უცხოური პრესის დაიჯესტს

January 30, 2012 at 3:51 pm Leave a comment

თეონა აქუბარდია

რას აირჩევს საქართველოს ლიდერი, მიბაძავს პუტინს, თუ თავის ხალხს მიენდობა?-ასე ასათაურებს ამერიკული „The Washington Post“ თომას დე ვაალის სტატიას, რომლის ქართულ თარგმანს foreignpress.ge აქვეყნებს. სტატის ავტორს მიაჩნია, რომ ყველაზე რთული საგარეო პოლიტიკური პრობლემა არაპროგნოზირებად პარტნიორთან ურთიერთობაა – მან ზიანიც შეიძლება მოგაყენოს და კარგიც გაგიკეთოს. სწორედ ამ კატეგორიას მიაკუთვნებს დე ვაალი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკაშვილი ავღანეთში ჯარს აგზავნის და რამდენიმე შთამბეჭდავი რეფორმის ავტორიცაა, ის არასტაბილური ლიდერია, ისეთი, რომელიც მუდმივ ყურადღებას ითხოვს. ამის დასტურად ავტორს 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყავს. მისი თქმით 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის რეპუტაცია შელახული იყო და დასავლეთის დედაქალაქებში მას მაღალ დონეზე აღარ იღებდნენ, მაგრამ მან ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ შინაც და გარეთაც რეაბილიტაციისთვის მიეღწია. აშშ–ს პრეზიდენტთან საქართველოს პრეზიდენტის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით თომას დე ვაალი წერს, რომ ეს შეხვედრა დიდწილად განპირობებულია მადლიერების ნიშნად, რადგან საქართველომ თანამშროლობა გადაწყვიტა და უარი თქვა ვეტოს უფლებაზე მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას.

დე ვაალი საკაშვილის საქართველოს აღწერს, როგორც არა-რუსეთის და ანტი-რუსეთის მიქსი.“ „არა-რუსეთი“ გულისხმობს საჯარო სამსახურების რეფორმას, ამას წინათ მიღებულ კანონს რელიგიური უმცირესობებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების შესახებ, პლურალიზმის მყარ ტრადიციას. „ანტი-რუსული“ კი ისეთ ქცევას ჰგავს, რომელიც ვლადიმერ პუტინისა და მისი მმართველობისადმი უკიდურესი დაპირისპირების მიუხედავად, ხშირად რუსეთს სარკისებურად ირეკლავს“. ასეთი ქცევის მაგალითებად სტატიაში მოყვანილია რუსეთთან დაკავშირებული აღგზნებული რიტორიკა და ის შემაშფოთებელი ფაქტი, რომ ძალაუფლება რამდენიმე კაცის ხელშია კონცენტრირებული.

აქვე ის პარალელებს ავლებს რუსეთსა და საქართველოს შორის და დასძენს, რომ ორივე ქვეყანა არსებითად ერთპარტიული ქვეყანაა, სადაც მცირერიცხოვანი ელიტა აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, რეგიონულ მთავრობებსა და ნაციონალურ ტელეარხებს.

დევაალი აქვე დასძენს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა თავისუფალი არ არის. ანტი-კორუფციული და ანტი-კრიმინალური კამპანიის ბნელი მხარე საქართველოში ის არის, რომ მან ფართო ძალაუფლება გადასცა მრავალრიცხოვან პოლიციურ ძალებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არ არიან. ქვეყნის ციხეები სავსეა ბევრი ისეთი პატიმრით, რომელიც იქ არ უნდა იყოს; პატიმრებზე საუბრისას სტატიის ავტორს სტატისტიკური მაჩვენებელიც მოჰყავს და წერს, რომ 2011 წელს საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

სტატიის ავტორი ხელისუფლებისგან მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებულ გახმაურებულ რეაქციებზეც წერს და აქვე დასძენს, რომ სააკაშვილმა დღემდე ვერ ჩააბარა დემოკრატიის ეს გამოცდა.

სტატიის დასასრულს თომას დე ვაალი მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას საკაშვილის მიერ პუტინის მიმბაძველობაზე აკეთებს აქცენტს, რაც გულისხმობს მის მიერ პრემიერის პოსტის შესაძლო დაკავებას. ის პრეზიდენტის იმ არგუმენტს, რომ თუ ოპოზიცია ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, საქართველო უკან წავა –არასწორს უწოდებს.

„თუ სააკაშვილი, მისი ვადის დასრულების შემდეგ, თანამდებობის ლამაზად დატოვებას მოახერხებს და მის შემდეგ საქართველოში უფრო პლურალისტური ხელისუფლების ჩამოყალიბების შესაძლებლობას გააჩენს, მაშინ ის, მთელ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, რუსეთის ჩათვლით, კარგ მაგალითს მისცემს, თუ არადა ვაშინგტონს საქართველოში პრობლემატური პარტნიორი ეყოლება.–მიაჩნია სტატიის ავტორს.

 

The Jamestown Foundation ვლადიმერ სოკორის სტატიას აქვეყნებს სათაურით: ”ქართული ოცნება”: ივანიშვილი თავისი პოლიტიკური პროექტისთვის მოკავშირეებს აგროვებს. სოკორი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან დღემდე მის ნაბიჯებს აანალიზებს, და მის განცხადებებს ახალი სახეებისა და ჯანსაღი ძალების მოძიების შესახებ ეჭვის თვალით უყურებს. ბიზნესმენის პოლიტიკურ პარტნიორების შეფასებისას სოკორი საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას იშველიებს, რომლის თანახმადაც მისი თქმით ალასანიას პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა მხოლოდ 1.5 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკელებს – 1 პროცენტზე ნაკლები. სტატიის ავტორი ვრცელ ადგილს უთმობს გასულ კვირას ყოფილი დიპლომატის თედო ჯაფარიძის ქართულ ოცნებაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას და წერს, რომ თედო ჯაფარიძე მთლიანად სხვა კალიბრის ადამიანია.ის იყო ექსპერტი საგარეო პოლიტიკის დარგში, შემდეგ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებშიდა საგარეო საქმეთა მინისტრი. ჯაფარიძის მოულოდნელად გათავისუფლებას სტატიის ავტორი თაობებს შორის განხეთქილებებით ხსნის, ხოლო მის დიპლომატიური თანამდებობიდან დათხოვნას მთავრობის კრიტიკით, 2012 წლის 20 და 23 იანვარს ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ გადაწყვიტა ივანიშვილის ჯგუფში საგარეო პოლიტიკის მრჩეველი გახდეს. ვლადიმერ სოკორს მიაჩნია, რომ მან შეიძლება ივანიშვილის დილეტანტურ საქმიანობაში გარკვეული პროფესიონალიზმი შეიტანოს, შესაძლოა შიდა პოლიტიკურ საკითხებშიც კი, თუმცა მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში სამთავრობო პერსონალის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ წარსულისკენ მზერას უწოდებს. მეტიც, სოკორი მენტალობას რევოლიციამდე და რევოლუციის შემდგომ ყოფს და ივანიშვილსაც 2003 წლამდე მქონე მენტალობის მქონე ადამიანად მიიჩნევს.

სტატიის დასასრულს სოკორი თედო ჯაფარიძის მიერ არაერთგზის გახმოვანებულ თემას, რომ აუცილებელია საქართველომ გაარკვიოს რუსეთის მიზნები და რომ უნდა გამოიძებნოს გზები იმისთვის, რომ გარკვეული დონემდე რუსეთთან ურთიერთობები მოწესრიგდეს“–აღნიშნავს, რომ ეს საქართველოზე არ არის დამოკიდებული.

“Eurasiareview“ აქვეყნებს მაიკლ ჩეჩირეს სტატიას: „კავკასიური კონტექსტი: ლინკოლნ მიტჩელი საქართველოს დემოკრატიის შესახებ“. ლინკოლნ მიტჩელი ამერიკული უფლებადაცვით ორგანიზაცია Freedom House–ის 2012 წლის ანგარიშის შეფასებებს ეთანხმება, რითაც საქართველო არც დემოკრატიული ქვეყანაა და არც ავტორიტარული რეჟიმი, ის სადღაც შუაშია. მისი თქმით, სწორედ ამიტომაც დაიმსახურა მან ”ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის” რეიტინგი. კითხვაზე, თუ რამდენად რეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებლები ცოტა ხანში გამოსწორდება, მიტჩელი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ოპტიმისტურად არ მიაჩნია ამის გამოსწორება, რამდენადაც წინ არჩევნებია. „ვფიქრობ, რომ არასაარჩევნო წელი უფრო წინ წასწევდა საქართველოს Freedom House-ის რეიტინგში, რადგან მთავრობას შესაძლოა უფრო მოენდომებინა ლიბერალიზაცია, როდესაც ამდენი რამ არ იდებოდა სასწორზე“–აცხადებს ჩეჩირე გამოცემასთან ინტერვიუში და დასძენს, რომ თუ ეს არჩევნები და ასევე წინსაარჩევნო პერიოდი, რომელიც უკვე დაიწყო, უფრო დემოკრატიულ კონტექსტში წარიმართება, ეს იქნებოდა სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯი,მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ამის ნიშნებს ვერ ვამჩნევთ.–ნათქვამია Eurasiareview–ს ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიაში.

დაიჯესტი მოამზადა თეონა აქუბარდიამ გადაცემა „პრეს–ექსპრესისთვის“, რომელიც რადიო „უცნობის“ეთერშია ყოველ ორშაბათს 14.00. გადაცემა დაფინასებულია ფონდ ღია საზოგადოება–საქართველოს მიერ.

 

Entry filed under: NEWS. Tags: .

ცხადად გასაგები „ადამიანი – მეომარი“ ავღანეთში ISAF–ის ძალების მეთაური თბილისს სტუმრობს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

January 2012
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: