ავღანეთი დღეს და პერსპექტივა 2014 წლის შემდეგ

October 8, 2011 at 4:16 pm Leave a comment

ავღანეთი 2014 წელს, კოალიციური ძალების ეტაპობრივად გამოყვანა და უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებზე გადაბარება, ჰაყანის ქსელები, თალიბანი, ეთნიკური ნიშნით დაპირისპირება, კორუფცია სახელმწიფო ინსტიტუტებში, – ნატოში აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში 6 ქვეყნის რეპორტიორი ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, ხორვატიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და საქართველოდან სექტემბერში ავრანეთში იმყოფებოდა, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს ISAF-სა და ქვეყაანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

 

რეპორტიორები ტურის ფარგლებში შეხვდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ISAF-ის ხელმძღვანელობას, კოალიციის ჯარისკაცებსა და რიგით ავღანელებს.

ბამიანის პროვინცია პირველი რეგიონია, სადაც კოალიციურმა ძალებმა უსაფრთხოება ავღანურ ძალებს გადააბარეს. ადგილობრივსაც და უცხოელსაც ბამიანში დღეს უპრობლემოდ გადაადგილება შეუძლია. ბამიანი მკითხველს ბუდას ქანდაკებებით ახსოვს (10 წლის წინ ქანდაკებები თალიბებმა არტილერიის გამოყენებით ააფეთქეს).

 

 

დღეს ამ რეგიონის მომავალს ტურიზმს უკავშირებენ. გასულ წელს 5 ათასამდე უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა.

 

 

ბამიანი უძველესი ადგილია, რომელზეც აბრეშუმის გზის ნაწილი გადიოდა. რეგიონი ძირითადად ხაზარებით არის დასახლებული. რელიგიური რწმენა – 80 როცენტი შიიტია, 20 პროცენტი კი სუნიტი.

ჰაბიბა სარაბი პირველი ავღანელი ქალი პოლიტიკოსია. ის ბამიანის პროვინციის ადგილობრივ მთავრობას ხელმძღვანელობს.

დისკრინიმაციას ხაზარების მიმართ 1950 წლებიდან ქონდა ადგილი, თუმცა დღეს ეს ვითარება შეცვლილია, ხაზარებს ადგილები აქვთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლბაშიც.

რეგიონის ძირითადი პრობლემა გზების არ არსებობა იყო, რაც პროვინციას ჩაკეტილს ხდიდა, რადგან წელიწადში 6 თვის მანძილზე გზებზე გადაადგილება ზამთრის პერიოდში შეუძლებელი იყო.

 

შემდეგი პრობლემა კი ელექტროენერგიაა, რომელიც რეგიონს წლების მანძილზე არ აქვს.

 

13 სექტემებრს მასშტაბური აფექეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. ბოლო ათის წლის მანძილზე პირველად, რამდენიმე თვითმკვლელმა ერთდროულად თავი აიეფთქა ქაბულში ამერიკის საელჩოსთან, IშAF-ის შტაბ-ბინასთან და ავღანეთის პრეზიდენტის სასახლესთან. ორმხრივი სროლა 19 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. თავდასხმა უკავშირდება 11 სექტემბერს. ქაბულში აცხადებენ, რომ მსგავსი კოორდინირებული თავდასხმა ბოლო 10 წლის მანძილზე არ ყოფილა.

შემდეგი რეგიონი, სადაც რეპორტიორები იმყოფებოდნენ – ურუზგანია, რომელიც სამხრეთით მდებარეობს და ჰელმანდის პროვინციას ესაზღვრება (ჰელმანდში ქართველი ჯარისკაცები დგანან).

აქ ძირითადად ამერიკელი და ავსტრალიელი ჯარისკაცები არიან. ავსტრალიელები ეხმარებიან ადგილობრივებს ხიდის აშენებაში, რომელიც 1.7 მილიონი აშშ დოლარი ჯდება, ასევე საინტერესო პროექტი, რომელსაც სამხედროები ახორციელებენ – ავღანელი მოზარდებისთვის სადურგლო და სამშენებლო საქმიანობის შესწავლაა. Aმ მიზნით, სამხედრო ბაზაზე სპეციალური სკოლაა შექმნილი.

 

 

 

 

რაც შეეხება ხიდს, აქ სამუშაოების სრულ სპექტრს ავღანელები ახორციელებენ, ავსტრალიელი სამხედროები მხოლოდ დაგეგმარებით და მონიტორინგით არიან დაკავებული.

ავღანეთში სიმწვანე და წყალი ნამდვილი ფუფუნებაა. გამწვანებული ზონა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დაბალია, თუმცა სიმინდის ყანებიც შეგხვდებათ.

 

მიუხედავად იმის მცდელობისა, რომ სასოფლო-სამეურნეო დარგში ავღანეთს კოალიცია ბევრ პროგრამას თავაზობს, ოპიუმის პლანტაციების აღმოხვრა არ ხერხდება. ერთი კილოგრამი ოპიუმის ფასი დაახლოებით 500 აშშ დოლარია.

უსაფრთხოება და ავღანეთის მომავალი – 20 სექტემბერს საკუთარ სახლში მოკლეს ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ქვეყნის ექს პრეზიდენტი ბურანუდინ რაბანი, რომელიც 2010 წლიდან თალიბანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს შერიგების თაობაზე.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა მაიკ მალენმა განაცხადა, რომ ჰაყანის ქსელი მოქმედებს, როგორც პაკისტანის დაზვერვის უწყების ერთ-ერთი განშტოება, რომელიც აერთიანებს 15 ათასამდე წევრს.

ქაბულში და ბრიუსელში აცხადებენ, რომ მეამბოხეებს ჭირდებათ ფული, იარაღი, უცხოელი დაქირავებულები ჰაყანის ქსელები, იდეოლოგია და მხარდაჭერა.

ტურის ფარგლებში საქართველოდან გიორგი ცხვიტავა იმყოფებოდა ბრიუსელსა (ნატო-ს შტაბ-ბინაში) და ავღანეთში.

 

პ.ს. წარმოდგენილი ფოტოები ავტორის გადაღებულია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Entry filed under: Uncategorized. Tags: .

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გახსნაზე ავღანური გზა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

October 2011
M T W T F S S
« Sep   Nov »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: