2008 წლის “დეზერტირები” და დეზერტირები…

April 28, 2011 at 10:28 am Leave a comment

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამრთალი და თვისუფლების” მოკლე ანგარიში 2008 წლის აგვოსტოს ომის შემდგომი მდგომარეობის შესახებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დეზერტირობისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის საკითხი

ირაკლი სესიაშვილი

2008 წლის აგვისტოში, როგორც ცნობილია, საქართველოში ადგილი ჰქონდა საომარ მოქმედებებს, კერძოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. აღნიშნული მოქმედებების შესახებ შეფასება თან ერთვის ამ პროექტს. ამ ანგარიშში კი ჩვენ განვიხილავთ საომარი მოქმედებების შემდგომ წარმოქმნილ დეზერტირობისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხებს, რომლებითაც ასოციაცია აქტიურად იყო დაკავებული. პირველ რიგში კი შევეცდებით მოკლე ანალიზი შემოგთავაზოთ არსებულ ვითარებასთან.

2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ოსეთის მხრიდან შემოვიდნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაბომბვებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 11 აგვისტოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და სამთავრობო სამხედრო ძალების უკან დახევის შესახებ ბრძანება გასცა. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებისა, რუსეთის საჰაერო ძალები ტერიტორიების დაბომბვასა და ქვეყნის სიღრმეში სამხედრო ძალების შემოყვანას განაგრძობდნენ. მათ დაიკავეს დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი, დაიკავეს სენაკის სამხედრო ბაზა, ოკუპირებულ იქნა ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული რეგიონი, ქალაქი გორი და გადაკეტეს დასავლეთ – აღმოსავლეთ დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი. ინტენსიური დაბობმვის გამო საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ჯარების დახევის და მათი სხვადასხვა რეგიონებში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ჯარების არაეფექტურ მმართვის, სამხედრო მმართველობის შეუთანხმებელი და არა ადექვატური გადაწყვეტილებების გამო ჯარების გარკვეული ნაწილი დასავლეთ საქართველოში, ხოლო ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩნდა. სამხედრო შენაერთების ზოგიერთმა ხელმძღვანელმა იარაღის ჩაბარებისა და სახლში წასვლის შესახებ გასცა ბრძანება, რათა მოწინააღმდეგეს ერთად შეჯგუფებული სამხედრო ქვედანაყოფები არ გაენადგურებინა. ასეთ პირობებში ბევრმა სამხედრომ სამხედრო აღჭურვილობა ჩააბარა და საკუთარ სახლებს ან ახლობლებს მიაშურა.

14 აგვისტოს, მას შემდეგ რაც კონფლიქტის ორივე მხარემ ცეცხლი შეწყვიტა, სახმელეთო ჯარების სარდალმა, ვიცე – პოლკოვნიკმა მ. ბალახაძემ გასცა ბრძნება, რომ მომხდარიყო ქვედანაყოფების აღრიცხვა და ის ჯარისკაცები, რომლებიც არ იმყოფებოდნენ დისლოკაციის ადგილზე, მათი საქმეები შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი წარმოებისთვის სამხედრო პოლიციას გადაცემოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დისლოკაციის ადგილებზე არ აღმოჩნდა დაახლოებით 1700-2000 სამხედრო მოსამსახურე. შესაბამისად, მათი საქმეები გადაეცა სამხედრო პოლიციას და სამხედრო პოლიციამ მათი საქმეების მოკვლევა დაიწყო. უკვე ამ პერიოდისთვის დაკავებულ იქნა რამდენიმე სამხედერო მოსამსახურე (დაახლოებით 60 პირი) დეზერტირობის ბრალდებით (რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 ნაწილის მიხედვით – 3 – 7 წლამდე, 2 ნაწილის მიხედვით 5 – 10 წლამდე).


ამ პერიოდისთვის ასოციაციაში შემოვიდა რამდენიმე მომართვა – სამხედრო მოსამსახურეები აცხადებდნენ, რომ მათ არ იღებდნენ სამხედრო ნაწილები, რამდენადაც როგორც მათ უცხადებდნენ საქმე გადაცემული იყო სამხედრო პოლიციისთვის. ამავე ჯარისკაცების განცხადებით, მათ ამ დრომდე ვერ მოახერხეს სამხედრო ნაწილებში გამოცხადება, რამდენადაც დასავლეთ-აღმოსავლეთ მაგისტრალი გადაკეტილი ჰქონდათ რუს სამხედროებს და შეწყვეტილი იყო მიმოსვლა, შესაბამისად ისინი ვერ ცხადდებოდნენ სამხედრო დისლოკაციის ადგილებზე. გარდა ამისა, რუსი სამხედროიების მიერ ოკუპირებული იყო სენაკისა და გორის სამხედრო ბაზები (სადაც მსახურობენ დაახლოებით 7000 სამხედროები), რის გამოც ისინი დისლოკაციის ამ ადგილებში ცხადია ვერ გამოცხადდებოდნენ. ასეთ ვითარებაში, ჩავთვალეთ რა რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, ასოციაციის დირექტორი დაუკავშირდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს და სთხოვა მას სიტუაციაში გარკვევას. მეორე დღეს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ჩვენი თხოვნით, შეხვდა რამდენიმე ასეთ ჯარისკაცს და განუცხადა, რომ მათ პრობლემებს გადაჭრიდნენ და ისინი დააბრუნეს სამხედრო ნაწილებში. თუმცა შემდგომში ისევ გაათვაისუფლეს და ზოგიერთი მათგანი დააპატიმრეს კიდეც.

ასეთ ვითარებაში ასოციაციამ დაიწყო აქტიური საზოგადოებრივი კამპანია ამ ჯარისკაცების დასაცავად. ასოციაციას 25 აგვისტოსთვის უკვე მომართა დაახლოებით 300 სამხედრო მოსამსახურემ. ჩვენ საშუალება მოგვეცა არსებული პრობლემების შესახებ ყოველდღიურად გამოგვექვეყნებინა სტატიები ქართულ და უცხოურ პრესაში, ასევე პირდაპი ტელე-ეთერში გვესაუბრა ამ საკითხებზე. გარდა ამისა, ასოციაციის დირექტორმა, სხვა კოლეგებთან ერთად ჩაატარა ღია მოსმენა საზოგადოებიოს ფართო წრეებთან ომის შედეგების შესწახებ სადაც ეს საკიტხი მწვავედ დაისვა. გარდა ამისა, ასოციაცია დაუკავშირდა პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველს, ტავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოსთხოვა მათ სიტუაციაში გარკვევა. შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებულმა კამპანიამ მნიშვნელოვნად მოახდინა ზემოქმედება ხელისუფლების ამ საკიტხისადმი მოქმედებებზე. როგორც ჩვენთვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და შეაჩერა სამხედრო მოსამსახურეების დაკავება-დაპატიმრება. ხოლო იმ პირების მიმართ, რომელთა საქმეებსაც სამხედრო პოლიცია აწარმოებდა, აღიძრა ადმნინისტრაციული სამართალწარმოება და ისინი, დაახლოებით 1500 პირი, დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურიდან “სამსახურეობრივი შეუსაბამნოსბის” ან “უღირსი საქციელის” გამო, რის შედეგადაც მათ გააუქმეს კოტრაქტები და უნდა დააკისრონ ფულადი ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.

ჩვენმა ორგანიზაციამ გააგრძელა აქტიური კამპანია როგორც სისიხლისსამართლებრივ ასევე ადმინისტრაქციული საქმეებში სამხედრო მოსამსახურეთა დაცვისათვის. შედეგად მივიღეთ ის, რომ დაპატიმრებულ პირთა აბსოლუტურ უმრაველსობას პროკურატურამ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება, ანუ მათ დააკისრეს გარკბვეული თანხის გადახდა და ასევე მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 1-1,5 წლისა. გარდა ამისა, იმ საქმეებში, სადაც სამხედრო მოსამსახურეები გამოკვეთილად იყვნენ უდანაშაულო და მიუხედავად ამისა სამსართლომ მათ მიუსაჯა სასჯელი, ჩვენი აქტიური კამპანიის შედეგად, დეკემბრისა და იანვრის თვეში პრეზიდენტმა შეწყალების აქტით გაათავისუფლა ციხიდან. რაც შეეხება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, 2008 წლის 12 დეკემბერს თავადაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება და ნება დართო იმ სამხედერო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურიდან, სამსახურში აღდგენა.

რატომ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო აქტიური მუშაობა სამხედრო მოსამსახურეთა დასაცავად და რა იყო რეალურად პრობლემა – ეს იყო დეზერტირობა თუ არასწორი მმართველობა?

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან სამხედრო დისლოკაციის ადგილისთვის მიტოვებას ან დეზერტირობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ე.წ. დეზერტირები წარმოიქმნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც

1. გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება და ცალკეულმა სამხედრო მეთაურებმა გასცეს ბრძანებები იარაღის ჩაბარებისა და სახლში წასვლის შესახებ. ანუ ადგილი ჰქონდა არასწორ ბრძანებებს, რომელიც შედეგი იყო არაკოორდინიორებული მოქმედებისა.

2. ამასთან ე.წ. დეზერტირები შეიქმნენ იმის გამო, რომ ზოგიერთი ჯარისკაცია აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოში და ვერ ახერხებდა აღმოსავლეთ საქართველოში გადმოსვლას იმის გამო, რომ გზა გადაკეტილი ჰქონდათ რუს სამხედროებს;

3. დეზერტირები შეიქმნენ ასევე იმის გამო, რომ ჯარისკაცები ვერ გამოცხადდნენ თავიანთ დისლოკაციის ადგილზებზე რამდენადაც ისინი ოკუპირებული იყო რუსული ჯარის მიერ, კჯერძოდ სენაკში და გორში;

4. დეზერტირობის ფაქტები ასევე უკავშირდება იმას, რომ ჯარისკაცებს არ ჰქონდათ ინსტრუქციები ჯარების უკან დახევასთან დაკავშირებით, რასაც არაეფექტურ მმართველობასთან მივყავართ.

5. ჩვენი ანალიზით, ჯარისკაცებისა და უმცროსი ოფიცრების პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა იმის გამო, რომ ომში სამხედრო ძალების მარცხის გამო ვიღაცა უნდა დასჯილიყო და ეს ვიღაცა არ უნდა ყოფილიყო ხელმძღვანელი პირები, რამდენადაც ეს ნიშნავდა რომ საქმე გვქონდა არაეფექტურ მმართველობასა და არაკვალიფიციურ კადრებთან;

ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სამხედროების დაპატიმრებისა და მათთვის დეზერტირობის ბრალდების წაყენება შეწყვეტის შესახებ მიიღო იმის გამო, რომ პოლიტიკურ დონეზე ეს წამგებიანი იყო ხელისუფლებისთვის. კერძოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველო გადაარჩინა სამხედრო ძალებმა და ძალოვანი უწყებების ეფექტურმა მუშაობამ და რომ ჩვენ გვყავდა “გმირების არმია”. თუკი სტატისტიკურად აღმოჩნდებოდა, რომ საქმე გვქონდა არაეფექტურ მმართვასთან და გვყავდა დეზერტირების დიდი რაოდენობა, პოლიტიკრუ დონეზე საქმე გვექნებოდა “დეზერტირების არმიასთან”, რაც საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კიდევ დამატებით კრიტიკის საფუძველი გახდებოდა. სწორედ ამიტომ, ასევე საზოგადოების მხრიდან ზეწოლის გამო, ხელისუფლებამ თავი შეიკავა სამხედროთა შემდგომი დასჯისაგან, თუმცა მათ (ვინც დაპატიმრებული იყო) პირობითად აღიარებინა სასჯელი (საპროცესო შეთანხმების გაფორმებით) და 1-2 წლით “დაატყვევა” ციხეში, რათა მათ ღიდ არ ესაუბრათ იმ შეცდომებზე, რომლებიც ხელისუფლებამ დაუშვა საომარი მოქმედებების დროს.

ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც აგრძელებს ამ ჯარისკაცების დაცვას, ასევე ცდილობს მიაღწიოს პოლიტიკური ნების ფორმირებას, რომ დაპატიმრებული ჯარისკაცების მიმართ გამოცხადდეს ამნისტია.

Advertisements

Entry filed under: 2008, სამხედრო კორესპონდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალები. Tags: , , , , , .

უცხოური პრესის დაიჯესტი ირაკლი სესიაშვილი ქართული არმიის შესახებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


1921

სასწრაფოდ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებულ კაპრალ მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს. კაპრალი აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა. კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას იღებდა 2010 - 2011 წლებშიც. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. დაკრძალვასთან დაკავშირებულ საჭირო ყველა ხარჯს სამინისტრო დაფარავს.

გადადი ხსოვნის გვერდზე!

ლეიტენანტი მუხრან შუკვანი

პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი

სერჟანტი დავით ცეცხლაძე

კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი

კაპრალი ნუგზარ კალანდაძე

კაპრალი გიორგი ავალიანი

კაპრალი ვალერი ვერსკიანი

უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე

რიგითი გია გოგუაძე

სერჟანტი რეზო ბერიძე

კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი

კაპრალი შალვა ფაილოძე

კაპრალი ვალიკო ბერაია

კაპრალი რუსლან მელაძე

კაპრალი პაატა კაჭარავა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

April 2011
M T W T F S S
« Mar   May »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  

Feeds

ღრუბელი

"მუხროვანის ამბოხება" 2008 წლის აგვისტო NATO ავია - კატასტროფა ავღ ავღანეთი აზერბაიჯანი ატომური განიარაღება აფეთქება აფხაზეთი ახალი ამბები ბარაკ ობამა ბაჩანა ქართველიშვილი ბირთვული იარაღი განცხადება გიორგი ავალიანი გიორგი მანჯავიძე გიორგი ცხვიტავა დაკრძალვა დახურული თავდაცვის სამინისტრო დერეფანი ნატოსთვის ვახტანგ კაპანაძე ვეტერანები ვეტერანების აქციის დაშლა ვიქტორ იანუკოვიჩი ზვიად თხელიძე თემურ ჩაჩანიძე თეონა აქუბარდია ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილი ირაკლი სესიაშვილი ირანი ისრაელი კატინი კობა კობალაძე კობა ლიკლიკაძე ლევან ამირიძე ლეხ კაჩინსკი ლილი ხეჩუაშვილი მამა იოსები (ესაკია) მამუკა გორგიაშვილი მედია და სამხედროები მისტრალი მოდელირებული ქრონიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგია ომის განახლება რუსეთთან ოფიცრების დათხოვნა პირველი აღდგომა ავღანეთში პოლონელი ოფიცრები რეზერვი რუსული ბაზები საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები საქართველოში საკადრო ცვლილებები სამართალი და თავისუფლება სამუელ ჰანტიგტონი სამშვიდობო მისია სამხედროები და დემოკრატია სამხედრო ისტორია სამხედრო საჰაერო ძალები სამხედრო ფსიქოლოგია სანდრო იმერი საქართველოს - სამხედრო საზღვაო ძალები საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები საქართველოს შეიარაღებული ძალები საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სირია სმოლენსკი სტრესი ტრამვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინა ფლოტი ქართული ჯარის შეურაცხყოფა შორენა ლორთქიფანიძე ცხინვალის რეგიონი

Recent Posts

საერთაშორისო ორგანიზაციები

ქართული ვებგვერდები

strate.ge

მთვლელები

free counters
wordpress visitor

%d bloggers like this: