საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გახსნაზე

September 27, 2011 at 7:41 am Leave a comment

მოგესალმებით.

დამპყრობელმა, რომელიც საქართველოში სამი წლის წინათ შემოვიდა და დღესაც ჩვენს ტერიტორიაზე რჩება, მიწასთან გაასწორა ეს სამხედრო ნაწილი; პრაქტიკულად, ყველა შენობა მწყობრიდან გამოიყვანა, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთ და ავაშენეთ უკეთესი სამხედრო სასწავლო დაწესებულება, რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაში არასდროს არ ყოფილა.

ასეთია საქართველოს ბედი: ჩვენ გვანგრევდნენ, გვანადგურებდნენ, მიწასთან გვასწორებდნენ, ფეხს გვიდებდნენ, თუმცა, როდესაც მტერი მიიჩნევდა, რომ საბოლოდ წაგვაქცია, კვლავ წამოვდგებოდით ფეხზე, წელში ვსწორდებოდით, თავაწეული ვრჩებოდით და ვაგრძელებდით ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის შენებას.

გორის ახალი სამხედრო აკადემია, ყველაფრის მიუხედავად, მტრის ჯინზე და ქართველი ხალხისა და ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ, საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლოა.

საქართველოს ოფიცერთა კორპუსი ქვეყნის ერთ-ერთი ჩვეულებრივი სამხედრო კორპუსი არ არის.

მართალია, რუსეთმა დიდი დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ მან კარგი გაკვეთილებიც მიიღო მაშინ, როდესაც ქართველებმა პოლონელებთან ერთად, მარშალ პილსუცკისა და ქართველ გენერალთა და ოფიცერთა მეთაურობით, პოლონეთი საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობას გადაარჩინეს; ერთი წლის შემდეგაც, როდესაც საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო; ცოტა მოგვიანებითაც, 30-იან წლებში, როდესაც ქართველები საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ესპანეთის სამოქალაქო ომში და მაშინაც, როდესაც ქართველები მხარდამხარ იბრძოდნენ ვარშავის აჯანყებულთა წინააღმდეგ (მათი დიდი ნაწილი სტალინმა კატინში გაანადგურა).

ამ გაკვეთილების შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შეიარაღებულ ძალებში ქართველ ოფიცრებს არ უშვებდა.

ამის გამო, დამოუკიდებლობის პერიოდისთვის ჩვენ, პრაქტიკულად, ოფიცრების გარეშე დავრჩით.

მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ ქართველ ხალხში არის ძალიან დიდი საბრძოლო სული, დიდი საბრძოლო გამოცდილება და ქართული ოფიცრობა, როგორც ცნება, არის საშიში და ამიტომ ის არ უნდა არსებობდეს.

ამიტომ, ის სკოლა, რომელსაც ჩვენ აქ ვქმნით და ის, რისი აღორძინებაც დავიწყეთ საქართველოს საუკუნეების განმავლობაში დარჩება.

ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება.

აქედან რამდენიმე კილომეტრში დამპყრობლებმა პლაცდარმი გაიმზადეს, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოს საწინააღმდეგოდ არის შექმნილი.

თუმცა, მინდა, რომ ყველაფერს ფართოდ შევხედოთ.

ეს ადგილი საქართველოს, ქართლის გულია.

თითები არ მეყოფა იმ დამპყრობელთა ჩამოსათვლელად, რომლებსაც ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ეს ადგილი დაიკავეს და საქართველომ არსებობა შეწყვიტა.

უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრი დამპყრობელი აფათურებდა აქ ხელს და პირველი დარტყმები სწორედ აქ მოდიოდა.

ისინი მოდიოდნენ იმაში დარწმუნებულნი, რომ სამუდამოდ დარჩებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი გაქრა და აღიგავა პირისაგან მიწისა და მხოლოდ საქართველო აღმოჩნდა მარადიული.

ამიტომ, ვიდრე არის საქართველო, ეს ადგილიც იქნება საქართველოსი, საქართველო კი მუდამ იარსებებს.

და ვიდრე იქნება საქართველო, ჩვენ მისი დაცვის აუცილებლობაც გვექნება, რაც, თავისთავად, შეიარაღებული ძალების არსებობას გულისხმობს.

რუსეთის იმპერია, რეალურად, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თუ მათი კრიზისი გაგრძლდება, თუ გაგრძელდება მათი დამპყრობლური პოლიტიკა მე-19 საუკუნის მეთოდების გამოყენებით, მისი შემდგომი დასუსტება და ჩამოშლა გარდაუვალი იქნება, როგორც ეს დაემართა თურქ-სელჩუკების იმპერიას დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში, შემდეგ მონღოლთა ურდოს, ოტომანების იმპერიას, სპარსეთის ძლევამოსილ იმპერიას, უფრო ადრეულ პერიოდში კი – არაბებს.

თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ, თავისთავად, ეს ჩვენს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.

ერთადერთი, შედარებით ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც საქართველოს კეთილდღეობა ჰქონდა, იყო დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში.

თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით, ეს არც ისე ხანგრძლივი პერიოდი იყო და მხოლოდ რამდენიმე თაობას მოიცავდა.

საქართველოს ისტორიაში ეს ხანა გამონაკლისი იყო – მაშინ თურქ-სელჩუკების იმპერია დაიშალა, ხოლო ახალი დამყრობლები ჯერ კიდევ არ ჩანდნენ.

ერთი დამპყრობლის ადგილს ყოველთვის მეორე იკავებდა და ერთ პრობლემას მეორე ცვლიდა.

ამიტომ, ყველაფერს ისტორიული გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ.

აქედან გამომდინარე, დამპყრობლის იმპერია რომც ჩამოიშალოს, ჩვენ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან, შესაძლოა, ამას სხვადასხვა ქაოტური მოვლენები მოჰყვეს.

სწორედ ამ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს სიძლიერე, მისი შეიარაღებული ძალების კონსოლიდაცია, ეფექტიანობა და ბრძოლის უნარიანობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს შესანარჩუნებლად.

ყველა წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, უნდა შევინარჩუნოთ, მომავალშიც განვამტკიცოთ და ჩვენ შვილებს გადავცეთ.

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება შეკითხვა: რა უნდა საქართველოს ჯარისკაცებს ავღანეთში? ხშირად გამიგია, რომ თურმე ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე ეწირება იმას, რომ საქართველოს მთავრობამ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ხოლო სააკაშვილმა სკამი შეინარჩუნოს.

მე ჩემი სკამი კი არა, საკუთარი სიცოცხლეც არაფრად მიღირს, როდესაც საქმე საქართველოსა და მის უზენაეს ინტერესებს შეეხება.

საქართველოს ჯარისკაცები ავღანეთში იმყოფებიან იმის გამო, რომ ეს აძლიერებს ქართულ შეიარაღებულ ძალებს; იმიტომ, რომ ეს არის მსოფლიოს საუკეთესო ჯარებთან ურთიერთქმედების ფასდაუდებელი საბრძოლო გამოცდილება.

პირადად მომისმენია გენერალი პეტრეუსისგან, რომ საქართველოს კონტინგენტი საუკეთესო კონტინგენტია ამერიკელების გარდა, რომელთანაც მასროდესმე ჰქონია ურთიერთობა ერაყსა და ავღანეთში.

ეს არა მხოლოდ გენერალი პეტრეუსის აზრია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გენერალია მსოფლიოში, არამედ ძალიან ბევრი გამოჩენილი ამერიკელი და ევროპელი გენერლისა. მე კი მათ აზრს ვენდობი.

გენერალი პეტრეუსი მეუბნებოდა, რომ ქართველ ჯარისკაცებს რაღაც ისეთი აქვთ, რასაც ბოლომდე ვერ ვხსნი, მაგრამ ეს სწორედ ის განსაკუთრებულობაა, რომელიც მათ აძლევს უპირატესობას ბევრი სხვა ქვეყნის ჯართან შედარებით.

თუმცა, ჯარს მუდმივი მომზადება და მუდმივი გამოცდა სჭირდება, მათ შორის, საბრძოლო ვითარებაში და ეს არის ყველაზე საუკეთესო გამოცდილება, როგორიც შეიძლება მივიღოთ.

როდესაც ხალხს ეკითხები: უნდა იყვნენ თუ არა ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში და ე.ი. არსებობდეს რისკი (რამდენიმე მათგანი უკვე დაიღუპა), რომ ისინი დადებენ იქ საკუთარ სიცოცხლეს, პირველი რეაქცია რა თქმა უნდა იქნება: არ უნდა იყვნენ. მაგრამ, მოდით, დავფიქრდეთ და ჩავუღრმავდეთ: აქვს თუ არა საქართველოს საფრთხე და უზარმაზარი გამოწვევა? რა თქმა უნდა, აქვს.

სჭირდება თუ არა საქართველოს ჯარი? რა თქმა უნდა, სჭირდება, სხვაგვარად ქვეყანა ვერ იცოცხლებს.

უნდა ქონდეს თუ არა ამ ჯარს გამოცდილება? რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს.

გვჭირდება თუ არა ჩვენი ძლიერი, ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნების მოკავშირეების დახმარება? რა თქმა უნდა, გვჭირდება.

სად უნდა მივიღოთ ეს გამოცდილება და სად უნდა მოვიპოვოთ ჩვენი მოკავშირეების სოლიდარობა? უპირველეს ყოვლისა, ავღანეთში.

თუ გვინდა გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვქონდეს ჯარი, თუ გვინდა გვქონდეს ჯარი, უნდა ვიყოთ ავღანეთში.

ამას ვინმეს ლამაზი თვალებისთვის არ ვაკეთებთ, მით უმეტეს არც ქულების დასაწერად და რაიმე სხვა პოლიტიკური მოსაზრების გამო. ვიცი, რომ ეს არაპოპულარულია.

ისიც ვიცი, რომ ჩვეულებრივი დემაგოგებისგან იმით განვსხვავდებით, ჩვენ შეგვიძლია პოპულარობაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესი დავაყენოთ და ხალხს ავუხსნათ და დავუმტკიცოთ ამ გადაწყვეტილების სისწორე.

დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ბევრი მოგვემხრობა და მიხვდება, რომ ეს სასარგებლო იყო, რადგან გადამწყვეტ მომენტში, ის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც ავღანეთის სკოლას გამოივლიან, ისევ საქართველოს გამოადგებიან, დაიცავენ მას და გადაარჩენენ კიდეც.

სხვათა შორის, მსგავსი შეკითხვები ოფიცერთა და ჯარისკაცთა ოჯახებში არ უჩნდებათ და ამას დიდად ვაფასებ.

ეს შეკითხვები არც იმ ოჯახებს აქვთ, რომელთა შვილები, ზოგ შემთხვევაში დედისერთაც კი, შეეწირნენ ამ რთული მისიის განხორციელებას – ჯარისკაცებმა კარგად იციან რაზე მიდიან ხშირად.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ ვთქვი, რომ საქართველოს ჯარისკაცები და პოლიციელები ჩვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები არიან.

ბრიტანეთის ელჩმა, დონალდ მაკლარენმა მაშინ წერილიც მომწერა, მეკითხებოდა: მაგალითად, ბალერინები არ არიან იყვნენ თქვენი საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებიო?

მე ძალიან მიყვარს ბალერინები, ძალიან მიყვარს ქართველი მოცეკვავეები, მაგრამ, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო – ქართველი ჯარისკაცები ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილია.

საქართველოს ჯარისკაცები საზოგადოების ის ნაწილია, რომელმაც თავი რამდენჯერმე გაწირა საქართველოსთვის. ათასობით მათგანი ისევ მზად არის ყოველდღიურად გაწიროს თავი.

ჩვენ გვყავს ყველაზე ლამაზი და მშვენიერი ბალერინები, ყველაზე კარგად მოლაპარაკე პოლიტიკოსები, ყველაზე კარგი სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაგან თითოეული (მეტ-ნაკლებად) იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ ამ დონემდე ვერავინ ვერ მივა.

თუ გვსურს, მათ სიმაღლეს მივაღწიოთ, ჩვენც საქართველოს ჯარისკაცები უნდა ვიყოთ და გავწიროთ თავი სამშობლოსთვის.

ხშირად ამბობენ, რომ პოლიციაც მოგვწონს და ჯარიც, მაგრამ ზედმეტად პოლიტიზირებული არიანო.

არც ჯარია პოლიტიზირებული და არც პოლიცია. უბრალოდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის იდეას უპირისპირდება და არა რომელიმე კონკრეტულ მთავრობას, რომელიმე კონკრეტულ პრეზიდენტს ან პოლიტიკურ მიმართულებას. როდესაც გადიხარ და ქვეყნის მტერს ეხუტები, უპირისპირდები საქართველოს და არა მის პრეზიდენტს.

როდესაც გამოდიხარ და ამბობ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეს არ ჩაატარებინებ ჯარს, რადგან დამფინანსებელმა, რომელიც გულზე სკდება იმის გამო, რომ 2008 წელს თბილისი ვერ აიღო, ფული გამოყო ამისთვის, შენ უპირისპირდები არა პრეზიდენტს – პრეზიდენტები იმ ტრიბუნაზე გამოიცვლებიან – არამედ შენს ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას.

ამიტომ, ნუ ეწყინებათ, თუ ჯარი და პოლიცია, და, ზოგადად, ყველა, ვინც სახელმწიფო სამსახურშია, ყოველთვის დაიცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ამაში არაფერი პოლიტიკური არ არის, რადგან ეს სწორედ ისაა, რისი მოშლაც სურს დღეს ჩვენს მტერს.

ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში მთავარი მოთამაშეები ყოველთვის თანხმდებიან მთავარ პრინციპებზე, მათი განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიუხედავად.

საქართველოს ყოველთვის სჭირდება ხალხი, ვინც მზადაა მისთვის თავი გაწიროს და მნიშვნელობა არ აქვს როგორია მისი შეხედულება ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენი ბუნებრივი დაცვა – კავკასიონი, ეს კედელი მოგვცა ღმერთმა და როდესაც ეს კარიბჭე, გადმოლახული აქვს დამპყრობელს, არც ერთს არ გვაქვს უფლება წყნარად გვეძინოს.

გუშინ ვიყავი სტეფანწმინდაში, დარიალში, საქართველო-რუსეთის საზღვართან, სადაც ბუნებრივად ვიწროვდება ადგილი. ზუსტად ასევე ვიწროვდება საზღვარი სარფთან; ზუსტად ასევე ვიწროვდება საზღვარი გაგრის იქით, ფსოუზე, ლესელიძესთან. ეს საზღვრები ჩვენ ბუნებრივად მოგვცა ღმერთმა. საქართველოს საზღვრები რომელიმე კარტოგრაფის დახაზული არ არის – ის ჩვენ ბუნებამ და ისტორიამ განგვისაზღვრა, ამიტომ თითოეული მათგანი უნდა შევინარჩუნოთ. თუკი ეს საზღვარი ვინმემ გადმოლახა, ვერავინ, მათ შორის მე, ვერ ვიქნებით მშვიდად.

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა და კარგად ვიცი, რომ გვმართებს სტრატეგიული მოთმინება, ძალიან დიდი მომზადება, უსაზღვრო განათლება ინფორმირებულობა, საერთაშორისო ვითარების კარგად მომზადება, სათანადოდ აღჭურვა.

რამდენიმე წლის წინათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ მსგავს ტექნიკას გამოვუშვებდით.

ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მაღალ ტექნოლოგიურ პროცესზე.

ჩვენი ბავშვები, რომლებიც ახლა პირველი კლასიდანვე სწავლობენ კომპიუტერზე მუშაობას, 10 -15 წლის შემდეგ, თქვენი შეიარაღებისა და აღჭურვის ახალ ნიმუშებს გამოიგონებენ და სხვაზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული, ყველაფერს თავად შევქმნით.

სინგაპურმა ყველაფერი თვითონ შექმნა, პატარა ესტონეთიც კი თავად ქმნის იმის მიუხედავად, რომ ნატოს წევრია.

საქმე საქმეზე რომ მიდგება, მართალია, მეგობრები უფრო მეტს მოგცემენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მეგობრად არ გარგია, მაგრამ საბოლოოდ „ხეზე ასვლა” თავად უნდა ვისწავლოთ.

ეს აკადემია, რომელიც დღეს აქ იხსნება, აღჭურვითა და კომფორტით ერთ-ერთი საუკეთესოა, ალბათ, მთელ მსოფლიოში.

რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარის აღჭურვა ჯერ კიდევ ძალიან დასახვეწი და გასავითარებელია, მაგრამ აკადემია, რომელშიც ოფიცრები ისწავლიან, სანიმუშო უნდა იყოს.

აქ ექსკურსიაზე უნდა მოჰყავდეთ ბავშვები. აქ მოვლენ გორელი, კასპელი, ქარელელი, თბილისელი ბავშვები. მთელი საქართველოდან უნდა ვატაროთ ახალგაზრდები, რათა ნახონ როგორი პირობებია აქ.

პირადად მე, დღეს აქ ჩემს შვილთან ერთად მოვედი, რომელიც მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ოდესმე ოფიცერი გახდეს.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი ოფიცრები ქვეყნის ელიტას უნდა წარმოადგენდნენ.

სხვათა შორის, გუშინ თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში პირველი ინტერაქტიული კლასი გავხსენით, ბავშვებს კი, ყველა სკოლაში დავურიგეთ კომპიუტერები.

მოგვიანებით, ტელევიზიით გამოვიდნენ ზოგიერთი პოლიტიკოსები, რომლებიც გაურემონტებელ სკოლასთან იდგნენ, და ამბობდნენ: სააკაშვილი საუკეთესო სკოლებში კი დადის, მაგრამ ასეთი სკოლებიც გვაქვსო.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ასეთი სკოლები ჯერ კიდევ არის და მათ დიდი აღმოჩენა არ გაუკეთებიათ. მაგრამ ამიტომ, მხოლოდ ის უნდა ვილაპარაკოთ რომ ცუდად ვართ?! თუ ჯობს მსგავს დაწესებულებებში გავაგრძელოთ სიარული და ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე მაღალი სტანდარტი – ეს არის პირველი ასეთი სკოლა, პირველი 50 სკოლა და პირველი 100 სკოლა და დანარჩენი ასობით და ათასობით სკოლა საქართველოში იქნება ზუსტად ასეთი?!

აქედან გამომდინარე, დღეს, ყველაზე მაღალი სტანდარტი, მათ შორის, უმაღლესი განათლების, ჩვენი სამხედროებისთვის, ე.ი. ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილისთვის შევქმენით.

ამით მე ძალიან ვამაყობ.

აქ გაიზრდებიან მომავალი გამოჩენილი ქართველი გენერლები.

ჩვენ გვყავდა გენერლები, რომლებიც მეთაურობდნენ პოლონეთის არმიის გენერალურ შტაბს, რუსეთის იმპერიის ჯარებს, სპარსეთის იმპერიის ჯარებს; იყვნენ მამლუქთა ლიდერები. ჩვენი სამხედროები მართავდნენ ერაყს, ტუნისს, ახლო აღმოსავლეთში არიან რამდენიმე დინასტიის დამფუძნებლები; ჩვენი გენერალი მართავდა აშშ-ის გენერალურ შტაბს…

მაგრამ ჩემი ამბიციაა, რომ ქართველი გენერლები და ოფიცრები იყვნენ საქართველოში, მეთაურობდნენ ქართულ ჯარს და გამარჯვებას მოიპოვებდნენ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ.

აი, ეს არის დამოუკიდებლობის ხიბლი.

სისხლში გვაქვს ნიჭი და დამოუკიდებლობა არის განსაკუთრებული ფუფუნება, რომ ეს ჩვენი ისტორიული, გენეტიკური ნიჭი მოვახმაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, ჩვენი მრავალეთნიკური ქართველი ხალხის კეთილდღეობას. ამიტომაა, რომ ჩვენი ჯარი შედგება ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლისგან, მათ შორის, ბევრი ოსისგან; სხვათა შორის, ბოლო შეტაკებები რუს დამპყრობლებთან მეცხრამეტე საუკუნეში ოსურმა რაზმებმა აწარმოეს. არ არსებობს ცალკე ოსური ერთეული, არსებობს საქართველოს სისხლი და ხორცი – ჩვენი ოსური მოსახლეობა.

საქართველოს ჯარში ქართველებთან ერთად არიან აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ებრაელები; საქართველოს ჯარში მართმადიდებლებთან ერთად არიან კათოლიკები, მუსულმანები და იუდეველები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ძალა.

საბოლოოდ, ეს არის ერთი ქვეყანა, ერთი სამშობლო, ერთი მომავალი, ერთი შეიარაღებული ძალები და ერთი სიცოცხლე, რომელსაც ჩვენი სამშობლოსა და მისი კეთილდღეობისთვის ვწირავთ.

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

მინდა ვისურვო, რომ საქართველომ გააგრძელოს სწრაფი ინტეგრაცია ნატოში და ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი; სწრაფი ინტეგრაცია წამყვანი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან და, ამავე დროს, მყარად დავდგეთ ფეხზე.

ეს აკადემია ამაში ძალიან დაგვეხმარება.

ასევე მივესალმო თქვენს ახალ ხელმძღვანელს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაინიშნა და ძალიან კარგად დაიწყო საქართველოს ამ ძალზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რეფორმირება.

ასე გავაგრძელოთ.

გმადლობთ.

ორიგინალი: http://www.president.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=228&info_id=6910

This slideshow requires JavaScript.

ფოტოები აღებულია: http://www.flickr.com/photos/msygeorgia/

Entry filed under: საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , .

მოგზაურობა ვირტუალურ აფხაზეთში ავღანეთი დღეს და პერსპექტივა 2014 წლის შემდეგ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

September 2011
M T W T F S S
« Jun   Oct »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: