საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, თბილისს ხვალ, ორდღიანი ვიზიტით, ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა

November 8, 2011 at 8:02 pm Leave a comment

ვიზიტის პროგრამის მიხედვით, ნატოს დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათზე დაეშვება. ხვალვე, თბილისში, სასტუმრო “რედისონში”, ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უმასპინძლებს. სხდომის შემდეგ დაგეგმილია ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია.

ნატოს გენერალური მდივანი და ნატოს ელჩები 10 ნოემბერს შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს საქართველოს პარლამენტში; 10 ნოემბერს დაგეგმილია ასევე, სამუშაო სადილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან.

ნატო-ს ელჩები შეხვედრებს 10 ნოემბერს გამართავენ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. იმავე დღეს ბათუმში დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნისა და ნატოს ელჩების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა სტუდენტებთან შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხზეა დაგეგმილი.

ნატოს გენერალური მდივანი მიესალმება ასევე იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებმაც ავღანეთში იმსახურეს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის პროგრამა 9 ნოემბერს:

9 ნოემბერს, 09:00 საათზე, სასტურმო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებით მედიაცენტრი გაიხსნება.

9 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრი გაიხსნება.

9 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის თვითმფრინავი ჩამოფრინდება.

 9 ნოემბერს, 16:20 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ნატო-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება.

9 ნოემბერს, 16:45 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიხსნება.

9 ნოემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის პრესკონფერენცია გაიმართება.

Entry filed under: საქართველო - NATO, NEWS. Tags: .

ქართულ-რუსულ-ბრიტანული ერთობლივი სადაზვერვო ფრენები კიდევ ერთი ბატალიონი ავღანეთში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

November 2011
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: