ცხადად გასაგები „ადამიანი – მეომარი“

January 25, 2012 at 8:20 pm 1 comment

კობა ლიკლიკაძე, პრაღა

კახა კაციტაძე ჩემი მასწავლებელიც იყო, უფროსი მეგობარიც და სანდო რესპონდენტი, რომელიც უსაფრთხოების გარემოს და საჭირბოროტო სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებს მეცნიერული სიზუსტით აფასებდა და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპით, რამაც პირდაპირ შეიძლება ითქვა, რომ წალეკა საქართველოს საინფორმაციო სივრცე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალები აშკარად არათანაბარი იყო, კახა ცდილობდა საღ მეცნიერულ ჩარჩოებში მოექცია პოლიტიკური კონიუნქტურა და აღეკვეთა დილეტანტური მსჯელობა, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. კახა კაციტაძის ასპარეზი ამ მხრივ საქართველოში, ბოლო ხანს, ცხადია, არ იყო ფართო. სამთავრობო უწყებების ტრიბუნა და სახელმწიფო ტელევიზიების აუდიტორიები დახშული იყო ხელისუფლების ოპონენტი ექსპერტისათვის, მაგრამ კახა მაინც ახერხებდა, რომ წერტილოვანი დარტყმით ჩაეხშო „პროპაგანდისტული საცეცხლე წერტილები.“

არადა ვინც კახას იცნობდა, დამეთანხმება, რომ იგი არა იმდენად ხელისუფლების ოპონენტი იყო, არამედ ხელისუფლებაში მოკალათებული დილეტანტების და ანგაჟირებული ექსპერტებისა, რომლებსაც სერიოზული სახით შეიძლებოდა ემტკიცებინათ, რომ საქართველო მოუგებს ომს რუსეთს, ანდა რომ აშშ-ს საქართველო სჭირდებოდა შუამავლად ირანთან პოლიტიკური დაპირისპირების მოსაწესრიგებლად. არადა მცირე ინტერვალის შემდეგ იგივე სახელისუფლებლო ექსპერტებს შეეძლოთ სერიოზულად ემტკიცებინათ, რომ სწორედ საქართველოა ზედგამოჭრილი ირანის წინააღმდეგ მიმართული ანტისარაკეტო სისტემის განლაგებისათვის.

მახსოვს, აშშ-ის ანტისარაკეტო ე.წ. “მესამე პოზიციური რაიონის” აღმოსავლეთ ევროპის ნაცვლად საქართველოში შექმნის იდეამ, ქართულ „საექსპერტო საზოგადოებაში“მთელი ძალით 2009 წლის მარტში იფეთქა. თუ სამხედრო საქმეს არა პროფესიონალი სამხედროები, არამედ ამბიციური პოლიტიკოსები უდგანან სათავეში, – მაშინ ფიზიკურად ყველგან ყველაფერი შეიძლება განლაგდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ირანული ბალისტიკური რაკეტების გადამტაცი სისტემების საქართველოში ჩატანა სტრატეგიულად სრულიად გამოუსადეგარია, – მიპასუხა კახამ, რომელსაც პრაღიდან დავურეკე.

“იმიტომ, რომ ირანიდან შესაკავებელი რადარი და ანტირაკეტა სწორედ მაგ ტრაექტორიაზე გადის და აღმოსავლეთ ევროპაში უნდა განლაგდეს. კავკასიიდან შეიძლება რაკეტის გაშვება დააფიქსირო, მაგრამ ჩამოგდებისთვის დრო არ გყოფნის. ჯერ ერთი, იმხელა სიმაღლე არ ექნება იმ რაკეტას აკრეფილი – გინდა ევროპის მიმართულებით მიდიოდეს, და, მით უფრო, გინდა ამერიკის. და, ამას გარდა, რომ ჩამოაგდო, ბალისტიკური რაკეტა, ბუნებრივია, ანტირაკეტა შემხვედრი კურსით უნდა მიდიოდეს, უკან ხომ არ მიაყოლებ.”

ნახეთ, როგორი კომენტარია: ზუსტი, ლოგიკური და ზომიერად იუმორნარევიც, რაც ძალიან უხდება რადიორეპორტაჟს.

ოთხი წლის წინ, როდესაც კახა კაციტაძემ თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მონოგრაფია – „სტრატეგიის საფუძვლები“ გამოსცა, ერთი კურიოზი მოხდა. კახამ პირადად გადმომცა წიგნი რადიო თავისუფლების თბილისის ოფისში და მთხოვა, რომ პრეზენტაციაზე, ერთი ორი სიტყვა მეთქვა. ისე აღმოჩნდა, რომ გადაუდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო პრეზენტაციაზე დავიგვიანე. თუმცა, მონოგრაფიით შთაგონებულმა დავწერე დიდი რეცენზია და ამით გადავუხადე მადლობა ჩემს უფროს მეგობარსა და მასწავლებელს.

კახა კაციტაძემ უკვე მძიმე სენით შეპყრობილმა დაწერა კიდევ ერთი წიგნი „ადამიანი მეომარი“, რომელმაც დღის სინათლე მის გარდაცვალების შემდეგ იხილა. ამჯერად უფრო დიდი მიზეზის გამო ვერ დავესწარი ვერც კახას წიგნის პრეზენტაციას და ვერც მის დაკრძალვას, 17 იანვარს. მაგრამ გაფაციცებით ვადევნებ თვალს ქართულ ტელეარხებს და ძალიან გამიკვირდა, როდესაც გარდაცვლილი ახალგაზრდა მეცნიერის წიგნის პრეზენტაცია ვერც ამჯერად მოხვდა იმ სახელისუფლებლო ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებში, სადაც არცთუ იშვიათად ნახავთ სიუჟეტებს ღამის კლუბებიდან და ახლადგახსნილი საზკვების ობიექტებიდან. კახა კაციტაძე,სჩანს, გარდაცვალების შემდეგაც კი მიუღებელი რჩება კონიუნქტურული „მეინსტრიმისათვის“.

მაგრამ ყოველგვარი რეპორტაჟისა და ზედმეტი რეკლამის გარეშეც, მჯერა, რომ კარგი წიგნები აუცილებლად იპოვნიან მკითხველს. კახა კარგი მწერალი იყო – მას ჰქონდა საოცრად მდიდარი ენა და წერის ნათელი სტილი, რომლითაც აკადემიური წრეებისათვის განკუთვნილი სტრატეგიის ურთულეს საკითხებს მიმოიხილავდა. ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ კახა კაციტაძე თავად იყო მართალი პიროვნება და ცხადად გასაგები „ადამიანი მეომარი“ – პრინციპული, პირუთვნელი და ობიექტური მეცნიერი. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ხანში, როდესაც სამხედრო განათლებაში კონიუნქტურის მარწუხები შესუსტდება, კახას ნაშრომებს დაეწაფებიან მომავალი ქართველი ოფიცრები, რომელთა ცოდნის ასამაღლებლადაც ჩაიცვა მან 1990- იანი წლების ბოლოს ფორმა, ჩამოაყალიბა მთელი სამსახური თავდაცვის სამინისტროში და მისხალ-მისხალ აგროვებდა, როგორც წარსულის, ისე თანამედროვე სამხედრო-მეცნიერების მიღწევებს.

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციისთვის, პრაღა

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

სირიამ მორიგი იაკ-130 მოიპოვა უცხოური პრესის დაიჯესტს

1 Comment Add your own

  • 1. Niania Abuladze  |  February 5, 2012 at 9:11 am

    “მე აუცილებლად წავიკითხავ მის წიგნებს!” – “ნიანია” აბულაძე

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

January 2012
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: