დაიწყება თუ არა სამხედრო ოპერაცია ირანის ან სირიის წინააღმდეგ?

January 22, 2012 at 12:51 pm Leave a comment

ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო ფეთქებადი ხდება. ატომური ბომბის შექმნის საფრთხე და ნავთობის მთავარი არტერიის ჩაკეტვის მუქარა, ამ თემებზე სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელს ალექსანდრე რონდელს ესაუბრა.

ორმუზის კრიზისი

– 1979 წლიდან მოყოლებული ანტიდასავლური რიტორიკა, ურანის გამდიდრება, ორმუზის სტრუტეში ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და სრუტის გადაკეტვის მუქარა: ასეთი აგრესიული პოლიტიკით რა მიზანს ისახავს ირანი? ცდილობს საშინაო პრობლემების გადაწყვეტას? თუ საერთაშორისო საზოგადოების დაშანტაჟებას?

– “ორივე. მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ პოსტულატიდან, რომ ირანის ხელისუფლება ყოველთვის შეშინებულია იმით, რომ შიდა ერთიანობა იყოს უფრო მაღალი ხარისხის, ირანი მრავალეროვანი სახელმწიფოა, მართალია უძველესია და იქ მცხოვრები ხალხები დიდი ხანია ერთმანეთთან დაკავშირებულია, ერთ სახელმწიფოებრიობაში 26 საუკუნეა ცხოვრობენ, მაგრამ მათ იციან, რომ ერებს შორის ბზარი ძალიან დიდია და თუ დემოკრატიზაცია მოხდა, მაშინ ირანში რღვევა დაიწყება. სწორედ ამიტომ ისლამი ასე ძლიერად არის წარმოდგენელი ირანში და იქ ყველგან წინ წამოწეული ის აზრია, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები, ირანელები და არაფერი სხვა. ამიტომ შენ ჩემი ძმა ხარ, შენ ხარ მუსლიმი შენ ხარ ირანელი. იქ არ არის საუბარი რომ შენ ხარ ქურთი, შენ ხარ სპარსელი. სპარსელები მოსახლეობის ნახევარია. რა თქმა უნდა არის აქტიური შემტევი პოლიტიკა, იმისათვის, რომ დაიცვან ირანის შიდაერთიანობა, რომელიც საკმაოდ მყიფე იქნება, თუ დემოკრატიზაცია დაიწყო. ირანი თეოკრატიული სახელმწიფოა, ხალხი მას მოლების რეჟიმს ეძახის, მაგრამ არის პარტიები, არის არჩევნები და გარკვეული ტიპის დემოკრატიაც. ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ ეს არის თეოკრატიული სახელმწიფო, სადაც არის შიიტური, მოწამეობრივი ისლამი, რომელიც უფრო რევოლუციურია ვიდრე სუნიტური. ისტორიულად ასე მოხდა, რომ შიიტური ისლამი შუასაუკუნეებში ირანში ჩაისახა. ამიტომ ირანში დღეს შიიტური ელიტა ბატონობს, მათი პრობლემაა შიდა ერთიანობა და რეგიონში უსაფრთხოება. მათ იციან, რომ ირანს ყველა მხრიდან საფრთხე აქვს და ეს არის არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც. ქვეყანაში 6 მილიონზე მეტი ქურთი ცხოვრობს, უფრო მეტი ქურთი არის ირანის გარეთ და თუკი სხვა ქვეყნებში მოსახლე ქურთებში რაიმე მოხდა, ეს აუცილებლად ირანზე აისახება. ორ მილიონზე მეტი არაბი ცხოვრობს ირანის იმ რეგიონებში სადაც ნავთობია. როდესაც ერაყთან ომი დაიწყო ეს არაბები ირანისთვის მე-5 კოლონა გახდნენ. ირან-ავღანეთის საზღვართან, ავღანეთში ცხოვრობენ სპარსულ,-დარის ენაზე მოლაპარაკე ტაჯიკები და სხვა ტომები. ბელუჯები ცხოვრობენ როგორც ირანის სამხრეთ აღმოსავლეთში, ასევე პაკისტანში. აქაც საფრთხე არსებობს, საზღვარი არის, მაგრამ ბელუჯები ორივე მხარეს ცხოვრობენ. 20დან 30 მილიონამდე აზერბაიჯანელია ირანში, რომელთაც მაღალი პოსტები უკავიათ, თვითონ ხომენეი წარმოშობით აზერბაიჯანელია, მაგრამ მაინც დიდი პრობლემაა სპარსული უმრავლესობისთვის, რომელიც სინამდვილეში ნახევარია და არა უმრავლესობა. აზერბაიჯანელებისა და თურქების ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში 30%-ს აჭარბებს. ირანის მოსახლეობა 77 მილიონია. ირანს ყველა მხრიდან მოწინააღმდეგე ჰყავს: აზერბაიჯანი, არაბული საამიროები სპარსეთის ყურეში, სადაც ირანი ყველაზე მეტად არის დაშინებული, იმიტომ რომ სწორედ იქ არის ირანული ნავთობის უდიდესი მარაგი. ერაყი რომელთანაც ომი ქონდა, საზღვრებზე ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც მეგობრულად არის სომხეთია, თურქმენეთანაც ნაწილობრივ. აზერბაიჯანი უკმაყოფილიო იმით, რომ ირანი დიდ ისლამურ გავლენას ახდენს, გარდა ამისა აბრალებენ, რომ აზერბაიჯანში ირანული აგენტურა მუშაობს. აზერბაიჯანული პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ირანისთვის, იმიტომ რომ აზერბაიჯანელები ირანში ყველაზე დიდ უმცირესობას წარმოადგენენ, როცა ასეთი შიშები, კონფლიქტები გაქვს და თან შიიტურ სამყაროში აცხადებ ლიდერობას და გინდა გაამაგრო პოზიციები ქვეყნის შიგნით, ამიტომ გინდა რომ გქონდეს ბირთვული იარაღი. რაც ნიშნავს არამხოლოდ ძლიერ რეჟიმს, არამედ იმასაც, რომ ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერი შეგვიძლია. ეს არის პოლიტიკური, დაშინების იარაღი, შემაკავებელი ფაქტორია, იმიტომ რომ ძნელი წარმოსადგენია ბირთვული იარაღი ვინმემ გამოიყენოს. გარდაამისა არის იდეოლოგია: იმპერიალისტი ამერიკა, დასავლეთი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი წმინდა ირანი. ასეთი იდეოლოგიის პირობებში ბუნებრივია, რომ ირანის ურთიერთობა სხვებთან კარგი არ იქნება.

– რა საფრთხეს წარმოადგენს ირანის ბირთვული პროგრამა, მითუმეტეს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში ჩაიწერა: ირანის ბირთვული პროგრამა პირველივე დღიდან მოყოლებული დღემდე უკავშირდება ბირთვული იარაღის შექმნას?

– სხვადასხვა მონაცემები არსებობს. ისრაელის ზოგიერთი საიტი გვამცნობს, რომ ირანი მიწისქვეშ ერთკილოიანი ბომბის ასაფეთქებლად ემზადება. ბუნებრივია ამერიკის და ისრაელის დაზვერვას ალბათ აქვს უფრო ზუსტი მონაცემები, მაგრამ რაღაცეები ჟონავს და ეს შემთხვევითი არა. ასაფეთქებელი მოწყობილობაც უკვე კომპიუტერზეა გათამაშებული, იმისდამიხედვით თუ რა ინფორმაცია არსებობს სპეციალისტებს შეუძლიათ დადგენა რა ეტაპზეა ბობმის მომზადება. თვითონ ირანი აცხადებს, რომ ის იარაღს არ ქმნის, მაგრამ ეს არავის არ ჯერა. აქ ორი მომენტია. შეიძლება თვითონ ბომბი დაამზადო და შეიძლება შექმნა ისეთი სიმძლავრეები, რომ თუ გადაწყვეტილება მიიღე რამდენიმე თვეში იარაღსაც გააკეთებ. Gგარდა ამისა შეიძლება დააგროვო იმ რაოდენობით გამდიდრებული ურანი ან პლუტონიუმი, რომ შემდეგ ბომბი შექმნა.მაგრამ მხოლოდ გამდიდრებული ურანი და პლუტონიუმი არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვადასხვა ტექნიკური ასპექტები. ბომბის აწყობა არ არის ადვილი და ძალიან რთული გასათვლელია. ამ ყველა მაჩვენებლით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანი ბომბის შექმნას მიუხლოვდა. თუ აქამდე აშშ უფრო თავშეკავებული იყო, 20 დეკემბერს თავდაცვის მდივანმა პანეტამ განაცხადა, რომ ირანმა წითელი ხაზი გადაკვეთა და ირანი რამდენიმე თვეში ატომურ იარაღს შექმნის. ეს ამერიკითვის მიუღებელია.

– არსებობს თუ არა იმის საშიშროება, რომ X-ს დღეს ირანს წერტილოვანი დარტყმა მიაყენონ ან სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს? რამდენად რეალურია სამხედრო მოქმედებების დაწყება?

– რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, ალბათ როგორც რუსებს აქვთ საქართველოში შემოჭრის სხვადასხვა ვარიანტები, აქ როცა შემოვიდნენ გეგმის მიხედვით იქცეოდნენ, რომელიც რამდენიმე წლით ადრე იყო შექმნილი, ასევე აშშ-ს და ისრაელსაც გეგმები ექნებათ, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, განახორციელონ პრევენციული დარტყმები და შეაჩერონ ატომური პროგრამა. ისრაელის უმაღლესს ეშელონებში ფიქრობენ, რომ ხუთი ათი წლითაც რომ გადაიდოს ირანის ბირთვული პროგრამა ესეც კი იმისათვის ღირს, რომ ირანზე დარტყმა მიიტანონ. ისრაელში აზრი გაყოფილია, ნაწილი ფიქრობს, რომ ირანზე დარტყმა სტრატეგიული, ისტორიული შეცდომა იქნებოდა, რადგან ირანში უძველესი ებრაული დასახლებებია, უძველესი პერიორიდან ცხოვრობენ ებრაელები, გარდა ამისა არ უნდათ ირანის, ასეთი უძველესი ცივილიზაციის ქვეყნის გადაკიდება. მაგრამ მეორე ჯგუფი ფიქრობს, რომ გამოსავალი არ რჩება, რადგან ირანი ისრაელისათვის ეგზისტენციური საფრთხეა და ბირთვული ირანი დაუშვებელია. ამ ჯგუფებს შორის არის ბრძოლა. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ისრაელ-ამერიკის ურთიერთობა. ობამას ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს დარტყმას და ეს აშკარად გამოჩნდა. როცა აააფეთქეს ირანელი ფიზიკოსი. შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკას ეს არ გაუკეთებია. ე.ი. ეს რას ნიშნავს ვინ გააკეთა?

– მოსადმა?

– ძნელი სათქმელია. მაგრამ აშშ-ს ადმინისიტრაციის განცხადებამ ისრაელში ცუდი რეაქცია გამოიწვია. იმიტომ რომ რა გამოდის, ე.ი. ისრაელმა დაარტყა?. ირანელები აცხადებენ, რომ ფიზიკოსი ამერიკელებმა მოკლეს. ძალიან დაძაბული ვითარებაა, ირანის რეჟიმი უკმაყოფილო არ იქნებოდა, რომ პატარა რაღაც მომხდარიყო, რადგან ეს ირანის მოსახლეობის მობილიზებას მოახდენს და რეჟიმს გააძლიერებს, შეიძლება მცირე შეტაკება ირანისთვის მისაღები იყოს, მაგრამ საერთოდ ნებმისმიერი კონფლიქტის წამოწყება ისე არ მთავრდება, როგორც გაქვს ჩაფიქრებული. Aამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ ირანს დაპირისპირება აწყობს კიდეც გარკვეულ დონემდე, თუ ესკლაცია მოხდა და ირანმა ასეთი ძალები გადაიკიდა, ის აშშ-ს და ისრაელის ერთობრივ თავდასხმას ვერ გაუძლებს. მაგრამ ირანს უკვე აქვს იმის საშუალება, რომ ისრაელს ზიანი მიაყენოს. Eომი დაუშვებელია, რადგან ეს შეიძლება გადაიზარდოს ტაქტიკურ-ბირთვულ ომად, ამასაც არავინ გამორიცხავს. რადგან არის სიტუაციები, როცა გადაწყვეტილებას იღებენ ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. არის ერთი ფაქტორიც, სირია, თუ სირია დაიკარგა, ირანი ძალიან დასუსტდება. სირია რეგიონში ირანის საყრდენია. რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ ირანს დაეხმარონ და არ დატოვონ მარტო. Mმაგრამ არც ერთს არ უნდა ძლიერი და ბირთვული ირანი, მაგრამ რაღაც თამაშებში ირანის დამოუკიდებელი პოლიტიკა და ურჩობა რუსეთისთვის მისაღებია.

– როგორი იქნება თურქეთის ფაქტორი?

– ასეთმა ინფორმაციამ გამოჟონა, რომ რამდენიმე კვირის წინ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუდ ოღლუმ ირანში განაცხადა, თურქეთი ვერ მოითიმენს ორ ბირთვულ სახელმწიფოს მის საზღვრებთან, ჩრდილოეთით რუსეთი და აღმოსავლეთით ირანი. ირანმა 10 დღეში უნდა მისცეს სიტყვა, რომ ის არ იმუშავებს ბირთვული იარაღის შექმნაზე. ეს ულტიმატუმით იყო ნათქვამი, თურქეთი მიიღებს ზომებს და ეს ზომები ის იქნება, რომ ირანის საზღვართან თურქეთი ნატოს ჯარებს განალაგებს. ირანზე სამოქმედოდ თურქეთს აქვს სხვა ბერკეტები, მაგრამ ირანსაც აქვს და ეს ბერკეტი ქურთებია. თურქეთ-ირანის საზღვარი ძალიან რთულია. ქურთები მოძრაობენ ორივე მხარეს. გარდა ამისა თურქეთში დაიწყო საუბარი, რომ თუ ყველას ბირთვული იარაღი აქვს ჩვენ რატომ არ უნდა გვქონდეს. ირანის ბირთვული პროგრამა დაკავშირებული არა მხოლოდ ირანთან არამედ მთელ რეგიონთან, ღმერთმა არ ქნას, რომ რეგიონში დაიწყოს კონფლიქტები, რაიმე მოძრაობები, საზღვრების ცვლა, იმიტომ რომ ჩვენც ამ რეგიონში ვიმყოფებით და თუ დიდ ქვეყნებს მოუვიდათ რაიმე, არც პატარა ქვეყნები დარჩებიან ზიანის გარეშე.

– შესაძლო კონფლიქტის შემთხევაში რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ?

– საქართველო უნდა ეცადოს, რომ იყოს ძალიან ფრთხილად. არაფერში გაერიოს და დიპლომატიური, სწორი პოზიცია დაიკავოს, უნდა მიმართოს მთელი ძალისხმევა, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ყველა საკითხი, იმიტომ რომ თუ მოხდა რაიმე ცუდი, ამ ყველაფერს ექნება გაგრძელდება. ჩვენი ქვეყანა გადარჩენაზე ფიქრობს, საზღვრებზე და ტერიტორიების ერთიანობაზე დაუშველია, რომ რეგიონში ხდებოდეს სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, იმიტომ ასეთ დროს უფრო მეტი შანსია რომ ჩვენც ვერ გადავურჩეთ. საკმაოდ დიდი ხანია ვუყურებ ამ რეგიონს, ჩემი თვალთახედვით მაინც ის რაც ხდება, არის ბლეფი ორივე მხარე ბლეფობს. ფსიქოლოგიური ომია, რომ აიძულონ მოწინააღმდეგე რაღაცას დათანხმდეს. რა თქმა უნდა სხვა ძალებმა მედიატორის როლი უნდა შეასრულონ. მაგრამ ეს ძალები, რუსეთი და ჩინეთი დაინტერესებულები არიან სხვა რამით რუსეთისათვის პატარა კონფლიქტი სამხრეთში ცუდი არ იქნებოდა. ნავთობის ფასი გაიზრდება და პუტინს მეტი რა უნდა. გარდა ამისა, რუსები აუცილებლად ხელს გააფათურებენ კავკასიაში, აქ გაძლიერდებოდა მათი პოზიციები, ყოველთშემთხვევაში მოკლე დროით მაინც. ისინი ეცდებიან თავიანთი სტრატეგიული ინტერესები გააძლიერონ და სახეიროდ გამოიყენონ. ყველა ქვეყანა ხეირს ეძებს, როცა რაღაცა ინგრევა, მითუმეტეს რუსეთი, რომელიც სიკეთის გამკეთებელი არ არის და თუკი რაიმე ცუდი მოხდა ამ ცუდიდან თავისთვის კარგს ეძებს. რუსეთი მტაცებელია, აფთარია, სიკეთის გამკეთებელი ქვეყანა ეს არ არის. ყველამ იცის ეს და კარგს არაფერს ველით. მაგრამ არავინ არის დაინტერესებული ომითდა ვფიქრობ, რომ დიპლომატიური გზები მოიძებნება. შეერთებულმა შტატებმა ირანს მოლაპარაკება შესთავაზა, მაგრამ დრო გადის და ისრაელი ნერვიულობს, უკვე ამერიკელებიც ნერვიულობენ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაღაც კომპრომისს გამონახავენ, ვაჭრობა მიდის. რაღაცის გარანტიები მომეცით და გავრჩები, ისე არიან დაპირისპრებულები რომ სახის დაკარგვის პრობლემაც არის. არც ირანის ხელისუფლება დიახევს უკან, რომ თქვას აი ეს მივიღე და უკან ვიხევ. კუბის კრიზისი გავიხსენოთ, როდესაც ხრუშჩოვმა თქვა, აი მე ყველაფერი გავაკეთე და ახლა გავალ. სინამდვილეში იძულებული იყო, რომ გასულიყო, შეეშინდა. დასავლეთსაც არ შეუძლია უკან დახევა.

– ირანი იმუქრება, რომ იმ შემთხევაში თუ დაწესდება ემბარგო გადაკეტავენ ორმუზის სრუტეს, რამდენად არის ეს შესაძლებელია?

– ძნელი წარმოსადგენია, რადგან ორმუზის სრუტის გადაკეტვა იგივეა, რომ ირანმა ფეხებში ისროლოს. ამ სრუტით გადის ირანის ნავთობის უდიდესი ნაწილი და გადაკეტვის უფლებას არავინ არ მისცემს, იქ საუდის არაბეთი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელსაც ირანის ძალიან ეშინია და რეგიონში ირანის გაძლიერება არაბებისთვის მიუღებელია. ორმუზის სრუტის გადაკეტვა გამოიწვევს დარტყმას, ირანული ფლოტი და ჯარები სამხრეთით საშინელი დარტყმის ქვეშ მოექცევიან. სრუტე ერთი დღითაც რომ ჩაიკეტოს ეს იმოქმედებს ნავთობის ფასზე და რუსეთი ხეირს ნახავს, რუსეთმა არაფერი რომ არ გააკეთოს, სხვებთან ცუდი ამბავი მისთვის კარგია.

– ლიბიაში ნატოს ოპერაციის დასრულების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ნატო ანალოგიურ ოპერაციას ჩაატარებს სირიაში, რაც არ გამართლდა, რატომ ყოვნდება რეჟიმის შეცვლა?

– ნატომ განაცხადა, რომ არ აპირებს სირიაში შესვლას. სირია სტრატეგიული, საკვანძო ქვეყანაა. ახლო აღმოსავლეთში ყველა ქვეყანა სტრატეგიულია. სირიაზე კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისთვის. სირიაში რაც ხდება მნიშვნელოვანია ლიბანისათვის, თურქეთისთვის, ისრაელისათვის, ეგვიპიტისათვის, ასევე ირანისთვის. ირანმა სირიის რეჟიმის სახით დიდი ხანია მოკავშირე ნახა. სირიის საშუალებით ხდება პროირანული ჯგუფებისათვის დახმარების გაწევა ლიბანში. სირიაში მიედინება როგორც ირანული ასევე რუსული იარაღი და უნდა ითქვას, რომ ბატონი ლავროვი რომელიც ასეთი დამწუხრებულია იმისთაობაზე, რომ საქართველომ შეიძლება სადმე 2 ხელყუმბარა იყიდოს, ახლახან განაცხადა, რომ ჩვენ სირიას იარაღს ვაწვდით და ამით რა ხელშეკრულებას ვარღვევთ? სულ არ გვაინტერესებს რას ფიქრობენ სხვები, ჩვენ არცერთ კანონს არ ვარღვევთ. როცა საქართველო ყიდულობს იარაღს ჩვენს რას ვარღვევთ? მაგრამ რუსეთისათვის ყველაფერი ორმაგი ბუღალტერია. მე შემიძლია, შენ არ შეგიძლია. სირია რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი, ერთადერთი პორტია სადაც რუსები შედიან ეს ტარტუსია. რუსეთმა იცის რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში ეს ერთადერთი საყრდენია. რუსეთისთვის სირია არის ახლო აღმოსავლეთში ბერკეტი. სირიაში იყიდება რუსული ირაღი, რომლის გაყიდვა ძალიან ბევრ ქვეყანაში მცირდება. სირია არის რუსული იარაღის ერთადერთი მთავარი მყიდველი. რეჟიმის შეცვლა და სირიის დაკარგა არ აწყობს რუსეთს. ირანისთვის კიდევ სირია ერთადერთი მოკავშირეა რეგიონში. ირანს არაბულ სამყაროში სხვა მოკავშირე არ ყავს. ირანი სირიის გარეშე ძალიან დაძაბუნდება. საინტერესო მომენტია ის, რომ უკანასკნელ დღეებში თურქეთმა ირანს იარაღის გზა ჩაუკეტა, რომელიც სირიაში მიდიოდა. ეს არის რეაქცია, რომ თქვენ არ იქცევით კარგად. იყო მომენტები თითქოს თურქეთი ირანთან გარიგებებში იყო, მაგრამ სირიის გამო ისევ დაიძაბა ვითარება. სირია თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩანს სირიაში მიმდინარე პროცესები და ერაყიდან ამერიკელების გასვლა თურქეთს იმდენად აწუხებს, რომ აქტიური დიპლომატია აქვს გაჩაღებული. სირია არის როგორც ლაკმუსის ქაღალდი, თუ დასავლეთმა მოახერხა რეჟიმის შეცვლა სირიაში, ეს იქნება უდიდესი დარტყმა ირანისთვის. თურქეთს უნდა, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს და მის გარეშე არ მოხდეს. თურქეთის სურვილია, ისეთი ძალები იყოს სირიაში, რომ პრობლემები არ შეექმნას. სირიაში ქურთები არიან და ახლა სიირიდან გარბიან თურქეთში, სადაც ლტოლვილთა ბანაკებია შექმნილი. თურქეთი დაინტერესებულია, რომ სირია იყოს პროთურქული და სტაბილური. საზღვარზე პრობლემები არავის უნდა.

– ხომ არ არის საფრთხე, რომ სირიაში დღევანდელი რეჟიმი რადიკალურმა ფუნდამენტლისტურმა ძალებმა ჩაანაცვლონ? ჯეიმსთაუნის ფონდმა გამოაქავეყნა ინფორმაცია, რომ სირიის ოპოზიციის რიგებში რადიკალური ისლამისტური ფრთა არის, მათ შორის ალქაიდასთან დაახლოეულიც.

– კი, ნატომ ლიბიაში გააბატონო რადიკალური ისლამი. შეიძლება ასე წარმოდგენა, ყველა ამ მოძრაობას, რომელსაც დასავლეთი გვერდით დაუდგა და სხვა გამოსავალი არ იყო, როცა დემოკრატიული მოძრაობაა შენ დემოკრატიულ ფასეულობებს იცავ. ყველა ამ დემოკრატიულმა მოძრაობამ სათავეში ისლამისტები ან რადიკალი ისლამისტები მოიყვანა, იგივე მოხდა ეგვიპტეშიც. დასავლეთის ქვეყნებმაც რა ქნან. არის ეროვნული მოძრაობა და რომ დაიცვან დამპალი რეჟიმი არ აწყობთ. მითუმეტეს ობამას ხელისუფლება, დღიდან სათავეში მოსვლისა ცდილობს, რომ ისლამურ სამყაროს ხელი გაუწოდოს. თითქოს მობოდიშებით ექცევა. ეს ბევრს არ მოწონს აშშ-ში და ამბობენ, რომ თუ ისლამურ სამყაროში შენ იქცევი მობოდიშებით, შენ მიგიჩნევენ სუსტად. ეს ობამას შეცდომად ჩაუთვალეს. ობამას ხელისგაწვდით არაფერი არ შეცვლილა. რადიკალური ისლამი ბოდიშებს არ იღებს. ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ყველა ამ მოძრაობის შემდეგ იგივე სირიაში, ხელისუფლებაში რადიკალური ძალები გამოჩდნებიან. რადიკალები დიდხანს რჩებიან ძალაუფლებაში. როცა ბევრი ნავთობი გაქვს, ადვილია რადიკალობა. როცა ნავთობი ცოტა გაქვს და ქვეყანას ნორმალური ფუნქციონირება სჭირდება რადიკალიზმით ბევრს ვერ მიაღწევ. ფაქტია, რომ ჩვენ მომსწრე ვართ იმ ცვლილებისა რეგიონში, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩვენ იქაც ვართ და აქაც ჩვენ დიდ ახლობელ აღმოსავლეთშიც ვართ, ისტორიულად ვიყავით და ვართ.

Entry filed under: მსოფლიო, სამხედრო კორესპონდენტი. Tags: .

“ირანი მეცნიერთა უსაფრთხოებას ამკაცრებს. რუსეთი ახალი სანქციების წინააღმდეგ.” 100ამდე დაღუპული და მეამბოხეების აღებული ქალაქი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

January 2012
M T W T F S S
« Dec   Feb »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: