთის სასაზღვრო პროვინცია: ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია და პასუხიმგებელია საზღვრების უსაფრთხოებაზე. როგორც ქვეითების ასევე სამანქანო გზების გამშვებ პუნქტებზე, აგრეთვე 5 საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო ზონებზე. სასაზღვრო ძალები შეადგენს 19 600 კაცს.

2010 წლის აგვისტოში ავღანეთის მთავრობამ ჩამოაყალიბა ადგილობრივი (ლოკალური) პოლიცია, რომელიც სპეციალურად შერჩეულ ადგილებშია განთავსებული და ეხმარება ავღანეთის მთავრობას მმართველობის განმტკიცებაში. ლოკალური პოლიციელების რეკრუტებს ამტკიცებს ან ვეტოს ადებს ადგილობრივი შურა (კომიტეტები) და რაიონის პოლიციის უფროსი. ლოკალურ პოლიციას კონსულტაციას უწევს საერთაშორისო ძალები, მონიტორინგს კი შურა, ადგილობრივი პოლიციეს უფროსი, პროვინციის ან რაიონის გუბერნატორი და შინაგან საქმეთა მინისტრი უწევენ. ლოკალური პოლიციის ჯგუფები მცირე ზომის დანაყოფებისგან შედგება. ჯგუფები ანგარიშ აბარებენ საზოგადოებას, ლოკალურ პოლიცას არა აქვს უფლება გამოძიების ან დაკავების. ლოკალური პოლიცია არის სპეციალურად შექმნილი, რომელიც ასრულებს ხიდის ფუნქციას, მანმადე სანამ სრულად არ მოხდება ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შევსება და მათი სრულად გაწვრთვნა, ხოლო მას შემდეგ რაც სრულყოფილად ჩამოყალიბდება ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ლოკალური პოლიცია შეიძლება გააუქმონ ან გააერთიანონ ავღანეთის ეროვნულ პოლიციასთან. დღეისათვის ლოკალურ პოლიციას 40 ოპერაციულ წერტილში მდებარეობს და პირადი შემადგენლობა 6, 100 რეკრუტს მოიცავს.

 

 

ძალაუფლების გადასაცემი განსაკუთრებული ადგილების კრიტერიუმები:

ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს უნარი შესწევს, საკუთარ მხრებზე აიღოს დამატებითი ამოაცანები აისაფის ნაკლები (შემცირებული )მხარდაჭერით.

უსაფრთხოება არის ის დონე, რომელიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას განახორციელონ Yყოველდღიური რუტინული აქტივობები.

ადგილობრივი მთავრობა საკმაოდ განვითარებულია, ასე რომ აისაფის მხარდაჭერის შემცირებს შემდეგ უსაფრთხოებას ძირი არ გამოეთხრება.

აისაფი ზუსტად პოზირდება, როცა თვითონ ამცირებს ძალებს და ავღანეთის ძალების სიმძლავრე კი იზრდება და საფრთხეების დონე მცირდება.

ძალაუფლების გადასაცემის შეფასებისას უნდა მხედველობაში მივიღოთ, რომ ავღანეთის მთავრობას შესაძლებლობა და უნარი აქვს, რომ განახორციელონ კანონი, მართონ სახალხო ადმინისტრაცია, როგორც ეროვნულ ასევე ადგილობრივ დონეზე, ასევე აქვთ უნარი, რომ შეინარჩუნონ სოციო-ეკონომიკური განვითარება.

 

 

არმია – 20 დან 17 ბრიგადა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეფასების მიხედვით არის ასეთ დონეზე.

ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები (ფაქტები-მონაცემები)

თავდაცვის მინისტრი გენერალი აბდულ რაჰიმ ვარდაქი. გენერალური შტაბის უფროსი გენერალი შერ მოჰამედ ქარიმი

 

მონაცემები: რაოდენობ 164 003

სტრუქტრურა:

6 კორპუსი

1 დედაქალაქის დივიზია

1 სპეციალური ოპერატიული ძალები

1 სახმელეთო ძალების ხელმძღვანელობა

საჰაერო ძალები 55 საფრენი აპარატი 15 მაისი 2011

 

ჯერ კიდევ 2001 წლის ბონის კონფერენციაზე გადაწყდა 70 000 ავღანელი ჯარისკაცის მომზადება. დღეს კი მომზადებული არმიის რიცხოვნობა 170 000-ს შეადგენს. ოფიციალური ქაბულის პროგნოზით 2014 წლისთვის ეროვნული ჯარი 200 000-მდე გაიზრდება.

ავღანეთის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მილიარდ 450 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ახალი ეკიპირებისთვის, მათ შორის 500 ტანკის შეძენისთვის.

არმიის ძირითადი მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყანაში.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალი ბესმულა მოჰამადი. მინისტრის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში აბდულ რაჰმანი

მონაცემები: შემადგენლობა 126,291

 

ანაკონდას სტრატეგია მეამბოხეების წინააღმდეგ ავღანეთში

 

სარწმუნო დამაჯერებელი ხმები, სტრატეგიული კომუნიკაციები, მუშაობა სახელმწიფოებთან რომლებსაც აქვთ ცნობები, წყაროები.

პაკისტანის ჩართვა, საზღვრის გადაკვეთის წერტილების გაუმჯობესება. სამუშაო პროგრამები, ეკონომიკური განვითარება.

განათლება, საბაზისო უწყებები, კანონის აღსრულება. ავღანური შესწორებების მხარდაჭერა, დაკავებულ პირთა რეაბილიტაცია, შურების გამოშვება. გამჭვირვალეობა, ანტინარკოტიკულური ბრძოლები. აზრვერვა, ბიომეტრია. პოლიტიკა მთავრობა რეინტეგრაცია, ანტი-კორუფციული ზომები. ანტიტერიოტრისტული ძალები, ავღანეთის სპეციალური ძალები, ავღანეთის ლოკალური პოლიცია.

 

ტრანზაქციის პროცესი, ანუ ავღანეთიდან კოალიციური ძალების გამოყვანა და უდაფრთხოების ავღანურ ძალებზე ეტაპობრივად გადაცემა ბრიუსელსა და ქაბულში საუბრისა და განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემაა.

კონტროლის მექანიზმების ადგილობრივ არმიაზე და პოლიციაზე გადაცემა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ამ პროცესში საქართველოდან გაგზავნილი ინსტრუქტორებსაც შეაქვთ საკუთარი წვლილი.

ავღანეთის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მილიარდ 450 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ახალი ეკიპირებისთვის, მათ შორის 500 ტანკის შეძენისთვის.

არმიის ძირითადი მიზანია ტერორიზმთან ბრძოლა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყანაში.

 

2008 წელს შეიქმნა ავღანური სამხედრო-საჰაერო ძალები. 4000-ანი შემადგენლობით და 56 მფრინავი საშუალებით, მათ შორის 35 მი-17 და 9 მი-35 ტიპის ვერტმფრენის ჩათვლით. ეს ძირითადი საწყისია იმისთვის, რომ საჰაერო ძალების რიცხოვნობა 8 000მდე გაიზარდოს.

როგორი იქნება ავღასნეთის როლი მომავალში, უკვე 2014 წლის შემდეგ, ამის თაობაზე არამხოლოდ მოკავშირეები აკეთებენ ანალიზს, არამედ მსოფლიოს ყველა ძირითადი მოთამაშე ქვეყანა.

გარკვეული საფრთხე შეექმნა რუსეთის ფედერაციას, რადგან კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ მოსალოდნელია, რომ თალიბების, ჰაყანის (ჰაკანის) ქსელების და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები გააქტიურდნენ ისეთ რეგიონში, როგორიცაა ცენტრალური აზია.

მით უმეტეს, რომ ოფიციალური მოსკოვი უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. ევრაზიული გაერთიანების იდეით რუსეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინი 2011 წლის მეორე ნახევარში გამოვიდა. ამასთან, ტაჯიკეთზე იმავე წლის ბოლოს დაიწყო პოლიტიკური წნეხი რუსული სამხედრო ობიექტების მის ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე.

ცენტრალური აზიის სახით, რომელიც გარკვეულწილად რუსეთის სატელიტად მოიაზრება, მოსკოვს სურს ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა, რათა შეზღუდოს ტერორიზმისა და ნარკოტიკების შედინება რუსეთის ტერიტორიაზე.

თავის მხრივ, ამ ჭრილში შესაძლოა რუსეთი ნატოს მოკავშირეც გახდეს და ევროპისთვის ერთგვარი ფილტრის როლიც კი შეასრულოს. ეს სცენარის ერთი ვარიანტია.

ამ სცენარის მიხედვით, რუსეთი ემზადება ჩინური გამოწვევისთვის, რადგან მოსკოვის გათვლებით უახლოეს 15 წელიწადში ჩინეთი იქცევა რუსეთის ფედერაციის ძირითად საფრთხედ.

მეორე სცენარის თანახმად, რომელზეც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს, აბრეშუმის გზაა. რეგიონული ინდოეთ – პაკისტან – ავღანეთის თანამშრომლობა (პირველ რიგში სავაჭრო ხასიათის).

მესამე სცენარი: აშშ-ს მიერ ირანზე დარტყმის შემთხვევაში, ირანული ტერორისტული ჯგუფების მომზადება სწორედ ავღანეთის ტერიტორიაზე მოხდება და რეგიონი გადაიქცევა ტერორიზმის ბუდედ.

 

Entry filed under: NEWS. Tags: .

ჰაკანის როლი იზრდება თომას კოსენდაი თბილისში

1 Comment Add your own

  • 1. პროექტის შესახებ «  |  June 1, 2012 at 11:25 am

    […] ხელმძღვანელები: ნინო ჟიჟილაშვილი, გიორგი ცხვიტავა WARNING: შეგახსენებთ, ბლოგზე […]

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

April 2012
M T W T F S S
« Mar   May »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: