სოციალური მედიის ხიბლი

October 22, 2011 at 1:53 pm Leave a comment

გიორგი ცხვიტავა

21-ე საუკუნეა და…ინტერნეტის გარეშე ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი ხდება _ ვირტუალური გარემო და ვირტუალური მეგობრები, პოსტები, კომენტარები… სიახლეები სწორედ ინტერნეტიდან და უამრავი „ჯანქი“ თანამედროვეობის ყოველდღიურობაა.

ინტერნეტი და ინტერნეტში არსებული მედია უკვე იპყრობს არსებულს და ტრადიციულს – თაობა, რომელიც მე–20 საუკუნის 80–90–იან წლებში დაიბადა, ისე ფლობს ვირტუალურ გარემოს, როგორც რომელიმე კარგი მწერალი კალამს, მხატვარი – ფუნჯს, კომპოზიტორი – ფორტეპიანოს კლავიშებსა თუ ნოტებს… და ეს ცოდნა ავტომატურად ვრცელდება პოლიტიკაზეც – ინტერნეტმა და მასში არსებულმა სხვადასხვა სოციალურმა თუ საინფორმაციო და პოლიტიკურმა საიტებმა შეაღწიეს რეალური პოლიტიკის წარმოების სფეროში, შეაღწიეს და მეტწილად განსაზღვრეს კიდეც მისი მიმართულება.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე სოციალური მედიის გავლენა პოლიტიკაზე მობილური ტელეფონისას უტოლდება, რადგან ინფორმაციის მიწოდების სისწრაფის თვალსაზრისით, სოციალური მედია ტოლს თვით SMS–საც კი არ უდებს.

***

შესაბამისად, ინტერნეტის და ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ძალიან აფრთხობს მსოფლიოში შერჩენილ არადემოკრატიულ რეჟიმებს, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი ძალაუფლებაში ყოფნა ტექნოლოგიური მიღწევების განვითარების ტემპების უკუპროპორციულია… ამ „მიხვედრილობას“ სანქციებიც მოსდევს – მაგალითად, ჩინეთში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების ყველაზე მეტი მომხმარებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა რეკორდულად დიდია, ხელისუფლებამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება – სოციალურ საიტებზე შესვლა ერთგვარად შეზღუდა სპეციალური ფილტრების დაყენებით და გამოაცხადა, რომ ე.წ. ინტერნეტ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, „დამნაშავეს“ შეიძლება სასჯელის უმაღლესი ზომაც კი შეუფარდონ.

თუმცა, ზოგადად ინტერნეტს, კონკრეტულად კი სოციალურ, ინფორმაციის მიმწოდებელ საიტებს ყველგან ებრძვიან – ჯულიან ასანჟი, ყველა დროის ყველაზე მაგარი ჰაკერი, თავისი „ვიკილიქსით“ არასასურველი სტუმარია, მათ შორის განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნებისთვისაც – სახელმწიფოები გამალებით უარყოფენ ასანჟის „პროვოკაციას“, ხოლო თავად ავტორს „ებრძვიან და ზღუდავენ“.

ასანჟის მიმდევრებიც გამოუჩდნენ, მათ შორის, რუსეთშიც – ექსპერტები ამბობენ, რომ თუ რუსმა ჰაკერებმა სახელმწიფო ობიექტების სერვერები გატეხეს და კრემლიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ინფორმაცია გამოიტანეს, ეს გაცილებით ხმაურიანი საქმე იქნება, ვიდრე ასანჟის „პროვოკაცია“.

ასანჟის მიმდევარია ანონიმ რევოლუციონერ–ანარქისტთა, „ანონიმუსებად“ წოდებული არმიაც – ისინი, ასანჟისგან განსხვავებით, ჯერაც დაუჭერელნი და ვერმხილებულნი, იმუქრებიან, რომ „ააფეთქებენ“ მსოფლიო პოლიტიკას – მთავრობებმა უკვე იწვნიეს მათგან მიყენებული ზარალი – როდესაც ასანჟთან თანამშრომლობაზე საგადასახადო სტრუქტურებმა უარი განაცხადეს, „ანონიმუსებმა“ ათასობით მისამართზე დოს-შეტევა განახორციელეს და მსოფლიო საგადასახადო სისტემების ვებ-გვერდები დააზიანეს.

ჰაკერები, ვებ გვერდებზე შემტევები… თუმცა, პოლიტიკა და სოციალური მედია მათ გარეშეც გადაჯაჭვულია – პოლიტიკოსები მიზნის მიღწევისთვის ინტერნეტის გამოყენებას სულ უფრო ხშირად ცდილობენ და, შესაბამისად, უარყოფენ ტრადიციულ მედიას – ტელევიზიებს და განსაკუთრებით ბეჭდვით საშუალებებს, რომლებიც „სულს ღაფავენ“.

თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის ადგმა არახალია უმაღლესი იერარქებისთვისაც კი – ჯონ ფიცჯერალდ კენედი პირველი იყო, ვინც ტელევიზია „მიიმხრო“, ხოლო ბარაქ ობამა პირველი პრეზიდენტია „ციფრული ეპოქიდან“ – აშშ–ს მოქმედ პრეზიდენტს ქვეყნის მილიონობით მოქალაქემ დაუჭირა მხარი სწორედ ინტერნეტის გამოყენებით. „ობამა პრეზიდენტი ვერ გახდებოდა რომ არა ინტერნეტი, – არიანა ჰაფინგტონი – The Huffington Post-ის რედაქტორი დასძენს, რომ: ობამას საარჩევნო კამპანია ძალიან ეფექტური სწორედ ამიტომ იყო.

ასეცაა – youtube-ზე განთავსებული პოლიტიკური რეკლამა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სატელევიზიო ჭრა, რომლის დროსაც, მომხმარებელთა 65–67% გადასართავს იმარჯვებს და სხვა არხს „უმეგობრდება“. ობამას ბოლო საარჩევნო გამოსვლა დაახლოებით შვიდმა მილიონმა მომხმარებელმა ნახა სოციალურ საიტზე და მათი 90% ამერიკელი ამომრჩეველია.

***

თუმცა, ინტერნეტი და სოციალური საიტები მხოლოდ აშშ–ში როდია პოპულარული – რევოლუციები ტუნისსა და ეგვიპტეში, გამოსვლები ირანსა და სირიაში სწორედ სოციალური საიტებიდან „იმართებოდა“. facebook-ი ყველაზე პოპულარული საიტი არა მხოლოდ პროპაგანდისტი და აგიტატორია, არამედ, კოლექტიური ორგანიზატორიც.

„ცუკერბერგის შედევრს“ აქტიურად მოიხმარენ ცნობილი პოლიტიკოსები და დიპლომატები – ანდერს ფოგ რასმუსენი, ალბათ, ყველაზე გამორჩეულია. რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი „ტვიტერის“ „ფანია“.

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ სოციალური ქსელები მხოლოდ გარემოა, რომლის შიგნითაც და რომელთანაც ურთიერთობა წინასწარ განსაზღვრული არ არის. ეს გარემო გარკვეულწილად აყალიბებს მსჯელობის სწრაფ უნარს, მოქნილობას, სტილისტიკას, მართლწერას ნებისმიერი თემის ირგვლივ და მას შეუძლია იმოქმედოს საზოგადოებაზე. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს, სხვადასხვა ინფორმაციით, მაღალგანვითარებული ქვეყნების სამხედროები უკვე ამუშავებენ სპეციალურ პროგრამას, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, გაუხმაურებლად მოახდინონ სოციალური ქსელების მანიპულაცია, ისეთების, როგორიც facebook-ი და Twitter-ია. ამისათვის, გეგმის თანახმად, გამოყენებული იქნება ასეულობით სპეციალურად შექმნილი პირი, რომლებიც იმოქმედებენ სოციალურ ქსელში შეკრებილ ადამიანებზე, ანუ, იქნებიან იმდენად პრო–აქტიურები, რომ მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი მათი გავლენის ქვეშ მოექცევა.

ამგვარად ზემოქმედების გარკვეული ნიშნები უკვე შეინიშნება – მაგალითად, Livejournal-ში სპეციალურად შექმნილი ბოტები საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ხდება „პოსტინგის“ იმიტაცია და პოსტები საძიებო სისტემებშიც ხვდება.

21–ე საუკუნის ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის სიტყვათა მარაგი, რომლებსაც ის სოციალურ ქსელებში იყენებს, 500–600–ია – „კვალიფიციური სახელმწიფო ჰაკერები“, ასევე შესაბამისი კომპიუტერული სისტემები ახდენენ ამ სიტყვების დაჯგუფებას, ქმნიან ვირტუალ მომხმარებლებს, რომელსაც სწორედ ეს, დაჯგუფებული სიტყვები აქვთ მარაგში და მათი სახელით დაბომბვას… დადგენილია, რომ მომხმარებელთა მინიმუმ 80% ხდება ამგვარ „ადამიანთა“ მეგობარი, ხოლო ამ რაოდენობის 50% მაინც ექცევა მათი გავლენის ქვეშ.

***

საქართველოში ეს, ცხადია, ჯერ არ მუშაობს. სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე პოპულარულ facebook-ს ჩვენთან 600 ათასამდე მომხმარებელი კი ჰყავს, მაგრამ, ამ რაოდენობის 99% რეალური მომხმარებელია. ამავე დროს, ამ სოციალურ ქსელში ადამიანები ერთმანეთს უმეგობრდებიან მიუხედავად იმისა, იცნობენ თუ არა REAL- ში.

სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება ქართველმა პოლიტიკოსებმაც დაიწყეს – დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პირველი იყო, ვინც „ონლაინ“ პრესკონფერენცია მოაწყო, ოპოზიციის ლიდერის ირაკლი ალასანიას კონფერენციამ კი განსაკუთრებით სტუდენტებში გამოიწვია დიდი ინტერესი.

Facebook-ზე ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც – მინისტრებს, დეპუტატებს… პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კი ავტორია „ნოვაციისა“ – რამდენიმე კვირის წინ მან საკუთარი ვირტუალური მეგობრები საკანონმდებლო ორგანოში მიიპატიჟა და ხელისუფლების ხედვები ამ ფორმითაც გაუზიარა.

მოკლედ ასეა – სოციალური მედია მოძლიერებულია და პოლიტიკის წარმოება მის გარეშე სულ უფრო რთული და წარმოუდგენელიც კი ხდება!

 

Entry filed under: სამხედრო კორესპონდენტი. Tags: .

ლიტვის გზა თავისუფლებისკენ ინგუშეთი ძალადობის წინაშე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2011
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: