ომი ავღანეთში და ომის დასრულება

October 11, 2011 at 10:06 am Leave a comment

გიორგი ცხვიტავა

სრულდება… ცხადია, 2014 წლამდე, ანუ, იმ იქამდე, როდესაც აშშ-ის სამხედრო ძალები ბოლომდე დატოვებენ ავღანეთს. არასრული სამი წელიწადია, მაგრამ უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მოკავშირეთა ფლაგმანი ქვეყანა აშშ ასრულებს სამხედრო ოპერაციას.

პრეზიდენტი ობამა, რომელსაც იმედი აქვს, რომ მეორე ვადითაც აირჩევენ 2012 წელს, ამბობს, რომ კოალიციამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას, რადგან „ალ-ქაიდა“ და თალიბანი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.

ობამას განცხადება ჯარების ჯერ შემცირების, ხოლო 2014 წლისათვის ოპერაციის დასრულების თაობაზე მოულოდნელი სულაც არაა – წინასაარჩევნოდ, როდესაც დემოკრატთა კანდიდატი ჯერ, ასევე, დემოკრატ ჰილარი კლინტონს, ხოლო შემდგომ რესპუბლიკელ მაკკეინს ერკინებოდა, პირობას დებს, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები ავღანეთს დატოვებენ. 2008-2012 წლებში პირობის შესრულება „გართულდა“, თუმცა, სწორედ აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურდა მთავარი ტერორისტი – უსამა ბენ ლადენი და ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა პრეზიდენტის ოდნავ დაცემული რეიტინგი – რიგითმა ამერიკელებმა ირწმუნეს, რომ ობამა სწორედ ის ლიდერია, რომელიც წარმატებით უმკლავდება, მათ შორის, საგარეო და ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს.

„მე არ მინდოდა მისთვის ხმის მიცემა შემდგომ არჩევნებში, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ბენ ლადენი მოვკალით, ობამა იქცა ლიდერად, რომელსაც კვლავ შეიძლება ენდო“, – ტეხასელი სილვია სერტი იმედიანადაა განწყობილი, მისი თქმით: „როდესაც დასრულდება სამხედრო ოპერაცია, ჯარისკაცები ჩამოვლენ და საკუთარი ქვეყნის აშენებაში მიიღებენ მონაწილეობას და არა სადღაც შორს, უცხო ქვეყანაში, სადაც „უაზროდ“ იღუპებიან“… „აღარაა ბენ ლადენი და მორჩა, ახლა თავს მიხედონ თავად“, – ეს კი სილვიას მეუღლის, 45 წლის ფერმერ ჯოაშ კორტის სიტყვებია.

ნახსენებ ტეხასურ ოჯახზე ადრე გაიხარებენ რიგითი კანადელები, ესპანელები თუ კოალიციის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები – ობამას „დასრულებულიც კი არ ჰქონდა“ სიტყვა, რომ ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა განცხადებები კოალიციის ქვეყნების მთავრობების მიერ. კანადამ თქვა, რომ მხოლოდ ინსტრუქტორებს წარგზავნის, ესპანეთმა თქვა, რომ „გამოვა“ კოალიციიდან…

პრეზიდენტმა ობამამ ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება: „ვფიქრობ, ეს ნიშნავს წელიწადნახევრის წინ ჩვენს მიერ ავღანეთში დამატებითი ჯარების გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების წარმატებას და იმას, თუ რამდენად სერიოზულად მოვეკიდეთ გარდამავალ პროცესს.

2009 წელს მე გამოვაცხადე, რომ გავგზავნდით 30-ათასკაციან დამატებით ძალას, რადგან მაშინ გვქონდა განსაკუთრებული ამოცანა: ვაპირებდით, ხელიდან გამოგვეგლიჯა ინიციატივა თალიბანისათვის, რომელიც ქვეყნის სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებდა კონტროლს და ვაპირებდით გამოგვეყენებინა ეს დრო იმისთვის, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენს მიერ გაწვრთნილი ჯარით ავღანელები შეძლებდნენ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. ამ ხნის განმავლობაში უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ: დამატებით გაწვრთნილია ავღანეთის 100-ათასკაციანი სამხედრო ძალები; ტერიტორიები, როგორიცაა ყანდაარი და ჰელმანდი, გაწმენდილია თალიბანის რაზმებისგან იმგვარად, რომ იქ მყოფ მოსახლეობას შეეძლოს, უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. შესაბამისად, ახლა ვაპირებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ჩვენი სამხედრო მისია შევამციროთ 10 ათასით, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულისთვის კიდევ 23 ათასი ჯარისკაცით, რითაც ჩვენს სამხედრო ძალას იმ დონემდე დავიყვანთ, რომელიც ავღანეთში ორი წლის წინ, ქვედანაყოფების გაზრდამდე იყო. და ამასთან, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარების პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყანაზე კონტროლის გადაცემის პროცესს, რომლის დასრულებაც 2014 წლისთვის არის ჩაფიქრებული. ცხადია, 2014 წლამდე შევინარჩუნებთ მტკიცე თანაშრომლობას ავღანელ ხალხთან და ავღანეთის მთავრობასთან. ავღანეთში სამხედრო მისია შემცირდება, მაგრამ ეკონომიკისა და განვითარების სფეროებში ავღანეთთან ისევე ვითანამშრომლებთ, როგორც ახლა“.

ავღანელ ხალხთან თანამშრომლობა აშშ-სთვის უმნიშვნელოვანესია. „თეთრ სახლში“ სურთ, რომ ჩვეულებრივმა ავღანელებმა მართონ ქვეყანა და ის კვლავაც რჩებოდეს აშშ-ს პარტნიორად მაშინაც, როდესაც კოალიციის ოპერაცია დასრულდება.

“ხალხს აპათია ეუფლება გაღებული მსხვერპლისა და დახარჯული ფულის გამო. კარგია, რომ ჯარის რაოდენობის გაზრდის, თალიბანისთვის ინიციატივის ხელიდან გამოგლეჯის, უსაფრთხოების თვალსაზრისით მიღწეული წარმატებისა და ავღანეთის სამხედრო ძალების გაძლიერების გათვალისწინებით, ცვლილებას ძლიერის პოზიციიდან ვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ ყველას, ამერიკელ ხალხსაც და მოკავშირეებსაც, სურთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, რომ ავღანელებს გადავცეთ უსაფრთხო ქვეყანა, რომლის მართვასაც ისინი თავად შეძლებენ. ამის გაკეთება გვსურს თანაშრომლობის გზით, ავღანეთის კანონმდებლობის, ამ ქვეყნის უსაფრთხოების პატივისცემითა და იმის გარანტიით, რომ უკვალოდ არ ჩაივლის ის საქმე, რისთვისაც ასეთი დიდი საფასური გავიღეთ“.

აშშ-მა და ზოგადად კოალიციამ „დიდი საფასური“ მართლაც გაიღო –

დამოუკიდებელი ინტერნეტ-პორტალის iCasualties.org–ის მონაცემებით, 2011 წლის 9 მაისისთვის, ავღანეთში 2 435 სამხედრო პირი დაიღუპა.

კონკრეტულად აშშ კი “ჩამოუშლელ ოპერაციაზე” თვეში 7 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ყველაზე სერიოზული კონტრიბუტორია ISAF–ის ოპერაციაში, ის მარტო სრულიადაც არაა – მსოფლიოს 212 ქვეყნიდან 48-ს (აშშ-ს ჩათვლით) ჯამში 152 ათასი სამხედრო პირი ჰყავს წარგზავნილი აზიაში.

152 ათასი ადამიანი იბრძვის იმისათვის, რომ შესრულდეს 2001 წელს აშშ-სა და ნატოს მიერ დასახული შემდეგი მიზნები: შეიქმნას და გაძლიერდეს ავღანეთის სახელისუფლო ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლებას განახორციელებენ, მათ შორის პროვინციებზეც; შეიქმნას ქმედუნარიანი ჯარი, პოლიცია და უშიშროების სისტემა, რომელიც ეტაპობრივად გააკონტროლებს ტერიტორიებს და ბოლო – აბსოლუტურად განეიტრალდეს „ალ-ქაიდას“ და „თალიბანის“ გავლენა.

„ეს მისია შეუსრულებელი ჩანდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ კოალიციის სარდლად სტენლი მაკკრისტალის დანიშვნამ არსებული ვითარება მკვეთრად შეცვალა“, – ექსპერტი ედუარდ სორმიანი ამბობს, რომ სწორედ მაკკრისტალმა მოითხოვა კონტინგენტის გაზრდა და სწორედ მან განაცხადა პირველმა, რომ „ავღანეთში ომის მოსაგებად, არა მარტო სწორი ტაქტიკა, არამედ მოსახლეობასთან თანამშრომლობა და პირველ რიგში, ავღანური კულტურისა და ისტორიის თავისებურებების გაგება იყო საჭირო“… მაკკრისტალს თვით ინოვაციურმა ობამამაც ვერ გაუგო – გენერალმა თანამდებობა 2010 წელს სკანდალის შემდეგ დატოვა, როდესაც ვაშინგტონის მაღალჩინოსნები გააკრიტიკა და ისინი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. „… და მაინც, მაკკრისტალის იდეები ცოცხალია და დევი პეტრიუსმაც, მისმა შემცვლელმაც და ჯონ ალენმაც მაკკრისტალის სტრატეგიით იმოქმედეს“.

 

საქართველო

კოალიციურ შემადგენლობაში საქართველო, როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, თავიდანვე იყო ჩართული. ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა თითქმის ყველა იმ სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აწარმოებდა.

ქართველთა ამგვარი, „უკანასკნელი“ მისია-კონტრიბუცია სწორედ ავღანეთია – დღეისათვის ავღანეთში, ქაბულსა და ჰელმანდის პროვინციაში 935 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს.

იტალიის დედაქალაქ რომში, საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ საქართველო ავღანეთში დამატებით კიდევ ერთ ბატალიონს გაგზავნის და ეს, წესით, იმ პერიოდისთვის მოხდება, როდესაც ავღანეთს ამერიკული ძალების ნაწილი დატოვებს.

ამჟამად ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ავსტრალიას ჰყავს – 1 550. ჩვენი შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ კი, პირველ ადგილს უკვე საქართველო დაიკავებს.

ოპერაციაში ჩართვიდან დღემდე, საქართველომ 9 სამხედრო დაკარგა.

მხოლოდ ფაქტები

შეერთებულმა შტატებმა “ოპერაცია ჩამოუშლელი თავისუფლება“ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიწყო. ვაშინგტონმა ავღანეთის მაშინდელ მთავრობას – თალიბებს, ბენ ლადენის გაცემა მოსთხოვა. „თალიბანმა“ საპასუხოდ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა საკმარისი მტკიცებულებები არ წარადგინა იმის დასტურად, რომ ტერაქტების უკან ნამდვილად უსამა ბენ ლადენი დგას.

7 ოქტომბერს აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

საბრძოლო მოქმედებების პირველი თვის განმავლობაში, ამერიკული ავიაცია „თალიბანის“ სამხედრო ობიექტებს ჰაერიდან ბომბავდა, გაანადგურა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და ავიაცია. ხორციელდებოდა სახმელეთო ოპერაციებიც. საჰაერო ომში ძირითად როლს სტრატეგიული ბომბდამშენები ბ–1ბ, ბ–2 და ბ–52 ასრულებდნენ.

2001 წლის 7 დეკემბერს ქაბული დაეცა. მებრძოლების ნაწილი პაკისტანში გაიხიზნა. ორთვენახევრიანი სამხედრო ოპერაცია, შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ეგიდით, წარმატებით დასრულდა – „თალიბანი“ გადააყენეს, ქვეყანას სათავეში ჰამიდ კარზაი ჩაუდგა.

2003 წელს „თალიბანის“ გააქტიურების გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ, ISAF-ის პასუხისმგებლობის ზონის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

2006 წლის პირველ აგვისტოს ნატომ აშშ–სგან სარდლობა გადაიბარა.

 

Advertisements

Entry filed under: ავღანეთი, სამხედრო კორესპონდენტი. Tags: , , .

ავღანური გზა ლიტვის გზა თავისუფლებისკენ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2011
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: