ისევ სამოქალაქო თავდაცვის გარეშე

January 30, 2012 at 6:52 pm Leave a comment

რატომ არ არსებობს საქართველოში სამოქალაქო თავდაცვა,რა შეიცვალა ამ სფეროში აგვისტოს ომის შემდეგ? ამ თემაზე სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია სამოქალაქო თავდაცვის სპეციალისტს, თბილისის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ყოფილ უფროსს, ჯუმბერ ხაბურძანიას ესაუბრა.

– აგვისტოს ომმა გვაჩვენა, რომ სამოქალაქო თავდაცვის სისტემა ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობდა. შედეგად ამ ომში უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ვიდრე სამხედრო, ომიდან სამ წელიწად ნახევრის შემდეგ რა მდგომარეობა არის ამ სფეროში?

– რა ძირითადი პრობლემაც იყო, სამი წლის შემდეგ ისევ არსებობს. ქვეყანაში, დღესაც, არ არსებობს კანონი სამოქალაქო თავდაცვის შესახებ . როდესაც ქვეყანა გადასულია საბაზრო ეკონომიკაზე და სხვა მიმართულებით მიდის, ვიდრე ვთქვათ საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ სხვა მიდგომა იყო ახლა სხვა არის და თუ კანონი არ არსებობს იბადება ლოგიკური კითხვა, როგორ შეიძლება კერძო მესაკუთრეს დაავალო ეს საკითხი, როდესაც არ არსებობს კანონი ამის შესახებ. მესაკუთრე გეტყვის რის საფუძველზე ითხოვთ ამ ობიქტის შექმნას? არის კანონი საგანგებო ვითარებისა და მოსახლეობისა და ტერიტორიების დაცვის შესახებ, იქ ჩაწერილია, რომ სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ომის დროს და მისი ხელისშეწყობა უნდა მოხდეს მშვიდობიან პერიოდში, მაგრამ ეს არ არის სრულყოფილი და ამით ვერ იხელმძღვანელებ. არასწორი მიდგომა როდესაც საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს მხოლოდ სანახობრივ მხარეს უკეთებენ პროპაგანდას. მომხდარზე რეაგირება ხდება, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების მხრივ სახარბიელოდ საქმე არა გვაქვს. სათანადო ყურადღება არ ექცევა სამოქალაქო თავდაცვას, ორგანო რომელიც ამისათვის არის შექმნილი, პრობლემა წინ უნდა წამოწიოს, რომ ეს სისტემა ქმედითუნარიანი გახდეს, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ როდესაც რაღაცა მოხდება მერე გვახსენდება. ომის დროს არ იყო შეტყობინების სისტემა, საევაკუაციო გეგმა. უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობდა, რომ ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდითო და იმიტომ არ გვქონდა საევაკუაციო გეგმაო. საევაკუაციო გეგმა მარტო ომის დროს კი არ იგეგმება, მშვიდობიან დროს უნდა შეიქმნას და საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობა მზად უნდა იყოს. უნდა ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ჩვენთან სამწუხაროდ არ ხორციელდება.

– უსაფრთხოების ნორმებს და ევაკუაციის გეგმას საქართველოში ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისიებში მომუშავე პირებს აცნობენ, უტარებენ სპეციალურ ტრეინიგებს, მსგავსი რამ საქართველოს კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში თითქმის არ ტარდება. როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

– სანამ ჩვენ არ გავაცნობიერებთ იმას, რომ საგანგებო შემთხვევაში და ომის დროს ეს სამსახური არის მოსახლეობის გადასარჩენად და მატერიალური ზარალის მაქსიმალურად შესამცირებლად და სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი მიდგომა ყოველთვის ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში. პირველ რიგში უნდა მოამზადონ მმართველი პირები, რომლებიც შემდეგ საგანგებო სიტუაციების დროს ამ ყველაფერს უხელმძღვანელებენ, კაპიტანი ყოველთვის ბოლოს ტოვებს გემს, ჯერ ევაკუაციას ახდენს და არა პირიქით, როგორც ეს ხდებოდა საომარი მოქმედებების დროს. 1949 წელს ჟენევაში მიიღეს კონვეცია სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, 1977 წელს კი მიღებულ იქნა პროტოკოლი სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესახებ, რომ გადავხედოთ ამ საკითხებს დავინახავთ, რომ ომის დროს ყველა ეს ამოცანა შესასრულებელი იყო, გარდა ერთისა, რადიაციის პუნქტისა. Oომის დროს რუსეთმა ატომური იარაღი არ გამოიყენა, დანარჩენი ყველაფერი გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. 1977 წელს მიღებულ პროტოკოლში რა ღონისძიებიცაა გაწერილი ეს უნდა შესრულდეს, მაგრამ მიდგომა არის არაპროფესიონალური.

– იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს სამოქალაქო თავდაცვის ცნობიერება რა ზომები უნდა გატარდეს, ხომ არ შეიძლება გამოვიყენოთ ისრაელის მაგალითი სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, სადაც ბავშვობიდან ასწავლიან მოქალაქეებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო შემთხვევის დროს?

– ზოგიერთ სკოლებში ჩვენ ექსპერიმენტის სახით შევიტანეთ სამოქალაქო თავდაცვის საგანი. ტარდებოდა გაკვეთილები, განათლების სამინისტროდან თანხმობა იყო ამ საგანზე, მაგრამ საბოლოოდ განვითარება ვერ ჰპოვა, მხარდაჭერა არ იყო და დღეს ეს ხელმძღვანელის სურვილზეა დამოკიდებულია თუ მოუნდება მაშინ ჩატარდება მეცადინეობა. ჩვენთან საქართველოში არავის არ ჯეროდა რომ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულების აუცილებლობა დადგებოდა. მაგრამ რუსეთთან ომმა გვაჩვენა, რომ ეს საჭირო ყოფილა. როდესაც ჩვენი პრეზიდენტი საუბრობს, რომ სამოქალაქო თავდაცვას ყურადღება უნდა მიექცეს ეს ნიშნავს, რომ სხვა სტრუქტურები რომლებიც შექმნილები არიან ამისთვის უნდა დასხდნენ და გადაწყვიტონ თუ რა გაკეთდეს. მაგრამ ჩვენთან რა არის იცით, ყოველთვის რაღაცის მოლოდინში ვართ, ვიღაცამ მითითება უნდა მოგვცეს. ჟენევის კონვეციაში მთელი კატეგორიულობით წერია, რომ მხარები რომლებიც იღებენ ვალდებულებას სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ ამ საკითხების მოგვარება, აი ზუსტად ეს იძულება არ არის ჩვენთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ კანონი არ არის.

– რა მდგომარებაშია დღეს თავშესაფრები? თუ ხდება მომარაგება საკვებით, ამუნიციით? როგორც აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიიდან გახდა ცნობილი 2008 წელს მსგავსი რამ პრაქტიკულად არ არსებობდა.

– ზოგიერთი თავშესაფარი პრივატიზებულია, ზოგი იჯარით არის გაცემული, ზოგიც მიიტაცეს. Aამ სისტემაში თბილისის სამმართველოს უფროსი ვიყავი და მაშინ თბილისის მთავრობის დადგენილება იყო, რომ კატეგორიულად აკრძალულიყო ამ ობიექტების პრივატიზაცია, როგორც სტრატეგიული ობიექტისა, მაგრამ დღეს ამას არ აქცევენ ყურადღებას. Bბევრი ობიექტი მოძველებული და უვარგია, რაც არსებობს ვერ პასუხობს მოთხოვნებს. რაც შეეხება მარაგს, წინათ იყო ორგანიზაცია რომელიც მარაგის შევსებით იყო დაკავავებული, მაგრამ დღეს ესეც არ არსებობს.

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: .

მძევლების გათავისუფლება სომალიში პრინცი უილიამი ფოლკლენდის კუნძულებზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

January 2012
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: