თავდაცვის სფეროს დაფინანსების 44.6 მლნ ლარით ზრდა იგეგმება წელს

November 25, 2011 at 5:47 pm Leave a comment

სივილ ჯორჯია

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 44.6 მლნ ლარით იზრდება, 2011 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად.

 

შედეგად, თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი წელს გათვალისწინებული 660 მლნ ლარიდან 704.6 მლნ ლარს მიაღწევს. შარშან ეს მონაცემი 728 მლნ ლარი იყო, 2009 წელს 869.6 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო მომავალ წელს, ჯერ კიდევ დასამტკიცებელი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 675 მლნ ლარი იქნება.

 

საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათში თავდაცვის დაფინანსების ზრდის დეტალები არ არის მოცემული და მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გადადის ვეტერანთა დეპარტამენტისთვის განკუთვნილი დაფინანსება, რადგან ეს დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტროდან თავდაცვის უწყებას გადაეცა. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მთლიანი დაფინანსებიდან ვეტერანთა დეპარტამენტზე 836 ათასი ლარი მოდის.

 

ცვლილებების პროექტი მიმდინარე წლის შემოსავლების ზრდას ითვალისწინებს არსებული 6.304 მლრდ ლარიდან 6.476 მლრდ ლარამდე. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 125 მლნ ლარით. თუმცა შემცირებაა გრანტების ნაწილში 53 მლნ ლარის ოდენობით.

 

მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, შემოსავლების ზრდა განაპირობა ეკონომიკურმა ზრდამ, რომლის საპროგნოზო მოცულობაც არსებული 5.5%–დან 6%–მდე იზრდება და ნომინალური მშპ–ის პროგნოზი 23.8 მლრდ ლარს შეადგენს.

 

ბიუჯეტის ხარჯები, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, არსებული 5.966 მლრდ ლარიდან 6.020 მლრდ ლარამდე იზრდება.

 

თავდაცვის უწყებასთან ერთად დაფინანსება ეზრდება სამინისტროების უმეტესობას:

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 160.5 მლნ ლარი (მიმდინარე დაფინანსება – 106.3 მლნ ლარი);

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 248.8 მლნ ლარი (მიმდინარე – 216 მლნ ლარი);

ფინანსთა სამინისტრო – 228.8 მლნ ლარი (მიმდინარე – 204.7 მლნ ლარი);

სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 87 მლნ ლარი (მიმდინარე – 79.9 მლნ ლარი);

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 60.9 მლნ ლარი (მიმდინარე – 55.6 მლნ ლარი);

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – 112.1 მლნ ლარი (მიმდინარე – 106.5 მლნ ლარი);

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 558 მლნ ლარი (მიმდინარე – 555 მლნ ლარი);

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 43.7 მლნ ლარი (მიმდინარე – 40.7 მლნ ლარი);

იუსტიციის სამინისტრო – 74.4 მლნ ლარი (მიმდინარე – 70.7 მლნ ლარი);

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 39.9 მლნ ლარი (მიმდინარე – 35 მლნ ლარი);

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 568.2 მლნ ლარი (მიმდინარე – 566 მლნ ლარი);

გარემოს დაცვის სამინისტრო – 14.4 მლნ ლარი (მიმდინარე – 13.9 მლნ ლარი);

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 838 ათასი ლარი (მიმდინარე – 788 ათასი ლარი).

წელს მხოლოდ ორ სამინისტროს შეუმცირდება დაფინანსება. ესენია: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც 1.685 მლრდ ლარს მიიღებს, არსებული 1.692 მლრდ ლარის ნაცვლად; და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელსაც 818.6 მლნ ლარი გამოეყოფა ამჟამად გათვალისწინებული 879.1 მლნ ლარის სანაცვლოდ.

 

თუმცა, იმავდროულად, მკვეთრად, ორჯერ მეტად იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 146 მლნ ლარიდან 327.8 მლნ ლარამდე.

 

ამასთან, მცირედით იზრდება პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის (თითქმის 1 მილიონი ლარით), სახელმწიფო დაცვის სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის (დონორების დაფინანსების ხარჯზე), სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (750 ათასი ლარით) დაფინანსება. ასევე თვითმმართველობებისათვის გადასაცემი ტრანსფერების ოდენობა არსებული 835 მლნ ლარიდან 859 მლნ ლარამდე იმატებს.

 

სავარაუდოდ, აღნიშნული მატება განპირობებულია ასევე იმითაც, რომ რიგი მიმართულებებით ხარჯების შეკვეცაა გათვალისწინებული. მათ შორის, 62 მლნ ლარით მცირდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები, დაახლოებით 19 მლნ ლარით – საშინაო ვალის; და 38 მლნ ლარით – ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვა.

 

პარლამენტის მიმდინარე კვირაში გეგმავს საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის განხილვას, რომელიც მესამეა 2011 წლის ბიუჯეტში აპრილსა და მარტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.

Entry filed under: NEWS. Tags: .

აშშ რუსეთთან მიმართებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ გარკვეული ვალდებულებების შესრულებას წყვეტს. საქართველო უცხოურ პრესაში 12.12.11

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

November 2011
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: