ერთი გამოუყენებელი გამარჯვება

March 16, 2012 at 10:41 am Leave a comment

თემურ ჩაჩანიძე

2010 წლის შემოდგომაზე სოხუმში ისტორიკოს ვალიკო ფაჩულიას 560 გვერდიანი წიგნის `ქართულ-აფხაზური ომი 1992-1993 წწ. (საბრძოლო მოქმედებები)~ პრეზენტაცია შედგა.

აფხაზებმა ქართულ-აფხაზური ომის ანალიზს, ცალკეულ ქვედანაყოფთა მონაწილეობას უკვე რამდენიმე წიგნი მიუძღვნეს და ყოველი ახალი გამოცემა ომის `ობიექტურ~ შეფასებაზე აცხადებს პრეტენზიებს.

ფაჩულიას წიგნიდან გამოქვეყნებული ნაწყვეტებით თუ ვიმსჯელებთ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციურობით ის სხვა ავტორთა მსგავსი `გამოკვლევებისაგან~ დიდად არ განსხვავდება.

მაგრამ ერთ შემთხვევაში ყველა აფხაზი ავტორი ობიექტურობას ასე თუ ისე ინარჩუნებს, როცა საუბარი 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე განხორციელებულ შეტევას შეეხება. იმ შეტევაზე, რომელმაც სეპარატისტთა ძალების იმდენად მძიმე მარცხი მიაყენა, რომ მისი შელამაზება დღესაც ვერ ხერხდება.

1993 წლის გაზაფხულისთვის აფხაზეთის არმია მეტ-ნაკლებად ორგანიზებულ ძალას წარმოადგენდა და ბატალიონებისა თუ ცალკეულ საბრძოლო ჯგუფებისაგან შედგებოდა, ხოლო მეთაურები და პირადი შემადგენლობა გარკვეულ სამხედრო გამოცდილებას ფლობდა.

რუსეთის ზურგსამოფარებული აფხაზები რუსი სამხედროებისაგან იარაღის, საბრძოლო მასალებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა დიდ და მრავლფეროვან დახმარებას ღებულობდნენ.

მათივე ინტერესებისათვის მოქმედებდა რუსული საბრძოლო ავიაცია, სასაზღვრო კატარღები და ხომალდები, საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლისა და დაზვერვის საშუალებები და მრავალი სხვა.

სოხუმში შუქურას რაიონში განლაგებული რუსეთის არმიის 901-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ოფიცრები გულდასმით აკვირდებოდნენ ქართული ფორმირებების პოზიციებს და ინფორმაციას გუმისთას გადაღმა გადასცემდნენ.

გუმისთას გამოღმა დარჩენილი სეპარატისტთა თანამოაზრეები კი გუდაუთას რეგულარულად აწვდნენ სადაზვევო ხასიათის მონაცემებს.

გუდაუთაში დისლოცირებული 345-ე საპარშუტო-სადესანტო პოლკის ოფიცრები სეპარატისტთა ქვედანაყოფების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ზოგიერთები კი სამსახურს აფხაზურ ფორმირებებში აგრძელებდნენ.

სეპარატისტთა ლიდერები საქართველოს შიდა პრობლემებში კარგად იყვნენ ჩახედულნი, ქართულ ფორმირებებში არსებული მდგომარეობა იცნობდნენ და მიაჩნდათ, რომ მისი შესაძლებლობები ამოწურული იყო.

მოწინააღმდეგე ფლობდა ინიციატივას, აქტიურობდა და ნებისმიერი შეტაკების ყოველთვის საკუთარი გეგმით განვითარებას ცდილობდა.

შექმნილ გარემოებათა გათვალისწინებით აფხაზ ხელმძღვანელობაში მომწიფდა შეხედულება, რომ ძლიერი შეტევით სოხუმის დამცველთა მორალური სულისკვეთების გატეხვასა და ქალაქის აღებას შეძლებდნენ. მით უფრო, რომ აფხაზებისთვის ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ამოცანა იყო და ყველა ხელსაყრელ მომენტში ისინი ქალაქს უტევდნენ, როგორც ეს 1992 წლის ნოემბერსა და 1993 წლის იანვარში იყო.

ამჯერად შეტევა გაცილებით უკეთესად მომზადდა და ძალებიც ბევრად მეტი გამოიყო.

1993 წლის თებერვლის ბოლოს _ მარტის დასაწყისში ღამის საათებში მდინარე გუმისთას მარჯვენა სანაპიროზე სატვირთო ავტოკოლონებმა გადაადგილებას მოუხშირეს და გარკვეულ ადგილებში რაღაც დროით ჩერდებოდნენ. ეს აქტიურობა შესაძლო შეტევისათვის მზადების შთაბეჭდილების ტოვებდა.

მარტის პირველი რიცხვებიდან მოწინააღმდეგის არტილერია ჩვენი პოზიციების მიმართულებით დრო და დრო შემაწუხებელ-დამღლელ ცეცხლს ხსნიდა, რომელსაც ღამის საათებში მანათობელ ბომბების შუქზე საჰაერო დაბომბვებიც ემატებოდა.

პროფესიულად დაგეგმილ-მომზადებული საარტილერიო-საავიაციო დაბომბვები თითქმის ერთსა და იმავე დროს იწყებოდა და პოზიციებზე მყოფი მებრძოლების ნერვებზე თამაშობდა.

იგრძნობოდა, რომ აფხაზები შეტევას ამზადებდნენ, მაგრამ შეტევის მიმართულებები, მონაწილე ძალები და დრო უცნობი რჩებოდა.

1993 წლის მარტის მეორე ნახევრისათვის აფხაზურმა სარდლობამ გუმისთას ფრონტის (სიგრძე 65 კმ) ვიწრო, 17 კმ-იანი მონაკვეთის რამდენიმე მიმართულებაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები განალაგა.

არასრული მონაცემებით შეტევაში მონაწილეობისთვის აფხაზებმა გამოიყვანეს: 1-ელი მოიერიშე, 1-ელი, მე-3, მე-5, ათონი-ეშერას ბატალიონები, საბრძოლო ჯგუფები _ `ევკალიპტი~, `უჩიტელი~, `ურაგანი~, `ბაბადუ~ და სხვ., ყაბარდოელთა ჯგუფი `კაბარდა~, ჩრდილო და სამხრეთ ოსების გაერთიანებული რაზმი, ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის ასეული და სხვა ფორმირებები.

მოწინააღმდეგის დაჯგუფება დაახლოებით 5 ათასამდე მებრძოლს ითვლიდა, საიდანაც 700-750 კაცი მთავარ დამრტყმელ ძალას ქმნიდა, რომელსაც I ეშელონის 1500-მდე და II ეშელონის დაახლოებით 2 ათასამდე მებრძოლი ემატებოდა.

აფხაზურ-რუსული ძალების განკარგულებაში იყო: მოიერიშე თვითმფრინავები Су-25-ები და სასწავლო-საბრძოლო L-39-ები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град-ის დივიზიონი, 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები, 120 მმ-იანი საარტილერიო სისტემები Нона, საცეცხლე მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდა 30-მდე ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და სხვ.

გუმისთას მარცხენა სანაპიროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის 231-ე, 232-ე, 233-ე და 236-ე ბატალიონები, გვარდიის რუსთავის ბატალიონი და სოფელ შრომის დაჯგუფება იცავდა.

მომზადდა თავდაცვის მეორე ხაზი, სადაც პოზიციები სამხედრო პოლიციის, ქალაქისა და ბრიგადის კომენდატურის დანაყოფებს ეკავათ.

შუქურას რიონში მზადყოფნაში იმყოფებოდა საზღვაო დივიზიონი და უკრაინელ მოხალისეთა მცირერიცხოვანი რაზმი.

მცირერიცხოვან რეზერვს გორის, შავნაბადას, გაგრის ბატალიონები და სხვა ქვედანაყოფები ქმნიდნენ.

ქართული დაჯგუფება დაახლოებით 4500-4600 მებრძოლს ითვლიდა და მათ განკარგულებაში იყო 34 ტანკი, 35 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რამდენიმე ათეული საარტილერიო სისტემა (24 _ 122 მმ-იანი ჰაუბიცა Д-30, 12 _ 85 მმ-იანი ქვემეხი Д-44, 6 _ 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი КС-19, 12 _ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-21 Град-ი) და სხვ.

მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურის გენერალ-მაიორ ვალერი ქვარაის მონდომებით მომზადდა თავდაცვის მეორე ხაზი, ხოლო პირველი კი _ ინჟინრულად გამაგრდა: საინჟინრო ქვედანაყოფებმა 8 ათასზე მეტი ტანკ და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი დააყენეს, ტანკსაშიშ მიმართულებებზე ტანკსაწინააღმდეგო თხრილები მოეწყო, მომზადდა საცეცხლე წერტილები, ბლინდაჟები, ტრანშეები და სხვ.

გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი კამკამიძის დამსახურებაა, რომ მის მიერ დაგეგმილმა და მითითებების საფუძველზე აგებულმა სოხუმის თავდაცვითმა ზღუდეებმა მოწინააღმდეგეს შეტევის პირველივე საათებში უამრავი სირთულე შეუქმნა.

1993 წლის 15 მარტს 1-45 საათზე აფხაზურმა ფორმირებებმა ცეცხლი გახსნეს. მოწინააღმდეგე ცდილობდა მე-2 საარმიო კორპუსისა და 23-ე ბრიგადის შტაბებისა და მართვის პუნქტების მწყობრიდან გამოყვანას, მაგრამ ბრმა სროლა სათანადო ეფექტს არ იძლეოდა.

დილის 4 საათზე სეპარატისტთა ქვედანაყოფები შეტევაზე წამოვიდნენ და მდინარეზე უკვე წინასაწარ გაბმული თოკებით (ჩქარ დინებას რომ არ წაეღო) მეორე ნაპირზე გადმოვიდნენ.

მთავარი დარტყმა რკინიგზის ხიდის მიმართულებით განვითარდა, ხოლო აჩადარას ხიდისა და სოხუმჰესის მიმართულებებზე შეტევები ყურადღების გადასატანად განხორციელდა.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში 231-ე, 232-ე და 233-ე ბატალიონები აღმოჩდნენ. 232-ე ბატალიონს პოზიციები რკინიგზის ხიდსა და წყალსაქაჩნათ ეკავა. Aაქ შეტევის მოგერიება არ მოხერხდა და მოწინააღმდეგე თავდაცვის სიღრმეში 1200 მეტრით შემოვიდა.

ქალაქში შემოსულ მტერს მე-12 სკოლასთან სოხუმის სამხედრო პოლიციამ (მეთაური სოსო ახალია) და 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა (მეთაური გიორგი ქაჯაია) გზა გადაუღობა, შეაჩერა და შემდეგ ნელ-ნელა უკან დაახევინა.

აფხაზებმა გუმისთა აჩადარას ხიდის მახლობლადაც გადმოლახეს, ე.წ. `მწვანე სახლში~ გამაგრდნენ, მაგრამ წინსვლა ვერ მოახერხეს.

დიდი დანაკარგების მიუხედავად მტერი შეჩერებას არ აპირებდა და ბრძოლებში ახალ-ახალი ძალები შემოჰყავდა. დაძაბულად მიმდინარე შეტაკებებში პოზიციები იმდენად იყო არეული, რომ არტილერიის ან ავიაციის გამოყენებას შეიძლება საკუთარი მხარე დაეზარელებინა.

მტერი ზღვის მხრიდანაც აქტიურობდა. კატარღები ქალაქს უმართავ რაკეტულ ჭურვებს უშენდნენ და შუქურას რაიონში დესანტის გადმოსხმის დემონსტრირება მოახდინეს.

სეპარატისტთა ხელმძღვანელობა არსებული ვითარებაზე სრულ ინფორმაციას ფლობდა, მართავდნენ ოპერაციაში მონაწილე ქვედანაყოფებს და წარმატებაში დარწმუნებულებმა შეტევისათვის მეორე ეშელონის ძალები მოამზადეს.

15 მარტს 17-30 საათზე ქართული არტილერიის ცეცხლმა მოულოდნელად გუმისთას მარჯვენა სანაპიროზე მდინარეზე გადმოსასვლელად მომზადებული ძალების მიმართულებით გადაიტანა.

საარტილერიო გამანადგურებელ-გადამღობმა ცეცხლმა შეტევისათვის მომზადებულ ქვედანაყოფებს უზარმაზარი დანაკარგები მიაყენა.

იმ ბრძოლებში ქართულმა არტილერიამ დაახლოებით 6 ათასი ვაგონი საბრძოლო მასალა გახარჯა.

უნარიანი სარდლობით ქართულმა ფორმირებებმა მოწინააღმდეგეს ისეთი მარცხი მიაყენა, რომ გუმისთას ფრონტზე აფხაზებს ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები აღარ დარჩათ და ქართული ქვედანაყოფების წინსვლას მოელოდა. .

მაგრამ უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროების წინადადება პოზიციების გუმისთას სანაპიროდან ეშერას ზემოთ გადატანაზე არ გაიზიარა და სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რომელიც 1993 წლის სექტემბრის ტრაგედიით დასრულდა.

მოწინააღმდეგის შეფასებები:

1-ლი მსროლელი ბატალიონის მე-3 ასეულის მებრძოლი ასტამურ ცაბარია: `15 მარტს გუმისთას ფორსირება ქიმიური დაცვის კომბინიზონებით რკინიგზის ხიდის მახლობლად მოვახდინეთ. შუა ღამით 5-6 კაციანი ჯგუფები ჯაჭვში ჩაბმულები მარცხენა ნაპირზე გადავედით, შევამოწმეთ ყველანი ვიყავით თუ არა და მოკლე გადარბენებით მოწინააღმდეგის პოზიციებთან დაახლოება დავიწყეთ.

მოულოდნელად ნაღმების აფეთქებისს ხმა გაისმა. ბიჭების ნაწილი დანაღმულ ველს გადაეყარა და აფეთქებებმა ბევრს სხეულის ნაწილები მოაგლიჯა.

მეც დავიჭერი, მაგრამ გადაადგილებას განვაგრძობდი და ბოლო ბარიერის _ კედლის დაძლევისას წინიდან ძოტებმა მიბჯენით ცეცხლი გაგვიხსნეს. თავის გადასარჩენად სასწრაფოდ ქვაბულში ჩავხტით.

გამთენიისას მდინარის გადაღმიდან ჩვენი მეომრების საცეცხლე მხარდაჭერით გამოღწევას შევეცადეთ, მაგრამ საპასუხო გრიგალისებურმა ცეცხლმა ამის საშუალება არ მოგვცა. მდინარის უკან გადალახვა მხოლოდ მეორე დღის საღამოს შევძელით, მაგრამ ძალიან ბევრი მებრძოლი კი დავკარგეთ~.

მე-5 მსროლელი ბატალიონის ასეულის მეთაურის მოადგილე გალუსტ ტრაპიზონიანი: `შეტევა ფრონტის მთელ სიგრძეზე ზღვის სანაპიროდან მთებამდე განვითარდა. 15 მარტს გვიან ღამით ჩვენი ქვედანაყოფი ფრონტის ხაზთან მდებარე ცელოფანის საამქროსკენ დაეშვა და იქ შეტევის მზადყოფნაში მყოფ გუმისთას ფრონტის სხვა ქვედანაყოფებს შეუერთდა.

ორი საათის შემდეგ მდინარეზე გადასვლა დავიწყეთ. მანათობელი მაშხალების შუქზე გრიგალისებური ცეცხლით დაგვხვდნენ, მაგრამ წინააღმდეგო დავძლიეთ და წყალსაქაჩზე ავედით.

ამოცანა იყო _ მანდარინების ბაღით გრეჩკოს ქუჩაზე გასვლა და გუმისთას მასივამდე არ მისული რკინიგზის ბაქანზე შეგროვება.

ჩვენი მოიერიშე ასეულების ამოცანა _ უკან მომავალი ქვედანყოფებისათვის გზის გახსნა იყო.

რადიომოსმენებიდან მოსმენილი საუბარი:

შეტევა, რატომ არ დაიწყო?

ცოტა ხალხი დაგვრჩა, საარტილერიო ცეცხლმა ბევრი გაგვინადგურა!

რამდენი დარჩით?

დაახლოებით 40-მდე!

დაუყონებლივ შეტევა დაიწყე! შენ ხომ აფხაზი ხარ!

Entry filed under: სამხედრო ისტორია. Tags: .

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება საზღვაო კავშირებს აფართოებს ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, პატივს მიაგებენ 31-ე ბატალიონის ოთხი სამხედრო მოსამსახურის ხსოვნას

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

March 2012
M T W T F S S
« Feb   Apr »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: