აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგია

February 13, 2012 at 12:48 pm Leave a comment

ვაშინგტონი ევროპაში ბრიგადების რაოდენობას ანახევრებს

ამერიკის ხმა | ვაშინგტონი

იანვარში, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ გლობალური თავდაცვის სტრატეგიის შესახებ განცხადება გააკეთა, ერთერთი მთავარი ყურადღება აზიის რეგიონს დაუთმო. მისი გადაწყვეტილებით, ამერიკის თავდაცვის ახალი ბიუჯეტი აზიის რეგიონში საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების მომზადებას უნდა დაეთმოს. ამ სტრატეგიამ კი ევროპის უსაფრთხოების შესახებ ახალი კითხვები წარმოშვა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ალ პესინი ლონდონიდან არკვევდა.

ევროპაში შეერთებული შტატების არმიის კორპუსის სარდლობის შეცვლა ჩვეულებრივი საზეიმო ცერემონიით ჩატარდა. თუმცა, ახალმა სარდლობამ კარგად იცოდა, რომ მათი ამოცანა საბრძოლო ძალების განახევრება იქნებოდა. პრეზიდენტის ახალი თავდაცვითი სტრატეგიის თანახმად, ევროპაში მყოფი ოთხი ამერიკული საბრძოლო შენაერთიდან მხოლოდ ორი დარჩება.

ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასთან ერთად ახალი გეგმა საზღვაო და საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში სპეციალური ძალების მიერ ანტიტერორისტული ღონისძიების განხორციელებისთვის იგეგმება.

თუმცა, შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს ევროპის ქვეყნები, რომ მათი უსაფრთხოება კვლავ დაცული იქნება. ვაშინგტონმა გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაგზავნა. ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეც პანეტამ თეთრი სახლის ანალოგიური გზავნილი ჩაიტანა. ამერიკელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ევროპაში კვლავ არსებობს პოტენციური საფრთხეები, ირანის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების ჩათვლით. თუმცა, ეს არ არის იმ დონის საფრთხეები, რაც სახმელეთო ძალების რეაგირებას მოითხოვს.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, მას ევროპიდან ორი ამერიკული ბრიგადის გაყვანა არ აშფოთებს.

„ამერიკის თავდაცვის სტრატეგია ნათელი სიგნალია ევროპელი მოკავშირეებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ზუსტად უნდა გათვალონ თავიანთი პასუხსიმგებლობა საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ იმ ფონის წინააღმდეგ, რაც ეკონომიკური კრიზისის გამო თავდაცვის ბიუჯეტების შეზღუდვას უკავშირდება. ამდენად, ჩვენ გვჭირდება, რომ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობისთვის,“ – განაცხადა რასმუსენმა.

ავღანეთში მომავალი სამი წლის მანძილზე ამერიკული საბრძოლო დანაყოფების შემცირებასთან ერთად ანალიტიკოსები ახალი სამხედრო სტრატეგიის გამოქვეყნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ. ჟილს მერიტი ბრიუსელში მოქმედი უსაფრთხოების და თავდაცვის ანალიტიკური ცენტრის მკვლევარია.

„ვფიქრობ ევროპელები ხედავენ, რომ მათი და ამერიკის ინტერესები კვლავ ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამერიკული გადაწყვეტილება უფრო მეტად მრავალმხრივი გავხადოთ ვიდრე დღესაა,“ – ამბობს მერიტი.

ამერიკის სამხედრო პრიორიტეტების აზიისკენ გადანაცვლება უცბად არ მოხდება. თუმცა, ევროპელ ანალიტიკოსებს და პოლიტიკოსებს „ბებერი კონტინენტის“ უსაფრთხოების დაგეგმვა ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით მოუწევთ.

Entry filed under: NEWS. Tags: , , .

ვაშაძის ვიზიტი ავღანეთში ირანი აზერბაიჯანს მოსადთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

February 2012
M T W T F S S
« Jan   Mar »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: